მეცნიერებათა დოქტორი
(გადამისამართდა გვერდიდან დოქტორი)
დოქტორი (ლათ. — „doctor“) — სიტყვასიტყვით მასწავლებელი. ამჟამად, უმაღლესი სამეცნიერო ხარისხი, ან ამ ხარისხის მატარებელი პირი.
აქვს რამდენიმე მნიშვნელობა. კერძოდ,
- საბჭოთა კავშირში ამ სახელით აღინიშნებოდა უმაღლესი სამეცნიერო ხარისხი, რომელსაც ანიჭებენ დისერტაციის დაცვის საფუძველზე; ან ნიშნავდა ამ ხარისხის მქონე პირს.
- დასავლეთის ქვეყნებში ეს იყო ერთ-ერთი სამეცნიერო ხარისხი (რომლის მინიჭების პირობები სხვადასხვანაირია სხვადასხვა ქვეყანაში).
- მოძველებული სასაუბრო ტერმინოლოგიით კი დოქტორი ნიშნავს ექიმს.