ყაზახეთი
ყაზახეთის რესპუბლიკა (ყაზახ. Қазақстан Республикасы; რუს. Республика Казахстан) — ტრანსკონტინენტური ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, რომლის მცირე ნაწილი ურალის დასავლეთით ხვდება აღმოსავლეთ ევროპაში. ყაზახეთი არის მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანა, ხოლო ხმელეთით გარშემორტყმულ ქვეყნებს შორის — უდიდესი, მისი ფართობი შეადგენს 2 727 300 კვადრატულ კილომეტრს, რაც აღემატება დასავლეთი ევროპის ფართობს.[4] მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მოძრაობის მიხედვით): რუსეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და კასპიის ზღვა. ყაზახეთის ტერიტორია მოიცავს: ვრცელ ველებს, ტაიგას, კანიონებს, გორებს, დელტებს, მუდმივი თოვლით დაფარულ მთებსა და უდაბნოებს. 20 286 084 მცხოვრებით მისი საშუალო სიმჭიდროვე დაახლოებით 7,44 ადამიანს შეადგენს კვ. კილომეტრზე. დედაქალაქი ალმათიდან ასტანაში 1997 წელს გადავიდა.
ყაზახეთის რესპუბლიკა Қазақстан Республикасы Республика Казахстан ყაზახეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Менің Қазақстаным Meniñ Qazaqstanım My Kazakhstan |
||||||
![]() |
||||||
დედაქალაქი | ასტანა 51°10′ ჩ. გ. 71°30′ ა. გ. / 51.167° ჩ. გ. 71.500° ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | ალმათი | |||||
ოფიციალური ენა | ||||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ყასიმ-ჟომართ თოყაევი | ||||
- | პრ.-მინისტრის მ/შ | ალიჰან სმაილოვი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 2 724 900 კმ2 (მე-9) | ||||
- | წყალი (%) | 1,7 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2025 შეფასებით | 20 286 084[1] (65-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 7,44 კაცი/კმ2 (236-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2024 შეფასებით | |||||
- | სულ | $693 415 მილიარდი[2] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $34 534[2] | ||||
აგი (2022) | 0,802[3] (მაღალი) (67-ე) | |||||
ვალუტა | ტენგე (KZT ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+05:00 და UTC+06:00 | |||||
ქვეყნის კოდი | KAZ | |||||
Internet TLD | .kz | |||||
სატელეფონო კოდი | +7-6xx, +7-7xx |
სახელწოდება
რედაქტირება- ოფიციალური: ყაზახეთის რესპუბლიკა.
- მშობლიური: Қазақстан; Qazaqstan Respublikasy.
უახლესი ისტორია
რედაქტირებადამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს ერგო საბჭოთა კოსმონავტიკის ძირითადი ბაზა — ბაიკონურის კოსმოდრომი. მას დაახლოებით 6 ათასი კმ² ფართობი უჭირავს, რომელსაც იჯარით იყენებს რუსეთი. ყაზახეთი არის დსთ-ის წევრი. 1999 წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
გეოგრაფია
რედაქტირებაქვეყანა ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება რუსეთს, ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს. დასავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 2 717 000 კვ. კმ-ს. ამ მაჩვენებლით მას მე-9 ადგილი უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისი ტერიტორია გადაჭიმულის კასპიის ზღვიდან ალტაის მთებამდე. მთავარი მდინარეებია ილი, ირტიში და იშიმი, ტბები - არალის, ბალხაშისა და ზაისანის.
სახელმწიფო
რედაქტირება- სახელმწიფო სისტემა — განვითარებადი დემოკრატია, საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი (2019 წლიდან).
- საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი, შედგება სენატისა (47 წევრი) და მაჟილისისაგან (67 წევრი).
ტერიტორიული მოწყობა
რედაქტირებაყაზახეთი ადმინისტრაციულად იყოფა 14 ოლქად (oblys) და 3 ქალაქად (qalasy).[5] გარდა ამისა არსებობს ქალაქი ბაიკონური, რომელსაც გააჩნია გაანსაკუთრებული სტატუსი და 2050 წლამდე იჯარით აქვს აღებული რუსეთს. ამჟამად იგი არის რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი.[6]
ოლქი/ქალაქი | მოსახლეობა[7] | ფართობი კმ² |
ადმ. ცენტრი |
---|---|---|---|
ასტანა | 1 195 900 | 797,33 | ასტანა |
ალმათი | 1 918 109 | 682 | ალმათი |
შიმქენთი | 1 086 500 | 1162,8 | შიმქენთი |
ყიზილორდის ოლქი | 818 000 | 226 019 | ყიზილორდა |
ალმათის ოლქი | 2 083 700 | 223 911 | თალდიყორღანი |
აკმოლის ოლქი | 735 239 | 146 219 | ქოქშეთაუ |
აქტობეს ოლქი | 897 600 | 300 629 | აქტობე |
ატირაუს ოლქი | 660 059 | 118 631 | ატირაუ |
დასავლეთ ყაზახეთის ოლქი | 662 600 | 151 339 | ურალსკი |
ყარაღანდის ოლქი | 1 375 800 | 427 982 | ყარაღანდა |
კოსტანაის ოლქი | 863 290 | 196 001 | კოსტანაი |
მანგისთაუს ოლქი | 165 642 | 724 700 | აქთაუ |
თურქესტანის ოლქი | 2 049 700 | 116 280 | თურქესტანი |
პავლოდარის ოლქი | 750 323 | 124 755 | პავლოდარი |
აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქი | 1 362 700 | 283 226 | ოსკემენი |
ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქი | 542 500 | 97 993 | პეტროპავლი |
ჟამბილის ოლქი | 1 141 800 | 144 264 | ტარაზი |
დემოგრაფია
რედაქტირება- მოსახლეობა — ყაზახეთის მოსახლეობა შეადგენს 20 286 084 კაცს (2025), ხოლო მათი ეთნიკური კუთვნილება 2024 წლის მიხედვით შემდეგია: 71 % ყაზახი, 14,9 % რუსი, 3,3 % უზბეკი, 1,9 % უკრაინელი, 1,5 % უიღური, 1,1 % გერმანელი, 1,1 % თათარი, 5,2 % სხვა.[8]
- სახელმწიფო ენები — ყაზახური და რუსული.
- რელიგია — ისლამი და ქრისტიანობა.
- დედაქალაქი — ასტანა (1997 წლის 1 დეკემბრიდან).
- დიდი ქალაქები — ალმათი (1 854 656), ასტანა (1 078 384), შიმკენტი (1 009 086), ყარაღანდა (497 712), ტარაზი (357 791), პავლოდარი (333 989), უსტ-კამენოგორსკი (344 ათ.), სემეი (312 ათ.), ურალსკი (255 ათ.).
ეკონომიკა
რედაქტირებაყაზახეთი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით — ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, მანგანუმი, ქრომი, ნიკელი, კობალტი, სპილენძი, მოლიბდენი, ტყვია, თუთია, ბოქსიტები, ოქრო, ურანი. ერთობლივ ეროვნულ პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი შეადგენს 10%-ს, მრეწველობისა — 30%-ს, დანაჩენი მომსახურებაზე მოდის. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ნავთობი, ლითონები, ქიმიკატები, ხორბალი. უკანასკნელ წლებში შესამჩნევია პროგრესი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეროვნული ვალუტა — ტენგე (KZT).
კულტურა
რედაქტირება- არქიტექტურა: ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი.
- ლიტერატურა: ყაზახურ-უზბეკური ეპოსი — ალფამიში (XIX-XX სს.).
ლიტერატურა
რედაქტირება- Alexandrov, Mikhail (1999). Uneasy Alliance: Relations Between Russia and Kazakhstan in the Post-Soviet Era, 1992–1997. Westport, CT: Greenwood Press. ISBN 0-313-30965-5. .
- Clammer, Paul; Kohn, Michael; Mayhew, Bradley (2004). Lonely Planet Guide: Central Asia. Oakland, CA: Lonely Planet. ISBN 1-86450-296-7. .
- Cummings, Sally (2002). Kazakhstan: Power and the Elite. London: Tauris. ISBN 1-86064-854-1. .
- Demko, George (1997). The Russian Colonization of Kazakhstan. New York: Routledge. ISBN 0-7007-0380-2. .
- Fergus, Michael; Jandosova, Janar (2003). Kazakhstan: Coming of Age. London: Stacey International. ISBN 1-900988-61-5. .
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Monthly official estimate. Eng.stat.kz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-13. ციტირების თარიღი: 2025.
- ↑ 2.0 2.1 Kazakhstan. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2013-04-17.
- ↑ Human Development Report 2011. United Nations (2011). ციტირების თარიღი: 15 November 2011.
- ↑ Agency of Statistics of the Republic of Kazakhstan (ASRK). 2005. Main Demographic Indicators. Stat.kz. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
- ↑ Географическое положение, природные условия
- ↑ Международное Соглашение между Российской Федерацией и Республикой Казахстан о статусе города Байконур, порядке формирования и статусе его органов исполнительной власти от 23 декабря 1995 года, статья 1, пункт 1.
- ↑ Об изменении численности населения Республики Казахстан с начала 2020 года до 1 августа 2020 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-20. ციტირების თარიღი: 2022-01-05.
- ↑ Перепись населения Республики Казахстан 2024 года. Краткие итоги. (Census for the Republic of Kazakhstan 2009. Short Summary) Russian. Republic of Kazakhstan Statistical Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 10 December 2010.