გიორგი კანდელაკი (პოლიტიკოსი)

გიორგი კანდელაკი (დ. 5 აგვისტო, 1982, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი.

გიორგი კანდელაკი
დაბადების თარიღი 5 აგვისტო, 1982 (1982-08-05) (42 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტოლოგიის სპეციალობით. 2003 წელს არჩევნების მხარდამჭერი პროგრამა „ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს“ ვებსაიტის რედაქტორი. 2003-2005 წლებში მუშაობდა ინგლისურენოვანი ყოველდიური გაზეთის „24 საათი“ რედაქტორის მოადგილედ. 2003- 2004 წლებში იყო მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის მკვლევარი. 2005 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთავარი მრჩეველი, მთავარი კონსულტანტი. 2005-2008 დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალიტიკური სამსახურის მთავარი მრჩევლად. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წლიდან არის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება