ცენტრალური აზია — ბუნებრივი რეგიონი აზიაში, ტერმინზე ზუსტი შეთანხმება არ არსებობს. როგორც წესი, იგი მოიცავს მხარეებს:

ცენტრალური აზია

ფართობი დაახლოებით 6 მლნ კვ.კმ. ზეგნები და დაბლობები ქმნიან ორ ძირითად იარუსს, საშუალო სიმაღლე 500-1500 მ (გობი, ალაშანი, ორდოსი, ჯუნგარის და ტარიმის დაბლობები) და 4000-4500 მ (ტიბეტის ზეგანი), რომლებიც გაყოფილია და შემოსაზღვრულია მაღალი ქედებით — ტიან-შანი, კუნლუნი, ნანშანი, ყარაყორუმი და სხვა. კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია, ნალექები დაბლობში 50-200 მმ-ია, მთებში — 500-1000 მმ წლიურად. რეგიონში ჭარბობს უდაბნოები და ნახევარუდაბნოები, ტიბეტის ზეგანზე - ცივი უდაბნოები.

ძირითადი ეკონომიკური და კულტურული ცენტრები

რედაქტირება
ქალაქი ქვეყანა მოსახლეობა სურათი ინფორმაცია
ნურ-სულთანი   ყაზახეთი 700,000
(2009)
  ყაზახეთის დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქი. აქ 1997 წელს ალმათი-დან ოფიციალურად გადმოიტანეს დედაქალაქი.
ალმათი   ყაზახეთი 1,420,747
(2009)
1929 წლიდან 1997 წლამდე ყაზახეთის დედაქალაქი. აღიარებულია ყაზახეთის და რეგიონის ფინანსურ ცენტრად.
აშხაბადი   თურქმენეთი 695,300
(2001)
თურქმენეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. შედარებით ახალგაზრდა ქალაქი. 1818 წელს ამ დასახელების სოფელი დააარსა რუსეთის იმპერიამ. ის მდებარეობს ნისასთან ახლოს, რომელიც პართიის დედაქალაქი იყო.[1][2]
ქაბული   ავღანეთი 3,000,000
(2008)
  ავღანეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი ქრისტეშობამდე 2000 - 1500 წლებშია დაარსებული.[3]
პეშავარი   პაკისტანი 2,955,254
(2006)
პაკისტანის რეგიონის ხაიბერ-პახტუნხვას დედაქალაქი, მდებარეობს ხაიბერის გადასასვლელთან, ავღანეთის საზღვართან ახლოს.
მეშჰედი   ირანი 2,427,316
(2006)
ირანის სიდიდით მეორე ქალაქი. შიიტების ერთ-ერთი წმინდა ქალაქი.[4]
ურუმჩი   ჩინეთი 2,681,834
(2006)
სინძიანის რეგიონის დედაქალაქი და უიგურების კულტურული ცენტრი. 2000 წლის წინ ეს იყო აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ქალაქი.
მაზარი-შარიფი   ავღანეთი 300,600
(2008)
  ავღანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქი და ბალხის პროვინციის დედაქალაქი.
ულან-ბატორი   მონღოლეთი 1,067,472
(2008)
  მონღოლეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი 1639 წელს დაარსდა როგორც ბუდისტური ცენტრი. XX საუკუნეში ულანბატორი მნიშვნელოვან მანუფაქტურულ ცენტრად იქცა.
სამარყანდი   უზბეკეთი 596,300
(2008)
  უზბეკეთის სიდიდით მეორე ქალაქი და სამარყანდის პროვინციის დედაქალაქი. ქალაქი სახელგანთქმული გახდა მისი აბრეშუმის გზაზე ცენტრალური მდებარეობის გამო და როგორც ისლამის სწავლების ცენტრი.
ბიშკეკი   ყირგიზეთი 1,250,000
(2007)
  ყირგიზეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, აგრეთვე ჩუის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტაშკენტი   უზბეკეთი 2,180,000
(2008)
  უზბეკეთის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი. ტაშკენტი წარმოიშვა ჩირჩიკის ნაპირზე მდებარე ოაზისიდან.[5]
ტუსი   ირანი N/A   ხორასან რეზავის პროვინციის ანტიკური ქალაქი. ანტიკური ბერძნები მას სუსიას (ბერძ. Σούσια) უწოდებდნენ. ის ალექსანდრე მაკედონელმა ქრისტეშობამდე 330 წელს აიღო. ქალაქი 1220 წელს მონღოლებმა, ჩინგიზ-ყაენის მეთაურობით თითქმის მთლიანად გაანადგურეს.
დუშანბე   ტაჯიკეთი 679,400
(2008)
  ტაჯიკეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. უდშნბე ტაჯიკურად და სპარსულად ნიშნავს ორშაბათს[6]
ბუხარა   უზბეკეთი 237,900
(1999)
  ქვეყნის სიდიდით მეხუთე ქალაქი და ბუხარას პროვინციის დედაქალაქი. ბუხარა სპარსული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, მის ადრეულ პერიოდში.
ნიშაპური   ირანი 270,972
(2006)
  ქალაქი მდებარეობს ხორასან რეზავის პროვინციაში, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
  1. Konjikala დაარქივებული 2014-10-29 საიტზე Wayback Machine. : the Silk Road precursor of Ashgabat
  2. Konjikala, in: MaryLee Knowlton, Turkmenistan, Marshall Cavendish, 2006, pp. 40-41, ISBN 0-7614-2014-2, ISBN 978-0-7614-2014-9 (viewable on Google Books).
  3. The history of Afghanistan, Ghandara.com website დაარქივებული 2013-07-27 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
  4. Zabeth (1999) pp. 14-15
  5. Pulleyblank, Edwin G. 1963. "The consonantal system of Old Chinese." Asia Major 9 (1963), p. 94.
  6. D. Saimaddinov, S. D. Kholmatova, and S. Karimov, Tajik-Russian Dictionary, Academy of Sciences of the Republic of Tajikistan, Rudaki Institute of Language and Literature, Scientific Center for Persian-Tajik Culture, Dushanbe, 2006.