აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (2024)
2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები — რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, რომელიც გაიმართება 2024 წლის 5 ნოემბერს. რესპუბლიკური პარტიიდან კანდიდატია ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ხოლო დემოკრატიული პარტიის — ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატია სენატორი ჯეი დი ვენსი[1], ხოლო დემოკრატების მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი[2]
| ||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||
|
მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა 2024 წლის 21 ივლისს კანდიდატობაზე უარი თქვა და მხარი ჰარისს დაუჭირა[3].