ზღვის მგელი (წიგნი)

ჯეკ ლონდონის რომანი

ზღვის მგელი (ინგლ. The Sea-Wolf) — ჯეკ ლონდონის 1904 წლის რომანი.

„ზღვის მგელი“
ინგლ. The Sea-Wolf

ავტორი ჯეკ ლონდონი
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ჟანრი სათავგადასავლო რომანი
ფსიქოლოგიური რომანი
გამომცემელი მაკმილანი
გამოცემის თარიღი 1904
მედია ნაბეჭდი

წიგნის მთავარი გმირი, ჰამფრეი ვან ეიდენი არის ოკეანეში გადარჩენილი, რომელიც ვულფ ლარსენის, ამორალური კაპიტნის და გადამრჩენელის მფარველობაში ექცევა.

მას შემდეგ, რა ჯეკ ლონდონის „წინაპართა ძახილი“[1] გაიცნო მკითხველმა, „ზღვის მგელის“ პირველი გამოცემის ორმოცი ათასი ეგზემპლარი ძალიან მალე გაიყიდა.

ამბროსი ბიერსმა დაწერა:[2]

ვიკიციტატა
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უდიდებულესი ქმნილების, ვულფ ლარსენის შექმნა უკვე საკმარისია ადამიანისთვის, რომ ცხოვრების ვალი მოხდილად ჩაუთვალო... სიყვარულის დამალვა არაბუნებრივი და აბსურდულია, ის ამავდროულად საშინელია.“

„ვოლფ ლარსენის“ ანტიპოდი კაპიტანი ალექს მაკლეინი იყო. მაკლეინი, დაიბადა 15 მაისს, 1858 წელს, ქვეყნის აღმოსავლეთში, ნოვა შოტლანდიაში. ის ძირითადად, წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით დაცურავდა თავის ძმასთან, კაპიტან დენ მაკლეინთან ერთად. ძმები ინარჩუნებდნენ კავშირს კუნძულ კეიპ-ბრეტონთან, სადაც მათ ნათესავები ჰყავდათ. ლონდონი, რომელსაც მისი ახლობლები მგელს ეძახდნენ, უბის წიგნაკით მგლის გამოსახულებას ატარებდა და თავის სასახლესაც „მგლის სახლს“ უწოდებდა. ლონდონი თავის მოთხრობაში მიზნად ისახავდა იერიში მიეტანა ნიცშეს სუპერ ადამიანის ფილოსოფიაზე. ნიცშე და შოპენჰაუერი რომანის მეორე წინადადებაშივეა მოხსენიებული, როგორც საყვარელი ავტორები ერთი პერსონაჟისა, რომელიც ვულფმა მოინახულა გემის კატასტროფამდე.

რომანში ასევე გვხვდება ჰერბერტ სპენსერი თავი: 8, 10; ჩარლზ დარვინი, თავი: 5, 6, 10, 13, ომარ ხიაიამი თავი 11, 17, 26, თავი 5, შაკიევი და ჯონ მილტონი თავი 26.