Valve Corporation
Valve Corporation — ამერიკული ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანია, რომელიც მდებარეობს ბელევუეში, ვაშინგტონში, აშშ. ის დაარსდა 1996 წელს და ცნობილი გახდა მისი პირველი პროდუქტით Half-Life, რომელიც გამოშვებულ იქნა 1998 წლის ნოემბერში. იგი ასევე დაკავებულია ციფრული დისტრიბუციით. დაფუძნდა 1996 წელს Microsoft-ის ყოფილი თანამშრომლის გეიბ ნიუელისა და მაიკ ჰარინგტონის მიერ. კომპანიამ შექმნა ისეთი თამაშების სერია როგორებიც არის Half-Life, Portal, Counter-Strike, Portal, Day of Defeat, Team Fortress, Left 4 Dead და Dota 2. ასევე კომპანიამ შექმნა თამაშის ძრავა Source, რომელზეც შექმნლია კომპანიის ძირითადი თამაშები და ასევე ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა Steam. კომპანიას შექმნილი აქვს სათამაშო კომპიუტერი Steam Machine, რომელშიც ინტეგრირებულია SteamOS ოპერაციული სისტემა.
![]() | |
ტიპი | კერძო |
---|---|
დარგი |
ვიდეო თამაშების ინდუსტრია ციფრული დისტრიბუცია |
დაფუძნდა | 24 აგვისტო, 1996, კირკლანდი, ვაშინგტონი, აშშ |
დამაარსებელი |
გეიბ ნიუელი მაიკ ჰარინგტონი |
სათავო ოფისი | ბელევუე, ვაშინგტონი, აშშ |
მმართველი |
გეიბ ნიუელი |
პროდუქცია |
Counter-Strike GoldSrc Source Steam SteamOS Valve Anti-Cheat VOGL |
შემოსავალი |
![]() |
საწარმოო შემოსავალი |
![]() |
თანამშრომელი | 330 (2013) [2] |
შვილობილ(ებ)ი | Valve S.a.r.l. |
საიტი | ValveSoftware.com |
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Wingfield, Nick (8 September 2012). „Game Maker Without a Rule Book“. The New York Times. ციტირების თარიღი: 9 September 2012.
- ↑ Dudley, Brier. (2013-11-04) A glimpse of Valve’s Steam Machine, controller design and hardware plans. Seattle Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-06. ციტირების თარიღი: 2013-11-04.