ევროპული საქართველო
ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის — პოლიტიკური პარტია საქართველოში. საჯარო რეესტრში, როგორც პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა 1999 წლის 28 მაისს და თავმჯდომარეობდა გიგი წერეთლის მამა ნუგზარ წერეთელი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გამოეყო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და პარლამენტში 21 მანდატი მიიღო. 2017 წლის 30 იანვარს „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გენერალურ მდივნად დაინიშნა გიგი უგულავა.
ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | გიგა ბოკერია |
გენერალური მდივანი | აკაკი ბობოხიძე |
ისტორია | |
დაფუძნდა | 13 იანვარი, 2017 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
ლიბერალიზმი ეკონომიკური ლიბერალიზმი ევროატლანტიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | ცენტრიზმი, მემარჯვენე-ცენტრიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | EPP-ს ასოცირებული წევრი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
0 / 150 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | ვასილ ბარნოვის ქუჩა, №40, თბილისი, საქართველო |
europeangeorgia.ge |
2017 წლის 27 მაისს გაიმართა „ევროპული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა სადაც პარტიის 500-მდე ხმოსანმა დელეგატმა პარტიის და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი აირჩიეს, ასევე დამტკიცდა პარტიის სახელწოდებაც, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
2021 წლის 10 აპრილს პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. პარტიის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელია გიგი წერეთელი, ხოლო საგარეო საქმეთა მდივანია გიორგი კანდელაკი.[1]
პოლიტიკური პლატფორმა რედაქტირება
დამფუძნებელთა განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არის პარტია, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ყველა მოქალაქისთვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას. ევროპული საქართველო არის მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა და წარმოადგენს მკაფიოდ გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე გაერთიანებას, რომლის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ევროპულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულ ინტეგრაციას.
ორგანიზაციული სტრუქტურა რედაქტირება
პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა ყრილობა. პარტიის პოლიტიკას განსაზღვრავენ თავადვე პარტიის ლიდერები. ორგანიზაციულ მუშაობას წარმართავს გენერალური მდივანი. პარტიას გააჩნია პოლიტიკური საბჭო, თავად პარტია კი გადაწყვეტილებების აღმასრულებელია. პარტია არის ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი.
პარტიის თავმჯდომარეები რედაქტირება
სახელი | სურათი | წელი | |
---|---|---|---|
1 | დავით ბაქრაძე | 2017-2021 | |
2 | გიგა ბოკერია | 2021- |
შედეგები არჩევნებში რედაქტირება
საპარლამენტო რედაქტირება
არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|
2020 | 72 986 | 3,79 | 5 / 150 |
ახალი | ოპოზიცია |
საპრეზიდენტო რედაქტირება
არჩევნები | კანდიდატი | ხმები | % | შედეგი |
---|---|---|---|---|
2018 | დავით ბაქრაძე | 174 849 | 10,97 | მესამე ადგილი |
ადგილობრივი რედაქტირება
არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– |
---|---|---|---|---|
2017 | 156 232 | 10,4 | 166 / 2 043 |
ახალი |
2021 | 29 251 | 1,66 | 18 / 2 068 |
148 |