ჩარლზ დარვინი
ჩარლზ რობერტ დარვინი (ინგლ. Charles Robert Darwin; დ. 12 თებერვალი, 1809, შრუზბერი, — გ. 19 აპრილი, 1882, დაუნი, ლონდონის მახლობლად) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.
ბიოგრაფიარედაქტირება
კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დარვინმა გემ „ბიგლით“ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1831-1836). მოგზაურობის დროს ჩატარებული ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური დაკვირვებების შედეგები მან გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური“ (1839, 1845). საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (თეორიის პირველი მონახაზი — 1842, პირველი მოკლე პუბლიკაცია — 1858). დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებანი. მისი მოძღვრების თანახმად, ორგანიზმთა ახალი ფორმების წარმოქმნა ხდება გაურკვეველი მემკვიდრული ცვლილებების ბუნებრივი გადარჩევის გზით, რაც ბუნებაში განაპირობებს მიზანშეწონილებას (დარვინისგან დამოუკიდებლად, მსგავსი შეხედულებანი ჩამოაყალიბა ა. უოლესმა, მაგრამ თვითონვე სცნო დარვინის პრიორიტეტი). თავისი იდეები დარვინმა განავითარა უფრო გვიან გამოქვეყნებულ თხზულებებში. წიგნში „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“ (1868) მოცემულია როგორც ადამიანისათვის სასარგებლო მცენარეებისა და ცხოველების ხელოვნური გადარჩევით გამოყვანის კანონზომიერებები, ისე ევოლუციიის დამადასტურებელი დიდძალი მასალა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული საქმიანობიდან. ადამიანის წარმოშობის მატერიალისტური იდეა გატარებულია დარვინის წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ (1871). აგრეთვე ნაშრომში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ ( 1872). დარვინს ეკუთვნის სხვა გამოკვლევებიც ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის საკითხებზე. დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა მეცნიერაბაში და საფუძვლად დაედო მთელ თანამედროვე ბიოლოგიას.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Darwin Online; Darwin's publications, private papers and bibliography, supplementary works including biographies, obituaries and reviews
- Charles Darwin — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“; public domain
- Darwin Correspondence Project Full text and notes for complete correspondence to 1867, with summaries of all the rest
- Works by Charles Darwin in audio format
- Video and radio clips
- Darwin 200: Celebrating Charles Darwin's bicentenary
- A Pictorial Biography of Charles Darwin დაარქივებული 2014-07-05 საიტზე Wayback Machine.
- Mis-portrayal of Darwin as a Racist
- Darwin's Volcano – a short video discussing Darwin and Agassiz' coral reef formation debate
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118523813 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Lundy D. R. The Peerage
- ↑ 5.0 5.1 Find a Grave — 1995.
- ↑ 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ KNAW Past Members
- ↑ 9.0 9.1 BD Gest'
- ↑ 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 11.0 11.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ 12.0 12.1 GeneaStar
- ↑ 13.0 13.1 Roglo — 1997. — 8549233 ეგზ.
- ↑ 14.0 14.1 the Internet Philosophy Ontology Project
- ↑ 15.0 15.1 AlKindi
- ↑ 16.0 16.1 Proleksis enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ 18.0 18.1 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ www.accademiadellescienze.it
- ↑ 20.0 20.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 21.0 21.1 Biographical Database of Southern African Science — 2002.
- ↑ http://link.springer.com/content/pdf/10.1007/978-1-4020-5818-9_7.pdf
- ↑ Charles Robert Darwin
- ↑ Base biographique
- ↑ Bedroom where Charles Darwin died to be opened to the public — 2016. — ISSN 1756-3224; 1354-4322
- ↑ https://www.francetvinfo.fr/monde/royaume-uni/stephen-hawking-sera-enterre-au-cote-de-newton-et-darwin-a-l-abbaye-de-westminster_2666542.html
- ↑ 27.0 27.1 27.2 27.3 Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ Cambridge Alumni Database — კემბრიჯის უნივერსიტეტი.
- ↑ 29.00 29.01 29.02 29.03 29.04 29.05 29.06 29.07 29.08 29.09 29.10 29.11 29.12 Kindred Britain
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.
- ↑ Premio Bressa — Accademia delle Scienze di Torino.
- ↑ https://www.universiteitleiden.nl/en/about-us/facts-and-figures/laureates
- ↑ https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal