ლონდონი
ლონდონი (ინგლ. London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. 2021 წლის მონაცემებით, ქალაქის სრული მოსახლეობა შეადგენს 8,961,989 ადამიანს, აქედან 3,535,700 შიდა ლონდონში ცხოვრობს, აგლომერაციაში კი — 14,257,962 ადამიანი.
ლონდონი London | |||||
ლონდონის პანორამა | |||||
| |||||
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო | ||||
---|---|---|---|---|---|
რეგიონი | ინგლისი | ||||
შიდა დაყოფა | 33 ოლქი | ||||
კოორდინატები | 51°30′00″ ჩ. გ. 0°07′00″ ა. გ. / 51.50000° ჩ. გ. 0.11667° ა. გ. | ||||
მერი | სადიქ ამან ხანი[1] | ||||
დაარსდა | 47[2] | ||||
ადრეული სახელები | ლონდინიუმ, ლიუნდენბურგი | ||||
ფართობი | 1579 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 4 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||||
მოსახლეობა | 8,961,989 კაცი (2019) | ||||
სიმჭიდროვე | 5,666 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 14,257,962 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | +44 20 | ||||
საფოსტო ინდექსი | E, EC, N, NW, SE, SW, W, WC, BR, CM, CR, DA, EN, HA, IG, KT, RM, SM, TN, TW, UB და WD | ||||
ოფიციალური საიტი | london.gov.uk | ||||
ქალაქის ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდინიუმის დაარსებით. ლონდონის ისტორიული ცენტრია სიტი. დაახლოებით, XIX საუკუნიდან ლონდონს ეკუთვნის არა მარტო სიტი, არამედ მის გარშემო არსებული დასახლებებიც. 1965 წლის 1 აპრილს შეიქმნა ე.წ. დიდი ლონდონი.
ლონდონმა სამჯერ (1908, 1948 და 2012 წლებში) უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.
ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია, ხოლო მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან — ერთ-ერთი. მას წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაშიც. ქალაქს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში მსოფლიოში ყველაზე ბევრი — 480 უცხოური ბანკია. ჟურნალმა „ნიუ-იორკ“ ლონდონს XXI საუკუნის „მსოფლიოს დედაქალაქი“ უწოდა.
ეტიმოლოგია
რედაქტირებალონდონის ეტიმოლოგია უცნობია[3]. ეს ანტიკური სახელი უკვე II საუკუნის ისტორიულ წყაროებში გვხვდება. დაახლოებით 117 წელს ლონდინიუმს ტაციტუსი უწოდებს მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს. სახელის აღნიშნული ფორმა მის რომაულ-ბრიტანულ წარმომავლობაზე მიუთითებს.
ქალაქის სახელწოდების განმარტება პირველმა XII საუკუნის ჟამთააღმწერმა ჯეფრი მონმუთელმა სცადა ნაშრომში „ბრიტანეთის მეფეთა ისტორია“ (Historia Regum Britanniae)[4]. მონმუთელის მოსაზრებით, ამ სახელის წარმოშობა უკავშირდება ლეგენდარულ მეფე ლუდს, რომელმაც ხელთ იგდო ქალაქის კონტროლი და მას კეირლუდი უწოდა. მოგვიანებით სახელი კეირლუნდაინად გადაკეთდა, არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა და, საბოლოოდ, ლონდონი გახდა[5]. თანამედროვე მეცნიერებმა კატეგორიულად უარყვეს ჯეფრი მონმუთელის ჰიპოთეზა.
1898 წლიდან, ზოგადად, ითვლებოდა, რომ ლონდონი კელტური წარმოშობის სახელი იყო და აღნიშნავდა ადგილს, რომელიც ვინმე ლონდინოსს ეკუთვნოდა. საბოლოოდ, ეს განმარტებაც უარყვეს.[3]
1998 წელს რიჩარდ კოუტსმა წამოაყენა მოსაზრება, რომ სახელი მომდინარეობს წინარეკელტური ძველევროპული სიტყვიდან „პლოვონიდა“, რაც ნიშნავს „ისეთ ფართო მდინარეს, ფონს რომ ვერ უპოვი მეორე ნაპირზე გადასასვლელად“. მისი ვარაუდით, ეს სახელი ეწოდებოდა მდინარე ტემზას ვესტმინსტერის ქვემოთ. მოგვიანებით, დასახლებას ამ სიტყვის კელტური ფორმა „ლოვონიდონიონი“ (Lowonidonjon)[6] ეწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისელი ენათმეცნიერები კოუტსის თეორიაში სერიოზული შესწორების აუცილებლობას ხედავენ.
1889 წლამდე ლონდონი მხოლოდ ქალაქის ისტორიულ ნაწილს ეწოდებოდა, რომელიც დღევანდელი დედაქალაქის მხოლოდ ერთ უბანშია მოქცეული. XX საუკუნიდან მოყოლებული, ეს სახელი ლონდონის საგრაფოსაც აღნიშნავდა, ახლა კი დიდ ლონდონს გულისხმობს[7].
ისტორია
რედაქტირებაწინარეისტორიული პერიოდი
რედაქტირება1999 წელს ვოქსჰოლის ხიდის ჩრდილოეთით არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის ხიდის ნარჩენები. სავარაუდოდ, ამ ხიდით ტემზის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადადიოდნენ, ანდა - უწინ მდინარეში არსებულ კუნძულზე, რომელიც ახლა დაკარგულია მადათოვის კუნძულივით. ხის ექსპერტიზამ ხიდის ასაკი ქრისტეშობამდე დაახლოებით 1500 წლით დაათარიღა.
2010 წელს ვოქსჰოლის ხიდის სამხრეთით აღმოაჩინეს ხის ვრცელი სტრუქტურის საფუძველი, რომლის მიახლოებითი ასაკი მეცნიერებმა განსაზღვრეს ქრისტეშობამდე 4 500 წლით. ამ მეზოლითური პერიოდის კონსტრუქციის ფუნქცია უცნობია.
ორივე არტეფაქტი ნაპოვნია მდ. ტემზის სამხრეთ ნაპირზე, იქ, სადაც ლონდონის დედამდინარეს უერთდება მდ. ეფრა.
რომაული პერიოდი
რედაქტირებათუმცა დამტკიცებულია, რომ ლონდონის ტერიტორიაზე ბრიტები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ, პირველი მსხვილი დასახლება რომაელებმა დააარსეს 43 წელს ბრიტანეთის დაპყრობის შემდეგ. იგი 61 წელს მთლიანად გაანადგურა დედოფალ ბუდიკას მეთაურობით იცენების ტომის თავდასხმისას გაჩენილმა ხანძარმა. მალე ქალაქი გეგმაზომიერად ისეთი წარმატებით აღადგინეს, რომ 100 წელს კოლჩესტერის ნაცვლად, ლონდინიუმი გახდა რომის პროვინციის - ბრიტანიის დედაქალაქი. II საუკუნეში ლონდონის მოსახლეობის მაქსიმუმმა 60 ათას სულს მიაღწია.
ანგლო-საქსური ლონდონი
რედაქტირებაVII საუკუნეში ანგლო-საქსებმა ახალი დასახლება შექმნეს რომაული ლონდონიდან 2 კილომეტრის დაშორებით და ლუნდენვიკი (Lundenwic) დაარქვეს. დღეს ამ ადგილს კოვენტ-გარდენია.
როგორც ჩანს, მდინარის უბეში ნავმისადგომი უნდა ყოფილიყო, რასაც მეთევზეები და ვაჭრები იყენებდნენ. ქალაქის ეკონომიკური ზრდა მანამ გრძელდებოდა, სანამ ქალაქს ვიკინგები დაიპყრობდნენ. სკანდინავიელი მებრძოლების შემოსევას ლონდონმა ვერ გაუძლო. აქ ვიკინგებმა გამაგრებული ადგილი შექმნეს და ქალაქის საზღვრები რომაულ ლონდონამდე გადასწიეს, რომელიც გალავნით იყო დაცული. ვიკინგთა შემოსევები თანდათანობით მცირდებოდა და 886 წლიდან, ფაქტობრივად, შეწყდა. იმხანად ალფრედ დიდმა დანიის წინამძღოლ გუთრუმთან ერთად ლონდონში მშვიდობა დაამყარა. საქსონთა მიერ დაარსებული ლუნდენვიკი ელდვიკად (Ealdwic „ძველი დასახლება“) გადაიქცა. ეს სახელი დღემდეა შემორჩენილი თანამედროვე ლონდონში „ოლდვიჩის“ (Aldwych) ფორმით. ვესტმინსტერის ოლქში არის ოლდვიჩის ქუჩა, რომლის სიგრძე 1 კმ-ია. აქვეა მეტროსადგური ოლდვიჩი.
ვიკინგები ლონდონში
რედაქტირებაV საუკუნის დასაწყისში რომის იმპერიის დაცემის შედეგად, ლონდონმა დაკარგა პროვინციის დედაქალაქის სტატუსი და, მოსახლეობისგან მიტოვებული, თანდათან დაკნინდა. VI საუკუნის გარიჟრაჟზე რომაული ქალაქიდან ოდნავ დასავლეთით სწრაფი განვითარება დაიწყო ანგლო-საქსების დასახლებამ - ლუნდენვიკმა, რომლის მოსახლეობა მალე 12 000-მდე გაიზრდა. 680 წლისთვის იგი მსხვილ პორტად იქცა. თუმცა უცნობია ქალაქში წარმოების არსებობის თაობაზე.
820-იანი წლებიდან მოყოლებული ლონდონი ისევ შემცირდა ვიკინგების უწყვეტი შემოსევების შედეგად. ისტორიული წყაროებით დოკუმენტურად დასტურდება სამი შემოსევის ფაქტი. 851 და 886 წლებში ვიკინგებმა ქალაქის ორი წარმატებული შტურმი განახორციელეს, მაგრამ ძალიან მალე ალფრედ დიდმა აღადგინა ლონდონი, ოღონდ ძველ, რომაული ქალაქის საზღვრებში. თანდათანობით ვაჭრობა განახლდა. 950 წლამდე ქალაქი ნელ-ნელა ძლიერდებოდა, მერე კი ტემპი საგრძნობლად გაიზარდა. 994 წელს ვიკინგების ლონდონზე მესამე თავდასხმის მცდელობა სრული კრახითა და მომხდურთა დამარცხებით დამთავრდა.
XI საუკუნეში ლონდონი ინგლისის უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი გახდა და ვერავინ შეედრებოდა. ვესტმინსტერის სააბატო, რომელიც ამავე პერიოდში რომაულ სტილში აღადგინდა მეფე ედუარდ აღმსარებელმა, ჭეშმარიტად ევროპის ერთ-ერთ უდიდესს ტაძარს წარმოადგენდა. თუ მანამდე ვინჩესტერი იყო ანგლო-საქსური ინგლისის დედაქალაქი, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ლონდონი წარმოადგენდა ეკონომიკურ დ აპოლიტიკურ სატახტო ქალაქს, რომელსაც განუწყვეტლივ ემატებოდა სიძლიერე, დოვლათი და ეროვნული მასშტაბის მნიშვნელობა.
შუა საუკუნეები
რედაქტირება1066 წლის 14 ოქტომბერს ჰასტინგსის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ნორმანდიის ჰერცოგი, უილიამ დამპყრობელი ინგლისის მეფედ ეკურთხა ახლადდასრულებულ ვესტმინსტერის სააბატოში იმავე წლის შობადღეს.
უილიამის ბრძანებით აიგო ლონდონის ტაუერი. ეს იყო პირველი იმ მრავალრიცხოვან ნორმანდიულ ციხე-სიმაგრეთა შორის, რომლებიც ქვით შენდებოდა. ლონდონის ტაუერი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად იყო გამიზნული.
1097 წელს უილიამ II-მ ვესტმინსტერის დარბაზის მშენებლობა დაიწყო ამავე სახელწოდების სააბატოსთან ახლოს. სწორედ ეს დარბაზი გახდა ვესტმინსტერის სასახლის საფუძველი.
დედაქალაქი იზრდებოდა როგორც დემოგრაფიულად, ისე ეკონომიკურ-პოლიტიკური ასპექტითაც. თუ 1100 წელს ლონდონის მოსახლეობა 18 ათასამდე იყო, 1300 წელს ლამის 100 ათასს მიაღწია. XIV საუკუნის შუა წლებში გავრცელებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ ლონდონის მოსახლეობის ლამის მესამედი შეიწირა. თითქოს, ეს არ კმაროდა, გაჭირვება ინგლისის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ გლეხთა აჯანყებაში გადაიზარდა 1381 წელს.
კლიმატი
რედაქტირებაჰავის მონაცემები — ლონდონი, ზღვის დონიდან 25 მ (საშუალოები 1981–2010 წწ. მონაცემებით) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 17.2 | 21.2 | 24.2 | 29.4 | 32.8 | 35.6 | 37.9 | 38.1 | 35.4 | 29.1 | 20.8 | 17.4 | 38.1 |
საშუალო მაღალი °C | 8.1 | 8.4 | 11.3 | 14.2 | 17.9 | 21.2 | 23.5 | 23.2 | 20.0 | 15.5 | 11.1 | 8.3 | 15.2 |
საშუალო დღიური °C | 5.2 | 5.3 | 7.6 | 9.9 | 13.3 | 16.5 | 18.7 | 18.5 | 15.7 | 12.0 | 8.0 | 5.5 | 11.3 |
საშუალო დაბალი °C | 2.3 | 2.1 | 3.9 | 5.5 | 8.7 | 11.7 | 13.9 | 13.7 | 11.4 | 8.4 | 4.9 | 2.7 | 7.4 |
რეკორდულად დაბალი °C | −16.1 | −18.9 | −8.3 | −3.2 | −3.1 | −0.6 | 3.9 | 2.1 | 1.4 | −5.5 | −7.1 | −14.2 | −18.9 |
საშუალო ნალექი (მმ) | 55.2 | 40.9 | 41.6 | 43.7 | 49.4 | 45.1 | 44.5 | 49.5 | 49.1 | 68.5 | 59.0 | 55.2 | 601.7 |
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 1,0 მმ) | 11.1 | 8.5 | 9.3 | 9.1 | 8.8 | 8.2 | 7.7 | 7.5 | 8.1 | 10.8 | 10.3 | 10.2 | 109.6 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 61.5 | 77.9 | 114.6 | 168.7 | 198.5 | 204.3 | 212.0 | 204.7 | 149.3 | 116.5 | 72.6 | 52.0 | 1 632,6 |
საშუალო UV ინდექსი | 1 | 1 | 2 | 4 | 5 | 6 | 6 | 5 | 4 | 2 | 1 | 0 | 3 |
წყარო 1: Met Office[8] Koninklijk Nederlands Meteorologisch Instituut,[9][10] მეტი ინფორმაციისათვის[11] | |||||||||||||
წყარო 2: Met Office[12] Weather Atlas [13] |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.london.gov.uk/people/mayoral/sadiq-khan
- ↑ http://archaeologydataservice.ac.uk/archives/view/no1poultry_molas_2007
- ↑ 3.0 3.1 Mills, David (2001). Dictionary of London Place Names. Oxford Paperbacks. ISBN 978-0-19-280106-7. OCLC 45406491 https://www.amazon.co.uk/Dictionary-London-Place-Names-Oxford-Reference/dp/019956678X
- ↑ Historia Regum Britanniae http://www.yorku.ca/inpar/geoffrey_thompson.pdf
- ↑ Legendary Origins and the Origin of London's place name http://www.chr.org.uk/legends.htm
- ↑ Coates, Richard (1998). "A new explanation of the name of London". Transactions of the Philological Society. 96 (2): 203–229. doi:10.1111/1467-968X.00027
- ↑ Mills, David. A Dictionary of London Place-Names (Oxford Quick Reference), 2011, p. 140 https://www.amazon.co.uk/Dictionary-London-Place-Names-Oxford-Reference/dp/019956678X
- ↑ London Heathrow Airport. Met Office. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2014.
- ↑ Heathrow Airport Extreme Values. KNMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-02. ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი, 2015.
- ↑ Heathrow 1981–2010 mean maximum and minimum values. KNMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-16. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2017.
- ↑ Station Data. Met Office. ციტირების თარიღი: 8 May 2020.
- ↑ February 1929. Met Office. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2020.
- ↑ London, United Kingdom – Climate data. Weather Atlas. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2020