საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრისაქართველოს მთავრობის მეთაური. პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს. პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით.[2]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს დროშა
დამნიშვნელი საქართველოს პარლამენტი
ვადის ხანგრძლივობა 4 წელი
დაარსდა 1918 წლის 26 მაისი
პირველი თანამდებობაზე ნოე რამიშვილი
ხელფასი 4 250[1]
საიტი ოფიციალური საიტი
საქართველო
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი
პარტიები პარლამენტში :
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს. იგი უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე მინისტრს − ვიცე-პრემიერის მოვალეობა.[2]

პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით − სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.[2]

ისტორია

 
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრები.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად დაწესდა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე და მას მთავრობის თავმჯდომარე ერქვა. ამ პოსტზე მოღვაწეობდნენ ნოე რამიშვილი და ნოე ჟორდანია.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შედეგად საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა გაუქმდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ კი დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველო არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრე.

1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. 2004 წლის 6 თებერვალს განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა საქართველოში შემოიღო მთავრობის ინსტიტუტი, შესაბამისად, ხელახლა გაჩნდა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და მას კვლავ პრემიერ-მინისტრი ეწოდა. მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით წამოაყენებს პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტი კი ნდობას უცხადებს მას. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს.

პრემიერ-მინისტრები

სახელი ფოტო ვადის დასაწყისი ვადის დასასრული პარტია
1
ნოე რამიშვილი
 
26 მაისი 1918
24 ივნისი 1918[3][4]
სოციალ-დემოკრატიული პარტია
2
ნოე ჟორდანია
 
24 ივნისი 1918[3][4]
18 მარტი 1921
სოციალ-დემოკრატიული პარტია

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე

სახელი ფოტო ვადის დასაწყისი ვადის დასასრული
1
თენგიზ სიგუა
 
9 აპრილი 1991
18 აგვისტო 1991
მ/შ
ბესარიონ გუგუშვილი
 
21 აგვისტო 1991
26 აგვისტო 1991

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი

სახელი ფოტო ვადის დასაწყისი ვადის დასასრული
1
ბესარიონ გუგუშვილი
 
26 აგვისტო 1991
6 იანვარი 1992
2
თენგიზ სიგუა
 
6 იანვარი 1992
5 აგვისტო 1993
მ/შ
ედუარდ შევარდნაძე
 
5 აგვისტო 1993
20 აგვისტო 1993
3
ოთარ ფაცაცია
 
20 აგვისტო 1993
5 ოქტომბერი 1995
მ/შ
ბაკურ გულუა
 
5 ოქტომბერი 1995
25 ნოემბერი 1995

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

N სახელი ფოტო პრეზიდენტი ვადის დასაწყისი ვადის დასასრული პარტია
4
ზურაბ ჟვანია
  მიხეილ სააკაშვილი
17 თებერვალი 2004
3 თებერვალი 2005
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
5
ზურაბ ნოღაიდელი
  მიხეილ სააკაშვილი
17 თებერვალი 2005
16 ნოემბერი 2007
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
6
ლადო გურგენიძე
  მიხეილ სააკაშვილი
22 ნოემბერი 2007
1 ნოემბერი 2008
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
7
გრიგოლ მგალობლიშვილი
  მიხეილ სააკაშვილი
1 ნოემბერი 2008
6 თებერვალი 2009
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
8
ნიკოლოზ გილაური
  მიხეილ სააკაშვილი
6 თებერვალი 2009
30 ივნისი 2012
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
9
ვანო მერაბიშვილი
  მიხეილ სააკაშვილი
4 ივლისი 2012
25 ოქტომბერი, 2012
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
10
ბიძინა ივანიშვილი
  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
25 ოქტომბერი, 2012
20 ნოემბერი, 2013
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
11
ირაკლი ღარიბაშვილი
  გიორგი მარგველაშვილი
20 ნოემბერი, 2013
30 დეკემბერი, 2015
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
12
გიორგი კვირიკაშვილი
  გიორგი მარგველაშვილი
30 დეკემბერი, 2015
13 ივნისი, 2018
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
13
მამუკა ბახტაძე
  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
20 ივნისი, 2018
2 სექტემბერი, 2019
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
14
გიორგი გახარია
  სალომე ზურაბიშვილი
8 სექტემბერი, 2019
18 თებერვალი, 2021
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
15
ირაკლი ღარიბაშვილი
  სალომე ზურაბიშვილი
22 თებერვალი, 2021
29 იანვარი, 2024
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
16
ირაკლი კობახიძე
სალომე ზურაბიშვილი
8 თებერვალი, 2024
დღემდე
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. bpn.ge
  2. 2.0 2.1 2.2 საქართველოს კონსტიტუცია დაარქივებული 2022-05-21 საიტზე Wayback Machine. , საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 55.
  3. 3.0 3.1 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი. (2018). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-9941-13-718-1. გვ. 149, 273, 322, 328.
  4. 4.0 4.1 მთავრობის განახლება. (26 ივნისი, 1918). ერთობა N130.. თბილისი: ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა ორგანიზაციების ორგანო.