ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრიტანელი ხალხი ან ბრიტანელები არიან გაერთიანებული სამეფოსა (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) და ბრიტანეთის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების მოქალაქენი. ტერმინი „ბრიტანელები“, გაერთიანებულ სამეფოში შემავალ ქვეყნებთან ერთად, საკმაოდ ხშირად გამოიყენება ანტიკური ბრიტანელების მოსახსენიებლად, ასევე, მკვიდრი ირლანდიელების მიმართ. ამ ტერმინის ქვეშ შესაძლებელია მოხსენიებულ იქნან ინდივიდუალურად ბრიტანეთში შემავალი ქვეყნების მოქალაქენი (ჩრდილოეთ ირლანდია, შოტლანდია, უელსი და ინგლისი). ბრიტანელები, როგორც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქენი შეადგენენ 65 მილიონ მოსახლეს, ხოლო მათი დიასპორა დღევანდელი ინფორმაციით 140-200 მილიონ ადამიანს აღწევს.

ბრიტანეთის სოციალური და პოლიტიკური ორგანიზება, სასამართლო

რედაქტირება

სოციალური ორგანიზება

რედაქტირება
 
მეფე არტური - ლეგენდარული ანტიკური ბრიტანეთის პოლიტიკური ლიდერი

კლასობრივი სხვადასხვაობა, რომელიც დამახასიათებელი იყო ინგლისისთვის, არასოდეს ყოფილა კონკრეტულად იქ ისეთი მკაცრი, როგორიც იგი თითქმის მთელ კონტინენტზე იყო. ინდუსტრიული რევოლუციის, ეკონომიკური ზეწოლისა და გავლენის ქვეშ მყოფი. ხშირი უკმაყოფილება მეთვრამეტე საუკუნეში გამოიხატებოდა ღარიბი ფენების დაუმორჩილებლობისა და ზედმეტი ფუფუნების მიმართ, რაც კიდევ უფრო სავარაუდოს ხდის კლასთა შორის განსხვავების მაშინდელ ზრდას. მე-18 საუკუნის ინგლისის მართვაში ფუნდამენტური როლი ეკავა არისტოკრსტიას[1]. მათი ავტორიტეტი, რომლითაც ეჭირათ მართვის ბერკეტები, იყო უდავო და მყარი, მაგრამ მათი ძალაუფლება და პრესტიჟი ირღვეოდა წოდებისა და სიმდიდრის მოპოვების ახალი და არატრადიციული გზებითა და წინააღმდეგობებით, რომლებიც მანამდე არისტოკრატიული ფენისთვის სრულიად უცნობი იყო და პრეცედენტი არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, მათი გავლენა დროთა განმავლობაში საგრძნობლად ირყეოდა და გზას უთმობდა სოციალური მოწყობის სხვა ტიპებს.[2]

პოლიტიკური ორგანიზება

რედაქტირება

როგორც ვახსენეთ, მეთვრამეტე საუკუნის ინგლისს სათავეში ედგა საზოგადოებაში არსებული ძალიან პატარა ჯგუფი, რომელიც თვლიდა, რომ მას ჰქონდა ბუნებითად მინიჭებული უფლება ქვეყნის მართვისა. მათ ჰქონდათ განცდა, რომ ის რაც მათთვის იყო საუკეთესო, საუკეთესო იყო მთლიანად ერისთვის. ბრიტანული ხელისუფლება იყო დაყოფილი სამ ბაზისად, რომლებიც დამყარებული იყო მეფის, პარლამენტში არსებულ ლორდთა პალატისა და თემთა პალატის ძალაუფლებაზე.[3] მათ, ანუ სამივე შტოს, გააჩნდათ განსხვავებული უფლებები, მიმართულებები და საკითხები, რომლებიც ერთი სისტემის ქვეშ იყო გაერთიანებული ქვეყნის სამართავად.[2]

 მეფის ინსტიტუტი

რედაქტირება

იმდროინდელი სამართლის თანახმად, მეფის ძალაუფლებას საღვთო წყარო ჰქონდა. ისინი თვლიდნენ, რომ მეფის სიკვდილი ტრაგედია იყო, ხოლო მისი გადაწყვეტილება საკუთარი უფლებების ფარგლებში ყველაზე და ყველაფერზე უზენაესი, თუნდაც ეს გადაწყვეტილება დანაშაულის შემცველი ნიშნებით სავსე ყოფილიყო. ის იყო ავტორიტეტი ომსა და მშვიდობაზე (ბრძოლის დაწყებისა და დასრულების დროზე, ზავების თარიღებსა და ადრესატებზე), მეფე წყვეტდა თუ სად და როდის გაეგზავნა ელჩები, კურირებდა უმაღლესი დონის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და ძალიან მნიშვნელოვან სავაჭრო გაცვლებს, ის ნაწილობრივ მართავდა ჯარს: განსაზღვრავდა არმიის შემადგენლობასა და მის ზომას. მას ჰქონდა პარლამენტთან ურთიერთობაში რამდენიმე ბერკეტი. მეფეს შეეძლო, რომ დაეთხოვა პარლამენტი. ასევე, ჰქონდა უფლება, რომ უარი ეთქვა მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მათ შორის უმნიშვნელოვანეს საგადასახადო სისტემაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი ძალაუფლება არ ყოფილა აბსოლუტური და შეუზღუდავი. მას არ ჰქონდა საშუალება, რომ მიეღო ახალი კანონი, ან გადასახადების ახლებური ვარიანტი შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის, მას, როგორც ვახსენეთ, ამ ნაწილში გააჩნდა მხოლოდ უარყოფის უფლება. ასევე, მას არ ჰქონდა ჯარის პირადად მართვისა და სამხედრო მანევრებზე კონტროლის, ან მისი აპარატის წევრების ხელფასების რაოდენობის განსაზღვრის უფლება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტი და მეფე ურთიერთდამოკიდებული იყვნენ ერთმანეთზე. მათ გააჩნდათ ერთმანეთის კონტროლის ბერკეტები, რაც საკმაოდ ეფექტიანი მართვის საშუალება იყო ქვეყნისთვისა და საზოგადოებისთვის, რადგან ამინსტიტუტებს დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.[4]

ლორდთა პალატა

რედაქტირება

ამ პერიოდის ლორდთა პალატა შედგებოდა ორი სასულიერო არქიეპისკოპოსისგან და 24 უბრალო ეპისკოპოსისგან, ასევე ინგლისის სამეფოში მყოფი უკლებლივ ყველა ლორდისგან. პლუს 16 ლორდი შოტლანდიის სამეფოდან. ლორდთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი შემადგენლობის რიცხვის ზრდა ან მათი შემცირება ისევ და ისევ მთლიანად მეფის უფლება იყო.[5]

თემთა პალატა წარმოადგენდა ყველა წოდების არმქონე, რაიმე საკუთრების მქონე მამაკაცს სახელმწიფოში. იგი შედგებოდა თითოეული ქვეყნის წარმომადგენლებისგან (რაინდებისგან, რომლებსაც ირჩევდნენ მიწათმფლობელები და მოქალაქეები. მათ ძირითად შემთხვევებში ირჩევდნენ ფულადი ინტერესებიდან გამომდინარე). ამ პალატაში მყოფთაგან 513 წარმომადგენელი იყო ინგლისელი, 45 კი - შოტლანდიელი. ახალი კანონის შემოღება საჭიროებდა პარლამენტის სამივე სექციის დასწრებას, მაგრამ მეფე იშვიათად ეწინააღმდეგებოდა პარლამენტის გადაწყვეტილებას. და მიუხედავად იმისა, რომ მეფის ნება იყო, თუ როდის მოიწვევდა პარლამენტს, კანონი მას ავალდებულებდა, რომ იგი მოეწვია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მაინც მინიმუმ.[4]

სასამართლო სისტემა

რედაქტირება

ბრიტანეთის, როგორც საზოგადოებრივი, ისე პოლიტიკური მოწყობის ერთ-ერთი ფუნდამენტი, რა თქმა უნდა, სასამართლო ხელისუფლება იყო, რადგან ყველა ხსენებული სახელისუფლებო რგოლის მიერ შექმნილ გარემოში საზოგადოების სამართლიანი და მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთი ქვაკუთხედი სწორედ სასამართლო ხელისუფლებაა. ბრიტანეთში სასამართლოს განვითარებას, ფორმირებასა და ჩამოყალიბებას დიდი ისტორია აქვს. გამოსარჩევია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.[3]

"ლარს იორჰენდი, კახა წიქარიშვილი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს" თანახმად: „სამართლიანად ითვლება შუა საუკუნეების ადრეული პერიოდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამშობლოდ. ზუსტი თარიღი, თუ როდის იქნა მოწვეული პირველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, უცნობია. თანამედროვე ინგლისურენოვან წყაროებში, გამოთქმულია ვარაუდი, რომ იგი ჩაისახა ან შემოტანილი იქნა ნორმანდიული დაპყრობის შემდეგ, 1066 წელს. არსებობს სხვა ვერსიაც, თითქოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფორმირ ჯერ კიდევ IX საუკუნეში დაიწყო, მეფე „ალფრედ დიდის“ მმართველობის დროს, ხოლო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მსგავსი სასამართლოს ფაქტის პირველი ოფიციალურ დადასტურებას, ინგლისელი მეფის „ჰენრიხ II-ის“ ორდონანსები წარმოადგენს. ერთ-ერთ მათგანში (1166 წელს) გათვალისწინებული იყო მოციქულთაგან 12-12 კაცის არჩევა მსხვილი დასახლებული პუნქტის თითოეული ასეული მოსახლისაგან და 4-4 კაცისა მცირე სოფლებიდან. ასეთმა თავისებურმა კოლეგიებმა მაშინვე ჟიურის სახელწოდება შეიძინა. სწორედ, ისინი იწოდებიან იმის ჩანასახად, რასაც დღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვუწოდებთ.

სახელმწიფოს მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლების აღიარება 1215 წელს მოხდა, როდესაც მეფემ საყოველთაო სახალხო მოთხოვნის ზეგავლენით ხელი მოაწერა მაგნა კარტას, რომელიც აღიარებდა ყველა ადამიანის უფლებას, მისი საქმე განხილულიყო თანამოქალაქეთა მიერ. ამავე პერიოდში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში შეიქმნა დიდი ჟიური, რომელიც იწონებდა ან უარყოფდა კონკრეტული პირისადმი წაყენებულ ბრალდებას და მცირე ჟიური, რომელსაც ევალებოდა ბრალეულობისა და არაბრალეულობის შესახებ საკითხის გადაწყვეტა.

XV-ე საუკუნის დასაწყისში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებში პირის ბრალეულობისა თუ არაბრალეულობის საკითხი წყდებოდა არა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არამედ, იმაზე თუ რამდენად შეეძლო განსასჯელს გაეძლო სხვადასხვა სახის წამებისათვის, ან რამდენად დამაჯერებლად დადებდა ფიცს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაფიცი მსაჯულები, რომელთა ვერდიქტსაც არ ეთანხმებოდნენ გვირგვინის მოსამართლეები, ისჯებოდნენ, ხშირად, საკმაოდ მკაცრად (გამათრახებით, მოგვიანებით XV-ე საუკუნის მეორე ნახევრამდე ჯარიმით).

XVI საუკუნეში და XVII-საუკუნის დასაწყისში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა შედარებით საშიშ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველ თანამედროვე სასამართლოს. ასეთი სახით გავრცელდა იგი ბრიტანეთის იმპერიის თითქმის ყველა კოლონიაში, ხოლო XIX საუკუნის პირველ ნახევარში კონტინენტური ევროპის უმრავლეს ქვეყნებშიც. აღსანიშნავია, რომ ინგლისში ამით მისი ევოლუცია არ დასრულებულა. კერძოდ, 1933 წელს, მთლიანად გაუქმდა ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიური, რომელიც წარდგენილი ბრალდების საფუძველზე წყვეტდა პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის დასაშვებობისა და სამართალში მიცემის საკითხს.[6]

რაც შეეხება მსაჯულთა შერჩევას, გვირგვინის სასამართლოს წინაშე წარდგენილ წინასწარ შერჩეული 25-30 მოქალაქეთა შემადგენლობიდან, სასამართლო და პროცესის მონაწილეები ირჩევენ ჟიურის შემადგენლობას. აუცილებელი რაოდენობის, 12 ნაფიცი მსაჯულთა არჩევის შემდეგ, მათ ადებინებენ ფიცს. ამით მთავრდება გვირგვინის სასამართლოში საქმის წარმოების მოსამზადებელი ნაწილი. ინგლისში, სასამართლო გარჩევას და ვერდიქტის გამოტანას არ აქვს ისეთი გაყოფილი ეტაპები, როგორიც კონტინენტურ ევროპაში. აქ მხარეების მიერ მტკიცებულიების წარმოდგენა და სიტყვაში გამოსვლა განუყოფელია ერთმანეთისაგან.[7]

საპროცესო ნორმების შესრულების შემდეგ, თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს ნაფიც მსაჯულებს, რომელშიც მოუწოდებს დამოუკიდებლად მიიღონ ვერდიქტი ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ. 1974 წლის კანონით „ნაფიც მსაჯულთა შესახებ,“ თუ მსაჯულები სწრაფად ვერ შეთანხმდებიან ვერდიქტზე, მაშინ მათ უნდა გააგრძელონ თათბირი არაუმეტეს 2 სააათისა. ვერდიქტი მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა კვალიფიციურმა უმრავლესობამ. როდესაც ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ ვერდიქტს და პირს დამნაშავედ ცნობენ, სასჯელის დანიშვნა ევალებათ პროფესიონალ მოსამართლეებს. ნაფიცი მსაჯულები, საკუთარი ამოცანის შესრულების შემდეგ, პროცესზე აღარ მონაწილეობენ. 1907 წლამდე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტი კასაციას არ ექვემდებარეობდა.[7]

ინგლისში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, თუმცა მათი როლი ამჟამად შესუსტებულია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ 1998 წელს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილულმა საქმეებმა 5 %-ზე ნაკლები შეადგინა.“[8]

შუასაუკუნეების ბრიტანული ეკონომიკა

რედაქტირება

ეკონომიკა

რედაქტირება

მეათე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ყველაზე წარმატებული ქვეყანა ბრიტანეთი იყო. უილიამ დამბყრობელმა ანგლო-საქსების მეფე დაამარცხა და ქვეყანა ნორმანების მმართველობის ქვეშ მოექცა. ამ დროს ინგლისში ფეოდალური მმართველობა იყო და მიწა ძირითადად მეფის საკუთრებაში იყო.[9]

ინგლისის ეკონომიკის ძირითადი ნაწილი აგრარულ სექტორს ეკავა. მიწის საკუთრება ნელ-ნელა კერძო ხელში გადადიოდა. მაგალითად, დიდებულები, მონასტრები და მღვდლები მიწის ნაკვეთების ახალი მეპატრონეები ხდებოდნენ. ამ დროიდან ინგლისში იწყება დიდი რაოდენობით აგრარული პროდუქციის კულტივირება და მოყვანა. კერძო საკუთრება იყო მთავარი მოტივატორი ინგლისში აგრარული სექტორის განვითარების. მიწების ნაწილი ფეოდალებს ეკავათ და ისინი ამუშავებდნენ, ხოლო ნაწილი ადგილობრივ გლეხებს.

ერთ-ერთი მთავარი მოვლენა უილიამ დამპყრობელის მმართველობის პერიოდში იყო ის, რომ მკვეთრად შემცირდა მონების რაოდენობა ქვეყანაში. ეს გამოწვეული იყო ეკონომიკური და რელიგიური წნეხის მიერ.

ნორმანების მმართველობის პერიოდში დაარსდა სამეფო ტყეები, რომლებიც მოამარაგებდნენ სამეფო კარს სხვადასხვა რესურსებით. ტყეში შედიოდა სანადირო ადგილები, დაუმუშავებელი რესურსები და სხვა საქონელი. ტყეებიდან შემოსავალი დროთა განმავლობაში ძალიან გაიზარდა და ხელი შეუწყო საზღვაო ფლოტის მშენებლობასაც.

1066 წელს ინგლისს ჰქონდა რამდენიმე ძველი, ურბანული და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ქალაქები. ვაჭრობის დიდი ნაწილი აღმოსავლეთის ქალაქებზე მოდიოდა. ესენი იყო ლონდონი, ვინჩესტერი, ლინკოლნი, ნორიჯი, იფსვიჩი და ტეტფორდი. ინგლისის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო საფრანგეთი. ასევე ქვეყანა ვაჭრობდა გერმანიასთან და შვედეთთან.[10]

ნორმანების ახალმა მმართველობან ბევრი ცვლილება მოიტანა. ერთ-ერთი იყო პირველად ინგლისის ისტორიაში ებრაელების ჩამოსვლა ინგლისურ ქალაქებში. ამან ხელი შეუწყო კაპიტალის მოზიდვას. ებრაელები დიდი რაოდენობით კრედიტებს გასცემდნენ, რასაც შემდეგ მსესხებლები აბანდებდნენ.

საქსონების პერიოდში მონეტების მოჭრა დეცენტრალიზებული იყო. ყველას შეეძლო ფულის მოჭრა. თუმცა, ამ საქმიანობაზე ძლიერი სამეფო კონტროლი იყო და მონეტების მოჭრაც მხოლოდ ლონდონში ხდებოდა. უილიამმა ეს პოლიტიკა შეინარჩუნა ფული ახალ, „ნორმანულ“ სტანდარტზე აიყვანა. ამ ფულს სტერლინგი ერქვა. უილიამმა მკაცრ კონტროლზე აიყვანა გადასახადების აკრეფვა ინგლისში. ასევე გაზარდა გადასახადები ვაჭრობაზე.

XII და XIII საუკუნეებში ინგლისის ეკონომიკა ძალიან გაიზარდა. მოსახლეობა 1,5 მილიონი იყო XI საუკუნეში. 1300 წელს ამ რიცხვმა 5 მილიონს მიაღწია. გაიზარდა სხვადასხვა რესურსების ექსპორტი ევროპაში. ამ პერიოდში დამუშავებული მიწა გაიზარდა და ქვეყანაში რთული იყო გეპოვა ტერიტორია, სადაც აგრარული საქმიანობით არ იყვნენ დაკავებულნი. მეცხოველეობა, მეთევზეობა და სამეფო ტყეები ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ. სამეფო ტყეები ქვეყნის 20 % იყო. თუმცა მოგვიანებით დიდი წნეხის შემდეგ, სამეფო კარს მოუწია ტყეების ნაწილი დათმობა. ადრე თუ არავის ჰქონდა უფლება სამეფო ტყეებში ენადირა ან ხე მოეჭრა, XIV საუკუნის ბოლოს ტყეების უმეტესობა მასობრივი გამოყენების საგანი გახდა.

XII საუკუნის მანძილზე მიწის მფლობელების ნაწილი თავის მიწას აქირავებდა და შემოსავალს აქედან იღებდა. ეს საერთო ჯამში ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა ყველასთვის, რადგან ის ვინც ამ მიწებს ქირაობდნენ, ამუშავებდნენ და საერთო ჯამში საზოგადოებრივი სიმდიდრე იზრდებოდა. 1300 წლისთვის 10 000-ზე მეტი წისქვილი იყო სხვადასხვა ადამიანების მფლობელობაში.

ინგლისის ეკლესია იყო ყველაზე დიდი მიწათმფლობელი შუა საუკუნეების პერიოდში. მის მფლობელობაში არა მარტო დასამუშავებელი და დამუშავებული მიწა იყო, არამედ მათ ჰქონდათ სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებები.

XI საუკუნიდან XIV საუკუნემდე ურბანული დასახლება 5 %-დან 10 %-მდე გაიზარდა. იქმნებოდა მრავალი ათეულობით ახალი ქალაქები. ეს კი დამსახურება იყო იმის, რომ აგრარული სექტორი ვითარდებოდა. ხდებოდა ფერმების გამსხვილება რაც გამოწვეული იყო გაზრდილი კონკურენციით მიწათმფლობელებში და გლეხებში.

ამავე პერიოდში გაიზარდა ფულის მასა. ნორმანების მმართველობამდე ფული ბრუნვაში 50 000 ფუნტს შეადგენდა, ხოლო 1300 წლისთვის 11 მილიონ ფუნტზე მეტი იყო ბრუნვაში.

1315 წელს ინგლისი ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, რომელიც „დიდი შიმშილობის“ სახელითაა ცნობილი. შიმშილობა გამოწვეული იყო იმით, რომ ვერ მოხდა მოსავლის აღება, რადგან არა მხოლოდ მოსავალი, არამედ შინაური ცხოველებიც კი აგრარულ სექტორში დაავადნენ და მათი უმრავლესობა გაწყდა. ამ ყველაფერს 1348 წელს შავი ჭირი დაერთო. მაღალ სოციალურ კლასში მოსახლეობის 27 %, ხოლო გლეხებში 40-70 % ვერ გადაურჩა შავ ჭირს. XIV საუკუნის ბოლო წლებში როდესაც ეპიდემიამ ჩაიარა, მოხერხდა ეკონომიკური ვარდნის შეჩერება.[4]

აგრარული რევოლუცია

რედაქტირება

ინგლისში აღსანიშნავი აგრარული რევოლუცია XVIII საუკუნიდან გამოჩნდა. მისი გამოჩენა იყო იმდენად დიდებული, რამდენადაც ინდუსტრიის განვითარება, რომელსაც ნათელი ფუნქცია ჰქონდა იმდროინდელი ეპოქისათვის. მოვლენები რა თქმა უნდა დაკავშირებული იყო. ქალაქების და მოსახლეობის ზრდასთან ერთად, კეთილდღეობის მატებამ XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, კოლოსალურად გაზარდა მოთხოვნა საკვებზე, განსაკუთრებით ახალ ხორცსა და ხორბალზე. ღარიბი ხალხი აღარ იყო კმაყოფილი, რომ ეჭამათ შავი ჭვავის პური და ხორცის პატარა ნაჭრები. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, ფერმერებმა გაზარდეს მათი მიწის ნაკვეთები ხორბლის მოსაყვანად. ასევე გაამრავლეს ნახირი და ფარა. 1750 წლის შემდეგ, როდესაც დაიწყო ფასების ზრდა, ფერმერებისთვის მაინც იყო დიდი სტიმულატორი იმისათვი, რომ გაეზარდათ მათი მიწები და პირუტყვი. ეს იყო პასუხისმგებლობა მიწის შემოღობისათვის, რომელიც დამყარდა იმ პერიოდში. მიწის აზომვების დაწყებიდან პირველ 50-წლეულში მათი რაოდენობა საკმაოდ ცოტა იყო. დედოფალი ანას მმართველობიდან 12 წლის შემდეგ მხოლოდ 15000 აკრი. სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა 50-იანი წლებიდან. ჯორჯ III-ს მართველობის პეროდში ხალხმა 3 მილიონზე მეტი აკრი მიწა შემოღობა და მიითვისა.[5]

ინგლისის პირველ რიგში, იყო აგრარული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისი დიდი ქონების მქონე ქვეყანა იყო, ის იყო პატარა ფერმების მიწა.[4]

ხორბლის მოსავლის მატება
რედაქტირება

ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი XVIII საუკუნეში აგრარული კულტურის განვითარებისა იყო ხორბლის მოსავლის გაზრდა. საუკუნის დასაწყისში მისი მოსავალი სამხრეთ ინგლისში გაიზარდა 60 %-ით. 1750 წლისათვის უკვე გაზრდილი იყო 75 %-ით, ხოლო საუკუნის ბოლოსათვის ხორბლის მოსავალი 80 %-ით გაიზარდა.  ხორბლის ყველაზე მოულოდნელი ზრდა დაფისრდია აღმოსავლეთ ანგლიაში. ეს მოულოდნელობა გამოწვეული იყო იმით, რომ საუკუნეების განმავლობაში მიწა მიიჩნეოდა არახელსაყრელად მარცვლეულის განვითარებისთვის. ამ ცვლილებაზე პასუხისმგებელი იყო თომას ქოუქი. ეს შედეგი მნიშვნელოვანი იყო არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ გაზარდეს ხორბლის მოცულობა, არამედ იმითაც, რომ გლეხებს მიეცათ მიწის ხორბლისათვის დამუშავების შესაძლებლობა.[11]

ინდუსტრიული რევოლუცია

რედაქტირება

პირველად ინგლისში მოხდა ინდუსტრიული რევოლუციის წინამორბედი ე. წ. „აგრარული რევოლუცია“, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ წარმოების წესი, არამედ საზოგადეობის სტრუქტურაც, წარმოშვა ახალი, ინდუსტრიული საზოგადოებისთვის შესაფერისი სოციალური ჯგუფები მეწარმეთა და დაქირევებული მუშახელის ფართო მასის სახით. ჯერ კიდევ XVI-XVII საუკუნეებში განსაკუთრებით ინტენსიურად განვითარებულმა ე. წ. „შემოღობვათა“ (მემამულეების მიერ გლეხობის სათემო მიწების მისაკუთრებამ), რომელიც XVIII საუკუნეში უკვე პარლმანეტის სათანადო აქტებით, ანუ კანონით იყო დამტკიცებული, გლეხების პაუპერიზაიცია გამოიწვია. უმიწაწყლოდ და შესაბამისად, საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი გლეხები იძულებული გახდნენ მრეწველობაში ეძიათ სამუშაო. ფეოდალური სოციალურ–ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაცსე მოიხსენიებენ 1750-1850 წლების პერიოდს. ცვლილებებმა მიწათმოქმედებაში, მრეწველობაში, სამთო მრეწველობაში, ტრანსპორტირებაში და ტექნოლოგიებში ღრმა ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე და იის პროცესში ინგლისის დაწინაურებას ხელს უწყობდა ისიც, რომ კონტინენტური ევროპისაგან განსხვავებით, ინგლისელ დიდგვაროვნებს კომერციული და სამეწარმეო საქმიანობა არ ეკრძალებოდა (მაგ. საფრანგეთში, ამგვარი საქმიანობისათვის დავადაზნაურობას ღირსების აყრა და ტიტულის ჩამორთმევა ემუქრებოდა).[12]

ინდუსტირული რევოლუციის დროს სწრაფად განვითარდა შემდეგი დარგები: წყლის ენერგიის გამოყენება, ქვანახშირის მოხმარება, ორთქლის ენერგია, მეტალურგიის და ქიმიის განვითარება, ცემენტი, გაზის განათება და მოგვიანებით ელექტროენერგია.[4]

ეკონომიკური მოწყობა

რედაქტირება

ინდუსტრიული XVIII საუკუნის შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისში ინგლისს ჰქონად 8 ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდა 50 000 ადამიანზე მეტი, მათგან 6 ქალაქი ინდუსტრიულად უკეთ განვითარებულ ჩრდილოეთში მდებარეობდა. მოსახლეობის ძალიან სწრაფი ზრდაც, სწორედ ჩრდილოეთში შეინიშნებოდა მე-18 საუკუნის დასასრულიდან, როცა ბავშვთა სიკვდილიანობა საგრძნობლად შემცირდა. როგორც ჩანს, ეს დაკავშირებული იყო ურბანიზაციის ზრდის ტემპის შენელებასთან, რამდენადაც ურბანიზაციამ შექმნა საცხოვრებლად არაჯანსაღი პირობები, განსაკუთრებით კი 5 წლამდე ბავშვებისათვის. XVIII საუკუნის ბრიტანელი საზოგადოება დაყოფილი იყო კლასებად და მოაზროვნე საზოგადოებად. ქალაქები სავსე იყო მოვაჭრეებითა და ხელოსნებად, რომლებიც თავიანთ თავს ყოფდნენ სხვადასხვა ტიპისა და ანაზღარუების საქმის შემსრულებლებად. ყველაზე დაბას საფეხურზე იმყოფებოდნენ არაკვალიფიციური მშრომელები, მტვირთავები და ქუჩის მოვაჭრეები. მათ შემდგომ საფეხურზე იყვნენ კვალიფიციური დაქირავებული მუშები და ხელოსნები. თუმცა საუკუნის შუა ნაწილში ასპარეზზე გამოჩნდნენ უბრალო მუშები, რომლებსაც არანაირი პრეტენსია არ ქონიათ საქმის კარგად ფლობაზე და მიუხედავად ამისა, ისინი მეტად დასაქმებულები იყვნენ ვიდრე კვალიფიციური მუშახელი. ყველაზე მდიდარი და სახელგანთქმული კვალიფიციური ხელოსნები და დაქირავებული მუშები მაღაზიის გამყიდველების სტატუსი დონის მსგავს ეტაპზე ჩამოქვეითდნენ.[11]

ისტორია და კულტურული კავშირები

რედაქტირება

მე-18 საუკუნე ბრიტანელი ხალხისათვის დიდი ცვლილებების პერიოდი იყო. ცვლილებები განსაკუთრებით დიდი იყო ინდუსტრიაში და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, თუმცა, გარდა ამისა დიდი ცვლილებები იყო აგრარულ სექტორში და ცხოველების მოშენებაში. XVIII საუკუნე ინგლისში გამორჩეული იყო მიწის ნაკვეთების შემოღობვებითაც, რაც გამოიწვეული იყო იმით, რომ ინგლესელებმა დაიწყეს სელექციური მეთოდებით ექსპერიმენტები მცენარეესა თუ ცხოველებზე. შექმნეს ახალი მეთოდები მიწის მომზადებისადა და მოსავლის როტაციისათვის. გარდა ამისა, ამ ეპოქაში ბრიტანელებმა შექმნეს ისეთი ახალი ხელსაწყოები, როგორებიც იყო თესლის ბურღი და ფოლადის გუთანი. აგრარულ კულტურაში პროდიქტიულობისა და ეფექტიანობის ზრდასთან ერთად, შედეგად გაამდიდრა მიწის მესაკუთრე არისტოკრატები და გაზარდა პროდუქტის მიწოდება ქვეყანაში, თუმცა გამოიწვია კატასტროფა გლეხობისთვის. კატასტროფა მდგომარეობდა შემდეგში: მიწის პრივატიზაციის შედეგად მათ აღარშეეძლოთ დარჩენილიყვნენ საკუთარ პატარა ნაკვეთებში და იძულებულები იყვნენ გადასულიყვნენ ქალაქებში რათა ჩართულიყვნენ და ემუშავათ საწარმოებში, ან გამხდარიყვნენ ნაწილი იმ ღარიბი საზოგადოებისა, რომლებიც ქუჩის მწმენდავებად მუშაობდნენ.[13] შედეგად, საწარმოები გახდა ფაქტობრივი დამაკავშირებელი პლორეტარიატისა და არისტოკრატიისა. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო ცხოვრების დონესაც. იგი საგრძნობლად გაიზარდა XVIII საუკუნის დასაწყისთან შედარებით. ნელ-ნელა დაიწყო საკვების ჩანაცვლებაც, რაც გამოიხატებოდა თუნდაც იმაში, რომ ბოსტნეული გახდა ყოველდღიური რაციონის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილი მსგავსი ცვლილებების მიმართ სხვადასხვაგვარად რეაგირებდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ, მაგალითად, თუკი კარტოფილი მთავარი პროდუქტი მალევე გახდა ჩრდილოეთში, სამხრეთს მისი მიღება შედარებით გვიან პერიოდში მოუწია. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ სამხრეთი ნაწილი სხვა ბოსტნეულით, როგორებიც იყო ხახვი, სტაფილო, კომბოსტო და ა. შ, შედარებით მდიდარი იყო ჩრდილოეთ ნაწილთან.[8]

კომუნიკაციები

რედაქტირება

თანამედროვე ინგლისელებისათვის, რა თქმა უნდა, რთული გასაგებია წარსულში არსებული უვარგისი და ძალიან ნელი კომუნიკაციის მეთოდები, რომელზედაც პოლიტიკური და სოციალური ურთიერთქმედება იყო დამოკიდებული. საათებით ან დღეებით გადავადებული მატარებლის განრიგები ყველასათვის გამაღიზიანებელი იყო. გარდა ამისა, მგზავრობა იყო საფრთხისშმეცველიც, რამდენადაც ყაჩაღები გროვდებოდნენ ლონდოლის მახსლობლად, გზებზე, სადაც ყველაზე ხშირად გადაადგილდებოდნენ მოგზაურები. იმისათვის, რომ გზებზე შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და იგი უსაფრთხო გაეხადათ, სოფელში მცხოვრები მოსახლეობა პასუხისმეგებელნი გახადეს მათთან ახლოს გამავალი გზის უსაფრთხოებაზე. ამ ყველაფერმა კი დადებითი შედეგი გამოიღო.[11]

რელიგიური რწმენა, ქორწინება და ოჯახის ინსტიტუტი

რედაქტირება

რელიგიური რწმენა

რედაქტირება
 
ცნობილი ჩანახატი - ჩარლზ დარვინი და ევოლუციის თეორია

მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეები ხასიათდება, როგორც ერთგვარი არარელიგიური პერიოდი. ინტელექტუალებს შორის დეიზმი იყო მთავარი ბაზისი მკაცრი სოციალური კრიტიკისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ კრიტიკის ობიექტთა რიცხვში შედიოდა ტრადიციული ქრისტიანობაც. 1729-1730 წლების მონტესკიეს ინგლისური მოგზაურობების შემდგომ შექმნილი ჩანაწერების თანახმად, მაღალი კლასის წარმომომადგენელი ფენა რელიგიის მიმართ საკმაოდ ინდეფერენტული იყო და ასეთ საკითხებს ძალიან გულგრილად უყურებდა. მანამდე, წინა საუკუნეებში, როცა ადამიანები საკმაოდ დიდ სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ და უწევდათ ძალიან რთულ პირობებში ყოფნა, ეკონომიკა იყო განუვითარებელი, განათლება დაბალი დონის, ხოლო მეცნიერება დაბალ სტადიაში მყოფი, ხშირად გვხვდებოდა რელიგიური ფანატიზმის სხვადასხვა ფორმები და გამოვლინებები, აგრესიული სექტები და ა. შ, მაგრამ მატერიალური კომფორტის განვითარებამ, სოციალური პირობების დონის გაზრდამ, რა თქმა უნდა, ასეთი პროცესები, ცხადია, ბოლომდე არა, მაგრამ შეცვალა. თუმცა, ამ დროსაც რელიგიური შეხედულებები მაინც დიდ გავლენას ინარჩუნებდა. ბიბლია მიღებული იყო როგორც აუცილებლად ჭეშმარიტი, ხოლო მასში ნაქადაგები მორალური და ეთიკური წესები საყოველთაოდ შესასრულებელი. ეს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია „ვიქტორიანიზმის“. ამ პერიოდში, ლიტერატურული ნაწარმოებების დიდი ნაწილი სწორედ დამყარებული იყო რელიგიურ დოგმატებზე. ამასთან, ამ დროს ხალხს სწამდა, რომ თუ რელიგია ყველას მიერ ერთხმად იქნება მიღებული და აღიარებული, მაშინ დასრულდება ყველანაირი კრიმინალი და ბოროტება სამყაროში, ხოლო ხალხი იცხოვრებს ბედნიერად. თუმცა, როგორც ვახსენეთ, მას შემდეგ რაც მეცნიერება განვითარდა და განათლება მოედო ბრიტანეთს, ადამიანთა შეხედულება სხვადასხვა რელიგიური სიწმინდეების მიმართ უფრო მარტივი და თავისუფალი გახდა, რაც სოციალური ფორმების ცვილებების პროცესის ერთ-ერთი მთავარი გამომხატველია. ეს პროცესები მოგვიანებით კიდევ უფრო გააქტიურდა და ბევრად კომპლექსური და მასშტაბური სახე მიიღო. 1858 წელს, როცა უდიდესმა ინგლისელმა მეცნიერმა ჩარლზ დარვინმა გამოაქვეყნა საყოველთაოდ ცნობილი ევოლუციის თეორია, საზოგადოებამ და მათ შორის სასულიერო პირებმა კრიტიკული თვალით შეხედეს ღმერთის იდეას, რელიგიას და კონკრეტულ რელიგიურ დოგმატებს. მათ შორის გააქტიურდა კრიტიკული აზრი ასევე ეკლესიის, როგორც ფართო მასებისთის ძალიან გავლელიანი ინსტიტუტის მიმართ. ახლებური შეხედულებები და მოსაზრებები რელიგიაზე შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ლოგიკური საპასუხო რეფლექსი რელიგიურ უწესრიგობაზე. ეს არისტოკრატების გაჭირვებული ხალხისადმი უარყოფით დამოკიდებულებას შეგვიძლია შევადაროთ. ორივე შემთხვევაში, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი გამოხატავდა თავის აზრებსა და შეხედულებებს ჩამოყალიბებული ინსტიტუციების მიმართ, ერთ შემთხვევაში რელიგიის, ხოლო მეორე შემთხვევაში კონკრეტული სოციალური ფენის. მეჩვიდმეტე საუკუნის შუა პერიოდში, როცა მეფე წავიდა, მშვიდობიანი ეპოქა დასრულდა და დაიწყო სამოქალაქო ომი. საზოგადოების რამდენიმე ნაწილად დაყოფა, ცხადია, პოლიტიკასა (მათ შორის საპარლამენტო ცხოვრებას) და რელიგიასაც შეეხო. ქვეყნის შიგნით მიმდინარეობდა ბრძოლა ისეთ სამღვდელოებებს შორის როგორებიცაა: ირლანდიური კათოლიკეე ეკლესია, ანგლიკანური ეკლესია, პურიტანები. რელიგიური დაპირისპირება საბოლოოდ ქვეყნის რამდენიმე ნაწილად დაყოფამდე მივიდა. ეს პროცესები მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა, როცა პარლამენტმა დიდი ცვლილებები დაიწყო, რის შედეგადაც ქვეყანა ინგლისელი მეფეების გიორგების ეპოქიდან ვიქტორიანულ ხანაში გადავიდა.[8]

ქორწინება

რედაქტირება

შუა საუკუნეების ინგლისში, კონსტიტუციის თანახმად, ქორწინება განისაზღვრებოდა ერთი მამაკაცსა და ერთი ქალს შორის ოჯახის შექმნის მიზნით დაკავშირებას. ორივე სქესისთვის კანონით იყო აკრძალული მეუღლის გარდა სხვა პიროვნებასთან სექსუალური კავშირის დამყარება. ასაკობრივი თვალსაზრისით ქორწინების საწყისი ასაკი ბიჭებისთვის იყო 14 წელი, ხოლო გოგოებისთვის - 12. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ კანონის დამრღვევთათვის იყო სასჯელი. 1753 წელს გამოიცა ჰარდვიკის ქორწინების აქტი, რომლის მიხედვითაც გაიცა ბრძანებულება, რომ აკრძალულიყო ფარული ქორწინებები, რომელთა ნაწილიც იმ პერიოდში საზოგადოებაში სკანდალურად გავრცელდა. ამ აქტის თანახმად, მამაკაცისა და ქალის ქორწინება აღიარებული იქნებოდა კანონიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყვილს ჯვარს დაწერდა ლეგიტიმური სასულიერო პირი და ასევე, ამ პროცედურის მიმდინარეობას დაესწრებოდა სულ ცოტა ორი თანმხლები მოწმე. ქონების გადანაწილების კუთხით თუ ვისაუბრებთ, ქორწინების შემდგომ, თუ ქალბატონს გააჩნდა რაიმე ქონება, მიწა, ძვირფასი ნივთები ან ფულადი სახსრები, ყველა ეს ქონება ქმრის კონტროლ ქვეშ გადადიოდა. ასევე, ქალები დაჩაგრულები იყვნენ სექსუალურ ცხოვრებაშიც, რადგან ქორწინების შემდგომ მამაკაცი ხდებოდა ერთგვარი ბატონპატრონი მეუღლის სხეულისა. ქორწინების აქტის შემდგომ იდებოდა კონტრაქტი ქალსა და მამაკაცს შორის, რომელიც არეგულირებდა და აწესრიგებდა ყველა ზემოთხსენებულს.[14] გაცილება და კონტრაქტის უარყოფა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო სხვადასხვა სამართლის სირთულეების გამო, თუმცა ასეთი შემთხვევები მაინც გვხვდება.[4][15]

ოჯახის ინსტიტუტი

რედაქტირება

მამაკაცებს , როგორც ქმრებსა და როგორც მამებს, იმ ეპოქიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ჰქონდათ აბსოლუტური ძალაუფლება მეუღლეებსა და შვილებზე. ეს მიდგომა არა მხოლოდ ამ კონკრეტულ სოციუმში დანერგილი ცხოვრების წესი იყო, არამედ კანონმდებლობითაც კი იყო განმტკიცებული. ქალის როლი ოჯახში მამაკაცის მიერ გამომუშავებული ფულის საოჯახო საქმეებში განაწილება იყო. მას ჰქონდა დიასახლისის ფუნქციები. მაშინ, როცა კაცები მუშაობდნენ, ქალები ყიდულობდნენ ხილსა და თევზს, ან მიჰქონდათ საჭირო ტვირთი მაღაზიიდან სახლში. ხოლო თუ ქალი მაღაზიის მფლობელის მეუღლე იყო, მაშინ ის კურირებდა მაღაზიის საქმეებს. ქაელბს ჰქონდათ ასევე სახლის დალაგების ვალდებულება. ქმარს ჰქონდა ასევე ქალბატონის მიერ გამომუშავებული თანხის განკარგვის უფლება, თუმცა მათი დასაქმების საკითხი არც ისე მარტივი იყო. შთამომავლობასაც, რა თქმა უნდა, წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მომავალი საქმეები, რაც იმდროინდელ ჩანაწერებშიც კარგად ჩანს. 1747 წელს გამოცემულ წიგნში, რომელიც მშობლებისთვის იყო გათვლილი, წერია რჩევა: „ ბავშვები ბუნებრივად ბაძავენ ყველაფერს, რასაც ისინი ხედავენ, ისინი იმიტირებენ მათ გარშემო მომხდარს... “ „მესაკუთრე ვაჭართა შვილები მარტივად სწავლობენ გაცვლებს“. ეს ნაწილი კარგად მეტყველებს იმდროინდელი ბრიტანული ოჯახის პრიორიტეტების გადანაწილებასა და შვილების აღზღდის პრინციპებზე. ქალთა პრივილეგიები ვიქტორიანულ ბრიტანეთში საკმაოდ ლიმიტირებული იყო და ასეთი ფაქტების რაოდენობა არც თუ ისე ბევრია. სოციალური სტატუსი ქალებში იყო დაბალი, რაც ერთის მხრივ ნიშნავდა, რომ გარკვეულ სიტუაციებში მათდამი დამოკიდებულება იქნებოდა პატივსაცემი, თუმცა, ძალიან საკამათოა ეს პრივილეგიაა თუ სულაც შეურაცხმყოფელი და დამამაცირებელი ქმედება. ქალისა და კაცის უფლებების ამგვარი გადანაწილება ხშირად ხდებოდა ქალზე ძალადობის მიზეზი. ხშირი იყო სექსუალური და ფიზიკური ძალადობა , ასევე ხშირი იყო ზეწოლა ფსიქოლოგიური მეთოდებით. მიუხედავად ამგვარი ფაქტებისა, თუ ქალს ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის კვალი და სურდა, რომ გაცილებოდა ქმარს, ეს მაინც სოციალურ ტაბუდ ითვლებოდა და საზოგადოების მხრიდან ასეთი ადამიანი სამარცხვინოდ იქნებოდა ჩათვლილი. ქალთა მიმართ ასეთი მიდგომა თითქმის ყველა ფენის კლასში გვხვდება, თუმცა, მათი გასაჭირი გაათმაგებულად მძვინვარებდა სიდუხჭირეში მცხვოვრებ ოჯახებში.[16]

ხშირად დაბალი ფენის ოჯახები ცხოვრობდნენ საერთო საცხოვრებლებში, რადგან მაგალითად ლონდონში ბინის ქირაობა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, ხოლო სამუშაო ადგილები შედარებით ბევრი იყო. აქედან გამომდინარე, ადამიანთა მინიმალური ფინანსური უზრუნველყოფისთვის ხშირი იყო შემთხვევები რამდენიმე გაჭირვებული ოჯახის გაერთიანებისა და მათი ერთ საცხოვრებელში განთავსებისა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა 10 ოთახიან სახლში ცხოვრობდა 90 ადამიანი ერთად, ან სულაც 12 ადამიანი ერთ პატარა ოთახში. ასეთ შემთხვევაში მამაკაცებს თავიანთი, ან მეუღლეების შემოსავლის მეხუთედის გადახდა უწევდათ ქირის საფასურში, ამიტომ მათთვის ეს შედარებით მისაღები იყო. თუმცა, ადვილად წარმოსადგენია ასეთ პირობებში მცხოვრები მეუღლეების რაიმე სახის თანაცხოვრება. ასეთი პირობების გამო ხშირი იყო ძალადობის ფაქტები და სხვადასხვა შემთხვევები.[8][17]

ინდუსტრიული ტექნოლოგიები, შრომის დანაწილება, კლასობრივი დიფერენციაცია

რედაქტირება

ინდუსტრიული ტექნოლოგიები

რედაქტირება

ლონდონი იყო ცენტრი კვალიფიციური ხელოსნებისათვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო საქმიანობაში და ისეთი პროდუქციის წარმოებაში, როგორიცაა ოპტიკური და მათემატიკური ინსტრუმენტები და სახლისა თუ გარე ავეჯი. ასევე ის იყო ცენტრი ისეთი ვაჭრებისათვის, რომლებიც "ყიდნენ" ფუფუნების საგნებსა და ასევე ქალაქი იყო "დიადი სამოთხე" მკერავებისათვის, ყავის სახლის მფლობელთათვის, პარიკების დამამზადებლებისათვის და ა. შ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროფესია იმ დროინდელ ლონდონში იყო ძალიან პრეტიჟული და ამასთანავე საკმაოდ მაღალანაზღაურებადი. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმიანობას ფლობდნენ, ისინი წოდების მიხედვით საკმაოდ მაღალ დონეზე იყვნენ. "მუშათა კლასს" - ხელოსნებს შეეძლოთ თავიანთი პროფესიით ემუშავათ, ჰქონოდათ პრაქტიკის შესაძლებლობა ლონდონიის სხვადასხვა კორპორაციებში. ისინი ძირითადად იყოფოდნენ ორ კლასად, ესენი იყო: ე. წ. liverymen და freemen. Liverymen- ები იყვნენ სამთავრებო კომპანიების/საამქროების წევრები და მათ ჰქონდათ მინიჭებული უფლება, რომ აერჩიათ მოსამართლეები და ქალაქის პარლამენტის წევრები. ეს რეალურად დიდი პრივილეგიას წარმოადგენდა მათთვის. განსხვავებით Liverymen - ებისაგან Freemen - ები მიეკუთნდებოდნენ არასამთავრებო კომპანიებს და მათ ჰქონდათ უფლება ემუშავათ თავიანთი პროფესიით, თუმცა მათ Liverymen - ბისგან განსხვავებით  არ ჰქონდათ პოლიტიკური პრეროგატივები.[11]

შრომის დანაწილება

რედაქტირება

მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანეთი ეს იყო კლასისა და სტატუსის "შეგნების" მქონე საზოგადოება. სოფლები თუ ქალაქები სავსე იყო ვაჭრებისა და ხელოსნების "სამოსელით“, რომლებიც თავის მხრივ იყოფოდნენ დიფერენცირებულ ფენებად. მათი დაყოფა ფენების მიხედვით დამოკიდებული იყო იმაზე თუ რა ტიპის სამუშაოს ასრულებდნენ და ასევე თუ რამდენს გამოიმუშავებდნენ ისინი . იმისათვის, რომ გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას ფენების დანაწილებაზე, განვიხილოთ ისინი "სიმაღლის" მიხედვით.

საინტერესოა, რომ ყველაზე დაბალ დონეზე წარმოდგენილნი იყვნენ არაკვალიფიციური მშრომელები, მეკარეები (ე. წ. პორტერები), თავმჯდომარეები, და "ქუჩის გამყიდვლები". რაც შეეხება ზემოაღნიშნულ პროფესიების შემდგომ დონეზე მდგომ პროფესიებს, ესენი იყო - დაქირავებული სპეციალისტები და ხელოსნები, რომლებიც იყვნენ კვალიფიციურები, თავიანთ პროფესიაში.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამავე საუკუნის (მეთვრამეტე) შუა პერიოდში ბევრი მაღალ კაპიტალიზირებული საქმიანობები, როგორიც იყო მაგალითად - ლუდის ხნა თუ შაქრის გადამუშავება - ქირაობდნენ ისეთ მუშახელს, რომლებსაც არ ჰქონდათ იმის იმედი, რომ როდესმე ოსტატები გახდებოდნენ. ისინი ასეთ მუშახელს იმის ხარჯზე უზრდიდნენ მათთან მუშაობის მოტივაციას, რომ განსხვავებით კვალიფიციური, გამოცდილი მუშახელისგან, მათ გააჩნდათ ბევრად მაღალი ანაზღაურება და ასევე გაცილებით ხანგრძლივი და მუდმივი სამუშაო ადგილი, შესაბამისად ეს "მაცდური" შემოთავაზება მათთვის ბევრად სახარბიელო იყო.[18]

და ბოლოს, რაც შეეხება ბოლო ანუ ყველაზე ზემდგომ კლასს - ისინი იყვნენ, რა თქმა უნდა , ყველაზე მდიდრები და ყველაზე პრესტიჟული კლასი და ისინი მუშაობდნენ თავიანთ, საკუთარ სახლებში და რაც აუცილებლად აღსანიშნავია ისინი სტატუსით მედუქნეების ტოლნი იყვნენ, რომელთა ნაწილიც ძალზედ მდიდარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მუშათა კლასის დიფენერციაში არსებობდა გარკვეული ბუნდოვანებები, რამდენადაც არ იყო კარგად გამოხატული, თუ რა განსხვავება იყო მაგალითისათვის ყველაზე დაბალ დონეზე მყოფ მედუქნესა, როგორიცაა მაგალითად სანთლის გამყიდველი - ე. წ. chandler - ები  თუ cookshop keeper - ები, და არაკვალიფიციურ ხელოსანს შორის. ასევე საინტერესოა ფაქტი იმის შესახებ, რომ ობლები მხარდაჭერილნი იყვნენ საეკლესიო მრევლის მიერ და და ობლების მიბარება ხელობის სასწავლად ხდებოდა ყველაზე იაფ და ცუდ სამუშაოზე - ანუ ისეთ ხელობებზე , რომელთა განვითარება და წინ წაწევა ნაკლებად სავარაუდო იყო. ამით ისინი ერთი მხრივ ობლებს ეხმარებოდნენ, რათა რაიმე პროფესიას მაინც დაუფლებოდნენ და მეორე მხრივ, ისინი გარკევულ დონეზე მაინც ავითარებდნენ და ყურადღებას აქცევდნენ იმ დარგებს, რომელთა მიმართაც მოთხოვნა და ინტერესი ნაკლები იყო.[5]

კლასობრივი დიფერენციაცია

რედაქტირება

ბრიტანეთის კლასობრივი სტრუქტურა არისტოკრატებს შორის დაფუძნებული იყო მხოლოდდამხოლოდ იმაზე თუ ვინ რა რაოდენობის მიწის ფლობდა. ტრადიციულად, ერთადერთი სოციალურად მისაღები შემოსავალი არისტოკრატისათვის იყო იჯარა მისივე საკუთრებაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინდუსტრიულმა რევოლუციამ და მსოფლიო იმპერიამ დაიწყო ინვესიციების განხორციელება, კაპიტალდაბანდება კომერციულ და სამრეწველო სფეროებში, რომლებიც უფრო და უფრო მიმზიდველი ჩანდა იმ დროინდელ ბრიტანეთში.

საინტერესოა, რომ ქონება იყო ასევე მთავარი "გასაღები" მთავრობაში მოსახვედრად და ასევე ძირითადი ბაზისი პარლამენტში წარმომადგენლობის მოსაპოვებლად. შეძლებული კლასები მიიჩნევდნენ, რომ მათ ჰქონდათ ბუნებისგან მინიჭებული ძალა იმისათვის, რომ ემართათ მასები და ისინი რეალობაშიც იყენებდნენ ამ "ზებუნებრივად" მინიჭებულ შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ იყო, რომ იმდროინდელ ინგლისში სწორედ, რომ ”ქოონება იკვლევდა გზას“ მთავრობასა თუ პალამენტში. დიდმა და მცირე მიწათმფლობელებმა შექმნეს რეალური ქვეყნის მმართველი კლასი - ”ინგლისის ბედის მაკონტროლებლები" და მზუნველები მათი ინტერესებისა. ეს ყველაფერი აშკარად ამტკიცებს ფაქტს, რომ ბრიტანეთში დიდი “ხიდი” არსებობდა სხვადასხვა ფენებს შორის. თუმცა ეს საზღვარი ნელ-ნელა იშლებოდა "ჩვეულებრივი ხალხის" მიერ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მეთვრამეტე საუკუნის ინგლისი ეს იყო ქვეყანა, სადაც არისტოკრატია კვლავ რჩებოდა ძირითად მმართველ ძალად და მათი ავტორიტეტი  იყო ჯერ კიდევ უდავო, თუმცა მათი ძალა და პრესტიჟი მუდმივად "ერთვებოდა შეჯიბრში", სადაც მონაწილეობას იღებდნენ უამრავი ახალი და არატრადიციული  წყაროები სიმდიდრისა და ძალაუფლებისა.

როდესაც ინგლისში მიწათმფლობელობაზე და კლასობრივ განლაგებაზე ვსაუბრობთ, ვფიიქრობ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ თავად მიწათმფლობელებს შორის არსებული კლასიპიკაცია. საინტერესოა, რომ თითოეულ ლორდს, ანუ მიწის მფლობელს შეიძლება ითქვას, რომ გააჩნდა მასზე ზემდგომი ლორდი და ეს გრძელებოდა პირამიდის სისტემით და მის თავში იყო უკვე "გვირგვინის მფლობელი". თითოეულილორდი ვალდებული იყო თავის ზემდგომ ლორდთან, რომ გარკვეული ვალდებულებები შეესრულებინა. სწორედ ამ სისტემას ინგლისში, ბრიტანეთში, მოიხსენიებდნენ, როგორც "tenure" - ანუ მფლობელობა. აქ არსებობდა უამრავი სახის მფლობელობა, რომელიც განსხვავდებოდა მოვალეობებით.  საკითხის უკეთ გასათავისებლად განვიხილოთ ისინი.

არსებობდა რაინდის ორი პოზიცია: რაინდის მომსახურება (knights’ service) და დიადი სერჟანტი (grand sergeanty). პირველი მათგანის მოვალეობა იყო, რომ მას უნდა უზრუნველყო ფიქსირებული რაოდენობის რაინდების მობილიზება, იმისათვის, რომ მათ წელიწადში 40 დღე ებრძოლათ ლორდისათვის (ძირითადად მეფისათვის). რაც შეეხება მეორე მათგანს, მათ ევალობოდათ, რომ პერსონალურად შეესრულებინათ რაიმე კეთილშობილური, საპატიო სამსახური, მაგალითისათვის, როგორიცაა მეფისათვის დროშის ტარება. ასევე არსებობდა ორი სახის  მფლობელები:  უმნიშვნელო სერჟანტი და ე. წ. "common socage". პირველ მათგანს ევალებოდა ისეთი საქმიანობა, როგორიცაა მაგალითად ლორდის ისრებით მომარაგება თუ მისი "ლოგინის დაცვა", როცა მეორე მათგანის ვალდებულება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობები, მაგალითად ლორდისთვის წელიწადში 30 დღის განმავლობაში მოხვნა. მეტად საინტერესოა, რომ გარდა "ამქვეყნიური" მომსახურებისა არსებობდა "იმქვეყნიურობისათვის" საჭირო მომსახურებებიც. ასეთი  მომსახურება იყოფოდა ორად: საღვთო მსახურება და მიწის უვადო მფლობელობა, რომელიც ეწყალობებოდა ეკლესიას გარდაცვლილი მფლობელის სამუდამო ხსოვნის პირობით, ანუ მათ პატივი უნდა მიეგოთ და უნდა ელოცათ ლორდის სულისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მომსახურებების ქონის უფლება მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს გააჩნდათ და მათ მოიხსენიებდნენ, როგორცც "freehold tenures".[19]

იმის გათვალისწინებით რომ განვიხილეთ ბრიტანეთში გარკვეული ტიპის კლასები, სოციალური დაყოფა და საზოგადოების სხვადასხვა ტიპის კლასიფიკაიცა, საბოლოოდ საინტერესო იქნება ბრიტანეთის წარული წყობილების შემდგომ განვაზოგადოთ მისი დღევანდელი საზოგადოების კლასიფიკაცია.

დღეს ბრიტანეთში კვლავ დაყოფილია საზოგადოება სოციალურ კლასებად. ისინი ძირითად ხუთ ფენად იყოფიან: ზედა კლასი, ზედა-საშუალო კლასი, ქვედა-საშუალო კლასი, სამუშაო კლასი და დაბალი კლასი. იმისათვის, რომ განისაზღვროს რომელ კლასს მიეკუთნებიან ისინი, არსებობს რაოდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელთა შორის მნიშვნელოვანია - დაბადება, შემოსავალი, პროფესია, განათლება. საინტერესოა, რომ მუშათა კლასი 1900 წელს იყო მოსახლეობის 75 % და ის 1990 წლისათვის 30 %-მდე შემცირდა. ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საშუალო კლასი, რისი მიზეზიც ოფისის, საწარმოთა მუშების მნიშვნელოვანი ზრდაა.

გამორჩეული დამახასითებლები აქვს ბრიტანელი საზოგადოების ცხოვრების წესს მათი სოციალური კლასის მიხედვით. განვიხილოთ ისინი სამი ძირითად ჯგუფად. პირველი ესაა მდიდარი და მაღალი კლასი. ისინი ხასითდდებიან ქალაგგარეთ დიდ სახლებში ცხოვრებით თამაშობენ რაგბის, კრიკეტს, ასევე ატარებენ ცხენს და დაკავებულნი არიან თხილამურებით სრიალით. რაც ყველაზე მთავარია ისინი განათლებას იღებენ ძალიან პრესტიჟულ სასწავლებლებში. რაც შეეხება საშუალო კლასს ისინი ხასიათდებიან ოჯახებით, სადაც წყვილის ორივე წევრი მუშაობს, ჰყავთ ორი მანქანა და მათთვის პრიორიტეტია შვილებისათვის კარგი განათლების მიცემა. ისინი ძირითადად ისვენებენ საზღვარგარეთ. ასევე მათ ურჩევნიათ იცხოვრონ თანამედროვე გარეუბანში და თავი აარიდონ იმიგრანტებს. ბოლო ანუ მესამე კლასი ეს არის მუშათა და ღარიბთა კლასი. მათთვის დამახასიათებელია ტერასიან სახლებში ცხოვრება. საცხოვრებელია დგილი ძირითადად მჭიდროა და დიდი სამეზობლოთია მოცული და ასევე ბევრია იმიგრანტები. ისინი არდადეგებს ძირითადად ატარებენ ბრიტანეთის რომელიმე ბანაკში და განსხვავებით ზემოაღნიშნული ორი კლასისა მათი ბავშვებისათვის განათლება ნაკლებპრიორიტეტულია.

აღსანიშნავია, რომ ამ ბრიტანეთის სოციალური კლასების გარჩევა საკმაოდ მარტივად ხერხდება მათ შორის არსებული განმასხვავებელი აქცენტით. თუმცა ხშირ შემთხვევაში თუნდაც საშუალო კლასის საზოგადოება ცდილობს მიბაძოს მდიდრების აქცენტს. იმისდამიხედვით თუ რომელი აქცენტით საუბრობ - მეტყველებს იმ ფაქტზე, რომელი "წრის" წარმომადგენელი ხარ.

უნდა აღინიშნოს ბრიტანეთის კლასებს შორის ნაკლებადხსენებადი და "ახალგამოჩეკილი" კლასი, რომელსაც დღეს სამრეწველო-საშუალო კლასად მოიხსენიებენ - ესაა ახალი, პატარა კლასი, მაღალი ეკონომიკური მდგომარეობით, თუმცა ისინი მდიდარ და მაღალ ფენებთან შედარებით  ვერ აღწევენ იმავე სიმაღლის "კულტურულ დონეს". მათ საზოგადოებაში ნაკლები გავლენა და კონტაქტები გააჩნიათ და მაღალ სოციუმში ნაკლებად ინტეგრირებულნი არიან.ბრიტანეთის კლასობრივი სტრუქტურა არისტოკრატებს შორის დაფუძნებული იყო მხოლოდდამხოლოდ იმაზე თუ ვინ რა რაოდენობის მიწის ფლობდა. ტრადიციულად, ერთადერთი სოციალურად მისაღები შემოსავალი არისტოკრატისათვის იყო იჯარა მისივე საკუთრებაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინდუსტრიულმა რევოლუციამ და მსოფლიო იმპერიამ დაიწყო ინვესიციების განხორციელება, კაპიტალდაბანდება კომერციულ და სამრეწველო სფეროებში, რომლებიც უფრო და უფრო მიმზიდველი ჩანდა იმ დროინდელ ბრიტანეთში.

საინტერესოა, რომ ქონება იყო ასევე მთავარი "გასაღები" მთავრობაში მოსახვედრად და ასევე ძირითადი ბაზისი პარლამენტში წარმომადგენლობის მოსაპოვებლად. შეძლებული კლასები მიიჩნევდნენ, რომ მათ ჰქონდათ ბუნებისგან მინიჭებული ძალა იმისათვის, რომ ემართათ მასები და ისინი რეალობაშიც იყენებდნენ ამ "ზებუნებრივად" მინიჭებულ შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ იყო, რომ იმდროინდელ ინგლისში სწორედ, რომ ”ქონება იკვლევდა გზას“ მთავრობასა თუ პალამენტში. დიდმა და მცირე მიწათმფლობელებმა შექმნეს რეალური  ქვეყნის მმართველი კლასი - ”ინგლისის ბედის მაკონტროლებლები" და მზუნველები მათი  ინტერესებისა. ეს ყველაფერი აშკარად ამტკიცებს ფაქტს, რომ ბრიტანეთში დიდი “ხიდი” არსებობდა სხვადასხვა ფენებს შორის. თუმცა ეს საზღვარი ნელ-ნელა იშლებოდა "ჩვეულებრივი ხალხის" მიერ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მეთვრამეტე საუკუნის ინგლისი ეს იყო ქვეყანა, სადაც არისტოკრატია კვლავ რჩებოდა ძირითად მმართველ ძალად და მათი ავტორიტეტი იყო ჯერ კიდევ უდავო, თუმცა მათი ძალა და პრესტიჟი მუდმივად "ერთვებოდა შეჯიბრში", სადაც მონაწილეობას იღებდნენ უამრავი ახალი და არატრადიციული წყაროები სიმდიდრისა და ძალაუფლებისა.

როდესაც ინგლისში მიწათმფლობელობაზე და კლასობრივ განლაგებაზე ვსაუბრობთ, ვფიიქრობ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ თავად მიწათმფლობელებს შორის არსებული კლასიპიკაცია. საინტერესოა, რომ თითოეულ ლორდს, ანუ მიწის მფლობელს შეიძლება ითქვას, რომ გააჩნდა მასზე ზემდგომი ლორდი და ეს გრძელებოდა პირამიდის სისტემით და მის თავში იყო უკვე "გვირგვინის მფლობელი". თითოეულილორდი ვალდებული იყო თავის ზემდგომ ლორდთან, რომ გარკვეული ვალდებულებები შეესრულებინა. სწორედ ამ სისტემას ინგლისში, ბრიტანეთში, მოიხსენიებდნენ, როგორც "tenure" - ანუ მფლობელობა. აქ არსებობდა უამრავი სახის მფლობელობა, რომელიც განსხვავდებოდა მოვალეობებით. საკითხის უკეთ გასათავისებლად განვიხილოთ ისინი.[20]

არსებობდა რაინდის ორი პოზიცია: რაინდის მომსახურება (knights’ service) და დიადი სერჟანტი (grand sergeanty). პირველი მათგანის მოვალეობა იყო, რომ მას უნდა უზრუნველყო ფიქსირებული რაოდენობის რაინდების მობილიზება, იმისათვის, რომ მათ წელიწადში 40 დღე ებრძოლათ ლორდისათვის (ძირითადად მეფისათვის). რაც შეეხება მეორე მათგანს, მათ ევალობოდათ, რომ პერსონალურად შეესრულებინათ რაიმე კეთილშობილური, საპატიო სამსახური, მაგალითისათვის, როგორიცაა მეფისათვის დროშის ტარება. ასევე არსებობდა ორი სახის  მფლობელები: უმნიშვნელო სერჟანტი და ე. წ. "common socage". პირველ მათგანს ევალებოდა ისეთი საქმიანობა როგორიცაა მაგალითად ლორდის ისრებით მომარაგება თუ მისი "ლოგინის დაცვა", როცა მეორე მათგანის ვალდებულება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობები, მაგალითად ლორდისთვის წელიწადში 30 დღის განმავლობაში მოხვნა. მეტად საინტერესოა, რომ გარდა "ამქვეყნიური" მომსახურებისა არსებობდა "იმქვეყნიურობისათვის" საჭირო მომსახურებებიც. ასეთი მომსახურება იყოფოდა ორად: საღვთო მსახურება და მიწის უვადო მფლობელობა, რომელიც ეწყალობებოდა ეკლესიას გარდაცვლილი მფლობელის სამუდამო ხსოვნის პირობით, ანუ მათ პატივი უნდა მიეგოთ და უნდა ელოცათ ლორდის სულისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მომსახურებების ქონის უფლება მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს გააჩნდათ და მათ მოიხსენიებდნენ როგორცც "freehold tenures".

იმის გათვალისწინებით რომ განვიხილეთ ბრიტანეთში გარკვეული ტიპის კლასები, სოციალური დაყოფა და საზოგადოების სხვადასხვა ტიპის კლასიფიკაიცა, საბოლოოდ საინტერესო იქნება ბრიტანეთის წარული წყობილების შემდგომ განვაზოგადოთ მისი დღევანდელი საზოგადოების კლასიფიკაცია.

დღეს ბრიტანეთში კვლავ დაყოფილია საზოგადოება სოციალურ კლასებად. ისინი ძირითად ხუთ ფენად იყოფიან: ზედა კლასი, ზედა-საშუალო კლასი, ქვედა-საშუალო კლასი, სამუშაო კლასი და დაბალი კლასი. იმისათვის, რომ განისაზღვროს რომელ კლასს მიეკუთნებიან ისინი, არსებობს რაოდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელთა შორის მნიშვნელოვანია - დაბადება, შემოსავალი, პროფესია, განათლება. საინტერესოა, რომ მუშათა კლასი 1900 წელს იყო მოსახლეობის 75 % და ის 1990 წლისათვის 30%-მდე შემცირდა. ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საშუალო კლასი, რისი მიზეზიც ოფისის, საწარმოთა მუშების მნიშვნელოვანი ზრდაა.

გამორჩეული დამახასითებლები აქვს ბრიტანელი საზოგადოების ცხოვრების წესს მათი სოციალური კლასის მიხედვით. განვიხილოთ ისინი სამი ძირითად ჯგუფად. პირველი ესაა მდიდარი და მაღალი კლასი. ისინი ხასითდდებიან ქალაგგარეთ დიდ სახლებში ცხოვრებით თამაშობენ რაგბის, კრიკეტს, ასევე ატარებენ ცხენს და დაკავებულნი არიან თხილამურებით სრიალით. რაც ყველაზე მთავარია ისინი განათლებას იღებენ ძალიან პრესტიჟულ სასწავლებლებში. რაც შეეხება საშუალო კლასს ისინი ხასიათდებიან ოჯახებით, სადაც წყვილის ორივე წევრი მუშაობს, ჰყავთ ორი მანქანა და მათთვის პრიორიტეტია შვილებისათვის კარგი განათლების მიცემა. ისინი ძირითადად ისვენებენ საზღვარგარეთ. ასევე მათ ურჩევნიათ იცხოვრონ თანამედროვე გარეუბანში და თავი აარიდონ იმიგრანტებს. ბოლო ანუ მესამე კლასი ეს არის მუშათა და ღარიბთა კლასი. მათთვის დამახასიათებელია ტერასიან სახლებში ცხოვრება. საცხოვრებელია დგილი ძირითადად მჭიდროა და დიდი სამეზობლოთია მოცული და ასევე ბევრია იმიგრანტები. ისინი არდადეგებს ძირითადად ატარებენ ბრიტანეთის რომელიმე ბანაკში და განსხვავებით ზემოაღნიშნული ორი კლასისა მათი ბავშვებისათვის განათლება ნაკლებპრიორიტეტულია.

აღსანიშნავია, რომ ამ ბრიტანეთის სოციალური კლასების გარჩევა საკმაოდ მარტივად ხერხდება მათ შორის არსებული განმასხვავებელი აქცენტით. თუმცა ხშირ შემთხვევაში თუნდაც საშუალო კლასის საზოგადოება ცდილობს მიბაძოს მდიდრების აქცენტს. იმისდამიხედვით თუ რომელი აქცენტით საუბრობ - მეტყველებს იმ ფაქტზე, რომელი "წრის" წარმომადგენელი ხარ.

უნდა აღინიშნოს ბრიტანეთის კლასებს შორის ნაკლებადხსენებადი და "ახალგამოჩეკილი" კლასი, რომელსაც დღეს სამრეწველო-საშუალო კლასად მოიხსენიებენ - ესაა ახალი, პატარა კლასი, მაღალი ეკონომიკური მდგომარეობით, თუმცა ისინი მდიდარ და მაღალ ფენებთან შედარებით  ვერ აღწევენ იმავე სიმაღლის "კულტურულ დონეს". მათ საზოგადოებაში ნაკლები გავლენა და კონტაქტები გააჩნიათ და მაღალ სოციუმში ნაკლებად ინტეგრირებულნი არიან.[8]

  1. http://www.history-ontheweb.co.uk/topic/topic18_victorianpolitics.htm დაარქივებული 2016-06-29 საიტზე Wayback Machine.
  2. 2.0 2.1 https://hklandsurveyor.wordpress.com/2012/09/30/the-english-doctrine-of-land-tenure/
  3. 3.0 3.1 http://www.newworldencyclopedia.org/entry/Victorian_era
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-22. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  5. 5.0 5.1 5.2 http://www.bbc.com/future/story/20160406-how-much-does-social-class-matter-in-britain-today
  6. http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/Europe/ES03%27)&docId=es03-000&page=es03-000-00129&offsetId=es0300000139&tocOffsetId=toces0300000139
  7. 7.0 7.1 https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=io2nB6RcaIwC&oi=fnd&pg=PP1&dq=politics%20in%20victorian%20England&ots=Dxn8_kfHl1&sig=_5B0mlITBX-KODAZ2hN0uTL4rak&redir_esc=y#v=onepage&q=politics%20in%20victorian%20England&f=false
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 www.ehrafworldcultures.yale.edu[მკვდარი ბმული]
  9. Drummond, J. C. (Jack C.). The eighteenth century
  10. Green, Vivian Hubert Howard. The Hanoverians 1714-1815
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 http://www.independent.co.uk/news/uk/home-news/britain-now-has-7-social-classes-and-working-class-is-a-dwindling-breed-8557894.html
  12. Malone, Martin J.. Culture Summary: BRITISH 1714-1815
  13. Sydney, William Connor. England and the English in the eighteenth century: chapters in the social history of the times) History of Economic Development.
  14. https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=t3kiLAQxrnMC&oi=fnd&pg=PR11&dq=marriage+great+britan&ots=vE8vnFex7E&sig=N5Vbx75oSMRYl40zz-sTS4uEykw&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
  15. http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/Europe/ES03%27)&docId=es03-000&page=es03-000-00149&offsetId=es0300000165&tocOffsetId=toces0300000165
  16. https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=n9czZs6PfLYC&oi=fnd&pg=PR1&dq=family+in+victorian+britan&ots=DWmKs3Xqmr&sig=SacmR_SK1GXITdUs0BVRsGtUbfQ&redir_esc=y#v=onepage&q=family%20in%20victorian%20britan&f=false
  17. https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=VMTQGgBLxLMC&oi=fnd&pg=PR6&dq=religion+in+victorian+britan&ots=5tivumYBDE&sig=QoxguYwKDRvxW8FrdbafJRFAZ5M&redir_esc=y#v=onepage&q=religion%20in%20victorian%20britan&f=false
  18. https://hklandsurveyor.wordpress.com/2012/09/30/the-english-doctrine-of-land-tenure
  19. http://www.lmg.pf.bw.schule.de/faecher/englisch/landeskunde/page15/page15.html დაარქივებული 2010-04-22 საიტზე Wayback Machine.
  20. http://www.independent.co.uk/news/uk/home-news/britain-now-has-7-social-classes-and-working-class-is-a-dwindling-breed-8557894.html
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრიტანელები“-დან