სან-ფრანცისკო (ინგლ. San Francisco; [sæn frənˈsɪskoʊ], ოფიციალურად სან-ფრანცისკოს ქალაქი და ოლქი) — ჩრდილოეთ კალიფორნიისა და სან-ფრანცისკოს ყურის ფინანსური და კულტურული ცენტრი.

ქალაქი
სან-ფრანცისკო
San Francisco

სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭე
დროშა


Oro en paz. Fierro en guerra.[1] [2] [3] [4]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი კალიფორნია
ოლქი სან-ფრანცისკო
შიდა დაყოფა 64 უბანი
კოორდინატები 37°46′45″ ჩ. გ. 122°25′09″ დ. გ. / 37.77917° ჩ. გ. 122.41917° დ. გ. / 37.77917; -122.41917
ქალაქის მერი ედვინ მ. ლეე
დაარსდა 29 ივნისი, 1776
ფართობი 600.7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 16
მოსახლეობა 825 863 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 6 803 კაცი/კმ²
აგლომერაცია 4 335 391
სასაათო სარტყელი UTC-8, ზაფხულში UTC-7
სატელეფონო კოდი 415
საფოსტო ინდექსი 94101-94188
ოფიციალური საიტი sfgov.org
ფოტო სატელიტიდან
სან-ფრანცისკო — აშშ
სან-ფრანცისკო
სან-ფრანცისკო — კალიფორნია
სან-ფრანცისკო

სან-ფრანცისკოს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, კალიფორნიაში შექმნილი ეს თვითმართვადი ქალაქი გადაჭიმულია 121 კმ²(46.9 კვადრატული მილი)-ის ფართობის ტერიტორიაზე.[5] აქ ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 6,803 ადამიანი ცხოვრობს. იგი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია მთელ კალიფორნიაში, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე, პირველი ადგილი კი ნიუ-იორკს ეკუთვნის.[6] სან-ფრანცისკოს მოსახლეობა 2013 წლის აღწერით 837,442-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით იგი კალიფორნიის შტატში მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია ლოს-ანჯელესის, სან-დიეგოსა და სან-ხოსეს შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი მხოლოდ მეთოთხმეტე.[7] ქალაქი ასევე წარმოადგენს თავისი რეგიონის კულტურულ და ფინანსურ ცენტრს.

სან-ფრანცისკოს დაარსება 1976 წლის 29 ივნისით თარიღდება და ესპანელ კოლონიზატორებს მიეწერებათ..[8] 1849 წელს დაწყებულმა კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელებამ ქალაქის მოსახლეობის სწრაფი ზრდა გამოიწვია და ამ დროისთვის სან-ფრანცისკო უკვე ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ყველაზე ხალხმრავალ ქალაქი არის. მოსახლეობის ზრდამ კი 1856 წელს, თავის მხრივ, ქალაქის თვითმართვად ერთეულად ჩამოყალიბება განაპირობა.[9] სან-ფრანცისკოს სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1906 წლის მიწისძვრამ და ხანძარმა, რამაც მისი სამი-მეოთხედი ნაწილი მიწასთან გაასწორა,[10] თუმცაღა იგი მალევე ფეხზე დადგა და 1915 წელს პანამის კონტინენტურ ექსპოზიციას უმასპინძლა. ქალაქი აქტიურად იყო ჩართული მეორე მსოფლიო ომშიც. ომის შემდეგ მასიურმა იმიგრაციამ, მოსახლეობის ლიბერალურმა მისწრაფებებმა და მრავალმა სხვა ფაქტორმა ქალაქს სიყვარულის ზაფხულისკენ უბიძგა, რამაც სან-ფრანცისკო ლიბერალიზმის კერად აქცია მთელ ამერიკაში.

სან-ფრანცისკოს, რომელიც ცნობილია თავისი თავბრუდამხვევი ზაფხულით, ნისლით, ციცაბო ბორცვებით, დახვეწილი არქიტექტურითა და ისეთი ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა: ოქროს კარიბჭე, ტრამვაი ქსელი, ალკატრასის ციხე, ალკატრასის კუნძული, ჩაინა თაუნი და ლომბარდიის ქუჩა, მუდამ აღტაცებაში მოჰყავს ტურისტები.[11]

ისტორია რედაქტირება

ადამიანთა მოსახლეობის უძველესი კვალი სან-ფრანცისკოს ტერიტორიაზე ძვ.წ 3,000 წლით თარიღდება.[12] სან-ფრანცისკოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1769 წლის 2 იანვრამდე მხოლოდ ადგილობრივი იელამუს ტომი მოსახლეობდა, სანამ აღნიშნულ ტერიტორიას ესპანელი კოლონიზატორები არ მოადგნენ გასპარ დე პორტოლას მეთაურობით.[13] 7 წლის შემდეგ, 1776 წლის 28 მარტს ფრანცისკე ასიზელის ორდენის წევრებმა ხუან ბაუტისტა დე ანზას თაოსნობით პრესიდიო დააარსეს.[8]

1821 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს ტერიტორია მექსიკამ იგდო ხელთ. მექსიკის შემადგენლობაში ყოფნისას სან-ფრანცისკოს ტერიტორიაზე ორდენის მმართველობა დასრულდა და მიწების პრივატიზება დაიწყო. პირველი თავისუფალი მესაკუთრე ინგლისელი უილიამ რიჩარდსონი არის, რომელმაც 1835 წელს ააშენა კარმიდამო[14] დღევანდელი პორტსმუთის სკვერის ტერიტორიაზე.მერთან ერთად სწორედ ამ პიროვნებას მიუძღვის უდიდესი წვლილი ამ მზარდი ტერიტორიის დაპროექტებასა და ქალაქ იერბა-ბუენად ჩამოყალიბებაში. ამერიკა-მექსიკის ომისას, 1846 წლის 7 ივლისს კომოდორ ჯონ დრეიკ სლოუტიმ იერბა-ბუენა მოითხოვა. მომდევნო წლის 30 იანვარს ქალაქს სახელი შეუცვალეს და სან-ფრანცისკო დაარქვეს და ქალაქიც ოფიციალურად გადავიდა ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაში. მიუხედავად მიმზიდველი მდებარეობის, როგორც საპორტო, ისე სანაოსნო თვალსაზრისით, სან-ფრანცისკო მაინც პატარა დასახლებად რჩებოდა, რომელსაც გეოგრაფიული თავისებურებები კიდევ უფრო არასტუმართმოყვარეს ხდიდა.[15]

 
სან-ფრანცისკოს პორტი 1851 წელს
 
პორტსმუთის სკვერი 1851 წელს

სან-ფრანცისკოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება 1848 წელს. კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელებამ ქალაქში საფუარით გამომცხვარი პურის კმაყოფაზე მყოფი[16] უამრავი ოქროს მაძიებელი შეყარა,[17] რამაც მოსახლეობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია: თუ 1848 წელს სან-ფრანცისკოს მოსახლეობა 1,000-ს უდრიდა, 1849 წლისთვის ეს რიცხვი 25,000-მდე გაიზარდა.[18] ჯადოსნური გამდიდრების სურვილითა და იმედით შეპყრობილი ჯგუფები უკანმოუხედავად ტოვებდნენ გემებს და თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ ოქროს საბადოებისკენ.[19] სან-ფრანცისკო მომთაბარეთა მცირე დასახლებიდან დიდ ქალაქად იქცა, მოკირწყლული ქუჩებით, ეკლესიებით, სკოლებით და სამთავრობო დაწესებულებებით. მრავალი ქალაქი აშენდა მთელს კალიფორნიაში. შეიქმნა კანონთა სისტემა და მთავრობა, რის გამოც კალიფორნია 1850 წელს აშშ-ის შტატად გამოცხადდა. ვერცხლის საბადოების აღმოჩენამ კი 1959 წელს ოპორტუნისტთა ახალი ჯგუფი მიიზიდა.[20] მიუხედავად ბევრი დადებითი შედეგისა ოქროს ციებ-ცხელებამ სან-ფრანცისკო გარყვნილების, თაღლითობის, პროსტიტუციისა და უკანონობის კერად აქცია.[21]

მეწარმეებმა სცადეს ოქროს ციებ-ცხელებისას დაგროვებული ქონების კაპიტალიზირება. ყველაზე ადრე დაწინაურდა საბანკო ინდუსტრია და 1852 წელს წარმოიქმნა კალიფორნიის ბანკი, ხოლო 1864 წელს უელს ფარგო. 1869 წელს გაყვანილი პირველი ტრანსკონტინენტალური რკინიგზის (რომლის მშენებლობაშიც ქალაქი უხალისოდ მონაწილეობდა[22]) მეშვეობით სან-ფრანცისკო მალე აღმოსავლეთის შტატებს დაუკავშირდა, რამაც მის სავაჭრო პოტენციალის ამაღლებას შეუწყო ხელი. მოსახლეობის კიდევ უფრო ზრდამ, ისევე, როგორც მათი მოთხოვნებისამ, ახალი ბიზნეს იდეების გაღვივებას შეუწყო ხელი და ამდენად, მალევე დაარსდა ლევი სტრაუსის ჯინსების კომპანია და დომინგო ჩირარდელის შოკოლადის მწარმოებელი კომპანია. იმიგრირებული მუშები ქალაქის ყურადსაღებ ნაწილს შეადგენდნენ, მაგალითად, 1870 წლისთვის აზიელები ქალაქის მოსახლეობის 8%-ს შეადგენდნენ.[23] მოსახლეობის ამგვარმა ეთნიკურმა სურათმა ასახვა ჰპოვა ქალაქის შემდგომ განვითარებაზე და შეიქმნა ჩინური კვარტალიც, რომელსაც ჩაინათაუნის სახელით ვიცნობთ. 1870 წელს ქლეი სთრითზე პირველი ტრამვაი გამოჩნდა. აქაურები თანდათან აშენებდნენ სკოლებს, ეკლესიებს, თეატრებსა და პარკებს სამოქალაქო ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ამავე პერიოდში შეიქმნა ცნობილი გოლდენ გეით პარკიც. ამ ხანებში პრესიდიო ამერიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს სამხედრო კომპლექსად იქცა.[24] 1890 წლისთვის ქალაქის მოსახლეობამ 300,000 შეადგინა და ამ მაჩვენებლით მან ამერიკის ქალაქებს შორის სიდიდის მიხედვით მერვე პოზოცია დაიკავა.

XX საუკუნის დასაწყისში ქალაქს სერიოზული წინააღმდეგობების გადალახვა მოუხდა. მას ჯერ ჭირის ეპიდემია დაატყდა თავს, რომელმაც 1900-დან 1904 წლამდე გასტანა.[25] 1906 წლის 18 აორილის დილის ექვსის თორმეტ წუთზე კი სან-ფრანცისკო და ჩრდილოეთ ცალიფორნია მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მიწისძვრამ შენობების ნგრევასთან ერთად მწყობრიდან გამოიყვანა გაზის სისტემა. გაზის მილები დაზიანდა, რაც ხანძრის მიზეზი შეიქნა, ხანძრისა, რომელიც მელაევე მთელ ქალაქს მოედო და მდგომარეობა რამდენიმე დღე უკონტროლო იყო. ვინაიდან მწყობრიდან გამოვიდა სახანძრო სისტემა ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა არტილერისტებს მოუხდათ. ისინი შენობებს აფეთქებდნენ და ცდილობდნენ იგი ერთგვარ ჯებირად ექციათ.[26] ხანძრის შედეგად ქალაქის 3/4 ნაწილი ნანგრევებად იქცა, მათ შორის იყო ქალაქის საქმიანი ნაწილი.[10] თანადროული წყაროების მიხედვით ამ უბდურებას 498 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცაღა თანამედროვენი თვლიან, რომ მათი რიცხვი რამდენიმე ათას ადამიანს უნდა შეადგენდეს.[27] ქალაქის 400,000 მოსახლიდან ნახევარი სახლის თავშესაფრის გარეშე დარჩა.[28] მათ თავი პრესიდიოში, გოლდენ გეით პარკსა და ოკეანის სანაპიროზე სახელდახელოდ შექმნილ კარვების ქალაქს შეაფარა თავი, ხოლო ნაწილმა თავს აღმოსავლეთ სანაპიროზე გაქცევით უშველა.

"ისტორიას არ ახსოვს არცერთი ქალაქი, რომელიც ასე ერთბაშად განადგურებულა. სან-ფრანცისკო გაქრა." – ჯეკ ლონდონის სიტყვები, წარმოთქმული 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრის შემდეგ.[29]

ადგილობრივებმა დახმარების ლოდინს საქმის სწრაფად დაწყება ამჯობინეს და მართლაც, აღდგენითი სამუშაოები სწრაფად და მასშტაბურად დაიწყო და ასევე გაგრძელდა.[30] დაზარალებულებს გვერდში ამოუდგა ამერიკის ბანკის დამაარსებელი და დირექტირი ამადეო გიანინი, რომელმაც სესხები გასცა მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც უსახლკაროდ დარჩა. 1910 წელს შეიქმნა სან-ფრანცისკოს დაგეგმარებისა ურბანული კვლევის ასოციაცია, რომელსაც მოსახლეობის ხელახლა დასახლებაზე უნდა ეზრუნა.[31] მიწისძვრამ დააჩქარა ქალაქის დასავლეთით მდებარე დასახლებების განვითარება, მათ შორის ფასიფიქ ჰეითი, სადაც მრავალმა მდიდარმა დაიდო ბინა.[32] მენშენ ჰილზე დანგრეული სასახლეების ადგილი სასტუმროებმა დაიკავეს. ხელახლა, ბოზ-არტის სტილში აშენდა სან-ფრანცისკოს სითი ჰოლი და ქალაქმა საბოლოოდ ხელახლა დაბადება 1915 წელს აღნიშნა პანამის კონტინენტურ ექსპოზიციაზე.[33]

გეოგრაფია რედაქტირება

 
სან-ფრანცისკოს ნახევარკუნძული

სან-ფრანცისკო მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროსა და სან-ფრანცისკოს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით და მოიცავს სან-ფრანცისკოს ყურესა და წყნარი ოკეანის ნაწილს. ქალაქის შემადგენლობაში ასევე შედის: თრეჟერ აილენდი, ალკატრასის, იერბა ბუენას კუნძულები და წითელი კლდის კუნძულის, ალამედას კუნძულისა და ენჯელ აილენდის ნაწილი. იგი ასევე მოიცავს სანაპიროდან 43 კილომტრით (27 მილი) დაშორებულ ფარალონის დაუსახლებელ კუნძულებს. საბოლოოდ, სან-ფრანცისკოს ტერიტორია, მის შემადგენლობაში არსებული წყნარი ოკეანის ნაწილის ჩეთვლით, დაახლოებით 600.7 კმ² (232 კვადრატული მილი) არის.

 
რაშენ ჰილიდან მომავალი მანქანები ლომბარდიის ქუჩაზე

ქალაქი ცნობილია გორაკებით, რომელთა რაოდენობაც 50-ს აღწევს.[34] აქ ზოგიერთი ქუჩას, ნობ ჰილის, რასელ ჰილისა და პოტრერო ჰილის ჩათვლით, იმ გორაკის სახელი ჰქვია, რომელზეც მდებარეობს. ქალაქის გეოგრაფიულ ცენტრთან ახლოს, სამხრეთ-დასავლეთით ნაკლებად დასახლებული გორაკებია განლაგებული. თვინ პიქსი კი, რომელიც სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ ყველაზე მაყალი წერტილია, საუკეთესო ადგილს წარმოადგენს ქალაქის ხედების საცქერად. სან-ფრანცისკოს უმაღლეს გორაკს კი 282 მეტრი (103 ფუტი) სიმაღლის დევიდსონის ბორცვი წარმოადგენს, რომელსაც 1934 წელს აღმართული 31 მეტრიანი ჯვარი ამშვენებს.[35] ამავე არეალში მდებარეობს სუტრო თოუერი, წითელ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ტელე-რადიო გადამცემი ანძა.

სან-ფრანცისკო სეისმურად არცთუ უსაფრთხო ადგილზე მდებარეობს, რამეთუ მასთან ახლოსაა სან-ანდრეასისა და ჰეიარდის ნაწევები, რომლების გამოც მოხდა 1905 და 1989 წელს მიწისძვრა. აქ უმნიშვნელო მიწისძვრები რეგულარულად ხდება, მნიშვნელოვანი მიწისძვრის შიში კი არსებით როლს თამაშობს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. სან-ფრანცისკოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურმა ააგო წყლის მიწოდების სისტემა. ქალაქის მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს ძველი შენობების მოდერნიზებასა და ახალი შენობების თანამედროვე სტანდარტებით აგებაზე.[36] სან-ფრანცისკოს ხელმძღვანელობის თავდადებული შრომის მიუხედავად ქალაქში მაინც ათასობით პატარა დაუცველი შენობაა.[37]

სან-ფრანცისკოს სანაპირო უკვე გასცდა თავის ბუნებრივ საზღვრებს. მთელი რიგი უბნები, ისეთები როგორებიცაა: მარინას ოლქი, ჰანტერს ფოინთი და მიშენ ბეი ოკეანეში ხელოვნურად შექმნილ ტერიტორიაზე მდებარეობენ. ასეთი ნაპირი კი მიწისძვრის დროს სიმყარით, რა თქმა უნდა, არ გამოირჩევა. მსგავს ტერიტორიებზე გრუნტის გათხელების დიდი საფრთხე არსებოსბს, რაც მარინას ოლქმა 1989 წლის მიწისძვრისას საკუთარ თავზე იწვნია.[38].

ქალაქის ხედები რედაქტირება

სან-ფრანცისკოს საქმიანი ნაწილის ხედი თვინ პიკსიდან 05.52 საათი, 27 ოქტომბერი, 2006 წელი
სან-ფრანცისკოს საქმიანი ნაწილის ხედი თვინ პიკსიდან ღამე, 2011 წელი

უბნები რედაქტირება

კლიმატი რედაქტირება

დემოგრაფია რედაქტირება

ენები რედაქტირება

2010 წლის მონაცემებით სან-ფრანცისკოს მოსახლეობის 54.58% (411,728)-თვის დედაენა ინგლისურია, იმ დროს, როდესაც დედაენად ქალაქის 18.60% (140,302) - ჩინურს, 11.68% (88,147) - ესპანურს, 3.42% (25,767) - ტაგალურს, 1.86% (14,017) - რუსულს, 1.45% (10,939) - ვიეტნამურს, 1.05% (7,895) - ფრანგულს, 0.90% (6,777) - იაპონურს, 0.88% (6,624) - კორეულს, 0.56% (4,215) - გერმანულს, ხოლო 0.53% (3,995) - იტალიურს მიიჩნევს. საბოლოოდ კი სან-ფრანცისკოს მოსახლეობის მხოლოდ 45.42% (342,693)-თვის არ წარმოადგენს ინგლისური მშობლიურ ენას.[39]

ეკონომიკა რედაქტირება

კულტურა და თანამედროვე ცხოვრება რედაქტირება

გასართობი და საშემსრულებლო ხელოვნება რედაქტირება

მუზეუმები რედაქტირება

სპორტი და გართობა რედაქტირება

პლაჟები და პარკები რედაქტირება

სამართალი და მთავრობა რედაქტირება

კრიმინალი რედაქტირება

განათლება რედაქტირება

კოლეჯები და უნივერსიტეტები რედაქტირება

დაწყებითი და საშუალო სკოლები რედაქტირება

მედია რედაქტირება

ტრანსპორტი რედაქტირება

გზატკეცილები და გზები რედაქტირება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი რედაქტირება

აეროპორტები რედაქტირება

ნავსადგურები რედაქტირება

უსაფრთხოება რედაქტირება

ცნობილი პიროვნებები რედაქტირება

საკონსულოები და დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

ასევე იხილეთ რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

დამატებითი საკითხავი რედაქტირება

დამატებითი ბმულები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://sf.gov/sites/default/files/2021-11/12746-DocentPresentation.pdf#page=43 — გვ. 43.
  2. https://commons.wikimedia.org/wiki/File:Flag_of_San_Francisco.svg
  3. https://www.santaclaraca.gov/home/showdocument?id=12184#page=21 — გვ. 21.
  4. https://sfmuseum.org/1906/flags.html
  5. State & County QuickFacts, San Francisco (city), California. US Census Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-29. ციტირების თარიღი: 2011.
  6. After New York City, only for cities with greater than 200,000 population. Otherwise it is not 2nd.2000 Census: US Municipalities Over 50,000: Ranked by 2000 Density. Demographia. ციტირების თარიღი: August 23, 2007.
  7. Annual Estimates of the Resident Population – Counties.
  8. 8.0 8.1 Edward F. O'Day. (October 1926) The Founding of San Francisco. San Francisco Water. Spring Valley Water Authority. ციტირების თარიღი: February 14, 2009.
  9. Coy, Owen Cochran (1919). Guide to the County Archives of California. Sacramento, California: California Historical Survey Commission, გვ. 409. 
  10. 10.0 10.1 Montagne, Renée (April 11, 2006). „Remembering the 1906 San Francisco Earthquake“. People & Places. National Public Radio. ციტირების თარიღი: June 13, 2008.
  11. http://www.hotel-price-index.com/2013/fall/american-travel-habits/top-locations-for-americans.html
  12. Stewart, Suzanne B.. (November 2003) Archaeological Research Issues For The Point Reyes National Seashore – Golden Gate National Recreation Area (PDF). Sonoma State University – Anthropological Studies Center. ციტირების თარიღი: June 12, 2008.
  13. Visitors: San Francisco Historical Information. City and County of San Francisco (n.d.). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 1, 2006. ციტირების თარიღი: June 10, 2008.
  14. The Virtual Museum of the City of San Francisco. (July 16, 2004) From the 1820s to the Gold Rush. The Virtual Museum of the City of San Francisco. ციტირების თარიღი: June 13, 2008.
  15. Wiley, Peter Booth (2000). National trust guide- San Francisco: America’s guide for architecture and history travelers. New York: John Wiley & Sons, Inc., გვ. 4–5. ISBN 978-0-471-19120-9. OCLC 44313415. 
  16. Sourdough bread was a staple of western explorers and miners of the 19th century. It became an iconic symbol of San Francisco, and is still a staple of city life today.Tamony, Peter (October 1973). „Sourdough and French Bread“. Western Folklore. Western States Folklore Society. 32 (4): 265–270. doi:10.2307/1498306.
  17. San Francisco's First Brick Building. The Virtual Museum of the City of San Francisco (July 16, 2004). ციტირების თარიღი: June 13, 2008.
  18. Richards, Rand (1992). Historic San Francisco: A Concise History and Guide. Heritage House. ISBN 978-1-879367-00-5. OCLC 214330849. 
  19. Harris, Ron (November 14, 2005). „Crews Unearth Shipwreck on San Francisco Condo Project“. Associated Press. ციტირების თარიღი: September 4, 2006.
  20. Wiley, Peter Booth (2000). National trust guide- San Francisco: America’s guide for architecture and history travelers. New York: John Wiley & Sons, Inc., გვ. 31–33. ISBN 978-0-471-19120-9. OCLC 44313415. 
  21. "The miners came in forty-nine, / The whores in fifty-one, / And when they got together / They produced the native son." Wiley, Peter Booth (2000). National trust guide- San Francisco: America’s guide for architecture and history travelers. New York: John Wiley & Sons, Inc., გვ. 237–238. ISBN 978-0-471-19120-9. OCLC 44313415. 
  22. Construction of the Pacific Railroad was partially (albeit reluctantly) funded by the City and County of San Francisco Pacific Railroad Bond issue under the provisions of "An Act to Authorize the Board of Supervisors of the City and County of San Francisco to take and subscribe One Million Dollars to the Capital Stock of the Western Pacific Rail Road Company and the Central Pacific Rail Road Company of California and to provide for the payment of the same and other matters relating thereto." approved on April 22, 1863, as amended by §5 of the "Compromise Act of 1864" approved on April 4, 1864. The bond issue was objected to by the Mayor and the Board of Supervisors, however, and they were not delivered to the WPRR and CPRR until 1865 after Writs of Mandamus ordering such were issued by the Supreme Court of the State of California in 1864 ("The People of the State of California on the relation of the Central Pacific Railroad Company vs. Henry P. Coon, Mayor; Henry M. Hale, Auditor; and Joseph S. Paxson, Treasurer, of the City and County of San Francisco" 25 Cal 635) and 1865 ("The People ex rel The Central Pacific Railroad Company of California vs.The Board of Supervisors of the City and County of San Francisco, and Wilhelm Lowey, Clerk" 27 Cal 655)
  23. Historical Census Statistics On Population Totals By Race, 1790 to 1990, and By Hispanic Origin, 1970 to 1990, For Large Cities And Other Urban Places In The United States. U.S. Census Bureau. ციტირების თარიღი: December 18, 2011.
  24. Under Three Flags (PDF). Golden Gate National Recreation Area Brochures. US Department of the Interior (November 2004). ციტირების თარიღი: June 22, 2011.
  25. Kalisch, Philip A. (Summer 1972). „The Black Death in Chinatown: Plague and Politics in San Francisco 1900–1904“. Arizona and the West. Journal of the Southwest. 14 (2): 113–136. JSTOR 40168068.
  26. 1906 Earthquake: Fire Fighting. Golden Gate National Recreation Area. US Department of the Interior (December 24, 2003). ციტირების თარიღი: June 13, 2008.
  27. Casualties and Damage after the 1906 earthquake. Earthquake Hazards Program – Northern California. US Geological Survey (January 25, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 4, 2009. ციტირების თარიღი: June 13, 2008.
  28. 1906 Earthquake and the Army. Golden Gate National Recreation Area. US Department of the Interior (August 25, 2004). ციტირების თარიღი: June 13, 2008.
  29. Jack London Writes of the 1906 San Francisco Earthquake and Fire. Sfmuseum.org (May 5, 1906). ციტირების თარიღი: June 15, 2013.
  30. Wiley, Peter Booth (2000). National trust guide- San Francisco: America’s guide for architecture and history travelers. New York: John Wiley & Sons, Inc., გვ. 56–62. ISBN 978-0-471-19120-9. OCLC 44313415. 
  31. SPUR Our Mission and History. ციტირების თარიღი: March 26, 2013.
  32. O'Brien, Tricia (2008). San Francisco's Pacific Heights and Presidio Heights. San Francisco: Arcadia Publishing, გვ. 7. ISBN 978-0-7385-5980-3. 
  33. Wiley, Peter Booth (2000). National trust guide- San Francisco: America’s guide for architecture and history travelers. New York: John Wiley & Sons, Inc., გვ. 9. ISBN 978-0-471-19120-9. OCLC 44313415. 
  34. Graham, Tom (November 7, 2004). „Peak Experience“. San Francisco Chronicle. Hearst Communications. p. PK-23. ციტირების თარიღი: June 13, 2008.
  35. Lee, Henry K. (January 16, 1997). „Mount Davidson Cross Called Landmark by Panel“. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: June 17, 2008.
  36. Smith, Charles (April 15, 2006). „What San Francisco didn't learn from the '06 quake“. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: June 30, 2008.
  37. Selna, Robert (June 29, 2008). „S.F. leaders ignore weak buildings' quake risk“. San Francisco Chronicle. p. A-1. ციტირების თარიღი: June 30, 2008.
  38. Liquefaction Damage in the Marina District during the 1989 Loma Prieta earthquake (PDF). California Geological Survey. ციტირების თარიღი: June 17, 2008.
  39. San Francisco County, California. Modern Language Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 15, 2013. ციტირების თარიღი: August 6, 2013.