ლენინის ორდენი
ლენინის ორდენი (რუს. Орден Ленина) — უმაღლესი ჯილდო სსრკ-ში. დააწესა სსრკ-ის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა (ცაკი) 1930 წლის 6 აპრილს. ლენინის ორდენით სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი აჯილდოებს სსრკ ცალკეულ მოქალაქეებს, კოლექტივებს, დაწესებულებებს, საწარმოებსა და საბჭოთა ორგანიზაციებს სოციალისტურ მშენებლობაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის. ლენინის ორდენს აძლევენ იმ პირებსაც, რომელთაც მიენიჭათ სსრკ გმირისა და სოციალისტური შრომის გმირის წოდება. ლენინის ორდენით აჯილდოებენ აგრეთვე საბჭოთა არმიასა და სამხედრო საზღვაო ფლოტში ან მრეწველობაში, სოფლის მეურნეობასა თუ სახელმწიფო მმართველობის მთელ რიგ დარგებში ნამსახურობისათვის.
ლენინის ორდენი | ||
---|---|---|
ქვეყანა | სსრკ | |
ვინ ჯილდოვდება | სსრკ-ის მოქალაქეები, საწარმოები, გაერთიანებები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, სამხედრო ნაწილები, სამხედრო გემები, გაერთიანებები, მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკები, მხარეები, ოლქები, ავტონომიური ოლქები, ავტონომიური ოკრუგები, რაიონები, ქალაქები და სხვა დასახლებული პუნქტები | |
დაჯილდოების საფუძველი | განსაკუთრებული მიღწევები და დამსახურებები | |
სტატუსი | არ გაიცემა | |
სტატისტიკა | ||
პარამეტრები | სიმაღლე: 38-45 მმ სიგანე: 38 მმ მასალა: ოქრო, პლატინა | |
დაწესების თარიღი | 6 აპრილი 1930 | |
პირველი დაჯილდოება | 23 მაისი, 1930 | |
ბოლო დაჯილდოება | 21 დეკემბერი, 1991 | |
დაჯილდოების რაოდენობა | 431 418 | |
რიგითობა | ||
მაღალი ჯილდო | არაა | |
დაბალი ჯილდო | ოქტომბრის რევოლუციის ორდენი |
1953 წლამდე ლენინის ორდენი დამზადებული იყო ოქროსაგან, ხოლო შუაგულში ლენინის გამოსახულება — პლატინისაგან. ატარებენ მკერდის მარცხენა მხარეს.
სსრკ-ის დაშლამდე ლენინის ორდენი თითქმის 460.000-ჯერ იქნა გადაცემული.
ლენინის ორდენით დაჯილდოვებულნი არიან:
- გაგარინი, იური — რუსი კოსმონავტი მფრინავი.
- ვარაზი, ვასილ — ქართველი ბიოქიმიკოსი და პათოლოგფიზიოლოგი.
- მერეცკოვი, კირილ — რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე.
საქართველოს სსრ
რედაქტირებალენინის ორდენით დაჯილდოებული საქართველოს სსრ კოლექტივები არიან:
- 1936 — შოთა რუსთაველის სახელობის ქართული დრამატული სახელმწიფო თეატრი.
- 1937 — თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი.
- 1944 — თბილისის მხატვრული ფილმების კინოსტუდია.
- 1948 — ტრესტი „ხრამჰესმშენი“.
- 1949 — წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა.
- 1966 — ტრესტი „ჭიათურმარგანეცი“; „თბილგვირაბმშენი“; „ამიერკავკასიის მეტალურგმშენებლობის“ ტრესტი №1.
- 1967 — კოლმეურნეობა „დურიფში“, გუდაუთის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, ინგირის ჩაის საბჭოთა მეურნეობა, ზუგდიდის რაიონი; სოფ. ხუცუბნის კოლმეურნეობა, ქობულეთის რაიონი, აჭარის ასსრ; სოფ. ზემო მაჩხაანის კოლმეურნეობა, წითელწყაროს რაიონი.
- 1971 — ვარკეთილის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა, გარდაბნის რაიონი; სოფ. ხაბუმეს ლენინის სახელობის კოლმეურნეობა, ჩხოროწყუს რაიონი.
- 1972 — ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
- 1979 — საქართველოს ალკკ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 187.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, თბ., 1981. — გვ. 347.