Wish You Were Here (პინკ ფლოიდის ალბომი)

Wish You Were Here (ქართ. ნეტავი, აქ იყო) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომი. იგი ჩაწერილია ები-როუდის სტუდიებში, 1975 წლის იანვარ-ივლისში და გამოვიდა იმავე წლის 12 სექტემბერს. მოგვიანებით ბევრმა მსმენელმა დაასახელა იგი პინკ ფლოიდის საუკეთესო ალბომების რიცხვში, თავად დისკმა კი #209 ადგილი დაიკავა ჟურნალ როლინგ სტოუნის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში. აღსანიშნავია ალბომის ტექსტები, რომლებიც მუსიკალურ ინდუსტრიას ეხება, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხმისჩამწერი კომპანიების პასუხისმგებლობას და ხაზს უსვამს მათ გულგრილობას მუსიკოსის პიროვნების მიმართ, ამტკიცებს რა, რომ კომპანიებს მხოლოდ ფული ადარდებთ. ალბომში აგრეთვე არის აშკარა მინიშნებები სიდ ბარეტის, პინკ ფლოიდის ყოფილი გიტარისტისა და სიმღერების ავტორის პიროვნებაზე, განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა სიმღერის „Shine On You Crazy Diamond“ ტექსტში.

Wish You Were Here
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 12 სექტემბერი, 1975
ჩაიწერა 13 იანვარი – 28 ივლისი 1975[1]
სტუდია EMI, ლონდონი, ინგლისი
ჟანრი
ხანგრძლივობა 44:11
ლეიბლი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
The Dark Side of the Moon
(1973)
Wish You Were Here
(1975)
Animals
(1977)
ალტერნატიული გარეკანი
სინგლები ალბომიდან Wish You Were Here
  1. „Have a Cigar“
    გამოცემის თარიღი: ნოემბერი 1975
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[5]
Blender5/5 stars[6]
Encyclopedia of Popular Music4/5 stars[7]
The Great Rock Discography10/10[8]
Music Story5/5 stars[8]
MusicHound Rock5/5[9]
The Rolling Stone Album Guide5/5 stars[10]
The Village VoiceA–[11]

ალბომმა The Dark Side of the Moon პინკ ფლოიდს დიდი წარმატება მოუტანა, მაგრამ ამის შემდეგ მუსიკოსები ღელავდნენ იმაზე თუ როგორ უნდა შექმნან მისი დონის შედევრი. მცირე ხნის განმავლობაში ისინი ატარებდნენ ცდებს პროექტის Household Objects ფარგლებში, მაგრამ საბოლოოდ, სხვა მუსიკალურ მასალას მიმართეს. ჯგუფმა დაწერა სამი სიმღერა, Shine On You Crazy Diamond, You Gotta Be Crazy და Raving and Drooling. ამასობაში, Shine On-მა უფრო ვრცელი სახე მიიღო და ვინილის დისკის ერთ მხარეს აღარ ეტეოდა. უოტერსის მოთხოვნით, იგი ორ ნაწილად გაიყო, შუალედში კი ჩაისვა სამი სიმღერა. You Gotta Be Crazy და Raving and Drooling მოგვიანებით შეიტანეს ალბომში Animals, სხვა სახელწოდებებით („Dogs“ და „Sheep“), ხოლო ალბომისთვის გამოიყენეს სასათაურო სიმღერა „Wish You Were Here“ და ორი, ბიზნესის მაკრიტიკებელი „Welcome to the Machine“ და „Have a Cigar“.

ალბომი აგრეთვე აღსანიშნავია რამდენიმე ფაქტის გამო. ეს იყო უკანასკნელი ალბომი (სანამ არ გამოიცა The Division Bell), რომელზეც სიმღერების ავტორებში ნახსენებია რიჩარდ რაიტი. ეს აგრეთვე იყო უკანასკნელი დისკი, რომელზეც აქტიურად მუშაობდა ჯგუფის ოთხივე წევრი. როგორც ეტყობა, სწორედ ამიტომ, რადიოგადაცემაში In the Studio with Redbeard დეივიდ გილმორმა და რიჩარდ რაიტმა ახსენეს, რომ Wish You Were Here მათი საყვარელი ალბომია.

გარეკანი

რედაქტირება

თავდაპირველი გამოცემა ვინილის დისკზე წარმოდგენილი იყო შავი კონვერტის სახით. ეს იდეა არ მოეწონა ხმისჩამწერ კომპანიებს და მათ კონვერტი ჩასვეს გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში, რომელზეც დაკრული იყო ალბომის ერთგვარი ლოგო - ორი მექანიკური ხელი ბუნების ოთხი სტიქიის (მიწა, ჰაერი, ცეცხლი, წყალი) ფონზე.

შავ კონვერტში იდო ალბომის ნამდვილი კონვერტი - თეთრი მუყაოსგან დამზადებული, რომელსაც ჰქონდა ოდნავ დამწვარი ქაღალდის სახე, ხოლო მთავარ ფოტოსურათზე გამოსახული იყო აალებული ბიზნესმენი, რომელიც ხელს ართმევს მის ანარეკლს. შიდა გარეკანზე წარმოდგენილი იყო დამატებითი ელემენტები: უსახური გამყიდველი, რომელიც ყიდის პინკ ფლოიდის პროდუქციას უდაბნოში (მიწა); ქალის შიშველი ფიგურა ჰაერში, რომელიც დამალულია წითელ ალამში (ჰაერი); მოცურავე, რომელიც ხტება მდინარეშე, მაგრამ არ ტოვებს შხეფებს (წყალი).

კომპანიამ Columbia ვინილის დისკი გამოსცა განსხვავებული სახით. მასზე, დამწვარი ბიზნესმენი უფრო მხრებში გამართული იდგა, ვიდრე წინ დახრილი. Columbia-მ უფრო ცნობილი ფოტო გამოიყენა მხოლოდ 1984 წლის კომპაქტ დისკის გამოცემაზე და ამ სტილს იცავდა შემდგომ გამოცემებშიც. საინტერესოა, რომ ალბომის ვინილის გამოცემაში შიშველი ქალი უფრო გამოკვეთილად ჩანს, ვიდრე კომპაქტ დისკის ბუკლეტზე. აგრეთვე კომპაქტ დისკის ბუკლეტზე მოცურავის ფოტო უფრო დიდია და უფრო მეტი გორაკი ჩანს, ხოლო დამატების სახით ბუკლეტს ახლავს ჯგუფის სტუდიური ფოტოები.

სიდ ბარეტის გამოჩენა

რედაქტირება
 
სიდ ბარეტი ები-როუდის სტუდიებში, 1975 წლის 6 ივნისს.

ნიკ მეისონის წიგნის „Inside Out: A Personal History of Pink Floyd“ თანახმად, სიდ ბარეტი სტუდიაში 1975 წლის 6 ივნისს გამოჩნდა. ამას აგრეთვე ხაზს უსვამს ნიკოლას შეფნერის წიგნი „Saucerful of Secrets: The Pink Floyd Odyssey“. იმავე დღეს, დეივიდ გილმორსა და მის საცოლეს, ჯინჯერს ნიშნობა ჰქონდათ, თუმცა 2003 წლის ფილმში „The Pink Floyd and Syd Barrett Story“ უარყოფს, თითქოს ეს ცერემონია იმავე დღეს შედგა.

ჯგუფის არც ერთ წევრს ხუთი წლის განმავლობაში ბარეტი არ უნახავს. იგი სრულიად მოულოდნელად გამოცხადდა და ყველა შეაშინა თავისი ახალი გარეგნობით - იყო მსუქანი, თმა- და წარბგაპარსული. თავდაპირველად ის არავინ იცნო. მაგრამ უოტერსი იყო პირველი, რომელმაც იგი შეამჩნია. ერთ-ერთი სიმღერის (როგორც ცნობილია, ეს იყო „Shine On You Crazy Diamond“) მოსმენისას ბარეტი გაუნძრევლად იჯდა, ისმენდა ყველაფერს, ხოლო მას შემდეგ, რაც ვიღაცამ ითხოვა სიმღერის კიდევ ერთხელ ჩართვა, სიდმა იკითხა: „რატომ, თქვენ ხომ უკვე მოისმინეთ?“.

გარდა ამისა, ბარეტმა იკითხა, შეეძლო თუ არა რამე სახით ჯგუფს დახმარებოდა. მოგვიანებით, ჯგუფის ტექნიკოსს, ფილ ტეილორს იგი დერეფანში შეხვდა და იკითხა, სად იყო ლიფტი. უფრო მოგვიანებით, სხვადასხვა წყაროს თანახმად, იგი აღმოჩნდა გილმორის ნიშნობაზე, ბევრი იცინა, ყველა გააკვირვა და გაქრა მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთ-ერთ დამსწრეს კრიშნაიტი ეგონა. გილმორის თქმით, იმ დღის შემდეგ სიდი არ უნახავს, ხოლო უოტერსი იხსენებდა, რომ მან შემთხვევით დაინახა სიდი „ჰეროდსის“ მაღაზიაში, თუმცა მასთან არ მისულა. ბარეტისადმი კიდევ ერთი მიძღვნის სახით, ალბომის ფინალში რაიტი უკრავს რამდენიმე ნოტს სიმღერიდან „See Emily Play“.

როჯერი:

ვწუხვარ სიდზე. გადიოდა წლები და ვფიქრობდი, რომ იგი ჩვენთვის საშიშროებას წარმოადგენდა, მთელი იმ სისულელის გამო, რაც ჩვენზე დაწერილა. სინამდვილეში იგი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო და ჯგუფი მის გარეშე ვერ დაიწყებდა, ვინაიდან სწორედ მის მიერ დაიწერა მთელი თავდაპირველი მასალა. იგი მის გარეშე ვერ შედგებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, შეუძლებელი იყო მასთან ერთად გაგრძელებაც. ის იქცა უკიდურესი გარიყვის სიმბოლოდ, რომელსაც ზოგიერთი მიმართავს, ვინაიდან ეს არის თანამედროვე ბნელი ცხოვრების ატანის ერთადერთი საშუალება - უბრალოდ გაუჩინარება.

გამოხმაურება პრესაში

რედაქტირება

2007 წელს გერმანიის ერთ-ერთმა ცნობილმა რადიოსადგურმა WDR 2, მსმენელთა გამოკითხვის შემდეგ Wish You Were Here შეიტანა ყველა დროის 200 საუკეთესო ალბომის სიაში, #1 ადგილზე.

1998 წელს, ჟურნალ Q-ს მკითხველებმა ალბომი თავისი საყვარელი ალბომების სიის #34 ადგილზე შეიტანეს. 2000 წელს იმავე ჟურნალმა დისკი ყველა დროის 100 საუკეთესო ბრიტანული ალბომის სიის #43 ადგილზე მოაქცია.

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა ტექსტის ავტორი — როჯერ უოტერსი.

მხარე 1
#სახელწოდებამუსიკაძირითადი ვოკალიხანგრძლივობა
1.„Shine On You Crazy Diamond (Parts I–V)“გილმორი, უოტერსი, რიჩარდ რაიტიუოტერსი13:31
2.„Welcome to the Machine“უოტერსიგილმორი7:30
მხარე 2
#სახელწოდებამუსიკაძირითადი ვოკალიხანგრძლივობა
1.„Have a Cigar“უოტერსიროი ჰარპერი5:08
2.„Wish You Were Here“გილმორი, უოტერსიგილმორი5:26
3.„Shine On You Crazy Diamond (Parts VI–IX)“გილმორი, უოტერსი, რაიტიუოტერსი12:28

სინგლები

რედაქტირება

პერსონალი

რედაქტირება
ჩარტი (1975) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალია (Kent Music Report)[12] 1
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[13] 2
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[14] 14
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[15] 1
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[16] 6
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[17] 1
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[18] 2
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[19] 14
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[20] 1
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[21] 1
ჩარტი (1978) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[22] 23
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[23] 6
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[24] 52
ჩარტი (1994) უმაღლესი
პოზიცია
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[25] 33
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[26] 52
ჩარტი (1997) უმაღლესი
პოზიცია
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[27] 33
ჩარტი (2006) უმაღლესი
პოზიცია
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[28] 85
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[29] 95
იტალიის ალბომები (FIMI)[30] 13
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[31] 67
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[32] 70
ჩარტი (2011) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[33] 31
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[34] 77
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[35] 68
ჩეხეთის ალბომები (ČNS IFPI)[36] 34
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[15] 62
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[37] 50
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[38] 34
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[39] 4
იტალიის ალბომები (FIMI)[40] 10
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[41] 24
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[42] 24
პოლონეთის ალბომები (ZPAV)[43] 20
პორტუგალიის ალბომები (AFP)[44] 19
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[45] 17
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[46] 22
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[47] 15
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[48] 38
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[49] 33

სერტიფიცირებები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[50] ოქრო 30 000x
ავსტრალია (ARIA)[51] 7× პლატინა 350,000^
ავსტრია (IFPI Austria)[52] 2× პლატინა 100 000x
კანადა (Music Canada)[53] 3× პლატინა 300 000^
საფრანგეთი (SNEP)[54] ალმასი 1 000 000*
გერმანია (BVMI)[55] პლატინა 500 000^
იტალია (FIMI)[56] 2× პლატინა 200 000*
პოლონეთი (ZPAV)[57] ოქრო 50 000*
გაერთიანებული სამეფო (BPI)[58] 2× პლატინა 600 000^
აშშ (RIAA)[60] 6× პლატინა 6 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

  1. Guesdon, Jean-Michel (2017). Pink Floyd All The Songs. Running Press. ISBN 9780316439237. 
  2. „50 Greatest Prog Rock Albums of All Time“. Rolling Stone. 17 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.
  3. (2002) Pink Floyd, გვ. 78. 
  4. Hoffmann, Frank (2004). Encyclopedia of Recorded Sound. Routledge, გვ. 1651. ISBN 978-1-135-94950-1. 
  5. ერლეუაინი, სტივენ თომას, "Wish You Were Here", AllMusic, http://www.allmusic.com/cg/amg.dll?p=amg&sql=10:6z1tk6kx9krk. წაკითხვის თარიღი: 14 აგვისტო 2009 დაარქივებული 2005-04-25 საიტზე Wayback Machine.
  6. Twist, Carlo, "Pink Floyd - Wish You Were Here", Blender, http://www.blender.com/guide/back-catalogue/53890/wish-you-were-here.html. წაკითხვის თარიღი: 27 აპრილი 2015
  7. ლარკინი, კოლინ (2011). „Pink Floyd“, Encyclopedia of Popular Music, 5th, Omnibus Press. ISBN 0857125958. 
  8. 8.0 8.1 Pink Floyd Wish You Were Here. Acclaimed Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-27. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
  9. Graff, Gary; Durchholz, Daniel (რედ.) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide. Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 872. ISBN 1-57859-061-2. 
  10. შეფილდი, რობ. (2 ნოემბერი 2004) Pink Floyd: Album Guide. Rolling Stone. Wenner Media, Fireside Books. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
  11. კრისტგოუ, რობერტ (1 დეკემბერი 1975). „Consumer Guide“. The Village Voice. ნიუ-იორკი. ციტირების თარიღი: აგვისტო 17, 2015.
  12. კენტი, დეივიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992, Illustrated, St. Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 233. ISBN 0-646-11917-6. 
  13. "Pink Floyd - Wish You Were Here" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  14. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 4045a." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  15. 15.0 15.1 „Dutchcharts.nl – Pink Floyd – Wish You Were Here“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  16. „15.11.1975“. Musikmarkt. Musikmarkt GmbH & Co. KG. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  17. „New Zealand charts portal (31/10/1975)“. charts.org.nz. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  18. „Norwegian charts portal (40/1975)“. norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  19. „Swedish charts portal (14/11/1975)“. swedishcharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  20. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  21. „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  22. "Pink Floyd - Wish You Were Here" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  23. "Offiziellecharts.de – Pink Floyd – Wish You Were Here" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  24. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  25. "Offiziellecharts.de – Pink Floyd – Wish You Were Here" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  26. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  27. "Offiziellecharts.de – Pink Floyd – Wish You Were Here" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  28. "Pink Floyd – Wish You Were Here" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  29. "Pink Floyd – Wish You Were Here" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  30. "Pink Floyd – Wish You Were Here". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  31. "Pink Floyd – Wish You Were Here". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  32. "Pink Floyd – Wish You Were Here". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  33. "Pink Floyd - Wish You Were Here" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  34. "Pink Floyd – Wish You Were Here" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  35. "Pink Floyd – Wish You Were Here" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  36. "Top 50 Prodejní". ჩეხეთის ალბომები. ČNS IFPI. შენიშვნა: ჩარტის გვერდზე აირჩიეთ 201139 ველში სიტყვასთან "Zobrazit", შემდეგ კი დააწკაპუნეთ სიტყვაზე, რათა იხილოთ ჩარტების ზუსტი მონაცემები. წაკითხვის თარიღი 17 ივნისი 2016.
  37. "Pink Floyd: Wish You Were Here" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  38. „Les charts francais (12/11/2011)“. lescharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  39. "Offiziellecharts.de – Pink Floyd – Wish You Were Here" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  40. „Italian charts portal (17/11/2011)“. italiancharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  41. „New Zealand charts portal (14/11/2011)“. charts.org.nz. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  42. „Norwegian charts portal (45/2011)“. norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  43. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  44. "Pink Floyd – Wish You Were Here". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  45. „Spanish charts portal (13/11/2011)“. spanishcharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  46. „Swedish charts portal (11/11/2011)“. swedishcharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  47. "Pink Floyd – Wish You Were Here". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  48. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  49. „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  50. Discos de oro y platino Spanish. Cámara Argentina de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო 2012.
  51. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2011 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  52. Austrian album certifications – Pink Floyd – Wish You Were Here გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Interpret. შეიყვანეთ Wish You Were Here ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  53. Canadian album certifications – Pink Floyd – Wish You Were Here. Music Canada.
  54. French album certifications – Pink Floyd – Wish You Were Here ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  55. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Pink Floyd; 'Wish You Were Here') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  56. Italian album certifications – Pink Floyd – Wish You Were Here იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
  57. Polish album certifications – Pink Floyd – Wish You Were Here პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
  58. British album certifications – Pink Floyd – Wish You Were Here. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Wish You Were Here ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  59. BPI Sales Awards Launch Automatic Certification დაარქივებული 2017-02-22 საიტზე Wayback Machine. , BPI
  60. American album certifications – Pink Floyd – Wish You Were Here. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH