ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბამბა (მრავალმნიშვნელოვანი).

ბამბა — ბამბის ბოჭკოსაგან გრილი და ჩასაცმელად სასიამოვნო ქსოვილი მზადდება. ბამბის ქსოვილი ტენს იწოვს და გარეთაც უშვებს, რის გამოც ადამიანის კანს სუნთქვის საშუალება ეძლევა. ბამბის ბოჭკოსაგან ამზადებენ პირსახოცის ქსოვილს, დოლბანდს, საფარდეს, ავეჯის შალითებსა და განსაკუთრებულად მტკიცე ტექნიკურ ქსოვილებს. ბამბა ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში იზრდება. ყოველ მცენარეზე ჩნდება კოლოფები, რომლებშიც 30-მდე თესლია. კოლოფი მწიფდება, სკდება და ბოჭკოების ფუმფულა მასა გამოჩნდება. შემდეგ ამ მასას თესლისგან გამოაცალკავებენ. ეს უკვე ბამბის ნედლეულია, საიდანაც ქსოვილს ამზადებენ. გამოიყენება ბამბის თესლიც: მისგან საჭმელი ცხიმი - ბამბის ზეთი - იხდება, ხოლო დაწნეხილ თესლს კვლავ გადაამუშავებენ და საქონლის საკვებად და სასუქად მოიხმარენ.

ბამბის სათესლე კოლოფები მზადაა მკისთვის

ბამბის დიდ პლანაციებში თითქმის ყველა ოპერაცია მექანიზებულია, თესვით დაწყებული და მოსავლის აღებით დამთავრებული. ღარიბ ქვეყნებში მდებარე პატარა პლანტაციებში გლეხები თესვისას პირუტყვს იყენებენ, ხოლო მოსავალს ხელით იღებენ. მართალია, მოსავლის აღება მანქანით გაცილებით სწრაფია თუმცა ხელით აღება ხშირად უმჯობესია, რადგან გლეხები მხოლოდ დამწიფებულ კოლოფებს იღებენ. გლეხი დღეში ხელით 110 კილოგრამამდე ბამბას კრეფს. მანქანას ამავე რაოდენობის ბამბის შესაგროვებლად ერთი საათიც არ სჭირდება.

ბამბის ბოჭკოს სიგრძე 2-4 სმ-ია. ბამბის ქსოვილების დაახლოებით 90% მოკლე და საშუალო სიგრძის ბოჭკოსაგან მზადდება. ყველაზე ნაზი ქსოვილებისთვის გრძელი ბოჭკო გამოიყენება. ბამბის ქსოვილი იოლად იღებება და უთოვდება. იგი შეიძლება ისე დამუშავდეს, რომ წყალგამტარი გახდეს. გარდა ამისა, მასზე არ გროვდება ატმოსფეროდან მომდინარე სტატიკური ელექტრობა, ამიტომ ბამბის ქსოვილი სხვა ქსოვილებზე გაცილებით გვიან ისვრება. დღეს ბამბის ბოჭკოს ხშირად პოლეითერსა და აკრილსაც უმატებენ.

ბამბის მწარმოებელი ქვეყნები

რედაქტირება
ბამბის მწარმოებელი 10 უმსხვილესი ქვეყანა (მეტრაჟი ტონებში)
რიგი ქვეყანა 2010 2012 2014
1   ჩინეთი 5,970,000 6,281,000 6,532,000
2   ინდოეთი 5,683,000 6,071,000 6,423,000
3   აშშ 3,941,700 3,412,550 3,553,000
4   პაკისტანი 1,869,000 2,312,000 2,308,000
5   ბრაზილია 973,449 1,673,337 1,524,103
6   უზბეკეთი 1,136,120 983,400 849,000
7   თურქეთი 816,705 754,600 697,000
8   ავსტრალია 386,800 473,497 501,000
9   თურქმენეთი 230,000 295,000 210,000
10   მექსიკა 225,000 195,000 198,000
წყარო: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია[1]

ბამბის სამრეწველო პლანტაციები 75-ზე მეტ ქვეყანაშია. ბამბის ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან ჩინეთი, ინდოეთი და აშშ, ხოლო მათ შემდეგ - პაკისტანი და ბრაზილია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ოქსფორდის დიდი საბავშვო ენციკლოპედია, ქართული გამოცემა შევსებული და განახლებული 2011 წელს, ISBN 978-99940-34-47-5
  • Beckert, Sven. Empire of Cotton: A Global History. New York: Knopf, 2014.
  • Brown, D. Clayton. King Cotton: A Cultural, Political, and Economic History since 1945 (University Press of Mississippi, 2011) 440 pp. ISBN 978-1-60473-798-1
  • Ensminger, Audrey H. and Konlande, James E. Foods and Nutrition Encyclopedia, (2nd ed. CRC Press, 1993). ISBN 0-8493-8980-1

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბამბა“-დან