ვიკიპედია:ვიკიფიცირება

ვიკიფიცირება — პროცესი, რომლის მიზანია სტატიის დამუშავება ვიკიპედიის ხარისხის კრიტერიუმების შესაბამისად. ვიკიფიცირების პროცესი კომპლექსურია და გულისხმობს: შესაბამისი წყაროების მითითებას, შიდა ბმულების მითითებას, ილუსტრაციის ჩამატებასა და სტატიის ტექსტის ენციკლოპედიურ სტილში გადამუშავებას. აქედან შიდა ბმულების, წყაროებისა და სტილის დამუშავება აუცილებელია, ხოლო ილუსტრირება მიზანშეწონილია, თუმცა არასავალდებულო (რადგანაც ყოველთვის არსებობს თემა, რომლის საილუსტრაციოდ გამოსახულების პოვნა რთულია ან თითქმის შეუძლებელია).

წყაროების მითითება რედაქტირება

ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს. ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. დაწვრილებითი ინფორმაცია ვიკიპედიაში წყაროების გამოყენებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე — ვიკიპედია:წყაროს მითითება.

შიდა ბმულების მითითება რედაქტირება

შიდა ბმული არის ბმული ვიკიპედიის ერთი სტატიიდან მეორეზე. ბმული აკავშირებს ვიკიპედიის სტატიებს ერთმანეთთან და უმარტივებს მკითხველს ინფორმაციის მოძიებას. შიდა ბმულები არსებობს ორი სახის -  ლურჯი და წითელი. ლურჯი ბმული არის ბმული არსებულ სტატიაზე, ხოლო წითელი - ჯერ არარსებულზე. შიდა ბმულის გაკეთების ორი გზა არსებობს:

 
  • პირველ ღილაკზე - რედაქტირება - დაჭერის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ვიზუალური რედაქტორის გამოყენებით ჩავსვათ შიდა ბმული.
  • მეორე ღილაკზე - წყაროს რედაქტირება - დაჭერის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ კოდის რედაქტირების მეშვოებით ჩავსვათ შიდა ბმული.

ჯერ განვიხილოთ პირველი შემთხვევა და დავაჭიროთ რედაქტირება ღილაკს. ქვემოთ არის პატარა ვიდეოინსტრუქცია, თუ რა ხდება:

  • მეორე ღილაკზე - წყაროს რედაქტირება - დაჭერის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ კოდის რედაქტირების მეშვოებით ჩავსვათ შიდა ბმული. ვიკიპედიის გამოცდილ რედაქტორებს ხშირად ეზარებათ ახალი ფანჯრის ხშირად გახსნა, რის გამოც ჩვენ ბმულებს „პირდაპირ“ ვსვამთ. ამისთვის საჭიროა კლავიატურაზე 3 სიმბოლოს აღმოჩენა - ესენია: [, ] და |. ჩვეულებრივი ბმული ვიკიპედიაში, როგორც წესი, ასე გამოიყურება: [[თბილისი|დედაქალაქი]], რაც ასეთ ბმულს გვაძლევს - დედაქალაქი. იმ შემთხვევაში, თუ საწყისი და მისაღები სიტყვები იდენტურია, არ არის საჭირო მეორე სიტყვის ჩაწერა. მაგ. [[თბილისი]] გვაძლევს ბმულს - თბილისი. ქვემოთ არის პატარა ვიდეოინსტრუქცია, თუ რა ხდება:

ვიკიპედიაში არსებული ნებისმიერი სტატია უნდა იყოს დაწერილი ენციკლოპედიურ, სამეცნიერო სტილში. ჩვენთვის მიუღებელია მხატვრული, პუბლიცისტური ან ნებისმიერი სხვა სახის სტილი. ვიკიპედიის თითოეული სტატია უნდა იწყებოდეს სტატიის სათაურით, რომელიც უდნა იყოს დაწერილი გამუქებული შრიფტით. მაგ. სტატია თბილისი ასე უნდა იწყებოდეს:

თბილისი

გამუქებული სათაურის შემდეგ უნდა მოდიოდეს სტატიის ობიექტის მოკლე აღწერა, რომელიც უნდა შეიცავდეს მხოლოდ უმნიშვნელოვანეს ფაქტებს სტატიის ობიექტის შესახებ. მოკლე აღწერა უნდა იყოს გამოყოფილი სათაურისგან ტირეთი (). „თბილისისთვის“ ეს არის:

თბილისი — საქართველოს დედაქალაქი.

ხშირ შემთხვევაში დასაშვებია დამატებითი ინფორმაციის ჩაწერა, როგორიცაა მაგ. ობიექტის ძველი სახელწოდება, ობიექტის სახელწოდება მშობლიურ ენაზე და მისთ. პიროვნებისთვის, ცხადია, საუბარია მეორე სახელსა და გვარზე (ან ფსევდონიმზე), სახელსა და გვარზე მშობლიურ ენაზე და მისთ. ასევე შესავალში მიზანშეწონილია პიროვნების დაბადებისა და გარდაცვალების თარიღისა და ადგილმდებარეობის აღნიშვნა. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, რომლებმაც უნდა გაამარტივონ ნაწერის ზემოთ აღნიშნულის:

თბილისი (1936 წლამდე ტფილისი) — საქართველოს დედაქალაქი.
ბერლინი (გერმ. Berlin) — გერმანიის დედაქალაქი.
ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 27 ივლისი (ძველი სტილით – 14 ივლისი), 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აგვისტო (ძველი სტილით – 27 ივლისი), 1915, თბილისი) — ქართველი პოეტი.
იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (გერმ. Johann Christoph Friedrich von Schiller) (დ. 10 ნოემბერი 1759, ნეკარის მარბახი, ბადენ-ვიურტემბერგი -გ. 9 მაისი 1805, ვაიმარი, თიურინგია) — გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი მაგალითები განიხილავენ მხოლოდ პიროვნებისა და გეოგრაფიული ობიექტის შესახებ სტატიებს, ანალოგიური პრინციპის გავრცელება ხდება ვიკიპედიის ნებისმიერ სტატიებზე.

შესავლის შემდეგ სტატიის სტრუქტურა უკვე თქვენს განკარგულებაშია, სტატიის დაწერა შეგიძლიათ ისე, როგორც გსურთ, თუმცა სამეცნიერო სტილის დაცვა აუცილებელია.