Microsoft

ამერიკული კომპანია

Microsoft Corporation (Microsoft-ის კორპორაცია) — მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია, რომლის სათავო ოფისი ვაშინგტონში, რედმონდში მდებარეობს. კომპანია ამზადებს, აპატენტებს და ლობირებს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს. ბოლო დროს კი, მან აპარატულ უზრუნველყოფის წარმოებაც დაიწყო. კომპანია 1975 წლის 4 აპრილს ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მიერ იქნა დაარსებული. დღესდღეობით Microsoft მსოფლიოს უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიათა სიაში პირველ ადგილს იკავებს, ასევე ის მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოს გიგანტებს შორის როგორებიც არიან Apple Inc., ExxonMobil და IBM. 2005 წლის მონაცემებით Microsoft-ის წლიურმა შემოსავალმა 39,79 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2011 წლის მაისში, Microsoft-ის კომპანიამ შეიძინა Skype-ის აქციები 8,5 მილიარდ ამერიკულ დოლარად, რაც დღემდე Microsoft-ის უდიდეს შენაძენად ითვლება.

Microsoft Corporation
ტიპი საზოგადო/სააქციო
დარგი კომპიუტერული პროგრამები, მოწყობილობები
დაფუძნდა 4 აპრილი, 1975. აშშ, ალბუკერკე
დამაარსებელი ბილ გეიტსი, პოლ ალენი
სათავო ოფისი აშშ, ვაშინგტონის შტატი, ქალაქი რედმონდი
პროდუქცია
შემოსავალი
მთლიანი შემოსავალი US$26.76 მილიარდი (2013)
სუფთა მოგება US$21.86 მილიარდი (2013)
მფლობელი
თანამშრომელი 97,000 (2013)
შვილობილ(ებ)ი Microsoft-ის შვილობილი კომპანიების სია

2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ში დასაქმებულთა რაოდენობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 97,000 ადამიანს აღემატება, 105 ქვეყანაში.მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტია Microsoft Windows საოპერაციო სისტემა და Microsoft Office პროგრამული პაკეტი – ორივე მათგანი თითქმის შეუცვლელი პროდუქტი გახდა მთელ მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. კომპანია ასევე აწარმოებს ფართო სპექტრის კომპიუტერულ უზრუნველყოფებს, მათ შორის არის საძიებო სისტემა Bing, Xbox და Kinect, რომლებმაც დიდი პოპულარობა ჰპოვეს ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, ლიდერია ციფრულ მომსახურებაშიც MSN-ს მეშვეობით, ასევე Microsoft Corporation-მა ახლახან დაიწყო მობილური ტელეფონის საოპერაციო სისტემის, Windows Phone OS-ის წარმოებაც. 2012 წლის ივნისს კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ იგი მალე გაყიდვაში ჩაუშვებს პლანშეტურ კომპიუტერს Microsoft Surface-ს. 2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ის შემოსავალი 77.85 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო კომპანიის დამაარესებელი, ბილ გეითსი, პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილზეა (რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო პირველ ადგილზე).

სახელი Microsoft შედგება სიტყვებისგან „microcomputer-software“. პირველად 1975 წელს, ბილ გეიტსის მიერ პოლ ალენისთვის ერთ-ერთ მიწერილ წერილში იქნა სიტყვა „micro-soft“ გამოყენებული. ამჟამინდელი სახელწოდება „Microsoft“ იქნა დადგენილი 1976 წლის 26 ნოემბერს ნიუ-მექსიკოს შტატში. 2010 წლის 27 მაისიდან, მაიკროსოფტი არის NASDAQ-ის მეორე კაპიტალიზაცია Apple-ის შემდეგ. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 97 ათასი ადამიანი მთელს მსოფლიოში. 2014 წლის 4 თებერვლიდან მას ხელმძღვანელობს სატია ნადელა.

კომპანია მაიკროსოფტი შეიქმნა 1975 წლის 4 აპრილს, ქალაქ ალბუკერკეში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ორი ამერიკელი სტუდენტის, ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მიერ. მათ შექმნეს მთელს ინფორმატიკის ისტორიაში პირველი პროგრამული ენა მიკრო კომპიუტერებისთვის. ბრენდი Microsoft (თავდაპირველად Micro-soft ერქვა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ტირე მოშორდა) იქნა რეგისტრირებული 1976 წლის 26 ნოემბერს. იმ დროის სხვა პროგრამისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ყიდიდნენ თავიანთ შექმნილ პროგრამებს ინფორმატიკულ კომპანიებზე, ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა მიაქირავეს თავიანთი Altair Basic-ის ლიცენზია 3 ათას დოლარად MITS-ს, კონტრაქტში შედიოდა, რომ MITS-ს უნდა გადაეხადა 35 დოლარი თითოეულ გაყიდულ ეგზემპლარზე. Microsoft-ის ლიცენზია წარმოადგენდა თითოეულ გაყიდულ მიკრო კომპიუტერის ფასის 8.8%-ს. 1977 წელს მაიკორსოფტის BASIC მოხვდა ორ პოპულარულ მიკრო კომპიუტერში, Commodore-ის PET-სა და Tandy-ის TRS-80-ში. თავდაპირველად, მაიკროსოფტი დაარსდა იმისთვის, რომ შეექმნა და გაეყიდა ინფორმატიკული პროგრამები, მათ შორის BASIC Altair 8800-სთვის. შემდგომში გახდა IBM-ის ქვემდებარე კომპანია. 1980-იან წლებში Microsoft-მა შეძლო დომინირება პერსონალური კომპიუტერების საოპერაციო სისტემების ბაზარზე, თავის MS-DOS-ის საოპერაციო სისტემით. მას შემდეგ მაიკროსოფტი გამოეყო IBM-ს. კომპანიის საფონდო ბირჟაზე შესვლამ და მისი საფონდო ბირჟის აქციების ფასების ზრდამ, გაამდიდრა მაიკროსოფტი.

Microsoft-ის ბიზნეს სტრატეგიამ, რომელიც გულისხმობს კომპიუტერების გაყიდვას თანდართული Windows-ის საოპერაციო სისტემით, მას შესაძლებლობა მისცა მსოფლიოში კომპიუტერების უმეტესობა მუშაობდეს Windows-ით.

საქმიანობა

რედაქტირება

მაიკროსოფტი მონაწილეობს სხვა დარგებშიც, როგორიცაა ამერიკული საკაბელო ტელევიზია MSNBC, ვებპორტალი MSN, კომპიუტერული პერიფერია და აქსესუარები (კლავიატურა, მაუსი), და სახლის გასართობი პროდუქტები, როგორიცაა Xbox და Zune.

ქრონოლოგია

რედაქტირება
  • 1975 წელს შეიქმნა მაიკროსოფტი ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მიერ.
  • 1979 წლის 1 იანვარს Microsoft-ის შტაბ-ბინა გადადის ქალაქ ალბუკერკედან ვაშინგტონში (Bellevue, Washington).
  • 1980 წელს სტივ ბალმერი უერთდება ბილ გეიტს და პოლ ალენს.
  • 1981 წლის 12 აგვისტოს IBM უშვებს პერსონალურ კომპიუტერს, რომელიც მუშაობს Microsoft-ის 16-bit-იან საოპერაციო სისტემა MS-DOS 1.0-ზე.
  • 1983 წლის მაისში მაიკროსოფტი უშვებს თავის პირველ მაუსს, რომელსაც Apple-ის მაუსთან განსხვავებით ორი ღილაკი აქვს.
  • 1983 წლის სექტემბერში გამოუშვა MS-DOS-ისთვის Word-ის პირველი ვერსია, Office Word-ის წინაპარი.
  • 1986 წლის 26 თებერვალს Microsoft-ის შტაბ-ბინა გადადის ქალაქ რედმონდში.
  • 1986 წლის 13 მარტს მაიკროსოფტი შედის საფონდო ბირჟაზე, რომლის აქციების საწყისი ფასია 21 დოლარი.
  • 1987 წლის აპრილში გამოუშვა Windows 2.0, რომელიც მუშაობს MS-DOS-ზე და აქვს ახალი დიზაინი.
  • 1987 წლის ივლისში მაიკროსოფტი ყიდულობს Forethought Inc-ს რომელიც აწარმოებს PowerPoint-ს.
  • 1987 წლის ოქტომბერში გამოუშვა Excel Windows-ისთვის, რომელიც იყო პირველი პროდუქტი, რომელიც მუშაობდა მარტო ვინდოუსზე.
  • 1989 წლის 1 გავისტოს მაიკროსოფტი უშვებს თავის პირველ Office suite-ს.
  • 1990 წლის 22 მაისს მაიკროსოფტი უშვებს Windows 3.0-ს.
  • 1995 წლის 24 აგვისტოს მიარკოსოფტი უშვებს Windows 95-ს.
  • 1995 წლის 7 დეკემბერს ბილ გეიტსი ისახავს მიზნად ინტერნეტი გააუმჯობესოს მაიკროსოფტით.
  • 1998 წლის 25 ივნისს მაიკროსოფტი უშვებს Windows 98-ს.
  • 2000 წლის 13 იანვარს სტივ ბალმერი იქნა დანიშული Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.
  • 2000 წლის 17 თებერვალს მაიკროსოფტი უშვებს Windows 2000-ს.
  • 2001 წლის 31 მაისს მაიკროსოფტი უშვებს Office XP-ს.
  • 2001 წლის 25 ოქტომბერს მაიკროსოფტი უშვებს Windows XP-ს.
  • 2001 წლის 15 ნომებერს მაიკროსოფტი უშვებს Xbox-ს.
  • 2002 წლის 7 ნოემბერს მაიკროსოფტი თავის პარტნიორებთან ერთად უშვებს პირველ Tablet PC-ს.
  • 2003 წლის 24 აპრილს მაიკროსოფტი უშვებს Windows Server 2003-ს.
  • 2003 წლის 21 ოქტომბერს მაიკროსოფტი უშვებს Office System-ს.
  • 2005 წლის 22 ნოემბერს Microsoft-მა გამოუშვა Xbox 360.
  • 2007 წლის 30 იანვარს Microsoft-მა გამოუშვა Windows Vista და Microsoft Office 2007.
  • 2008 წლის 27 თებერვალს Microsoft-მა გამოუშვა Windows Server 2008, SQL Server 2008 და Visual Studio 2008.
  • 2009 წლის 3 ივნისს Microsoft-მა გამოუშვა საძიებო სისტემა Bing.
  • 2009 წლის 22 ოქტომბერს Microsoft-მა გამოუშვა Windows 7.
  • 2010 წლის 15 ივნისს Microsoft-მა გამოუშვა Microsoft Office 2010.
  • 2010 წლის 4 ნოემბერს Microsoft-მა გამოუშვა Kinect, რომელიც მუშაობს Xbox 360-ზე.
  • 2010 წლის 10 ნოემბერს Microsoft-მა გამოუშვა Windows Phone 7.
  • 2011 წლის 28 ივნისს Microsoft-მა გამოუშვა Microsoft Office 365.
  • 2011 წლის 13 ოქტომბერს Microsoft-მა შეიძინა Skype.
  • 2012 წლის 4 სექტემბერს Microsoft-მა გამოუშვა Windows Server 2012.
  • 2012 წლის 12 სექტემბერს Microsoft-მა გამოუშვბა Visual Studio 2012.
  • 2012 წლის 26 ოქტომბერს Microsoft-მა გამოუშვა Windows 8 და Microsoft Surface.
  • 2012 წლის 29 ოქტომბერს Microsoft-მა გამოუშვა Windows Phone 8.
  • 2013 წლის 29 იანვარს Microsoft-მა გამოუშვა Microsoft Office 2013.
  • 2013 წლის 18 თებერვალს Microsoft-მა გამოუშვა Outlook.com.
  • 2013 წლის 21 მარტს Microsoft-მა გამოუშვა Xbox One.
  • 2013 წლის 23 აგვისტოს Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი აცხადებს რომ იგი დატოვებს თავის თანამდებობას დაახლოებით ერთ წელიწადში.
  • 2013 წლის 3 სექტემბერს მაიკროსოფტი აკეთებს განცხდებას კომპანია Nokia-ს მობილური ქვედანაყოფის შეძენის შესახებ.
  • 2013 წლის 22 ოქტომბერს Microsoft-მა გამოუშვა Surface 2 და Surface Pro 2.
  • 2013 წლის 13 დეკემბერს Valve აცხადებს SteamOS-ს, ოპერაციულ სისტემას Windows-ის კონკურენციასთან.
  • 2014 წლის აპრილს Microsoft აცხადებს Cortana-ს, ინტელექტუალურ პირად თანაშემწედ.
  • 2015 წლის 21 იანვარს Microsoft აცხადებს, რომ Windows 10 განახლება იქნება უფასოდ Windows 7, Windows 8.1 და Windows Phone 8.1 მომხარებლებისთვის.
  • 2015 წლის 29 ივლისს Microsoft-მა გამოუშვა Windows 10, რომელსაც ის ასახელებს როგორც თავის „ბოლო ოპერაციულ სისტემად“.
  • 2015 წლის 23 სექტემბერს Microsoft აცხადებს პარტნიორობას Baidu-სთან, Baidu-ს მთავარ გვერდად აქცევს ჩინეთში მისი Microsoft Edge ბრაუზერის მომხმარებლებისთვის, და Baidu-ს საძიებო პროგრამებს Windows 10-ში წარუდგენს.
  • 2015 წლის 26 ოქტომბერს პირველი ფლაგმანი Microsoft Store გაიხსნა ნიუ იორკში.
  • 2016 წლის 13 ივნისს Microsoft აცხადებს LinkedIn-ის შეძენას $ 26.2 მილიარდ აშშ დოლარად.
  • 2016 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადდა Surface Studio და Surface Dial.
  • 2017 წლის 29 ივნისს Microsoft-მა შეიძინა კომპანია Cloudyn.
  • 2019 წლის 2 ნოემბერს Microsoft ავრცელებს Microsoft Edge-ის ახალ ვერსიას. ასევე, დაინერგა Microsoft Edge-ის ახალი ლოგო.
  • 2020 წლის 12 თებერვალს Microsoft-მა გამოაცხადა Windows 10X ბეტა ვერსია.
  • 2021 წლის 5 ოქტომბერს Microsoft-მა დააანონსა Windows 11.[1]

პროდუქცია

რედაქტირება
 

არის Microsoft-ის საოპერაციო სისტემა, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა მას. ამ საოპერაციო სისტემით მუშაობს თითქმის მსოფლიოს კომპიუტერების 90%.

შეიცავს შემდეგ პროგრამბეს Word-სა, Excel-სა, PowerPoint-სა, Outlook-სა და Access-სა.

არის Microsoft-ის სმარტფონის საოპერაციო სისტემა.

არის Microsoft-ის პროგრამა გრაფიკის შესაქმნელად.

არის Microsoft-ის ინტერნეტ ბრაუზერი.

არის Microsoft-ის პროგრამა რომლის მეშვეობით Windows-ი კითხულობს ვიდეოებს.

არის პროგრამა რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საუბარი როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით.

არის ბრენდი რომლის სახელითაც მაიკროსოფტი უშვებს ვიდეო თამაშებს რომელთაგან არიან Flight Simulator, Age of Empires და GTA IV.

არის Microsoft-ის ანტივირუსი.

არის მაიკროსოფტრის ვიდეო თამაშის კონსოლი.

არის Microsoft-ის iPod-ის ვარიანტი.

არის Microsoft-ის iPad-ის ვარიანტი.

კომპიუტერული პერიფერია და აქსესუარები

რედაქტირება

ესენი არიან კლავიშები და მაუსი.

(The Microsoft Network) Microsoft-ის საინფორმაციო და გასართობი საიტი.

არის Microsoft-ის ვებ გვერდი რომლის საშუალებითაც მის მომხმარებელს შეუძლია ფაილების საიტზე ატვირთვა და შენახვა.

არის Microsoft-ის ელექტრონული ფოსტის ვებ-სერვისი.

არის Microsoft-ის მიერ შექმნილი საძიებო სისტემა.

არის მაირკოსოფტის პროგრამა რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საუბარი როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით. მაიკროსოფტი 2013 წლის 1 მიასიდან Windows Live Messenger შეცვალა Skype-ით.

არის სატელევიზიო არხი. 2012 წლიდან იგი აღარ ეკუთვნის Microsoft-ს.

განათლება

რედაქტირება

Microsoft-ს აქვს საგანმანათლებლო პროგრამები რომლებიც არიან Microsoft certified systems engineer, Microsoft certified solution developer და Microsoft Certified Professional.

ხელმძღვანებლობა

რედაქტირება
  • ბილ გეიტსი: ერთ-ერთი Microsoft-ის დამაარსებელი. 1975 წლიდან 2000 წლამდე იგი იყო მიაკროსოფტის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, მან თავის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაუთმო სტივ ბალმერს.

დღეს დღეობით ბილ გეიტსი რჩება Microsoft-ის თავმჯდომარე და მრჩეველი.

  • სტივ ბალმერი: არის Microsoft-ის თანამშრომელი 1980 წლიდან და Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი 2000 წლიდან.

მან 2013 წელს განაცხადა რომ დაახლოებით ერთ წელიწადში დატოვებდა Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

  • სატია ნადელა: 2014 წლის 4 თებერვალს, ნადელა გამოცხადდა Microsoft-ის ახალ აღმასრულებლად, კომპანიის აღმასრულებელი კომპანიის მესამე დირექტორი.

ფინანსები

რედაქტირება
 
ეს გრაფიკი ასახავს ბოლო 5 წლის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე მაიკორსოფტის აქციის ფასის ცვლილებას [1]

2005 წელს Microsoft-ის წლიური ბრუნვა იყო 40 მილიარდი დოლარი, იგი 8%-ით გაიზარდა 2004 წელთან შედარებით. 2006 წელს Microsoft-ის წლიური ბრუნვა გაიზარდა და შეადგენდა 45 მილიარდ დოლარს, 2007 წელს კი 52 მილიარდ დოლარამდე ავიდა. 2008 წელს მისმა წლიურმა ბრუნვამ 60 მილიარდ დოლარს მიღწია, 2009 წელს 58 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა, 2010 წელს 62,5 მილიარდ დოლარს, 2011 წელს 70 მილიარდ დოლარს და 2012 წელს კი მისი წლიური ბრუნვა შეადგენდა 73,73 მილიარდ დოლარს.

საფონდო ბირჟა

რედაქტირება

საფონდო ბირჟაზე Microsoft-ის ამჟამინდელი აქციის ფასია 37.571 დოლარი. 1986 წლის 13 მარტს როცა მაიკროსოფტი პირველად შევიდა საფონდო ბირჟაზე, მისი დასაწყისი აქციის ფასი იყო 21 დოლარი.

Microsoft-ის ლოგოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Microsoft has officially announced Windows 11! (2021-06-24). ციტირების თარიღი: 2021-06-24
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Microsoft&oldid=4683230“-დან