ნინო შალვას ასული რამიშვილი (დ. 19 იანვარი, 1910, ტფილისი[1] — გ. 6 სექტემბერი, 2000, თბილისი) — ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი. საქართველოს (1948) და სსრკ (1963) სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახ. (1973) და სსრკ (1949) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე 1981. ილია სუხიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ახლანდელი ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი. იყო მისი წამყვანი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დიდი ღვაწლი დასდო ქართული ცეკვის პოპულარიზაციას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ნინო რამიშვილი ილიკო სუხიშვილთან ერთად

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  1. სხვა მონაცემით ბაქოში
  2. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1948 №1-2