ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა
ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა (ინგლ. Oxford University Press, OUP) — გამომცემლობა დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილი. მსოფლიოში უდიდესი საუნივერსიტეტო გამომცემლობა. პირველი წიგნი გამოსცეს 1478 წელს. 1586 წელს კი მიიღო შეკვეთებით წიგნების ბეჭდვის კანონიერი უფლება.[1] არის მეორე უძველესი საუნივერსიტეტო გამომცემლობა კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის შემდეგ, რომელიც 1534 წელს დაფუძნდა.[2][3][4]
ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა | |
---|---|
მფლობელი | ოქსფორდის უნივერსიტეტი |
დაარსდა | 1586 |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
გამოცემები | აკადემიური ჟურნალები, სამეცნიერო ლიტერატურა |
თანამშრომელი | 6000 |
ოფიციალური საიტი | corp.oup.com |
არის ოქსფორდის უნივერსიტეტის განყოფილება. მას მართავს 15 მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფი („გამომცემლობის დელეგატები“), რომელსაც ნიშნავს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი (ვიცე-რექტორი). დელეგატებს ხელმძღვანელობს მდივანი, რომელიც არის გამომცემლობის აღმასრულებელი დირექტორი და მისი წარმომადგენელი უნივერსიტეტის სხვა ორგანოებში. გამომცემლობას მმართველობის ასეთი სტრუქტურა აქვს XVII საუკუნიდან.[5]
ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე გამომცემლობა უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პედაგოგიური ტექსტების გამოცემაზე: აკადემიური ჟურნალები, ლექსიკონები, ბიბლიოგრაფიები, წიგნები ინგლისური ენის, მუსიკის, ლიტერატურის, ისტორიის შესახებ, ბიბლიები, ატლასები. გამომცემლობას წარმომადგენლობები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად ოდესღაც ბრიტანეთის იმპერიაში შემავალ ქვეყნებში.
რესურსები უნივერსიტეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ A Short History of Oxford University Press. ციტირების თარიღი: 29 April 2022
- ↑ Balter, Michael (16 February 1994). „400 Years Later, Oxford Press Thrives“. The New York Times. ციტირების თარიღი: 28 June 2011.
- ↑ About Oxford University Press. ციტირების თარიღი: 3 August 2018
- ↑ A Brief History of the Press. ციტირების თარიღი: 3 August 2018
- ↑ Carter, Harry Graham (1975). A History of the Oxford University Press. Oxford: Clarendon Press, გვ. 137. OCLC 955872307.