ოქსფორდის უნივერსიტეტი
ოქსფორდის უნივერსიტეტი (ინგლ. University of Oxford) — უნივერსიტეტი გაერთიანებულ სამეფოში. მდებარეობს ოქსფორდში, ინგლისი და ინგლისურენოვანი მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტია.
ოქსფორდის უნივერსიტეტი | |
---|---|
ლათ. Universitas Oxoniensis | |
დევიზი | Dominus Illuminatio Mea - უფალი ჩემი სინათლეა |
დაფუძნდა | დაახ. 1096[1] |
ტიპი | საჯარო |
სტუდენტი | 19 791[2] |
მისამართი | University of Oxford, University Offices, Wellington Square, Oxford, Oxfordshire, OX1 2JD |
მდებარეობა | ოქსფორდი და ოქსფორდშირი |
ქალაქი | ოქსფორდი |
ქვეყანა | ინგლისი |
ტელეფონი | +44-1865-270000 და +44-1865270000 |
კავშირები | რასელის ჯგუფი, ORCID[3] [4] , Jisc[5] , IIIF Consortium[6] , International Alliance of Research Universities, Digital Preservation Coalition[7] , World Wide Web Consortium[8] [8] , Shibboleth Consortium[9] , Orbital Reef University Advisory Council[10] , arXiv[11] , ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგა და ELIXIR UK |
აფილაცია | International Alliance of Research Universities |
ox.ac.uk |
უნივერსიტეტის დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს, თუმცა მის ფესვებს მე-11 საუკუნისკენ მივყავართ. ლეგენდის მიხედვით, 1209 წელს პროფესორ-მასწავლებელთა და ადგილობრივ მოქალაქეთა შორის კონფლიქტის შედეგად უნივერსიტეტის წევრთა ნაწილი ოქსფორდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ კემბრიჯში გაიხიზნენ, სადაც მათ კემბრიჯის უნივერსიტეტი დააფუძნეს. ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (ერთობლივად მოიხსენიებენ როგორც ოქსბრიჯს) მას შემდეგ ურთიერთობის დიდი ისტორია აქვთ და გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად ითვლებიან. ოქსფორდი არის რასსელის ჯგუფის (ბრიტანეთის კვლევითი უნივერსიტეტების ქსელი, ინგ. Russel Group), კოიმბრას ჯგუფის (ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ასოციაცია, ლათ. Coimbra Group) და ასევე ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) წევრი.
Times Good University Guide-ის რეიტინგში ოქსფორდი თერთმეტი წელია პირველობას არ თმობს.[12] THE World University Rankings-ის თანახმად იგი საუკეთესოა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.[13] Professional Ranking World Universities-ის ცნობით ოქსფორდი მე-5-ა მსოფლიოში და პირველი ბრიტანეთში.[14]
ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან: მარგარეტ ტეტჩერი, დეივიდ კამერონი, ინდირა განდი, ბენაზირ ბჰუტო, სტივენ ჰოკინგი, ოსკარ უაილდი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Introduction and History. University of Oxford. ციტირების თარიღი: 21 October 2014.
- ↑ https://www.unipage.net/ru/university_of_oxford
- ↑ https://orcid.org/members/001G000001CAlw7IAD-university-of-oxford
- ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
- ↑ https://www.jisc.ac.uk/membership
- ↑ http://iiif.io/community/consortium/#the-iiif-consortium
- ↑ https://www.dpconline.org/about/members
- ↑ 8.0 8.1 https://www.w3.org/Consortium/Member/List
- ↑ https://www.shibboleth.net/about-us/members/
- ↑ https://blueorigin-static-assets.s3.amazonaws.com/assets/orbital-reef-press-release.pdf
- ↑ Our Members / Tier 1
- ↑ Oxford tops Times Good University Guide for 11th year. University of Oxford (14 June 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 30 December 2012.
- ↑ Times Higher Education Clinical, Pre-Clinical & Health.
- ↑ Mines ParisTech Professional Ranking World Universities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-25.