ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

ეცნიკლოპედია

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე) — პირველი ქართული მრავალტომეული უნივერსალური სამეცნიერო ცნობარი. წარმოადგენს 12 ტომეულს (11 ძირითადი და 1 სპეციალური ტომი „საქართველოს სსრ“ 2 წიგნად, ქართულ და რუსულ ენებზე, 1975-87 წლებში) და მოიცავს 70 ათასამდე ტერმინს. გამოვიდა საქართველოს კპ ცკ-ისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 24 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე. გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ (მთავარი რედაქტორი — ირაკლი აბაშიძე, რედაქტორი — როინ მეტრეველი).

„ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“

ენა ქართული ენა და რუსული ენა
გამომცემელი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია
გამოცემის თარიღი 1965

იგი ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს და აღიარებულია ქართული კულტურისა და მეცნიერების დიდ გამარჯვებად. ენციკლოპედიაში შეტანილია ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, სიმონ ჯანაშიას, გერონტი ქიქოძისა და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა საენციკლოპედიო წერილები, რომელთაც დღემდე არ დაუკარგავთ სამეცნიერო ღირებულება.

ისტორია რედაქტირება

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 1935 წელს შედგა. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომის“ სტამბაში იგეგმებოდა ენციკლოპედიის პირველი ტომის აკინძვა და გამოცემა. აღნიშნული ტომი უნდა შემდგარიყო სიტყვებით „ა“-დან „ამიერ-კავკასიამდე“[1].

სარედაქციო საბჭო რედაქტირება

მთავარი რედაქტორიირაკლი აბაშიძე.

მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრები: ელეფთერ ანდრონიკაშვილი, ანდრია აფაქიძე, ალექსანდრე ბარამიძე, ვ. ბაქრაძე, ვახტანგ ბერიძე, ალექსანდრე ბუხნიკაშვილი, ნიკოლოზ გაბაშვილი, ლეონიდე გაბუნია, ერეკლე გამყრელიძე, თამაზ გამყრელიძე, ირაკლი გვერდწითელი, პაატა გუგუშვილი, ვ, გულისაშვილი, თეოფანე დავითაია, ლ. დავითაშვილი, რ. დვალი, ისიდორე დოლიძე, სერგი დურმიშიძე, იაგო ვარდოსანიძე (პასუხისმგებელი მდივანი), ილია ვეკუა, ფერდინანდ თავაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, პავლე ინგოროყვა, ნიკოლოზ კეცხოველი, ვიქტორ კუპრაძე, ნიკოლოზ ლანდია, თ. ლოლაძე, დ. ლორთქიფანიძე, კ. ლორთქიფანიძე, ე. მაღრაძე, ვ. მახალდიანი, გიორგი მელიქიშვილი, ვ. მერკვილაძე, ვალერიან მეტრეველი, როინ მეტრეველი (მთავარი რედაქტორის მოადგილე), ი. მიქელაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, რ. ნათაძე, შ. ნაფეტვარიძე, გ. ნახუცრიშვილი, ვაჟა ოკუჯავა, მიხეილ საბაშვილი, ავთანდილ საყვარელიძე, ე. სეხნიაშვილი, დ. სტურუა, ი. ტატაიშვილი, ა. ფრანგიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, აკაკი შანიძე, ალექსანდრე ჩიკვაიძე, გიორგი ჩიტაია, არნოლდ ჩიქობავა, დავით ჩხიკვიშვილი, გიორგი ციციშვილი, გიორგი ძიძარია, აკაკი ძიძიგური, შოთა ძიძიგური, გიორგი ძოწენიძე, თინათინ წერეთელი, ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ვლადიმერ ჭავჭანიძე, ევგენი ხარაძე, დავით ხახუტაიშვილი, თ. ხოშტარია, ვახტანგ ჯაოშვილი, გიორგი ჯიბლაძე, სერგი ჯიქია.

შინაარსი რედაქტირება

 
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ტომეული

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. განსაკუთრებით ფართოდ არის გაშუქებული საქართველოს სსრ მიღწევები ეკონომიკის და კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებში; ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ბრძოლა სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია აშუქებს სსრკ და სხვა სოციალისტური ქვეყნების მსოფლიო-ისტორიულ მიღწევებს ეკონომიკის და კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებში; საერთაშორისო კომუნისტური, მუშათა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარების ისტორიულ გამოცდილებას.

დიდ ადგილს უთმობს ფიზიკის, ასტრონომიის, გეოფიზიკის, ბიოფიზიკის, კიბერნეტიკის, კოსმონავტიკის, გენეტიკის. ბიოლოგიის, სასოფლო-სამეურენეო მეცნიერებათა, მედიცინის და სხვა საკითხებს.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სტატიათა დიდი ნაწილი აღჭურვილია ბიბლიოგრაფიით, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს უფრო ფართოდ გაეცნოს ლიტერატურას ამა თუ იმ პრობლემის შესახებ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შექმნაში მთავარი სამეცნიერო რედაქციის დარგობრივ და ფუნქციონალურ რედაქციებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის მეცნიერთა დიდი კოლექტივი (საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ხელმძღვანელობით, რომელიც ქართული საბჭოთა ენციკლოპედიას მნიშვნელოვან სამეცნიერო-მეთოდურ დახმარებას უწევდა) და შემოქმედებითი ინტელიგენცია. წინასწარ მომზადდა და დაიბეჭდა მთელი გამოცემის თემატური სიტყვანები (36 დასახელებისა) და მაკეტი, რომელთა განხილვაში მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკის სამეცნიერო დაწესებულებებმა, უმაღლესმა სასწავლებლებმა, პარტიულმა, სახელმწიფო, პროფკავშირულმა და კომკავშირულმა ორგანიზაციებმა, შემოქმედებითმა კავშირებმა, უწყებებმა, საწარმოებმა და სხვა.

ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში უხვადაა წარმოდგენილი ფერადი და შავ-თეთრი ჩანართი და სატექსტე ილუსტრაციები, ფერადი (ჩანართი) და შავ-თეთრი რუკები. ტექსტი აიწყო (შრიფტი სპეციალურია — „ენციკლოპედიური“, ავტორი ანტონ დუმბაძე) და დაიბეჭდა საქართველოს სსრ გახსახკომის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატში. ტირაჟი 80 ათასი (სპეციალური ტომისა — 90 ათასი).

შემადგენლობა რედაქტირება

ტომი დასახელება გამოცემის წელი
1  — ატოცი 1975
2 ატოცობაგარიგა 1977
3 გარიგება — ეგე 1978
4 ეგევსი — თუთა 1979
5 თუთია — კოქტეილი 1980
6 კოქტო — მინკუსი 1983
7 მინორი — პეგუ 1984
8 პედაგოგი — სამეული 1984
9 სამეურვეო — ტიხტიხი 1985
10 ტიხუანა — შინდარა 1986
11 შინდი — ჰუხი 1987
საქართველოს სსრ 1981

სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები რედაქტირება

დედნისეული დასახელება ქართული დასახელება ტომთა რაოდენობა გამოცემის წლები
Українська радянська енциклопедія უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია 17 1927—1934; 1959—1965; 1978—1985
Ўзбек совет энциклопедияси უზბეკური საბჭოთა ენციკლოპედია 14 1971—1980
Հայկական սովետական հանրագիտարան სომხური საბჭოთა ენციკლოპედია 13 1974—1987
Беларуская савецкая энцыклапедыя ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია 12 1969—1975
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 12 1975—1987
Latvijas padomju enciklopēdija ლატვიური საბჭოთა ენციკლოპედია 11 1981—1988
Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасы აზერბაიჯანული საბჭოთა ენციკლოპედია 10 1976—1987
Қазақ кеңес энциклопедиясы ყაზახური საბჭოთა ენციკლოპედია 10 1972—1978
Lietuviškoji tarybinė enciklopedija ლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია 13 1976—1985
Түркмен совет энциклопедиясы თურქმენული საბჭოთა ენციკლოპედია 10 1974—1989
Енчиклопедия советикэ молдовеняскэ მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია 8 1970—1981
Энциклопедияи советии тоҷик ტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედია 8 1978—1988
Eesti nõukogude entsüklopeedia ესტონური საბჭოთა ენციკლოპედია 8; 10+5 1968—1976; 1985—2006
Кыргыз Совет Энциклопедиясы ყირგიზული საბჭოთა ენციკლოპედია 6 1976—1980
Сибирская советская энциклопедия ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია 4(დაგეგმ: 6) 1929—1933

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება