ნიშაბური
ნიშაბური (სპარს. نیشاپور) — ქალაქი ჩრდილოეთ ირანში, ხორასან-რეზავის ოსტანში. მდებარეობს ნაყოფიერ ვაკეზე, ბინამუდის მთების მთისწინეთში, რეგიონულ დედაქალაქ მაშადის სიახლოვეს. 2006 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენდა 270 972 ადამიანს. ქალაქის სახელწოდება სანსკრიტიდან მომდინარეობს (Nisha-Pur - ღამის ქალაქი), რადგან ერთ დროს ამ ტერიტორიას ინდოელი მმართველები მართავდნენ.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნიშაბური نیشاپور | |||||
| |||||
ქვეყანა | ირანი | ||||
მუნიციპალიტეტი | ხორასან-რეზავი | ||||
კოორდინატები | 36°12′48″ ჩ. გ. 58°47′45″ ა. გ. / 36.21333° ჩ. გ. 58.79583° ა. გ. | ||||
მერი | სეიდ ჰაბას ჰოსეინი | ||||
დაარსდა | III საუკუნე | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1,250 მ | ||||
მოსახლეობა | 264,375[1] კაცი (2016) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3:30 | ||||
სატელეფონო კოდი | 051 | ||||
ოფიციალური საიტი | neyshabur.ir | ||||
რეგიონის ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზეა დამყარებული. მთავარი კულტურებია მარცვლეული და ბამბა.
ნიშაპური მრავალი პოეტისა და ცნობილი ადამიანის სამშობლოა. მათ შორისაა პოეტი და მათემატიკოსი ომარ ხაიამი, რომელიც აქ 1048 წელს დაიბადა და დასაფლავებულია ქალაქიდან რამდენიმე მილში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: