სტივენ ჰოკინგი

ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი

სტივენ უილიამ ჰოკინგი (ინგლ. Stephen William Hawking; დ. 8 იანვარი, 1942, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი — გ. 14 მარტი, 2018) — ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი. ფიზიკო-თეორეტიკოსებს შორის იგი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი. ძირითადად მოღვაწეობდა კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში.

სტივენ ჰოკინგი
ინგლ. Stephen William Hawking
დაბ. თარიღი 8 იანვარი, 1942(1942-01-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18]
დაბ. ადგილი ოქსფორდი[19]
გარდ. თარიღი 14 მარტი, 2018(2018-03-14)[5] [20] [21] [7] [4] [8] [9] [11] [12] [13] [22] [17] [18] (76 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[23] [19]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[24]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[25] [19]
საქმიანობა ფიზიკოს-თეორეტიკოსი, კოსმოლოგი და მწერალი[26]
მუშაობის ადგილი გონვილი და კაიუსის კოლეჯი[27] , კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი[27] , Perimeter Institute for Theoretical Physics[28] , კემბრიჯის უნივერსიტეტი[29] [30] და კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[31]
ალმა-მატერი საუნივერსიტეტო კოლეჯი, ტრინიტი-ჰოლი[32] , სენტ-ოლბანსის სკოლა, კემბრიჯის უნივერსიტეტი[33] , სენტ-ოლბანსის ქალთა უმაღლესი სკოლა და Byron House School
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნების ბაკალავრი და დოქტორის ხარისხი
მეუღლე ჯეინ უაილდ ჰოკინგი[34] და ელაინ მესონი
მამა Frank Hawking[35]
დედა Isobel Eileen Hawking[35]
შვილ(ებ)ი ლუსი ჰოკინგი[19] , რობერტ ჰოკინგი და ტიმ ჰოკინგი
ჯილდოები ალბერტ აინშტაინის მედალი[36] , ვოლფის პრიზი ფიზიკაში[37] , კოპლის მედალი[38] [39] , თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[40] , Special Breakthrough Prize in Fundamental Physics[41] , ღირსების კავალერი[42] [43] , ედინგტონის მედალი[44] , ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი[45] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი[42] , ნეილორის პრემია[46] , ოსკარ კლაინის მედალი[47] , ჰიუზის მედალი[48] , სამეფო საზოგადოების სამეცნიერო წიგნების პრემია[49] , ალბერტის მედალი[50] [51] , მიჩელსონ-მორლის ჯილდო[52] , ფონსეკას პრემია[53] , პიუს XI-ის მედალი[54] , მაქსველის მედალი და პრემია[55] , დირაკის მედალი[56] , ადამსის პრემია, ენდრიუ გემანტის პრემია[57] , The James Smithson Bicentennial Medal[58] , რობერტ ჰაინლაინის მემორიალური პრემია[59] , Princess of Asturias Award for Concord[60] , ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[42] , ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[42] , მარსელ გროსმანის პრემია[61] , ფრანკლინის მედალი[62] , BBVA ფონდის საზღვრების ცოდნის ჯილდო[63] , ბოდლის მედალი[64] , Gold medal of the Spanish National Research Council[65] , ალბერტ აინშტაინის პრემია, ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი, პრისტონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[66] , დენი ჰაინემანის პრიზი მათემატიკურ ფიზიკაში[67] [68] , ლილიენფელდის პრემია[69] [69] , Princess of Asturias Awards, ფუნდამენტური ფიზიკის პრიზი, სამეფო საზოგადოების წევრი, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, ბრტიანეთის იმპერიის ორდენი და ღირსების კავალერის ორდენი
ხელმოწერა
საიტი hawking.org.uk

ბიოგრაფია

რედაქტირება

სტივენ ჰოკინგი დაიბადა 1942 წლის 8 იანვარს ინტელექტუალურ ოჯახში, მამა ექიმი იყო, დედა — ლიბერალური პარტიის აქტივისტი. სანტ ალბანსის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მამის მსგავსად გააგრძელა ოქსფორდის უნივერსიტეტში. მამის სურვილის მიუხედავად და მისაგან განსხვავებით, მედიცინის ნაცვლად, მათემატიკის შესწავლა გადაწყვიტა, მაგრამ რადგან უნივერსიტეტში მათემატიკური განათლების მიღება შეუძლებელი იყო, იგი ფიზიკით დაინტერესდა. 21 წლის ასაკში ახალგაზრდა ფიზიკოსს განუვითარდა ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი — მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ნერვკუნთოვანი ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს და მას სრულიად უმწეოს ხდის — რომელმაც საბოლოოდ 30 წლის ჰოკინგი დამბლამდე მიიყვანა. უნივერსიტეტი 1962 წელს დაამთავრა. იმ დროისთვის ოქსფორდში თეორიული ფიზიკის შესწავლით არავინ იყო დაკავებული, ამიტომ ჰოკინგი კოსმოლოგიის შესასწავლად კემბრიჯში გადავიდა. 1965 წელს დაქორწინდა ჯეინ უაილდზე. წყვილს მოგვიანებით შეეძინა ერთი გოგო და ორი ბიჭი. კემბრიჯში მან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და 1968 წელს კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტში პროფესორის ადგილი მიიღო.

1973 წელს იგი გადავიდა კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემეტიკისა და თეორიული ფიზიკის ფაკულტეტზე. 1974 წელს იგი გახდა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. 1979 წელს კი ლუკასის მათემატიკის პროფესორის პოსტი დაიკავა. ეს თანამდებობა კემბრიჯის უნივერსიტეტში 1669 წელს შემოიღო ღირსმა სერ ჰენრი ლუკასმა და 300 წლის წინ იგი ისააკ ნიუტონს ეჭირა.

1985 წელს მან ყელზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც დაკარგა მეტყველების უნარი. მეგობრებმა ფიზიკოსს აჩუქეს მეტყველების სინთეზატორი. მას შეეძლო მხოლოდ მარჯვენა ხელის თითების მოძრაობა, რის ხარჯზეც იგი მართავდა კომპიუტერს. კომპიუტერის საშუალებით იგი მიმართავდა საზოგადოებასაც. მოგვიანებით ჰოკინგს მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს გაშორდა. 1995 წელს ჰოკინგი ხელმეორედ დაქორწინდა, თუმცა 2006 წელს ერთმანეთს გაშორდნენ.[71]

არის 12 საპატიო სამეცნიერო წოდების და მრავალი პრემიის, მედლებისა და ორდენების კავალერი, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ჰოკინგი ეწეოდა აქტიურ ცხოვრებას. იგი აგრეთვე მოღვაწეობდა, როგორც მეცნიერების პოპულარიზატორი. იგი გარდაიცვალა 2018 წლის 14 მარტს, კემბრიჯში.

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად მიმართულია დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნასა და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ. როჯერ პენროუზთან ერთად მან დაასკვნა, რომ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით დრო და სივრცე შეიქმნა დიდი აფეთქების დროს. ამ შედეგებმა მოითხოვა ფარდობითობის თეორიისა და კვანტური მექანიკის სინთეზი. ჰოკინგი იმედოვნებს, რომ ფიზიკის ამ ორი დიდი თეორიის გაერთიანებით შესაძლებელი იქნება განხორციელდეს XX საუკუნის ფიზიკოსთა მისწრაფება შეიქმნას ბუნების ძალთა დიდი გაერთიანების თეორია.

ჰოკინგის ცნობილი სამეცნიერო შრომებია „დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბური სტრუქტურა“, „ფარდობითობის ზოგადი ავტორის თეორია: აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა“, „გრავიტაციის 300 წელი”; ასევე წიგნები „დროის მოკლე ისტორია“, „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო“.

პოპულარულ კულტურაში

რედაქტირება

სტივენ ჰოკინგის საუბარი ჟღერს პინკ ფლოიდის სიმღერებში „Keep Talking“ (ალბომიდან The Division Bell) და „Talkin Hawkin'“ (ალბომიდან The Endless River).

2014 წელს გამოვიდა ბრიტანული ბიოგრაფიული ფილმი „ყველაფრის თეორია“. ჰოკინგის როლს ედი რედმეინი ასრულებს.[72]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118761285 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 Stephen Hawking dies aged 76BBC, 2018.
  6. Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 NooSFere — 1999.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  10. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  11. 11.0 11.1 Identifiants et RéférentielsABES, 2011.
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 GeneaStar
  14. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  15. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  16. The Fine Art Archive — 2003.
  17. 17.0 17.1 Munzinger Personen
  18. 18.0 18.1 ПроДетЛит — 2019.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 Catalog of the German National Library
  20. Stephen Hawking, modern cosmology's brightest star, dies aged 76The Guardian, 2018. — ISSN 0261-3077
  21. ಕಪ್ಪು ಕುಳಿಗಳ ರಹಸ್ಯ ಬೇಧಿಸಿದ್ದ ವಿಜ್ಞಾನಿ ಸ್ಟೀಫನ್ ಹಾಕಿಂಗ್ ಇನ್ನಿಲ್ಲ
  22. Stephen W. Hawking | abart — 2003.
  23. Ian Sample Science editor Stephen Hawking, modern cosmology's brightest star, dies aged 76The Guardian, 2018. — ISSN 0261-3077
  24. Stephen Hawking sera enterré au côté de Newton et Darwin à l'abbaye de Westminster — 2018.
  25. Stephen Hawking op jeugdliteratuur.org — 2017.
  26. Ross B. NBA Rumors: Post-Draft Updates for Each Team
  27. 27.0 27.1 Professor Stephen Hawkingკემბრიჯის უნივერსიტეტი.
  28. Physicist Stephen Hawking accepts post at Waterloo instituteToronto Star, 2008.
  29. Hawking gives up academic title — 2009.
  30. People | Department of Applied Mathematics and Theoretical Physics
  31. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  32. Hawking S. Properties of expanding universes — 1966. — 117 p. — doi:10.17863/CAM.11283
  33. Mathematics Genealogy Project — 1997.
  34. How Stephen Hawking Worked — 2012.
  35. 35.0 35.1 Geni.com — 2006.
  36. Einsteinhaus Bern |
  37. http://www.wolffund.org.il/index.php?dir=site&page=winners&cs=341
  38. Copley Medal | Royal Society
  39. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  40. http://www.senate.gov/pagelayout/reference/two_column_table/Presidential_Medal_of_Freedom_Recipients.htm
  41. https://breakthroughprize.org/Ceremonies/1
  42. 42.0 42.1 42.2 42.3 Google Books — 2005.
  43. http://www.amphilsoc.org/memhist/search?creator=hawking&title=&subject=&subdiv=&mem=&year=&year-max=&dead=&keyword=&smode=advanced
  44. http://articles.adsabs.harvard.edu/full/seri/QJRAS/0016/0000359.000.html
  45. https://www.ras.org.uk/awards-and-grants/awards/268
  46. http://archive.is/Nbs8
  47. http://www.okc.albanova.se/research/memorial-lecture/earlier-lectures
  48. https://royalsociety.org/awards/hughes-medal/
  49. https://royalsociety.org/awards/science-books/stephen-hawking/
  50. RSA - The Albert Medal — 2011.
  51. Past winners
  52. http://www.phys.cwru.edu/events/mmal.php
  53. http://www.usc.es/en/cursos/conciencia/premio_fonseca2008.html
  54. http://www.casinapioiv.va/content/dam/accademia/pdf/vari/hawking_piusximedalbooklet.pdf
  55. http://www.iop.org/about/awards/career/maxwell/medallists/page_38660.html
  56. http://www.iop.org/about/awards/gold/dirac/medallists/page_38431.html
  57. http://www.aip.org/aip/awards/gemant-award/stephen-hawking
  58. http://newsdesk.si.edu/about/awards
  59. http://www.nss.org/awards/heinlein_award.html
  60. http://www.fpa.es/en/prince-of-asturias-awards/awards/1989-stephen-hawking.html?especifica=0&identificador=350&
  61. http://www.icra.it/MG/awards/Welcome.htm
  62. https://www.fi.edu/laureates/stephen-w-hawking
  63. http://www.fbbva.es/TLFU/tlfu/ing/microsites/premios/fronteras/galardonados/2015/ciencias.jsp
  64. http://www.bodleian.ox.ac.uk/news/2015/mar-20
  65. http://elpais.com/diario/1989/10/10/sociedad/623977210_850215.html
  66. https://www.cambridge-news.co.uk/news/cambridge-news/stephen-hawking-dead-cambridge-university-14408677
  67. http://www.aps.org/programs/honors/prizes/heineman.cfm
  68. https://www.aps.org/programs/honors/prizes/heineman.cfm
  69. 69.0 69.1 https://www.aps.org/programs/honors/prizes/lilienfeld.cfm
  70. 70.0 70.1 70.2 70.3 http://old.elementy.ru/nauchno-populyarnaya_biblioteka/434041/Put_v_nebesa
  71. Hawking and second wife agree to divorce — Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-27. ციტირების თარიღი: 2021-07-16.
  72. The Theory of Everything (2014). IMDb