ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში, 1921-დან ზუგდიდის მაზრაში. 1930-დან ცალკე რაიონია.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ზუგდიდი | ||||
კოორდინატები | 42°30′00″ ჩ. გ. 41°51′00″ ა. გ. / 42.50000° ჩ. გ. 41.85000° ა. გ. | ||||
ფართობი | 682.1 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 99 500[1] კაცი (2021) | ||||
სიმჭიდროვე | 93,58 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,73 % რუსები 0,17 % უკრაინელები 0,06 %[2] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 98,40 %[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.zugdidi.gov.ge | ||||
| |||||
ბუნება რედაქტირება
მუნიციპალიტეტს უჭირავს ოდიშის ვაკე და ურთას მთიანი ზონა. ტერიტორია — 668 კმ², მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 340 კმ². რაიონში მდინარეთა ხშირი ქსელია, ბევრია ჭაობი და მცირე ტბები. გარდა მდინარე ენგურისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს მდინარეები: ჯუმი, ჩხოუში, ჭანისწყალი, რუხი და სხვა.
პოლიტიკა რედაქტირება
საკრებულო რედაქტირება
პარტია | 2017[4] | 2021[5] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ნაციონალური მოძრაობა | 5 | 22 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქართული ოცნება | 43 | 20 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 50 | 45 |
მოსახლეობა რედაქტირება
რაიონში 58 დასახლებული პუნქტია. დიდი სოფლებია: ინგირი (4,0 ათასი), კახათი (4,0 ათასი), ჭითაწყარი (3,3 ათასი) და რუხი (2,8 ათასი).
რაიონი/მუნიციპალიტეტი[6] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ზუგდიდის | 96 643 | 112 241 | 120 217 | 125 444 | 126 800 | 167 760 | 105 509 | 105 700 | 104 200 | 103 300 |
ადგილობრივი თვითმმართველობა რედაქტირება
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი თანამდებობის პირი — გამგებელი. მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:
- 17 თემი — აბასთუმანი, ანაკლია, ახალსოფელი, დიდი ნეძი, ერგეტა, ინგირი, კოკი, კორცხელი, ნარაზენი, ოდიში, ორულუ, ოქტომბერი, რუხი, ჩხორია, ცაიში, ჭაქვინჯი, ჯიხაშკარი;
- 12 სათავო სოფელი — 12: ალერტკარი, ახალი აბასთუმანი, ახალკახათი, განარჯიის მუხური, დარჩელი, კახათი, ორსანტია, რიყე, ურთა, ყულიშკარი, შამგონა, ჭითაწყარი, ჭკადუაში.
ეკონომიკა რედაქტირება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მთავარი როლი ეკუთვნის სუბტროპიკულ სოფლის მეურნეობას, კერძოდ მეჩაიეობას და მასზე დაფუძნებულ გადამამუშავებელ მრეწველობას. სოფლის მეურნეობის სხვა დარგებია მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა. მნიშვნელოვანი საწარმოებია ჩაის ფაბრიკები, ფაიფურის, ავეჯის და ღვინის ქარხნები, ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი. რაიონის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.
კულტურა რედაქტირება
რაიონში 80 სახელმწიფო და 3 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 41 ბიბლიოთეკა.
ღირსშესანიშნაობანი რედაქტირება
გალერეა რედაქტირება
-
სოფელი ცაიში
-
განარჯიის მუხური
-
განარჯიის მუხური
-
განარჯიის მუხური
-
ტყაიას წმ. გიორგის ეკლესია
-
ჭაქვინჯის ციხე
-
ანაკლია
ლიტერატურა რედაქტირება
- ძიძიგური ი. შენგელაია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 541-542.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ georgia-religion 2014
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
- ↑ Georgia division