Alexa Internet, Inc. — ამერიკული კომპანია, დაარსებული კალიფორნიაში 1996 წელს. იგი განთქმულია საიტით, რომელზეც გროვდება საიტების ნახვადობის სტატისტიკა. Alexa არის Amazon.com-ის შვილობილი კომპანია.

Alexa Internet, Inc.
ტიპი შვილობილი
დარგი ინტერნეტი
დაფუძნდა 1 აპრილი, 1996; 28 წლის წინ (1996-04-01)[1]
დამაარსებელი ბრიუსტერ კეილი, ბრიუს გილიატი
სათავო ოფისი სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ
მმართველი
ენდრიუ რამი (პრეზიდენტი)[2]
დეივ შერფეზი (ვიცე პრეზიდენტი)[2]
პროდუქცია Alexa საძიებიო სისტემა (გაუქმდა 2008)
Alexa ხელსაწყოების პანელი
მფლობელი Amazon.com
საიტი alexa.com

დაარსდა 1996 წელს როგორც დამოუკიდებელი კომპანია, ბრიუსტერ კეილისა და ბრიუს გილიატის მიერ[3], ხოლო 1999 წელს 250 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ შეისყიდა Amazon-მა.[4] Alexa-ს ხელსაწყოების პანელი (Alexa Toolbar) აგროვებს ინფორმაციას საიტების ნახვადობაზე და შემდეგ ახდენს პუბლიკაციას მისსავე საიტზე. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ფრანცისკოში.

2015 წლიდან მოყოლებული, მის საიტს ყოველთვიურად დაახლოებით 6.5 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს.[5] Alexa-ს 2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე მონახულებადია Google.com, მეორე ადგილს იკავებს Youtube.com, ხოლო მესამეს – Facebook.com.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. About Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი, 2009. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2009.
  2. 2.0 2.1 Management. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-24. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2014.
  3. ALEXA Internet Donates Archive of the World Wide Web To Library of Congress. Alexa press release (13 ოქტომბერი, 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი, 2009. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2009.
  4. Adam Feuerstein. (21 მაისი, 1999) E-commerce loves Street: Critical Path plans encore. San Francisco Business Times. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2013.
  5. Alexa.com Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-24. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2017.