The Division Bell (ქართ. განმყოფი ზარი) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეთოთხმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1994 წლის 28 მარტს ბრიტანეთში, EMI Records-ზე, ხოლო 4 აპრილს აშშ-ში Columbia Records-ზე. იგი ჩაიწერა ჯგუფის გიტარისტ დეივიდ გილმორის მოცურავე სტუდიაში Astoria. ბრიტანეთში ალბომი მოხვდა რეიტინგების პირველ ადგილზე. მისი გამოსვლის დღეს ჯგუფმა გამართა უკანასკნელი ტურნე, რომლის ერთ-ერთი კონცერტიც აღბეჭდილია ფილმში Pulse, ხოლო აუდიო-ჩანაწერები - ამავე სახელწოდების ალბომში. The Division Bell-ზე მუშაობისას ჩაწერილი მუსიკის ნაწილი მოხვდა ჯგუფის უკანასკნელ, მეთხუთმეტე სტუდიურ ალბომში The Endless River (2014).

The Division Bell

გარეკანი, რომელიც გამოიყენებოდა გრამფირფიტის ფორმატის ყველა გამოცემაში, გარდა ბრაზილიის, კოლუმბიის და აშშ-ის
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 28 მარტი, 1994 (1994-03-28)
ჩაიწერა იანვარი-დეკემბერი, 1993
სტუდია
ჟანრი
ხანგრძლივობა 66:32
ლეიბლი EMI
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
Shine On
(1992)
The Division Bell
(1994)
Pulse
(1995)
სინგლები ალბომიდან The Division Bell
  1. „Take It Back“
    გამოცემის თარიღი: 16 მაისი, 1994 (1994-05-16)
  2. „High Hopes / Keep Talking“
    გამოცემის თარიღი: 17 ოქტომბერი, 1994 (1994-10-17)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic2/5 stars[1]
რობერტ კრისტგოუ"ყუმბარა" (F)[2]
The Rolling Stone Album Guide1/5 stars[3]

ალბომის The Division Bell ატმოსფერო უფრო ორიენტირებული ჯგუფის კლასიკურ ჟღერადობაზე, ხოლო ჩაწერის პროცესი ახლო იყო ადრეულ პერიოდთან, როდესაც მუსიკა იქმნებოდა იმპროვიზაციების შედეგად.

ჩაწერა დაიწყო 1993 წლის იანვარში, ჯგუფის მიერ 1970-იანებში შექმნილ Britannia Row-ს სტუდიაში. ყველაფერი დაიწყო იმპროვიზაციებით და თუკი 1987 წელს პროცესმა პრაქტიკულად რიჩარდ რაიტის გარეშე ჩაიარა, 1993 წელს სტუდიაში თავი მოიყარა სრულმა სამეულმა, ხოლო რაიტი ხუთი კომპოზიციის თანაავტორად იქცა.

ნიკ მეისონი:

დაახლოებით იგივე შეგრძნება იყო, როგორც Meddle-ზე მუშაობისას. იქმნებოდა ჯგუფური ალბომი, როდესაც სამივე უბრალოდ იმპროვიზაციებს ვასრულებდით. რამდენიმე კვირაში 40 ფრაგმენტი ჩავწერეთ და საქმემ წინ წაიწია. ზოგიერთი თავდაპირველი იდეა საბოლოოდ ალბომში მოხვდა.

სიმღერების ტექსტები ეკუთვნის ჟურნალისტ პოლი სემსონს, რომელიც იმ პერიოდში დეივიდ გილმორთან მეგობრობდა. მოგვიანებით ისინი დაქორწინდნენ. Britannia Row-ს სესიების შემდეგ დეივიდი და პროდიუსერი ბობ ეზრინი სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ გილმორის მოცურავე სტუდია Astoria-ში. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, სესიები შეფერხდა. სწორედ შემოქმედებითი კრიზისის დროს დაიწერა „High Hopes“, ალბომის ბოლო სიმღერა.

თავდაპირველად დეივიდი პოლის ტექსტებს უბრალოდ უჩვენებდა და მცირე შენიშვნებს ითვალისწინებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში სემსონის როლი გაიზარდა და იგი ტექსტებზე პრაქტიკულად მთელი დღე მუშაობდა. ეზრინი თვლიდა, რომ სემსონი „მთელი პინკფლოიდური ოჯახის წევრად იქცა“, თუმცა ამ საკითხს ფრთხილად ეპყრობოდნენ. პროცესში აგრეთვე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დეივიდის მიერ აღმოჩენილი ჯგუფის The Dream Academy მონაწილე ნიკ ლერდ-კლოუესმაც.

რიჩარდ რაიტი ამ დროს უკვე ცხოვრობდა კენსინგტონში, მესამე მეუღლესთან, მილისთან ერთად. მას საკუთარი იდეებიც ჰქონდა და მათ განხორციელებაში ენტონი მური დაეხმარა, რომელმაც სიმღერის „Wearing the Inside Out“ ტექსტი შექმნა. შემდგომში ეს იყო ერთადერთი სიმღერა ამ ალბომიდან, რომელიც არ შესრულებულა ტურნეს The Division Bell მსვლელობისას (2006 წელს ის მოხვდა დეივიდის სეტლისტებში).

ალბომის თემად იქცა ჯგუფისთვის საკმაოდ ახლო მოტივები - ურთიერთობები და მათთან დაკავშირებული პრობლემები. ყველაფერი დაასრულეს სტუდიაში Olympic, სადაც ბეკ-ვოკალისტებიც გამოჩნდნენ - დურგა მაკბრუმის, სემ ბრაუნის, კეროლ კენიონის, ჯეკი შერიდანისა და რებეკა ლი-უაიტის სახით. ჯონ კერინი და ტიმ რენუიკი კვლავ დაბრუნდნენ, ხოლო საქსოფონის პარტიები შეასრულა დიკ პერიმ. ორკესტრულ არანჟირებებზე მუშაობდა მაიკლ კემენი.

რთული აღმოჩნდა ალბომისთვის სწორი სათაურის შერჩევა. მეისონს მოსწონდა Down to Earth, გილმორს - Pow Wow. აგრეთვე იყო სხვა ვერსიაც - Awaken to the Sense of Reality. საბოლოოდ მწერალმა დაგლას ადამსმა (რომელიც ჯგუფთან მეგობრობდა), გილმორს საკუთარი დახმარება შესთავაზა. მან შეარჩია სიტყვათა შეთანხმება The Division Bell, სიმღერიდან „High Hopes“, სანაცვლოდ კი გილმორმა მის მიერ შემოთავაზებულ ერთ-ერთ ორგანიზაციას 5 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობის თანხა გადაურიცხა.

პრომო-კამპანია

რედაქტირება

გარდა იმისა, რომ Volkswagen ამჯერად ჯგუფის მთელი ტურნეს სპონსორი იყო, 1994 წელს გამოვიდა მთელი რიგი მისი Golf-ებისა. აქედან ერთ-ერთი რომელიმე მსმენელს გადაეცემოდა პრიზად ამა თუ იმ შოუს წინ. ეს იყო სტანდარტული ფორმის Golf, ჯგუფის იმდროინდელი სიმბოლიკით და სპეციალური სტერეოსისტემით, თუმცა დეივიდ გილმორის თხოვნით ასევე ინტეგრირებული იყო ძრავა, რომელიც ყველაზე ნაკლებად აზიანებდა ეკოლოგიურ გარემოს.

1994 წლის 10 იანვარს გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ახალი ალბომის გამოსვლას. გამართვის ადგილი იყო ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე დიდი ავიასადგური. ამისთვის სპეციალურად გაუშვეს დიდი დირიჟაბლი, რომელიც დამზადდა ბრიტანეთში. 27 ივნისამდე ის მშვიდად დაფრინავდა, სანამ არ მოჰყვა ჭექა-ქუხილში და არ განადგურდა. მისი ნაწილები შემდგომში იყიდებოდა სუვენირების სახით.

ბრიტანული პრეს-კონფერენციის შემდეგ, რომელიც 21 მარტს გაიმართა, სარეკლამოდ გაუშვეს მსგავსი, A60 ტიპის დირიჟაბლი, რომელიც თევზივით გამოიყურებოდა.

აგრეთვე გამოსცეს კომერციული და პრომო-სინგლების მთელი რიგი. კომერციულებს შორის იყო „Take it Back“ და „High Hopes“ - ორივეს გამოსვლას თან ახლდა მუსიკალური ვიდეოებიც. რადიოსადგურებმა აგრეთვე მიიღეს სპეციალური სინგლები - „Coming Back to Life“, „Keep Talking“ და „Lost for Words“. „What Do You Want From Me“ მხოლოდ შემდეგ წელს გამოვიდა - როგორც ცოცხალი ჩანაწერი ალბომიდან Pulse - ასევე პრომო-დისკის სახით.

გამოცემა

რედაქტირება

ალბომი 1994 წელს გამოიცა 3 ფორმატით - აუდიოკასეტაზე, გრამფირფიტასა და სტანდარტულ CD-ზე. გრამფირფიტაზე რამდენიმე სიმღერა ოდნავ შემოკლებულია, თავად ფირფიტის ფორმატის გამო, რომელიც ხანგრძლივი კომპოზიციის ჩაწერის საშუალებას არ იძლეოდა. ამიტომ 2014 წლის საიუბილეო გრამფირფიტა გამოვიდა ორმაგი სახით - ეს არის ორი ფირფიტა ყველა სიმღერის სრული ვარიანტით  (როგორიც არის CD-ზე).

2011 წელს ალბომი Discovery-ში შევიდა. 2016 წელს იგი ხელახლა გამოიცა CD-ის სახით (Pink Floyd Records) და ანალოგური ფირებიდან აღდგენილ გრამფირფიტაზე.

2014 წელს გამოვიდა ალბომის საიუბილეო გამოცემა, ბოქს-სეტის სახით. მასში შევიდა როგორც ალბომის 2011 წლის რემასტერი, ასევე გრამფირფიტები და სხვა პროდუქცია.

შეფასებები და ჯილდოები

რედაქტირება

1994 წლის 30 მარტს ალბომი გამოვიდა და უმალვე მოექცა ჩარტების #1 ადგილზე - როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასე აშშ-ში. ჟურნალმა Q თავისი დამოკიდებულება მისდამი ასე გამოხატა - „ისინი კვლავ უნიკალურები არიან და უნიკალურად იდუმალები. პინკ ფლოიდი უნდა აკეთებდეს თავის საქმეს, სხვა დანარჩენი კი - უსმენდეს“. ჟურნალმა Rolling Stone მკაცრად აღნიშნა, რომ ალბომით „მხოლოდ პინკ ფლოიდის ყველაზე გიჟი მსმენელი თუ დაინტერესდება“. რიჩარდ რაიტი თვლიდა, რომ ეს იყო პინკ ფლოიდის საუკეთესო ალბომი, იმ დროიდან, რაც Wish You Were Here ჩაიწერა.

კომპოზიცია „Marooned“ აღინიშნა გრემის ჯილდოთი, როგორც 1994 წლის საუკეთესო ინსტრუმენტული კომპოზიცია როკ-მუსიკის ჟანრში. ეს დღემდე პინკ ფლოიდის ერთადერთი გრემის ჯილდოა - 2007 წელს მასზე წარდგენილი იყო დეივიდ გილმორის კომპოზიცია „Castellorizon“ (ალბომიდან On an Island), მაგრამ მას ეს ჯილდო არ ერგო.

ალბომს მოჰყვა მასშტაბური ტურნე - 107 კონცერტი ერთი წლის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკური აღჭურვილობა გაიზარდა. დიზაინერმა მარკ ფიშერმა შექმნა თვალისებრი სცენა, რომლის შუაგულში ეკიდა მრგვალი ეკრანი. აღსანიშნავია ლაზერული ეფექტების და პიროტექნიკის დიდი რაოდენობა, 200 ადამიანი ტექნიკურ პერსონალში, პირველად ჯგუფის ისტორიაში ტურნეს სპონსორი, Volkswagen-ის სახით, პირველად 1975 წლის შემდეგ The Dark Side Of The Moon, შესრულებული სრული სახით და ერლს კორტის საგამოფენო დარბაზში ჩატარებული 14 დღიანი კონცერტების სახით, სადაც ჩაიწერა მასალა ფილმისთვის Pulse. კონცერტებზე მიწვეული იყო როჯერ უოტერსიც. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ გამოჩენილა, კულისებში ჯგუფის წევრებს ბობ კლოუზი შეხვდა.

გარეკანი

რედაქტირება
ეს ალბომი უფრო მეტად შინაურული ატმოსფეროთი არის სავსე, ვინაიდან ჯგუფი ერთიან სივრცეში უკრავს. ვფიქრობ, რიკი ამჯერად განსაკუთრებით ჩართულად გრძნობდა თავს, Momentary Lapse-ისგან განსხვავებით. სასიამოვნო იყო, რომ დაბრუნდა.
— ნიკ მეისონი (2005)[4]

სხვა ალბომებთან კონკურენციის თავის ასარიდებლად, ჯგუფმა 1994 წლის აპრილი მიზნად დაისახა და ამ დროისთვის აპირებდა ახალი ტურნეს დაწყებას. თუმცა, 1993 წლის იანვრისთვის ალბომის სახელწოდება ჯერ კიდევ უცნობი იყო. სახელწოდებებს შორის ჰქონდათ Pow Wow და Down to Earth. ერთხელ საღამოს მწერალმა დაგლას ადამსმა მათ შესთავაზა სახელწოდება, სანაცვლოდ კი ითხოვა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გარკვეული თანხის შეწირვა. სახელწოდება იყო The Division Bell (განმყოფი ზარი), სიმღერის "High Hopes" ტექსტიდან, რაც ჯგუფს მოეწონა.[5][6]

ალბომის გარეკანზე მუშაობდა ჯგუფის დიდი ხნის მეგობარი სტორმ თორგერსონი. მისი ხელმძღვანელობით აიგო ლითონის ორი თავი (ყოველი მათგანი ორსართულიანი ავტობუსის სიმაღლის იყო) და ისინი ელისთან (კემბრიჯშირი) მდებარე მინდორზე განალაგა. ქანდაკებები ერთმანეთთან ახლოს დაიდგა და გადაღებული იყო ისე, რომ არა მხოლოდ ერთმანეთს "ესაუბრებოდნენ", არამედ მესამე სახესაც ქმნიდნენ. ქანდაკებების ავტორები იყვნენ კით ბრიდენი და ჯონ რობერტსონი. ფოტოსურათზე, უკანა ფონზე, აგრეთვე მოჩანს ელის საკათედრო ტაძარიც.[7][8] ამჟამად ქანდაკებები შენახულია როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში (კლივლენდი, ოჰაიო). მათი მრისხანე გამოხედვა კავშირშია ალბომის ერთ-ერთ თემასთან, დაკარგულ კავშირებთან.

ალბომი გამოვიდა ბრიტანეთსა და აშშ-ში CD, გრამფირფიტის და აუდიოკასეტის ფორმატებში, აქედან ყოველივეს განსხვავებული გარეკანი ჰქონდა (ფერთა სხვადასხვა გამით და სტილით). იგი აგრეთვე მინი-დისკის ფორმატშიც გამოიცა. აუდიოკასეტაზე გამოსახულია ქვის ქანდაკებები, შექმნილი ეიდენ ჰაინზის მიერ. ალბომის ბუკლეტის CD გამოცემაში თითო გვერდზე გამოტანილია თავების მცირე ზომის სილუეტები, ხოლო სიმღერების ტექსტები ილუსტრირებულია. "A Great Day for Freedom"-ს ახლავს დაჭმუჭნული გაზეთი; "Poles Apart"-ს - ვიტრაჟი; "Lost for Words"-ს - მოკრივის ხელთათმანები. "Coming Back to Life" ილუსტრირებულია ქალით, რომელიც ზღვიდან ამოყვანილ მამაკაცს ხელოვნურ სუნთქვას უკეთებს (ეს ორი პერსონაჟი აგრეთვე გამოსახული იყო ამ სიმღერის პრომო სინგლის გარეკანზე). "High Hopes"-ს აფორმებს მამაკაცი ზურგზე მიბმული გიგანტური შავი ალმით, ამავე სიმღერის პრომო ვიდეოდან.

მეორე და მესამე გვერდზე გამოსახულია ჩილეში მდებარე ჩერო ტოლოლოს ინტერ-ამერიკული ობსერვატორია. ჯგუფის სახელწოდება CD-ის ყუთის მარცხენა მხარეს ამოტვიფრულია ბრაილის შრიფტით.

სიმღერების სია

რედაქტირება
#სახელწოდებატექსტიმუსიკახანგრძლივობა
1.„Cluster One“ინსტრუმენტულიგილმორი, რიჩარდ რაიტი5:58
2.„What Do You Want from Me“გილმორი, პოლი სემსონიგილმორი, რაიტი4:21
3.„Poles Apart“გილმორი, სემსონი, ნიკ ლერდ-კლაუზიგილმორი7:04
4.„Marooned“ინსტრუმენტულიგილმორი, რაიტი5:29
5.„A Great Day for Freedom“გილმორი, სემსონიგილმორი4:17
6.„Wearing the Inside Out“ (წამყვანი ვოკალი: რაიტი)ენტონი მურირაიტი6:49
7.„Take It Back“გილმორი, სემსონი, ლერდ-კლაუზიგილმორი, ბობ ეზრინი6:12
8.„Coming Back to Life“გილმორიგილმორი6:19
9.„Keep Talking“გილმორი, სემსონიგილმორი, რაიტი6:11
10.„Lost for Words“გილმორი, სემსონიგილმორი5:14
11.„High Hopes“გილმორი, სემსონიგილმორი8:31
საერთო ხანგრძლივობა:66:32

გრამფირფიტაზე ჩაწერილი ვერსიები განსხვავდება კომპაქტ დისკის ვერსიისგან იმით, რომ ოდნავ შემოკლებულია. ცვლილელები შეეხო სიმღერებს „Poles Apart“, „Marooned“, „Coming Back to Life“, „A Great Day for Freedom“, „Wearing the Inside Out“ და „High Hopes“. 2014 წელს გამოიცა ორმაგი გრამფირფიტა, სიმღერების სტანდარტული ხანგრძლივობით.

მუსიკოსები და თანაავტორები

რედაქტირება

  1. რულმანი, უილიამ. The Division Bell – Pink Floyd | სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები | AllMusic. ციტირების თარიღი: 2013-12-01.
  2. კრისტგოუ, რობერტ. რობერტ კრისტგოუ: CG: Pink Floyd. ციტირების თარიღი: 2013-12-01.
  3. Pink Floyd: Album Guide | Rolling Stone Music. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 2013-12-01.
  4. Mason 2005, p. 317
  5. Mason 2005, p. 319–320
  6. Mabbett 1995, p. 119–120
  7. Mason 2005, p. 320
  8. Division Bell — Metal Heads, hypergallery.com, http://www.hypergallery.com/prints/division-bell---metal-heads-25.html. წაკითხვის თარიღი: 13 იანვარი 2010დაარქივებული 2011-07-13 საიტზე Wayback Machine.
  9. "Pink Floyd – The Division Bell". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  10. 10.0 10.1 "Pink Floyd - The Division Bell" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  11. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 2448." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  12. Hits of the World, 106, Nielsen Business Media, Inc, 11 ივნისი 1994, p. 41, https://books.google.com/books?id=UAgEAAAAMBAJ. წაკითხვის თარიღი: 13 ოქტომბერი 2011
  13. 13.0 13.1 „Dutchcharts.nl – Pink Floyd – The Division Bell“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  14. 14.0 14.1 "Offiziellecharts.de – Pink Floyd – The Division Bell" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  15. "Pink Floyd – The Division Bell". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  16. "Pink Floyd – The Division Bell". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  17. "Pink Floyd – The Division Bell". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  18. "Pink Floyd – The Division Bell". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  19. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  20. „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  21. "Pink Floyd – The Division Bell" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  22. "Pink Floyd – The Division Bell". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  23. „Les charts francais (12/07/2014)“. lescharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  24. "Pink Floyd – The Division Bell". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  25. "Archívum – Slágerlisták – MAHASZ – Magyar Hangfelvétel-kiadók Szövetsége". Mahasz.hu. LightMedia. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  26. „New Zealand charts portal (14/07/2014)“. charts.org.nz. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  27. „Swedish charts portal (11/07/2014)“. swedishcharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  28. Gold & Platinum Certifications Spanish. CAPIF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2011.
  29. Austrian album certifications – Pink Floyd – The Division Bell გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Interpret. შეიყვანეთ The Division Bell ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  30. Brazilian album certifications – Pink Floyd – The Division Bell პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
  31. Canadian album certifications – Pink Floyd – The Division Bell. Music Canada.
  32. 32.0 32.1 Finnish album certifications – Pink Floyd – The Division Bell ფინურად. Musiikkituottajat – IFPI Finland.
  33. French album certifications – Pink Floyd – The Division Bell ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  34. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Pink Floyd; 'The Division Bell') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  35. Italian album certifications – Pink Floyd – The Division Bell იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
  36. Japanese album certifications – Pink Floyd – The Division Bell იაპონურად. იაპონიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  37. Norwegian album certifications – Pink Floyd – The Division Bell ნორვეგიულად. IFPI ნორვეგია.
  38. Polish album certifications – Pink Floyd – The Division Bell პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
  39. Spanish album certifications – Pink Floyd – The Division Bell ესპანურად (PDF). ესპანეთის მუსიკალური პროდიუსერები.
  40. Gold & Platinum 1987–1998 Swedish. IFPI Sweden. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2012.
  41. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Pink Floyd; 'The Division Bell'). Hung Medien.
  42. British album certifications – Pink Floyd – The Division Bell. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ The Division Bell ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  43. American album certifications – Pink Floyd – The Division Bell. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH