კვადრატული კილომეტრი
კვადრატული მეტრის ჯერადი ფართობის განზომილების ერთეული
კვადრატული კილომეტრი (აღნიშვნა: კმ², km²) — ფართობის საზომი ერთეული სი სისტემაში.
1 კმ² უდრის:
- კვარდატის ფართობს, რომლის ყოველი გვერდის ზომაა 1 კილომეტრი;
- 1 000 000 მ²;
- 100 ჰექტარს;
- 0,386 102 კვადრატულ მილს;
- 247,105 381 აკრს.
პირიქით:
- 1 მ² = 0,000 001 კმ²
- 1 ჰექტარი = 0,01 კმ²
- 1 კვადრატული მილი = 2,589 988 კმ²
- 1 აკრი = 0,004 047 კმ²