კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელება
კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელება (ინგლ. California Gold Rush; 1848-1855) დაიწყო 1848 წლის 24 იანვარს ჯეიმზ უილსონ მარშალის მიერ სატერის ტყისმჭრელ დასახლებაში, კოლონა, კალიფორნია, ოქროს აღმოჩენისას, მდინარე ამერიკან-რივერზე. ამ ამბის გავრცელებამ კალიფორნიაში აშშ-ის სხვა შტატებიდან და საზღვარგარეთიდან დაახ. 300 ათასი ადამიანის ჩამოსვლა გამოიწვია.
ეს ადრეული ოქროსმაძიებლები, რომლებსაც "ორმოცდაცხრიანებს" უწოდებდნენ, კალიფორნიაში აფრიანი გემებითა და დახურული ვაგონებით ჩამოვიდნენ კონტინენტის ყველა ნაწილიდან. ხშირად მათ მგზავრობა რთულ პირობებში უხდებოდათ. ადრეული ოქროსმაძიებლები ამერიკელები იყვნენ, მაგრამ შემდგომში ოქროს ციებ-ცხელებამ ათობით ათასი ადამიანი მოიზიდა ლათინური ამერიკიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან და აზიიდან. თავდაპირველად ოქრო მდინარეების ნაკადებიდან და მათი ფსკერიდან ამოჰქონდათ უბრალო საცერით. მოგვიანებით ოქროს მოპოვების უფრო რთული მეთოდები გაჩნდა. თავდაპირველმა მაძიებლებმა მილიარდობით დღევანდელი დოლარის საფასურის ოქრო მოიპოვეს, რომლის წყალობით ზოგიერთმა არნახული სიმდიდრის დაგროვება შეძლო. თუმცა ბევრი ოქროსმაძიებელი ისეთივე ღარიბი დარჩა, როგორც ჩამოსვლამდე იყო.
ოქროს ციებ-ცხელების შედეგი მნიშვნელოვანი იყო. სან-ფრანცისკო მომთაბარეთა მცირე დასახლებიდან დიდ ქალაქად იქცა, მოკირწყლული ქუჩებით, ეკლესიებით, სკოლებით და სამთავრობო დაწესებულებებით. მრავალი ქალაქი აშენდა მთელს კალიფორნიაში. შეიქმნა კანონთა სისტემა და მთავრობა, რის გამოც კალიფორნია 1850 წელს აშშ-ის შტატად გამოცხადდა. ტრანსპორტის ახალი მეთოდები განვითარდა - აშენდა რკინიგზა და ორთქლმავლის რეგულარული მიმოსვლა დაიწყო. სოფლის მეურნეობა, კალიფორნიის შემდეგი მთავარი განვითარების სფერო, ფართოდ გავრცელდა მთელ შტატში. მიუხედავად ამისა, ოქროს ცხელებას უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა: ადგილობრივ ინდიელებს ავიწროებდნენ და ტრადიციული საცხოვრებელი ადგილებიდან ასახლებდნენ, ამასთან, ოქროს მოპოვება არემარეს ეკოლოგიურ საშიშროებას უქმნიდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- California Gold Rush at PBS
- Gold Rush! დაარქივებული 2010-12-06 საიტზე Wayback Machine. at the Oakland Museum of California
- Museum of the Siskiyou Trail დაარქივებული 2012-04-15 საიტზე Wayback Machine.
- California Gold Rush chronology at The Virtual Museum of the City of San Francisco
- Description by John Sutter of the Discovery of Gold დაარქივებული 2011-05-17 საიტზე Wayback Machine. at The Virtual Museum of the City of San Francisco
- Marshall Gold Discovery State Historic Park
- Columbia State Historic Park
- Weaverville State Historic Park
- Shasta State Historic Park
- Impact of Gold Rush on California დაარქივებული 2011-05-17 საიტზე Wayback Machine. at The Virtual Museum of the City of San Francisco
- California Gold Rush timeline დაარქივებული 2010-11-21 საიტზე Wayback Machine.
- Gold Rush geology დაარქივებული 2012-12-30 საიტზე Wayback Machine.
- Gold at the website of[United States Geological Survey