2007
წელი
2007 (ორი ათას შვიდი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-7 წელი.
ათასწლეული: | II · III · IV |
საუკუნე: | XX · XXI · XXII |
წლები: | 2004 · 2005 · 2006 2007 2008 · 2009 · 2010 |
გრიგორიანული კალენდარი | 2007 MMVII |
იულიანური კალენდარი | 2006—2007 (14 იანვარიდან) |
იულიანური კალენდარი ბიზანტიურ ერასთან |
7515—7516 (14 სექტემბერიდან) |
ებრაული კალენდარი |
5767—5768 |
ისლამური კალენდარი | 1428—1429 |
ძველქართული კალენდარი | (21 მარტიდან) |
- სამყაროს შექმნიდან | 7610—7611 |
- ქრისტეს შობიდან | 2007 (ცზ) |
- ქორონიკონით | XIV მოქცევა და 163 (რჲგ) წელი |
ძველსომხური კალენდარი | 4499—4500 (11 აგვისტოდან) |
სომხური საეკლესიო კალენდარი | 1456 ԹՎ ՌՆԾԶ
|
ეთიოპური კალენდარი | 1999—2000 |
რომის დაარსებიდან | 2759—2760 (4 მაისიდან) |
ძველინდური კალენდარი | |
- ვიქრამ-სამვატი | 2063—2064 |
- შაკა სამვატი | 1929—1930 |
- კალი-იუგა | 5108—5109 |
ირანული კალენდარი | 1385—1386 |
ბუდისტური კალენდარი | 2550 |
იაპონური წელთაღრიცხვა | 19-й год Хэйсэй |
ჩინური კალენდარი | 4703—4704 丙戌 — 丁亥 წითელი ძაღლი — წითელი ღორი |
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოვლენები რედაქტირება
- 1 იანვარი : ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირში გაწევრიანდნენ.
- 6 მარტი : ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მოხდა რიხტერის შკალით 6,9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა.
- 31 მარტი : საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
- 7 ნოემბერი : პარლამენტის შენობის წინ 2 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლმდენი აირითა და წყლის ჭავლით დაშალა.
- დეკემბერი : ჩამოინგრა ხანძთის გუმბათი.
საქართველოში რედაქტირება
პოლიტიკა რედაქტირება
- პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა 2008 წლის 5 იანვრისთვის, ქვეყანაში მოცული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
- რუსეთის ელჩი დაბრუნდა თბილისში: რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის ელჩი გაიწვია საქართველოს მიერ ოთხი რუსეთის მოქალაქის 2006 წელს შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრების გამო. ურთიერთობა რუსეთთან კვლავ მწვავე რჩება.
- რუსეთმა დაასრულა სამხედრო შენაერთების გაყვანა საქართველოდან ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების დახურვით, თუმცა რუსეთის სამხედრო შენაერთები კვლავ რჩებიან აფხაზეთში სამშვიდობების სახით.
- საქართველომ ახალი გზა გაიყვანა კოდორის ხეობაში, რითაც განმტკიცდა კონტროლი ზემო აფხაზეთზე.
- საქართველოს ხელისუფლების მხადაჭერით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია შეიქმნა, რომელსაც სათავეში დიმიტრი სანაკოევი ჩაუდგა.
- 1993 წელს ჩეჩნეთში გაურკვეველ ვითარებაში დაკრძალული ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ნეშთი დააბრუნეს საქართველოში და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
- საქართველომ გაზარდა სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ერაყში 2000-მდე, რითაც სამხედროების რაოდენობით მესამე სახელმწიფო გახდა აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ ამ ქვეყანაში.
- აგვისტოში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნაღმი გადმოაგდო საქართველოს ტერიტორიაზე სოფელ წითელუბანთან (სამაჩაბლო). ნაღმი არ აფეთქებულა და რუსეთსაც ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა არ აუღია.
- აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირი შემოვიდა საქართველოში, რამაც შესაძლებლობა მისცა ქვეყანას რუსეთის ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება შეემცირებინა.
ბიზნესი რედაქტირება
- საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი იწყებენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიზგის მშენებლობას ნოემბრის ბოლოს. გახსნის ცერემონია ჩატარდა მარაბდასთან სამი ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით.
- აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტოსტრადის მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდა, რომელმაც შეაერთა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის ორი მონაკვეთი ნოემბრის ბოლოს.
- თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა თებერვალში თურქული კომპანია TAV LLC-ის მონაწილეობით, რომელმაც მასში $100 მილიონი დოლარი დააბანდა (ბათუმის აეროპორტთან ერთად).
- საქართველოს ენერგიის სექტორის პრივატიზება დასრულდა ივნისში. საერთო შემოსავლებმა $500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
- ნოემბერში საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რითაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა ქართული პროდუქციისა და ქართველი მეწარმეებისთვის.
- საქართველოში შემოვიდა ბრიტანული საბანკო გიგანტი HSBC.
- სასტუმროების ქსელების გიგანტები „კემპინსკი“ და „ჰაიატი“ თბილისში მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობას იწყებენ.
სპორტი რედაქტირება
- ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
- საქართველოს სამი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს: ორი ჭიდაობაში (დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე) და ერთი ძიუდოში (ირაკლი ცირეკიძე). ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 18 წელიწადში, როდესაც საქართველო ჩემპიონი გახდა თითოეულ ამ სპორტის სახეობაში.
კულტურა რედაქტირება
- საქართველოში რამდენიმე მსხვილი სამუსიკო ვარსკვლავი ჩამოდის: მონსერატ კაბაიე, შაკირა, რიკი ე პოვერი, ჯო კოკერი.
- თეატრის აღორძინება: რუსთაველის თეატრში მრავალი ძველი თუ ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიხსნა. მარჯანიშვილის თეატრმა დაიწყო ფუნქციონირება განახლებული დარბაზებითა და სპექტაკლებით.
- ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, სუხიშვილების ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი, დიდი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ვაჟი, თენგიზ სუხიშვილი გარდაიცვალა.
- დებიუტი ევროვიზიის კონკურსში: მაისში სოფო ხალვაში პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ფინალში გასულმა სოფომ მე-12 ადგილი დაიჭირა.
დაიბადნენ რედაქტირება
იანვარი რედაქტირება
თებერვალი რედაქტირება
მარტი რედაქტირება
აპრილი რედაქტირება
მაისი რედაქტირება
ივნისი რედაქტირება
ივლისი რედაქტირება
აგვისტო რედაქტირება
სექტემბერი რედაქტირება
ოქტომბერი რედაქტირება
ნოემბერი რედაქტირება
დეკემბერი რედაქტირება
გარდაიცვალნენ რედაქტირება
იანვარი რედაქტირება
- 30 იანვარი : სიდნეი შელდონი — ამერიკელი მწერალი
თებერვალი რედაქტირება
მარტი რედაქტირება
- 2 მარტი : ანრი ტრუაია — სომხური წარმოშობის ფრანგი მწერალი
- 6 მარტი : ჟან ბოდრიარი — ფრანგი ფილოსოფოსი
- 25 მარტი : ანდრანიკ მარგარიანი — სომხეთის პრემიერ-მინისტრი
- 25 მარტი : თენგიზ სუხიშვილი — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი
აპრილი რედაქტირება
- 23 აპრილი : ბორის ელცინი — რუსეთის პრეზიდენტი 1991-1999 წლებში
მაისი რედაქტირება
ივნისი რედაქტირება
ივლისი რედაქტირება
აგვისტო რედაქტირება
სექტემბერი რედაქტირება
- 6 სექტემბერი : ლუჩანო პავაროტი — იტალიელი ტენორი
ოქტომბერი რედაქტირება
ნოემბერი რედაქტირება
- 16 ნოემბერი : გოდერძი ჩოხელი — ქართველი მწერალი (დ. 1954)