Steam (პროგრამა)

ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა

Steamციფრული დისტრიბუციის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საავტორო უფლებების დაცვის ტექნიკური საშუალების, ქსელური თამაშებისა და სოციალური ქსელების სერვისებს. იგი შექმნილი არის ცნობილ ვიდეო თამაშების დეველოპერის Valve Corporation-ის მიერ. Steam ასრულებს აქტივაციის მოსამსახურეობის, ინტერნეტიდან გადმოწერის, ავტომატურ განახლებების და სიახლეების, როგორც თვითონ Valve-სი ასევე სხვა დეველოპერების (Valve-ს ნებართვით) ფუნქციას. იგი ხელმისაწვდომი არის 23 ენაზე.

Steam
ავტორი Valve Corporation
გამოვიდა 12 სექტემბერი, 2003
ბოლო გამოშვება 1465948400, Steam API: v017 / 28 მარტი, 2016[1]
საცდელი გამოშვება 1467242272, Steam API: v017 / 29 ივნისი, 2016
პროგრამირების ენა C++, Objective-C (OS X) Java (Android)
პლატფორმა PC, PlayStation 3, Mac OS X, Android, iOS, Linux, SteamOS, Windows Phone
ენა 23 ენაზე[2]
სტატუსი აქტიური
ჟანრი ციფრული დისტრიბუცია
საავტორო უფლებების დაცვის ტექნიკური საშუალება
სოციალური ქსელი
ლიცენზია პროპრიატული
საიტი ოფიციალური საიტი
Alexa 194 (მარტი, 2016)
(მაღაზია)[3]
positive decrease 199 (მარტი, 2016)
(საზოგადოება)[4]

თავდაპირველად პროგრამა ხელმისწვდომი იყო მხოლოდ Microsoft Windows-ზე, ხოლო მოგვიანებით შეიმუშავეს სხვა ოპერაციული სისტემებისთვის, მათ შორის OS X-ისა და Linux-ისთვის და ასევე მობილური ოპერაციული სისტემებისთვის: iOS, Android, Windows Phone და SteamOS.

2015 წლის მონაცემით სტიმზე განთავსებული არის 6.464 Windows-ის თამაში, 2,323 OS X-ის თამაში და 1,500 Linux-ის თამაში[5]. სერვის ჰყავს 125 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი[6]. სტიმი ითვლება ყველაზე მსხვილ ციფრული დისტრიბუციის პლატფორმად პერსონალურ კომპიუტერზე; 2013 წლის Screen Digest-ის შეფასებით, ინტერნეტის საშუალებით გაყიდული თამაშების 75 პროცენტი შესყიდული იქნა სტიმის მეშვეობით[7]. სერვისის წარმატებამ განაპირობა ვიდეო თამაშების კონსოლის Steam Machine-ისა და ლინუქსზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემის SteamOS-ის შემუშავება.

თავდაპირველად, სერვისის მეშვეობით ვრცელდებოდა მხოლოდ ვიდეო თამაშები, ტრეილერები და მოდიფიკაციები, თუმცა Valve-მა განაცხადა, რომ მომავლისთვის იგი გეგმავს გააფართოვოს სერვისის სპეციალიზაცია და მისი მეშვეობით გაავრცელოს მუსიკა და სრულმეტრაჟიანი ფილმები[8][9].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Steam Update History
  2. Steam Translation Server – Welcome. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2016.
  3. steampowered.com Site Overview. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-29. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2016.
  4. steamcommunity.com Site Overview. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-11. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2016.
  5. Larabel, Michael. (19 სექტემბერი, 2015) Steam Crosses 1,500 Games Natively Available For Linux. Phoronix. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2016.
  6. Luke Plunkett. (2/24/15) There Are Over 125 Million "Active" Steam Accounts en. Kotaku. ციტირების თარიღი: 2015-10-28.
  7. Edwards, Cliff. (4 ნოემბერი, 2013) Valve Lines Up Console Partners in Challenge to Microsoft, Sony. Bloomberg. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2013.
  8. Steam ставит на универсальность. Игромания.ру. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2008.
  9. Статьи // Yahoo мира игр?. HL-Inside. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2006.