6 ივნისი
თარიღი
6 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 157-ე დღე (ნაკიან წლებში – 158-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 208 დღე.
<< | ივნისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 105: იმპერატორმა ტროიანემ დაიწყო მორიგი დაკიური კამპანია.
- 1523: გუსტავ ვასა აირჩიეს შვედეთის მეფედ, ამავე დროს შვედეთმა გაწყვიტა კავშირი დანიასთან.
- 1654: შვედეთის დედოფალმა ქრისტინამ (შვედების, გოთების და ვენდების დედოფალი) უარი თქვა ტახტზე კარლ გუსტავ X -ს სასარგებლოდ.
- 1664 : ახალ ამსტერდამს გადაარქვეს სახელი და ნიუ-იორკი უწოდეს.
- 1761: მზის დისკოზე ვენერას გავლის დაკვირვებისას რუსმა მეცნიერმა მიხეილ ლომონოსოვმა მასზე ატმოსფერო აღმოაჩინა.
- 1808: ნაპოლეონ I-ის ძმა ჟოზეფ ბონაპარტი ესპანეთის მეფედ აკურთხეს.
- 1813: ანგლო-ამერიკულ ომში გაიმართა ბრძოლა სტოუნ-კრიკთან.
- 1850 : ლევი სტრაუსმა შექმნა პირველი ლურჯი ჯინსები.
- 1882 : ჰენრი სილმა ელექტრო უთო დააპატენტა.
- 1932: სამხედრო ხუნტამ ჩილეს სოციალისტური რესპუბლიკა გამოაცხადა.
- 1933: ქალაქ კემდენში (ნიუ-ჯერსი) გაიხსნა პირველი ავტო-კინოთეატრი, სადაც მაყურებელს შეეძლო ფილმის ყურება პირდაპირ ავტომობილიდან.
- 1937: დაიწყო მუშაობა პირველმა მოდრეიფე სადგურმა „ჩრდილოეთ პოლუსი-1“
- 1942: პირველად გამოიყენეს სინთეტიკური მასალისგან შეკერილი პარაშუტი.
- 1944 : დაიწყო მოკავშირეების ჯარების გადასხმა ნორმანდიაში, გაიხსნა მეორე ფრონტი.
- 1946 : შეიქმნა ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია, რომელიც 1949 წელს NBL-ს შეუერთდა და გახდა NBA.
- 1962: ხმის ჩამწრი კომპანია EMI-ს პროდიუსერმა ჯორჯ მარტინმა პირველად მოუსმინა ჯგუფ The Beatles -ს. (დასარტყამ ინსტრუმენტზე პიტერ ბესთი). ივლისში კი ჯგუფის სახელით მარტინმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ფირმა „Parlophone“-თან. მარტინი ჯგუფის დაშლამდე მათი პროდიუსერი იყო.
- 1971 : გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი სოიუზი XI.
- 1982 : დაიწყო ლიბანის ომი. ისრაელის ჯარი შეიჭრა ლიბანის სამხრეთ ნაწილში.
- 2007 : ჰაილიგენდამში, გერმანია, ჩატარდა დიდი რვიანის სამიტი ანტიგლობალისტთა პროტესტების ფონზე.
- 2012 : მოხდა იშვიათი ასტრონომიული მოვლენა, ვენერის გავლა მზის დისკოზე
- 2013 : ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1502 : ჟუან III — პორტუგალიის მეფე (გ. 1557)
- 1599 : ველასკესი, დიეგო — ესპანელი მხატვარი (გ. 1660)
- 1606 : კორნელი, პიერ — ფრანგი დრამატურგი.
- 1763: ჟოზეფინ ბოარნე — საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის პირველი ცოლი. (გ. 1814)
- 1799 : პუშკინი, ალექსანდრე — რუსი პოეტი (გ. 1837)
- 1850: ფერდინანდ ბრაუნი — გერმანელი ფიზიკოსი, კინესკოპის გამომგონებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი უსადენო ტელეგრაფის გამოგონებისთვის (გილერმო მარკონისთან ერთად). (გ. 1918)
- 1868 : ჰალირი, ჰანს — გერმანელი ბოტანიკოსი.
- 1872 : ალექსანდრა — რუსეთის უკანასკნელ იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მეუღლე (გ. 1918)
- 1875 : მანი, თომას — გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. 1955)
- 1901 : სუკარნო — ინდონეზიის პირველი პრეზიდენტი (გ. 1970)
- 1903 : ხაჩატურიანი, არამ — სომეხი კომპოზიტორი (გ. 1978)
- 1907 : კალო, ფრიდა — მექსიკელი ფერმწერი
- 1930 : ფრანგიშვილი, ივერი — ქართველი მეცნიერი
- 1934 : ალბერტ II — ბელგიის მეფე
- 1944 : ფრეზე, ედგარ — გერმანელი ელექტრონული მუსიკოსი (გ. 2015)
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 68 : ნერონი — რომის იმპერატორი (დ.37)
- 1843 : ჰელდერლინი, ფრიდრიხ — გერმანელი პოეტი, მწერალი (დ.1770)
- 1961 : იუნგი, კარლ — შვეიცარიელი ფსიქოლოგი (დ.1875)
- 1976 : ჰანსენი, ალვინ — ამერიკელი ეკონომისტი
- 1983 : ბერიძე, გიორგი — ქართველი მეცნიერი
- 2012 : ბრედბერი, რეი — ამერიკელი მწერალი
- 2021 : რევაზ გაბრიაძე — ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე.
მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი
რედაქტირებაგაერო: რუსული ენის დღე
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
რედაქტირებასაეკლესიო დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- სვიმეონ მესვეტე
- წმინდა მოწამე მელეტი სტრატილატი, სტეფანე, იოანე, სერაპიონ მეგვიპტელი, კალენიკე მოგვყოფილი, თეოდორე, ფავსტო, სხვანი 1218 მხედარნი დედებით და ყრმებით
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები