ფართობი

ორგანზომილებიანი გეომეტრიული ფიგურის განზომილება

ფართობი არის :

  1. სიბრტყის ნაწილი, რომელიც შემოფარგლულია მრუდით ან ტეხილი ხაზით, მაგალითად მართკუთხედის, სამკუთხედის ფართობი.
  2. სივრცე, ზედაპირი, რომელიც გამოყოფილია ბუნებრივად ან სპეციალურად რაიმე მიზნებისათვის, მაგალითად საცხოვრებელი ფართობი, სათესი ფართობი.
  3. რაოდენობრივი ზომა ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის (ქვეყნის, რეგიონის, ქალაქის) მიერ დაკავებული სიბრტყისა, რომელიც წარმოადგენს დედამიწის ზედაპირის გარკვეულ ნაწილს.

ფართობის საზომი ერთეულებია: კვადრატული მეტრი (SI-სისტემაში), კვადრატული კილომეტრი, ჰექტარი და სხვა.

გეომეტრიული ფიგურების ფართობი

რედაქტირება
  • მართკუთხედის ფართობი გამოითვლება ფორმულით a × b, სადაც a არის მართკუთხედის სიგრძე, b - მართკუთხედის სიგანე.
  • სამკუთხედის ფართობი გამოითვლება ფორმულით (a × h) ÷ 2, სადაც a არის სამკუთხედის ფუძე, h - ფუძეზე დაშვებული სიმაღლე.
  • წრის ფართობი გამოითვლება ფორმულით π × R2, სადაც π არის უსასრულო სიდიდე 3,141592..., ხოლო R - წრის რადიუსი.
  • ტრაპეციის ფართობი გამოითვლება ფორმულით h x (a+b):2, სადაც a და b - ტრაპეციის ფუძეებია , ხოლო h არის ტრაპეციის სიმაღლე.

ქვეყნების ფართობები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება