მარტინ იდენი“ (ინგლ. Martin Eden) — ამერიკელი მწერალ ჯეკ ლონდონის რომანი, რომელიც შეეხება ახალგაზრდა თვითნასწავლ მუშას, რომელიც ცდილობს გახდეს მწერალი. დაიწერა 1909 წელს. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „Pacific Monthly-ში“ 1908 წლის სექტემბრიდან 1909 წლის სექტემბრამდე. წიგნის სახით გამოქვეყნდა 1909 წელს გამომცემლობა „Macmillan-ის“ მიერ.

„მარტინ იდენი
Martin Eden“

პირველი გამოცემა
ავტორი ჯეკ ლონდონი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
გამომცემელი Macmillan Inc.
გამოცემის თარიღი 1909

იდენი წარმოადგენს გამომცემელთა სპეკულირებით იმედგაცრუებულ მწერალს. ის გამომცემლობიდან გამომცემლობამდე უშედეგოდ აგზავნის თავის ნაშრომების მათი დაბეჭდვის იმედით.

იდენი ჯეკ ლონდონისგან იმით განსხვავდება, რომ ის უარყოფს სოციალიზმს, თავს ესხმის „მონურ მორალს“ და ეყრდნობა ნიცშესეულ ინდივიდუალიზმს. „აპტონ სინკლერში“ ჯეკ ლონდონი წერს: „ამ წიგნში ერთ-ერთი ჩემი მოტივი იყო ინდივიდუალიზმზე თავდასხმა (მთავარ გმირზე). მე ავურ-დავურიე, რაც ვერც ერთმა რეცენზენტმა აღმოაჩინა.“

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება მიმდინარეობს მე-20 საუკუნის დასაწყისში, ოკლენდში. მარტინ იდენი ცდილობს გაჭირვებიდან თავის დაღწევას თვითგანათლების გზით. მას იმედი აქვს, რომ დაიმკვიდრებს თავის ადგილს ელიტაში. მისი მთავარი მოტივია არისტოკრატი ქალწულის გულის მოგება. მან იცის, რომ ამას თავისი მეზღვაურობით, ტლანქი აზროვნებით და გაუნათლებლობით ვერ შეძლებს, ამიტომაც საკუთარი თავის შეცვლის სურვილი იპყრობს. მარტინი ახალ ცხოვრებას იწყებს, რადგან მორზეები არიან ბურჟუაზიული წრის წარმომადგენლები და შეუძლებელი იქნება მათ შორის კავშირი სიმდიდრის და განათლების გარეშე.

ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მარტინი არწმუნებს რუთს, რომ წარმატებას მიაღწევს. თუმცა, რუთი კარგავს მოთმინებას და წერილში სწერს, რომ სჯობს, რაიმე საქმე მონახოს.

მარტინი დაუღალავი შრომის შედეგად ახერხებს არისტოკრატებთან ცოდნით გატოლებას. ის ხელს მიჰყოფს მწერლობას. იგი ღამეებს ათენებს და წიგნების კითხვის საშუალებით ცდილობს, რომ საკუთარი შემოქმედებითი უნარი კიდევ უფრო დახვეწოს, მსოფლმხედვლობა განივითაროს და თავის შემოქმედებაში წარმოაჩინოს. პროცესს თან ახლავს უკიდურესი სიდუხჭირე, თუმცა არც ამ დროს ივიწყებს სიკეთეს და გულუხვობას. მას საკუთარი ძალის რწმენა ეხმარება. შემდეგ იგი ნამუშევრების რედაქციებში გადაგზავნას იწყებს და თითქოს მარტივად მოიპოვებს წარმატებას, მაგრამ ასე არ ხდება. მას ნაშრომებს რედაქტორები უწუნებენ. იგი არ შედრკება მაინც და იმდენად არის წარმატებებში დარწმუნებული, რომ არ წყვეტს ნაშრომების სხვადასხვა გამომცემლობებში დაგზავნას.

ორი წარუმატებელი წლის განმავლობაში, როდესაც მის ნაშრომებს არ აქვეყნებენ, საკმაოდ ბევრი რამ იცვლება მარტინის აზროვნებაში. მარტინი ხედავს ადამიანებს, რომელთაც მისი საუბრები ბოდვად, ხოლო მისი ნაწერები დაბალი დონის ნაშრომებად მიაჩნიათ. საკმაოდ დიდი ბზარი ჩნდება მას და სხვა ადამიანებს შორის.

მარტინ იდენი სიცოცხლით ტკბობის სურვილს ჰკარგავს. სწორედ ამ დროს მოდის წარმატება. ნელ-ნელა იწყებენ მისი ნაშრომების ბეჭდვას სხვადასხვა გამომცემლობები. მათი დაბეჭდვის მიზეზია იდენის პირველი წარმატებები და ფულის შოვნის სურვილი. მარტინი ნელ-ნელა დიდებას მოიპოვებს, მის მიმართ დადებითად განეწყობიან და ჩნდება საპირისპირო აზრი.

იდენს იწვევენ დიდებულ სადილებზე, მაგრამ ბრბოს ფსიქოლოგიას ჩამწვდარ მარტინს ეს ყველაფერი გულს ურევს.

რომანი მთავრდება მარტინ იდენის თვითმკვლელობით. მკვლევარი კლარის სტაში ამბობს, რომ ეს არის „ბიოგრაფიული მითი“ და ჯეკ ლონდონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მთავარი გმირები

რედაქტირება

მარტინ იდენი

რედაქტირება

ყოფილი მეზღვაური მუშათა კლასიდან, რომელსაც უყვარდება ახალგაზრდა, ბურჟუაზიული წრის წარმომადგენელი რუთი და იწყებს სწავლას, რათა გახდეს მწერალი და სურს დაქორწინდეს მასზე.

რუთ მორზი

რედაქტირება

ახალგაზრდა სტუდენტი, ბურჟუაზიული წრის წარმომადგენელი, რომელიც მოიხიბლება მარტინ იდენით, როდესაც მას ასწავლის ინგლისურ ენას, მიუხედავად იმისა, რომ მარტინი მუშათა კლასის წარმომადგენელია. მათ უყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ დაქორწინება არ შეუძლიათ იქამდე, სანამ მარტინი არ აჩვენებს რუთის მშობლებს, რომ აქვს ფული და სოციალური სტატუსი.

ლიზი კონოლი

რედაქტირება

ლიზი მუშაობს საკონსერვო ქარხანაში, უყვარს მარტინი. მაგრამ მარტინი უარს ამბობს მასზე იმის გამო, რომ უყვარს რუთი. მიუხედავად ამისა, მაინც უყვარს მარტინი ბოლომდე ისეთივე, როგორიც არის, და არა ფულის გამო, რუთისგან განსხვავებით.

ჯო დოუსონი

რედაქტირება

მარტინის მეგობარი და მეწყვილე სამრეცხაოში. ის დაეხმარა იდენს სამსახურის შოვნაში, არ გააჩნია თვითგანვითარების არანაირი მოტივაცია. ბოლოს იღლება მუშაობით და ხდება მაწანწალა.

როს ბრისენდენი

რედაქტირება

სუსტი მწერალი, რომელიც ურჩევს მარტინს, რომ მწერლობას თავი დაანებოს და კვლავ მეზღვაურობას დაუბრუნდეს, სანამ ქალაქი გადაყლაპავს მას. ის არის სოციალისტი და მარტინს წარუდგენს მოყვარულ ფილოსოფოსთა ჯგუფს, რომელსაც ის უწოდებს „ნამდვილ სიბინძურეს“.

ძირითადი თემები

რედაქტირება

რომანის ძირითადი თემა არის მარტინ იდენის მიერ აღქმული სოციალური კლასი. მარტინ იდენი არის მეზღვაური, მუშათა კლასის წარმომადგენელი, რომელსაც უსიამოვნო შეგრძნება ეუფლება, მაგრამ ამასთანავე შთაბეჭდილებების ქვეშ რჩება მორზეების ოჯახში სტუმრობის შემდეგ, რომლებიც ბურჟუაზიული წრის წარმომადგენლები არიან. ის ცდილობს ცოდნის მიღებას, მაგრამ ამჩნევს, რომ შორდება მის კლასს და გარშემომყოფებს. როდესაც მარტინი აღმოაჩენს, რომ ის განათლებით აღემატება ბურჟუაზიული წრის წარმომადგენლებს, ის თავს გრძნობს მარტოსულად და გარიყულად, როგორც არასდროს.

ინდივიდუალიზმი სოციალიზმის წინააღმდეგ

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ჯეკ ლონდონი სოციალისტი იყო, მან წარმოადგინა ნახევრად-ბიოგრაფიული გმირი მარტინ იდენის სახით, ძლიერი ინდივიდუალიზმით. მიუხედავად იმისა, რომ იდენი მუშათა კლასის წარმომადგენელია, მას აქვს თვითგანვითარების ისეთი მოტივაცია, რომელიც მისი კლასის წარმომადგენლებს არ აქვთ ერთად აღებული. ფრიდრიხ ნიცშეს და ჰერბერტ სპენსერის ციტირებით, ის გმობს სოციალიზმის „მონურ მორალს“, თუნდაც სოციალურ შეხვედრებზე. მიუხედავად ამისა, ლონდონი ხაზს უსვამს, რომ ეს ინდივიდუალიზმი საბოლოო ჯამში იწვევს იდენის თვითმკვლელობას. მან აღნიშნა, რომ რომანი არის იგავი კაცზე, რომელმაც თავი მოიკლა „არა ღვთისადმი რწმენის ნაკლებობის გამო, არამედ ადამიანისადმი რწმენის ნაკლებობის გამო“.

როდესაც ჯეკ ლონდონმა დაწერა „მარტინ იდენი“ 33 წლის ასაკში, მას უკვე ჰქონდა მოპოვებული საერთაშორისო აღიარება „წინაპართა ძახილის“, „ზღვის მგელის“ და „თეთრი ეშვის“ წყალობით. მიუხედავად აღიარებისა, ლონდონი მალე გახდა იმედგაცრუებული და გაცურა წყნარ ოკეანეში მის მიერ შექმნილი კეჩით, რომელსაც ერქვა „სნარკი“. ორწლიანი მგზავრობის დროს, როდესაც ის ებრძოდა დაღლილობას და ნაწლავების დაავადებას, დაწერა „მარტინ იდენი“, სადაც ჩააქსოვა მისი იმედგაცრუებები. რუთ მორზის პერსონაჟის შექმნისას შთაგონების წყარო იყო მისი პირველი შეყვარებული, მეიბლ ეფლგარტი.

ლონდონმა ბრისენდენის პერსონაჟი შექმნა მისი მეგობრის, ჯორჯ სტერლინგის მიხედვით.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. Hicks, J et al. "The Literature of California: Writings from the Golden State" (2000): xv. University of California Press.