მთავარი გვერდი
ტრაპიზონი, ტრაბზონი, ტრაპეზუნტი — ქალაქი თურქეთში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე, ტრაპიზონის პროვინციის დედაქალაქი; ისტორიული ტრაპიზონის იმპერიის დედაქალაქი. ტრაპიზონში თურქეთის სხვა ძველბერძნულ ქალაქებთან შედარებით უკეთ არის შემორჩენილი ბიზანტიური არქიტექტურა. ტრაპიზონის მოსახლეობის უმრავლეობა ეთნიკურად თურქია, თუმცა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ტრაპიზონსა და მის შემოგარენში ცხოვრობდნენ პონტოელი ბერძნები, ლაზები, სომხები და სხვა ეთნიკური ჯგუფები. ტრაპიზონი დააარსეს მილეტელმა ვაჭრებმა ძვ. წ. 756 წელს სინოპსა და აბიდოსთან ერთად. ძვ. წ. VI საუკუნიდან ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობებამდე ტრაპიზონი აქემენინანთა იმპერიის მფლობელობაში იყო. ალექსანდრეს ომების შედეგად შავი ზღვის სანაპიროს ქალაქებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ძვ. წ. II საუკუნეში ტრაპიზონი პონტოს სამეფოს ნაწილი გახდა. ძვ. წ. 66-65 წლებში პონტოს სამეფო იქცა ჯერ რომის ვასალურ სახელმწიფოდ, ხოლო I საუკუნიდან რომის იმპერიის უშუალო ნაწილი გახდა და ამ დროიდა მოყოლებული XIII საუკუნემდე ის ჯერ რომის, შემდეგ კი ბიზანტიის მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. 1204 წლიდან ტრაპიზონი გახდა საქართველოს სამეფოს მიერ შექმნილი სახელმწიფოს, ტრაპიზონის იმპერიიის დედაქალაქი. ამ პერიოდში ქალაქმა ძლიერი ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა განიცადა. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მალევე, 1461 წელს ტრაპიზონი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო და მის ერთ-ერთ სანჯაყად იქცა. ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ტრაპიზონი უმნიშვნელო ქალაქად რჩებოდა XIX საუკუნემდე. XIX საუკუნის დასაწყისში ტრაპიზონი რუსეთის იმპერიასთან ვაჭრობამ ეკონომიკურად გააძლიერა. XIX საუკუნეში ქალაქში განვითარდა ნავსადგური, საბანკო-საფინანსო სექტორი, გაიხსნა კულტურის დაწესებულებები. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ოსმალეთსა და რუსეთის იმპერიებს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა.
ალასკა — შტატი აშშ-ში. მდებარეობს წყნარი ოკეანის რეგიონში. სახელი ინუიტების ენაზე „კონტინენტს“ ნიშნავს. 1741 წელს აღმოაჩინა კაპიტანმა ვიტუს ბერინგმა. 1744 წელს რუსეთის კოლონია გახდა. 1845 წელს ალასკაზე 1838 ათასი კაცი ცხოვრობდა, მათ შორის 640 ეროვნებით რუსი იყო. 1867 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 7,2 მილიონ დოლარად ოფიციალურად იყიდა რუსეთისგან. 1884 წლიდან ოლქის სტატუსი ჰქონდა, 1912 წელს ტერიტორიის, ხოლო 1958 წელს კი აშშ-ს შტატის სტატუსი მიიღო. ალასკის ფართობი 1,477 ათასი კვადრატული კილომეტრია. განლაგებულია ალასკის ნახევარკუნძულზე და ალეუტის კუნძულებზე. აქ მდებარეობს ამერიკის უმაღლესი მწვერვალი მაკ-კინლი (6.194 მეტრი). მოსახლეობა – 651 ათასი კაცია, აქედან ქალაქის მოსახლეობა 64,5 %-ს შეადგენს. მისი დედაქალაქია ჯუნო.
- შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერად და ქვეყნის პირველ მინისტრად ჰამზა იუსაფი (სურათზე) აირჩიეს.
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინიდან ბავშვების გატაცებისათვის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.
- საქართველოს პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის განხილვას საპროტეტოს გამოსვლები მოჰყვა.
- კაია კალასის რეფორმის პარტიამ ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
- იაპონელი მწერალი კენძაბურო ოე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ბოლა ტინუბუ ნიგერიის პრეზიდენტად აირჩიეს.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- რალფ ნორმან ენჯელი არის ერთადერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც ჯილდო წიგნის გამოცემისთვის მოიპოვა.
- იოანე II პირველი პაპი იყო, რომელმაც სახელი შეიცვალა პაპად არჩევის შემდეგ.
- უილიამ პიტი (სურათზე) დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია, 1783 წელს თანამდებობის დაკავების მომენტში იგი 24 წლის იყო.
- მეტამორფოზის ბოლო სტადიაზე (იმაგო) ერთდღიურები არ იკვებებიან და ცოცხლობენ ცოტა ხანს — რამდენიმე საათიდან ერთ ან რამდენიმე დღემდე.
- ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დიუვალიე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად ითვლება, მან თანამდებობა 19 წლის ასაკში დაიკავა.
- ზღვის მამლებს მკერდის წინა 3 სხივი თითისებრ გამონაზარდებად აქვთ გარდაქმნილი, რომელთა დახმარებითაც ფსკერზე ცოცავენ და საკვებს ეძებენ.
![]() |
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
![]() |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
![]() |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
![]() |
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
![]() |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
![]() |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
![]() |
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
![]() |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
![]() |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
![]() |
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
![]() |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
![]() |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |