ჯეკ ლონდონი
ჯონ გრიფიტ „ჯეკ“ ლონდონი (ინგლ. Jack London, დაბადებით ჯონ გრიფიტ ჩეინი, ინგლ. John Griffith Chaney; დ. 12 იანვარი, 1876 — გ. 22 ნოემბერი, 1916) — ამერიკელი მწერალი, ყველაზე უკეთ ცნობილი, როგორც სათავგადასავლო მოთხრობებისა და სოციალური რომანების ავტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯეკ ლონდონის დედა, ფლორა უელმანი, შეძლებული ამერიკელის შვილი იყო, მამა - მოხეტიალე ირლანდიელი, "ასტროლოგიის პროფესორი" ჩანი. მამამ დაბადებამდე მიატოვა და არც შემდგომში, როდესაც ჯეკი წამოიზარდა არ უცვნია შვილად. ჯეკი აღზარდა დაქვრივებულმა ჯონ ლონდონმა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავდა მიბარებული ობოლთა თავშესაფარში, როცა ცოლად შეირთო ჯეკის დედა. მამინაცვალი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ მისი შრომისმოყვარეობის მიუხედავად, ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა.
პატარა ჯეკი დაწყებით კლასში რომ დადიოდა, თან გაზეთებს ყიდდა მეცადინეობის დაწყებამდე და სკოლის შემდეგ. ბევრს კითხულობდა, მაგრამ მხოლოდ სამკითხველოში, რადგან წიგნების შეძენა არ შეეძლო. ერთხანს კონსერვის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ "ხამანწკების დამჭერი მეკობრე" გახდა და გაეცნო იმ ველურ და გაბედულ ცხოვრებას, რომელსაც ადრე მხოლოდ წიგნებით იცნობდა. მეზღვაური კვლავ ქარხნის მუშად იქცა და სწორედ ამ დროს დაწერა თავისი პირველი მოთხრობა სან-ფრანცისკოს გაზეთ "კოლის" მიერ გამოცხადებული კონკურსისათვის. ეს იყო "ტაიფუნი იაპონიის ნაპირთან", რომელმაც პირველი ჯილდო მიიღო, რამაც ავტორი დიდად წააქეზა. მაგრამ გაზეთმა მისი შემდეგი მოთხრობა აღარ მიიღო და ჯეკ ლონდონის ლიტერატურული მოღვაწეობა დროებით შეფერხდა.
1894 წლის გაზაფხულზე წამოჭრილმა ეკონომიურმა კრიზისმა ჯეკ ლონდონი უმუშევარი გახადა. მალე ის უბრალო მაწანწალა გახდა და ამ ხეტიალში ბევრი რამ განიცადა. მცირე ხნით ციხეც კი იწვნია. ყოველივე ამან ჯეკ ლონდონი სოციალისტად აქცია. 1896 წელს შევიდა სოციალისტურ პარტიაში და პოლიტიკური ეკონომიის, ფილოსოფიისა და პოლიტიკის შესწავლას შეუდგა. ის კვლავ ოცნებობდა მწერალი გამხდარიყო, მაგრამ ამ საქმეში ხელმოცარულად ჩათვალა თავი და წავიდა ალასკაში ოქროსმაძიებლად. იქ ერთი წელიწადი დაჰყო. მართალია, უკან ისევ ღატაკი დაბრუნდა, მაგრამ ცხოვრების მდიდარი გამოცდილება შეიძინა. "კლონდაიკში მე ვპოვე ჩემი თავი,-ამბობდა ის შემდეგში,-იქ ყველა სდუმს. ყველა ფიქრობს. იქ თქვენ გიმუშავდებათ სწორი თვალსაზრისი ცხოვრებაზე. იქ გაფორმდა ჩემი მსოფლმხედველობაც."
შემოქმედება
რედაქტირებაცხოვრების სიძნელეებთან და რედაქციებთან მძიმე ბრძოლის შემდეგ დამშეულმა და გაწამებულმა ჯეკ ლონდონმა მაინც მიაღწია თავის მიზანს,-მწერალი გახდა. 1899 წლის იანვარში სან-ფრანცისკოს ჟურნალმა "ოვერლენდ მანზლიმ" გამოაქვეყნა მისი პირველი ჩრდილოური მოთხრობა "მათთვის ვინც გზაშია". ამას მოჰყვა სხვა მოთხრობები, რომლებიც "ჩრდილოეთის ოდისეასთან" ერთად გამოიცა 1900 წელს ერთ კრებულად სახელწოდებით "მგლის შვილი". მალე ჯეკ ლონდონი სახელგანთქმული მწერალი გახდა.
"მგლის შვილის" (1900) გარდა ჯეკ ლონდონმა ჩრდილოეთის თემას მიუძღვნა მოთხრობების კიდევ რამდენიმე კრებული: "მის წინაპართა ღმერთი და სხვა მოთხრობები" (1901), "ყინვის შვილები" (1902), "ადამიანის რწმენა და სხვა მოთხრობები" (1904), "ქალის სიძულვილი" (1906), "სიცოცხლის სიყვარული და სხვა მოთხრობები" (1906), "დაკარგული სახე" (1910), "სმოკ ბელიუ" (1912). ჩრდილოეთსავე მიუძღვნა რომანი "თოვლის ასული" (1902), აგრეთვე ვრცელი მოთხრობები "წინაპართა ძახილი" (1903) და "თეთრი ეშვი" (1906).
ჯეკ ლონდონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება რომანი "მარტინ იდენი", სადაც თავი მოიყარა მწერლის ცხოვრების გამოცდილებამ, მისმა ნააზრევმა და განცდილმა, პირადმა და საზოგადოებრვმა. თვითონ ავტორსაც არ უარუყვია, რომ ამ რომანის გმირი მისი მსგავსებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, იგი მეტად განზოგადებული და შემკრებლობითი ტიპია. "მარტინ იდენი" კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და უახლოვდება მაქსიმ გორკის, სუინბერნის, სტივენსონის და სხვა გამოჩენილი რეალისტების ნაწარმოებებს.
მიუხედავად აღიარებისა, ლონდონი კვლავ განიცდიდა გაჭირვებას და ახლობელ ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობის მიუხედავად, იგი კვლავ შინაგანად ჩაკეტილ და მარტოხელა კაცად რჩებოდა. ამას თან დაერთო ავადმყოფობაც და, როგორც ფიქრობენ, მან თავი მოიკლა მორფის გადაჭარბებული დოზის მიღებით 1916 წლის 22 ნოემბერს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებარომანები
რედაქტირება- 1902 – დეზლერის კრუიზი (The Cruise of the Dazzler)
- 1902 – თოვლის ასული (A Daughter of the Snows)
- 1903 – წინაპართა ძახილი (The Call of the Wild)
- 1903 – კემპტონ-უეისის წერილები (The Kempton-Wace Letters) — გამოქვეყნდა ანონიმურად, ანა სტრუნსკის თანაავტორობით.
- 1904 – ზღვის მგელი (The Sea-Wolf)
- 1905 – თამაში (The Game)
- 1906 – თეთრი ეშვი (White Fang)
- 1907 – ადამზე უწინ (Before Adam)
- 1908 – რკინის ქუსლი (The Iron Heel)
- 1909 – მარტინ იდენი (Martin Eden)
- 1910 – ცეცხლოვანი დღის შუქი (Burning Daylight)
- 1911 – თავგადასავალი (Adventure)
- 1912 – ალისფერი ჭირი (The Scarlet Plague)
- 1912 – მზის ვაჟი (A Son of the Sun)
- 1913 – ცოფიანი მხეცი (The Abysmal Brute)
- 1913 – მთვარის ველი (The Valley of the Moon)
- 1914 – ამბოხი ელსინორზე (The Mutiny of the Elsinore)
- 1915 – ვარსკვლავეთის მოგზაური (The Star Rover)
- 1916 – დიდი სახლის პატარა დიასახლისი (The Little Lady of the Big House)
- 1917 – კუნძულელი ჯერი (Jerry of the Islands)
- 1917 – მაიკლი, ჯერის ძმა (Michael, Brother of Jerry)
- 1920 – სამთა გული (Hearts of Three) — გამოქვეყნდა ავტორის გარდაცვალების შემდეგ.
- 1963 – კომპანია „მკვლელობის ბიურო“ (The Assassination Bureau, Ltd) — ლონდონის დაუმთავრებელი რომანი, დაასრულა რობერტ ლოიდ ფიშმა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯეკ ლონდონის ნამუშევრები[მკვდარი ბმული]
- ჯეკ ლონდონის სამყარო - ბიოგრაფიული ინფორმაცია და ნამუშევრები
- ჰანტინგტონის ბიბლიოთეკის არქივი დაარქივებული 2004-06-04 საიტზე Wayback Machine.
- მარტინ იდენი ბიბლიოთეკაში Lib.ge[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962.
- ↑ 3.0 3.1 RKDartists
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 7.0 7.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 8.0 8.1 NooSFere — 1999.
- ↑ 9.0 9.1 Discogs — 2000.
- ↑ 10.0 10.1 BD Gest'
- ↑ 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 12.0 12.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 13.0 13.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 14.0 14.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ 16.0 16.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 17.0 17.1 Babelio — 2007.
- ↑ 18.0 18.1 18.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 19.0 19.1 ПроДетЛит — 2019.
- ↑ 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 20.5 Catalog of the German National Library
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Czech National Authority Database