დოქტორანტურა
აკადემიური ან პროფესიონალური ხარისხი
დოქტორანტურა — უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური და მიზნად ისახავს სამეცნიერო-პედაგოგიური კადრის მომზადებას. დოქტორანტურაში სწავლა მთავრდება ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ დოქტორანტისათვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით დარგის, ქვედარგის/სპეციალიზაციის მიხედვით.
საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.
სწავლების მესამე საფეხური — დოქტორანტურა შედგება არანაკლებ 180 კრედიტისაგან. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- განათლების სამინისტრო. უმაღლესი განათლების სისტემა. დაარქივებული 2020-03-03 საიტზე Wayback Machine.