პორტალი:საქართველო

Georgian flag circle.svg

Flag of Georgia Background.png
პორტალი: საქართველო




საქართველოს გერბი
საქართველო — სახელმწიფო ევროპისა და აზიის გასაყარზე. ერთიანი სახელმწიფოს სახით არსებობდა XI საუკუნის დასაწყისიდან, თუმცა დღევანდელი მმართველობის ფორმით არსებობს 1991 წლიდან. იხილეთ სრულად საქართველოს ისტორია.

რჩეული სტატია

100 ლარის წინა მხარე
ლარი არის საქართველოს ეროვნული ვალუტა. 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგი ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა „ლარი“, რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.

1995 წლიდან მიმოქცევაში შევიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები.

ყველა ნომინალის ბანკნოტის ავერსზე წარმოდგენილია ქართული წარწერები: „საქართველო“, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ნომინალის დასახელება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები, თარიღი და შვიდმკლავიანი ბორჯღალის გამოსახულება, ხოლო რევერსზე — ინგლისური ენოვანი წარწერები: „GEORGIA“ და ნომინალის დასახელება.

რედ.

რჩეული ბიოგრაფია

ნიკო ფიროსმანი
ნიკო ფიროსმანი (ფიროსმანაშვილი) (დ. 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918, თბილისი) ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი იყო. ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გიორგი ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. 1890—1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX—XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო სცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.
რედ.

იცოდით, რომ...

გაზაფხულის რიტმები
რედ.

ახალი სტატიები

ევსტათი მცხეთელის ეკლესია | ვანქის ტაძარი | გოხნარი (ეკლესია) | სავენახო | სავეკუოს მღვიმე | ბაია (საფეხბურთო კლუბი) | სავეზირო | სავადი | საერისთავო | ნიკოლოზ აბაშიძე | ნანა მესხიძე | იოანე ოქროპირი I (საქართველო) | ირაკლი გამრეკელი | ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი | ეგნატე იოსელიანი | სამგორი (მეტროსადგური) | ქართული უნივერსიტეტი | საეკლესიო აზნაური | სადუცია | სადუღა | ნუცა კუხიანიძე | მამაი (კათოლიკოსი) | სადუნ მანკაბერდელი | მალხაზ ასათიანი | ალუდა ქეთელაური | ბესიკ ხარანაული | სურამის ციხე (ფილმი) | ისანი (მეტროსადგური) | 300 არაგველი (მეტროსადგური) | მარჯანიშვილი (მეტროსადგური) | ბარალეთისწყალი | ნანკა კალატოზიშვილი | მარიამ ჯოლოგუა | მაია დობორჯგინიძე | მოძღვარი (ფილმი)

რედ.

თემატური კრებული


ამ თვეს...

პორტალი:საქართველო/მარტი

წლის სხვა მოვლენები

თვის გამოსახულება

ლებისკარის ციხე-კოშკი
ავტორი: პაატა ვარდანაშვილი
ხევსურეთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ხევსურეთი ბარს მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან იცავდა, რაზეც აქ მდებარე ციხე-სიმაგრეთა სიმრავლე მეტყველებს.
რედ.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ

Clipboard.svg

იხილეთ:


რჩეული პანორამა

თბილისის სამების ტაძარი
თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში

დობილი პორტალები

ევროპა

ავსტრია · აზერბაიჯანი · ალბანეთი · ანდორა · ბელარუსი · ბელგია · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · გერმანია · დანია · დიდი ბრიტანეთი · ესპანეთი · ესტონეთი · ვატიკანი · თურქეთი · ირლანდია · ისლანდია · ისრაელი · იტალია · კვიპროსი · ლატვია · ლიტვა · ლიხტენშტაინი · ლუქსემბურგი · მოლდოვა · მონაკო · მონტენეგრო · ნიდერლანდი · ნორვეგია · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი · საბერძნეთი · სან-მარინო · საფრანგეთი · სერბეთი · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · შვედეთი · შვეიცარია · ჩეხეთი · ხორვატია

ქეშის გაწმენდა