ჩინეთი

ქვეყანა აზიაში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩინ.: 中华人民共和国, ფინინი Zhōngguó), ზოგადად ცნობილი როგორც ჩინეთი — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი (ინდოეთთან ერთად) ქვეყანა 1,4 მილიარდზე მეტი მოსახლით. ჩინეთი მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანაში არის ერთპარტიული სისტემა და მმართველი ძალაა ჩინეთის კომუნისტური პარტია.[6] ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება 22 პროვინციაზე, ხუთ ავტონომიურ რეგიონზე, ოთხ პირდაპირ კონტროლირებად მუნიციპალიტეტზე, (პეკინი, ტიანძინი, შანხაი და ჩუნცინი) და ორ მაღალი ავტონომიის მქონე სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონზე [7] (ჰონგ-კონგი და მაკაო). ჩინეთის დედაქალაქია პეკინი.[1] აღმოსავლეთიდან აკრავს ყვითელი, აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვები (წყნარი ოკეანე). სანაპიროსთან ბევრი კუნძულია, რომელთაგან უდიდესია ტაივანი და ჰაინანი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მონღოლეთი და რუსეთი, დასავლეთიდან ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი; სამხრეთით ნეპალი, ინდოეთი, ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი; ჩრდილოეთით ჩრდილოეთ კორეა. ოფიციალური ენა — ჩინური. ეროვნული დღესასწაულია 1 ოქტომბერი — რესპუბლიკის გამოცხადების დღე (1949). ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანულია, იყენებენ ასევე მთვარისა და მზის კალენდარს. ფულის ერთეულია იუანი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
中华人民共和国
ჩინეთი
ჩინეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: 

《义勇军进行曲》 მოხალისეთა მარში
ჩინეთის მდებარეობა
დედაქალაქიპეკინი[1]
39°55′ ჩ. გ. 116°23′ ა. გ. / 39.917° ჩ. გ. 116.383° ა. გ. / 39.917; 116.383
უდიდესი ქალაქი შანხაი[2][3]
ოფიციალური ენა ჩინური1
მთავრობა სოციალისტური რესპუბლიკა[4][5]
 -  ჩსრ-ს თავმჯდომარე სი ძინპინი
 -  სახ. საბჭოს პრემიერი ვენ ძიაბაო
ფართობი
 -  სულ 9 596 960 კმ2 (მე-3/4)
 -  წყალი (%) 2,8
მოსახლეობა
 -  2023 შეფასებით 1 411 750 000 (მე-2)
 -  2000 აღწერა 1 242 612 226 
 -  სიმჭიდროვე 145 ადამიანი/კმ² კაცი/კმ2 (83-ე)
მშპ (მუპ) 2023 შეფასებით
 -  სულ 17,701 ტრლნ. $ (მე-2)
 -  ერთ მოსახლეზე 12 541 $ (71-ე)
აგი (2023) 0,768 (მაღალი) (79-ე)
ვალუტა იუანი3 (CNY)
დროის სარტყელი (UTC +8სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +8სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი CHN
Internet TLD .cn, .hk, .mo
სატელეფონო კოდი 86

1ასევე ინგლისური ჰონგ-კონგში, პორტუგალიური მაკაოში.
2ფართობი ტაივანის, ჰონგ-კონგის და მაკაოს გამოკლებით.
3ასევე ჰონგ-კონგური დოლარი ჰონგ-კონგში, პატაკა მაკაოში.

სახელწოდება

რედაქტირება
  • ოფიციალური: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
  • ჩინური: Zhonghua Renmin Gongheguo.
  • ეტიმოლოგია: ევროპულ ენებში სახელი Chine, China, Cina მომდინარეობს ცინის დინასტიისაგან. თვით ჩინელები თავის ქვეყანას უწოდებენ ჭუნგუო-ს (中国), რაც „შუა სახელმწიფოს“ ნიშნავს.
  • ქვეყნის კოდი: CN.
 
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჭოუ
 აღმოსავლეთი ჭოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამეფოების პერიოდი

(ცი, ცინი, ჩუ, ვეი, ხანი, ჯაო, იანი, იუე, სუნი, შუ, ბა)

იმპერიები
ცინი ძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
  დასავლეთი ხანი
  სინის დინასტია
  აღმოსავლეთი ხანი
სამმეფობა 220–280
  ვეი, შუ და
ძინის დინასტია 265–420
  დასავლეთი ძინი 16 სამეფო
304–439
  აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია 581–618
ტანის დინასტია 618–907
  (მეორე ჭოუ 690–705)
5 დინასტია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
  ჩრდილოეთი სუნი დ. სია
  სამხრეთი სუნი ძინი
იუანის დინასტია 1271–1368
მინის დინასტია 1368–1644
ცინგის დინასტია 1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე

ჩინეთის ისტორია უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ.წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ, დაიწყო იმპერატორი ცინ შიხუანდის მიერ, დამწერლობის სისტემის იძულებითი დადგენის (ძვ. წ. 200 წელს) და კონფუციანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის (ძვ. წ. 100 წელს) ჩამოყალიბების შემდეგ. ჩინური სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორია 40 საუკუნეს ითვლის. მსოფლიო ცივილიზაცია ბევრითაა დავალებული ჩინელებისაგან. მათ გამოიგონეს ქაღალდი და დენთი, ასევე საბანკო კრედიტი, ქაღალდის ფული და კომპასი, ბეჭდვის ტექნოლოგია, ლაქი, ფაიფური, აბრეშუმი და ფოიერვერკი მრავალ სხვათა შორის. π-ს (ბერძ. პი) მნიშვნელობა გამოთვლილ იქნა მე-5 საუკუნის მათემატიკოსის ზუ ჩონჟის მიერ მე-7 ხარისხის ათწილადამდე. სუნ ძუს ომის ხელოვნება დაწერილი ძვ. წ. VI საუკუნეში დღემდე ადამიანთა ეფექტური მართვის უმნიშვნელოვანეს დოქტრინად ითვლება.

სიას დინასტია

რედაქტირება
 
სია

პირველი დინასტია, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება იყო სიას დინასტია[8] (ჩინ. 夏朝). ამ დინასტიის დაახლოებითი არსებობა თარიღდება ძვ. წ. 2200-ძვ. წ. 1750 წლებით. დღემდე, უმეტესობა ისტორიკოსებისა თვლიდნენ, რომ ამ დინასტიის არსებობა, საერთოდ მითია, მაგრამ არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა ესეც ეჭვქვეშ დააყენა. ამ დინასტიის არსებობა-არარსებობის დამტკიცებას კიდევ ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენა და გათხრა ესაჭიროება.

შანის დინასტია

რედაქტირება
 
შანი

მეორე დინასტია, რომლის არსებობა დადასტურებულია, იყო შანის დინასტია[9] (ჩინ. 商朝), რომელიც თარიღდება ძვ.წ. 1750-ძვ.წ. 1040 წლებით. არის სამი მთავარი ფაქტორი, რაც აუცილებელია ვიცოდეთ ამ დინასტიის შესახებ.

  • ის იყო ყველა დროის ყველაზე განვითარებული და წინ წასული ბრინჯაოზე მომუშავე ცივილიზაცია.
  • ამ დინასტიის ნაშთები, გვაძლევს ჩინური დამწერლობის ყველაზე ადრინდელ და სრულყოფილ ნიმუშებს, რომლებიც შესრულებულია ღორის ტყავზე.
  • ეს დინასტია იყო ყველაზე სისხლს მოწყურებული იმ დროისთვის და საერთოდ შუა საუკუნეებამდელ პერიოდში. მათ აშკარად უყვარდათ ადამიანების მსხვერპლთშეწირვა. თუ მეფე მოკვდებოდა, ას მონაზე მეტი შეუერთდებოდა მას სამარხში. ზოგიერთებს, ჯერ თავს აჭრიდნენ და მერე ყრიდნენ სამარხში, ზოგს კი პირდაპირ ცოცხლად მარხავდნენ. ისინი აგრეთვე მსხვერპლად წირავდნენ ადამიანებს სხვადასხვა რიტუალურ და ცერემონიულ შემთხვევებზე.

ამ დინასტიას ჰქონდა საკმაოდ უცნაური პატრილინიარული სისტემა, იმის მაგივრად რომ მამას შვილისთვის დაეტოვებინა ტახტი, მეფის წოდება გადადიოდა უფროსი ძმიდან უმცროსზე. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ყველაზე უმცროსი ძმა გარდაიცვლებოდა, მაშინ ტახტზე ადიოდა ასაკით ყველაზე დიდი ბიძაშვილსა ან მამიდაშვილზე, რომელიც აუცილებლად მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო.

ჯოუს დინასტია

რედაქტირება

დასავლური ჯოუს დინასტია (ძვ. წ. 1100 - ძვ. წ. 771)

რედაქტირება
 
ჯოუ

შანის დინასტიის გადაგვარების შემდეგ, ჩინეთის მმართველობაში, მოვიდა ჯოუს დინასტია (ჩინ. 周朝), რომელმაც იარსება ძვ. წ. 1100-ძვ. წ. 256 წლებში. ძვ. წ. XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა ადრემონათმფლობელური ინის სახელმწიფო, რომელიც ჯოუს ტომმა დაიპყრო. ამ დინასტიის მმართველობის პერიოდი იყოფა ორ ნაწილად: დასავლური (ძვ. წ. 1100-ძვ. წ. 771) და აღმოსავლური (ძვ. წ. 771-ძვ. წ. 256) ჯოუს დინასტია. ისტორიკოსები და მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჯოუს დინასტია უფრო „ჩინური“ იყო, ვიდრე შანის. თუნდაც იმიტომ, რომ ჯოუს დინასტიაში მეფის (მმართველის) ტიტული მამისგან შვილს გადაეცემოდა. აგრეთვე ნაკლებად ჰქონდათ ყურადღება გამახვილებული ადამიანთა მსხვერპლთშეწირვაზე. მაგრამ შანის დინასტიასთან შედარებით ნაკლებად ძლიერები იყვნენ ბრინჯაოს ხმარებაში. თუმცა საუკუნეები დასჭირდა, სანამ დასავლეთმა ისწავლა ბრინჯაოს ხმარება ისევე, როგორც ჯოუს დინასტიას ჰქონდა ათვისებული. ზოგიერთ მეცნიერს სჯერა, რომ სიას, შანის და ჯოუს დინასტიები იყო სამი სხვადასხვა კულტურა, რომლებიც ასე თუ ისე, ერთ პერიოდში აღმოცენდა ყვითელი მდინარის ველზე. ისტორიული ჩანაწერები კი ამას ასაბუთებს იმით, რომ სიას დინასტია დაიპყრო შანმა, შემდეგ კი ჯოუმ იმარჯვა ამ უკანასკნელზე.

აღმოსავლური ჯოუს დინასტია (ძვ. წ. 771 - ძვ. წ. 256)

რედაქტირება

აღმოსავლეთ ჯოუს დინასტიას აშკარად შეეტყო ძალების შესუსტება. თანდათან ჩამოყალიბდა ახალი ფილოსოფიები და იდეები. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული გადმოსახედიდან, იყო (არის) დაოსიზმი (ტაოიზმი), კონფუციანიზმი და ლეგალიზმი.

  • დაოიზმი არის აგებული დაოს შესწავლაზე, დაო ნიშნავს გზას. დაოიზმის უძველესი წიგნია „დაო დე ჯინგი“ (გზა და სათნოება), რომელიც დაწერა ლაო-ძიმ. დაოისტებს უყვარდათ, მაგალითად: „ამბავი კაცზე, რომელსაც ესიზმრებოდა რომ იგი იყო პეპელა, მერე მას გაეღვიძა და იგი ფიქრობდა ვინ იყო ის, ადამიანი თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრებოდა რომ ის იყო ადამიანი“. ეს არის დაოიზმის კლასიკური მაგალითი. დაოიზმს გარკვეული ზემოქმედება ჰქონდა ძენ (ზენ) ბუდიზმის განვითარებაზე.
  • კონფუცი, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნეში, თვლიდა რომ ღირსეული კაცები კარგი მმართველები არიან, და რომ სათნოება და ღირსება ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა ხელმძღვანელის ან ლიდერის. კონფუციანიზმი, საერთოდ ამბობს იმას, რომ ყველა ადამიანი კარგია და რომ ღირსება და კეთილდღეობა მოიპოვება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სათანადოდ მოიქცევა. კონფუციმ დიდი ყურადღება გაამახვილა ამ „სათანადოზე“ (ანუ სათანადოდ მოქცევაზე). კონფუციანიზმი ამბობს, რომ იმპერატორი არის სამოთხის შვილი (სამოთხე კი დასავლეთში აღიქმება როგორც ადგილი ცაში, ხოლო აღმოსავლეთში კი ნიშნავს ღვთაებრივ ძალას) და მას აქვს სამოთხის მანდატი რათა მართოს.
  • ლეგალიზმი მომდინარეობს კონფუცის ერთ-ერთი მოსწავლის, ხუნ-ძის სწავლებებისგან. ხუნ-ძის სწამდა, რომ უმეტესწილად ადამიანი ჯერ თავის თავზე იფიქრებს, მაშასადამე იგი არის ბოროტი. ამის გამო ლეგალისტებმა შექმნეს კანონები, რომლებიც გაამარტივებდნენ ხალხის მართვას. კონფუციანიზმის და ლეგალიზმის ფუნდამენტალური მიზანი იყო იმ დროს დაშლილი ჩინეთის ხელახლა გაერთიანება, უბრალოდ მათ სხვადასხვა მიდგომა არჩიეს.

ცინის დინასტია

რედაქტირება
 
ცინი

იმპერატორთა დინასტია ჩინეთში, ძვ. წ. 221-207 წწ. დინასტიის დამაარსებელია ცინ შიხუანდი. დედაქალაქი — ქალაქი სიანიანი. მისმა პირველმა იმპერატორმა ცინ შიხუანდიმ გაატარა მთელი რიგი რეფორმები (ფულის ერთეულის, დამწერლობის, ზომის ერთეულის უნიფიცირება). მანვე დაამთავრა ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა. იმპერიის საზღვრების გაზრდის მიზნით იგი ეწეოდა დამყრობლურ ომებს (უპირატესად ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე). მშრომელი მასების აჯანყებებმა ბოლო მოუღო ცინის იმპერიას. ცინის განმგებლობის პერიოდში შეიქმნა ჩინეთის ისტორიაში პირველი ცენტრალიზებული სახელმწიფო. ქვეყანა დაიყო 36 მხარედ, რომელთაც იმპერატორის მიერ დანიშნული მოხელეები განაგებდნენ. გამუდმებულმა ომებმა ქვეყნის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ჩინეთის დიდი კედლისა და მრავალრიცხოვანი სასახლეების მშენებლობამ საგადასახადო უღლის გაძლიერება გამოიწია. ძვ. წ. 209 წლის დასასრულსა და 208 წლის დასაწყისში, ქვეყანაში იფეთქა სახალხო აჯანყებებმა. ოქტომბრის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის ლიუ ბანის არმიამ ქალაქი სიანიანი მიიტაცა და ცინის დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.

შემდგომი დინასტიები

რედაქტირება

ძვ. წ. 206ახ.წ. 220 წლამდე ჩინეთში ბატონობდა ხანის დინასტია. ხანის იმპერიაში მიმდინარეობდა სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების შემდგომი განვითარება, მიწის საკუთრების კონცენტრაცია მსხვილი მემამულეების ხელში, ოფიციალურ იდეოლოგიად აღიარეს კონფუციანელობა. ხანის იმპერიის დაცემით არსებითად დამთავრდა მონათმფლობელური პერიოდი. IIIIV საუკუნეებში ფეოდალური ჩინეთი რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიშალა. ხანგრძლივ დაქუცმაცებას და შინაომებს ბოლო მოეღო VI საუკუნეში, როდესაც მხედართმთავარმა იან ძიანმა სუის დინასტიის (581-618) გამგებლობას დაუქვემდებარა მთელი ჩინეთი (589). სუის დინასტია შეცვალა ტანის დინასტიამ (618-907). მისი პირველი იმპერატორები ენერგიულად ებრძოდნენ თავგასულ ფეოდალებს, ახშობდნენ მშრომელთა გამოსვლებს და რეფორმებით ცდილობდნენ ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. VII საუკუნის დამლევისათვის ტანის იმპერია დაპყრობითი ომების შედეგად გაფართოვდა მეზობლების ხარჯზე. VIII საუკუნის შუა ხანებიდან გაძლიერდა ბრძოლა გაბატონებულ კლასთა შორის. პერიფერიების სამხედრო გუბერნატორების პერიოდულმა ამბოხებებმა ცენტრალური ხელილსუფლების წინააღმდეგ განაპირობა ტანის იმპერიის დასუსტება და საგარეო ძლიერების დაცემა. ტანის იმპერია შეცვალა სუნის იმპერიამ (960-1279). სუნის პერიოდში ჩინეთმა დაკარგა ბატონობა ვასალურ ტერიტორიებზე, გახშირდა ჯურჯენებისა და სხვა ტომების (ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან) თავდასხმები. კიდანებმა იმპერიას ჩამოაჭრეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები. XIII საუკუნის დამდეგისათვის დაიწყო მონღოლთა შემოსევები. მონღოლებმა დაიპყრეს ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, 1279 წელს კი ბოლო მოუღეს სუნის დინასტიას. გაბატონდა მონღოლთა დინასტია იუანი (1280-1368). მონღოლმა ფეოდალებმა ჩინეთში დაამყარეს სასტიკი ეკონომიკური, პოლიტიკური და ეროვნული ჩაგვრის რეჟიმი, რამაც დროებით შეაფერხა მისი განვითარება. ჩინელი ხალხი ხანგრძლივ ბრძოლას ეწეოდა მონღოლი ბატონების წინააღმდეგ. აჯანყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯუ იუნჯანმა 1368 წელს დამყრობთა განდევნის შემდეგ დააარსა მინის დინასტია (1368-1644).

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა მაო ძე-დუნმა 1949 წელს, მიღებულ იქნა საბჭოური ტიპის კონსტიტუცია. 1971 წლიდან გაეროს წევრია. 80-იან წლებში კომუნისტმა-რეფორმატორებმა გაატარეს ეკონომიკური რეფორმები და ჩინეთმა გიგანტური ნაბიჯებით იწყო წინსვლა, გაუმჯობესდა ურთიერთობა მრავალ ქვეყანასთან. რეფორმები არ შეხებია პოლიტიკურ სისტემას და თავისუფლებებს. ცენტრალურ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს ტაივანთან და ტიბეტთან ურთიერთობებში.

XVI საუკუნიდან ჩინეთში აღწევენ ევროპელები. 1516 წელს ჩინეთში ჩავიდნენ პორტუგალიელი კოლონიზატორები. 1557 წელს მათ იჯარით აიღეს ჩინეთის ნავსადგური აომინი (მაკაო). პორტუგალიელებს მიჰყვნენ ესპანელები და ჰოლანდიელები. ამავე პერიოდიდან ჩინეთს მოევლინენ პირველი ევროპელი მისიონერები — იეზუიტები, რომლებიც ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად სწავლობდნენ ამ ქვეყანას. XVII საუკუნის დასაწყისიდან მსხვილი მემამულეების ხელში აღმოჩნდა მიწები, გაძლიერდა გლეხობის ჩაგვრა — გაპარტახება, მათი მოიჯარე-მოზიარეებად გადაქცევა. XVII საუკუნის დასაწყისიდან მინის იმპერია ღრმა სოციალურ კრიზისს (ქალაქების ღარიბობის აჯანყებები, ქიშპობის გამწვავება მმართველი კლასების შიგნით) განიცდიდა. ამით ისარგებლეს ჯურჯენთა (მანჯურიელთა) ტომებმა, რომლებმაც გაერთიანების შემდეგ ჩინეთის დაპყრობა განიზრახეს. XVII საუკუნის 20-30-იან წლებში გლეხთა აჯანყებები გლეხთა ომში (1628-1645) გადაიზარდა, რომლის შედეგადაც დაემხო მინის დინასტია. ძალაუფლება ცინის მანჯურიული დინასტიის (1644-1911) ხელში გადავიდა, 1683 წელს ჩინელი ხალხი მძიმე ბრძოლას განაგრძობდა მანჯურიელ დამპყრობთა წინააღმდეგ, მანჯურიელთა შემოსევამ მათგან გამოწვეულმა ნგრევა-გაჩანაგებამ და გარესამყაროსაგან იზოლაციის მათმა პოლიტიკამ ხანგრძლივი დროით შეაფერხა ჩინეთის შემდგომი განვითარება. მანჯურიელი დამპყრობლები კვლავ განაგრძობდნენ ჩინეთში არსებულ ფეოდალურ ექსპლუატაციას. მინის თავკაცობას (და ნაწილობრივ ჩინელი მემამულეებსაც) ჩამოართვეს მიწების ნაწილი, რაც მანჯურიის საიმპერატორო სახლის საკუთრება გახდა. მანჯურიელმა ფეოდალებმა მსხილ ჩინელ ფეოდალებთან ერთად შექმნეს დესპოტური მონარქია, რომელიც ძლიერ არმიას და ბიუროკრატიულ აპარატს (მანდარინატი) ემყარებოდა. ჩინელი ხალხი განაგრძობდა ბრძოლას მანჯურიელთა ბატონობის წინააღმდეგ. XVIII საუკუნეში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები (პორტუგალია, ჰოლანდია, საფრანგეთი) ამაოდ ცდილობდნენ დაემყარებინათ ჩინეთთან ოფიციალური ურთიერთობა და შეეღწიათ მის საზღვრებში. მათ მხოლოდ სამხრეთში, გუანჯოუში (კანტონი) მიეცათ ვაჭრობის უფლება. ეს ყველაზე მეტად გამოიყენა ინგლისმა, რომელმაც დაიწყო ჩინეთში ოპიუმის შეზიდვა (რაც ინგლისელ ვაჭრებს დიდ შემოსავალს აძლევდა).

1839 წელს მკვეთრად გამწვავდა ინგლის-ჩინეთის ურთიერთობა. ამის საბაბი გახდა ჩინეთის ხელისუფალთა მიერ ოპიუმით ვაჭრობის აღკვეთა. პასუხად ინგლისელებმა 1840 წელს ომი გააჩაღეს ჩინეთის წინააღმდეგ (ე.წ. 1840-1842 „ოპიუმის“ ომი). ჩინეთი ამ ომში დამარცხდა. 1842 წლის 29 აგვისტოს ნანკინის არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულებით ჩინეთი ვალდებული იყო გაეხსნა ინგლისთან ვაჭრობისათვის 5 ნავსადგური, გადაეცა მისთვის კუნძული სიანგანი (ჰონგ-კონგი), გადაეხადა კონტრიბუცია, დაეწესებინა შეღავათიანი საბაჟო ტარიფები და სხვა. 1843 წელს დამატებითი ოქმით ინგლისმა მოიპოვა ექსტერიტორიულობისა და იურიდიული შეუვალობის უფლება ჩინეთთან და სხვა. 1844 წელს ჩინეთმა ხელშეკრულებები დადო აშშ-სა და საფრანგეთთან, რომლითაც ამ ქვეყნებმა მიიღეს ინგლისის ანალოგიური პრივილეგიები. ინგლისთან ომში დამარცხებამ და თავზე მოხვეულმა არათანასწორუფლებიანმა ხელშეკრულებებმა სათავე დაუდეს ჩინეთის ნახევრად კოლონიურ ქვეყნად გადაქცევას.

ინგლის-ჩინეთის 1840-1842 წლების ომი და მისი შედეგები მეტამ მძიმე იყო ჩინეთის მშრომელებისათვის. გაიზარდა საგადასახადო ტვირთი, შრომითი ვალდებულებები და სხვა უცხოური საქონლის მოზღვავება ძირი გამოუთხარა ხელოსნობასა და შინამრეწველობას. ამის პასუხად გაძლიერდა მათი წინააღმდეგობა მჩაგვრელთა მიმართ. 1841-1849 წლებში ადგილი ჰქონდა 110 აჯანყებასა და მღელვარებას. 1850 წელს ტაიპინელთა რელიგიურმა სექტამ ხუნ სიუციუანის მეთაურობით გუანსის პროვინციაში მოაწყო აჯანყება მანჯურიელთა წინააღმდეგ. ტაიპინელთა რაზმებმა 1853 წელს აიღეს ნანკინი, რითიც ტაიპინელთა სახელმწიფო-სატახტო ქალაქი გახდა. 1856 წელს ტაიპინელთა თავკაცებს შორის მოხდა განხეთქილება, რამაც სერიოზულად დაასუსტა ტაიპინელთა სახელმწიფო. 1856 წელს ინგლისმა, შემდეგ საფრანგეთმა ახალი ომი გააჩაღეს ჩინეთის წინააღმდეგ (მეორე „ოპიუმის“ ომი), მათ დაამარცხეს მანჯურიელთა ჯარები და ტიანძინის (1858) და პეკინის (1860) ხელშეკრულებებით მნიშვნელოვნად გააძლიერეს თავიანთი პოზიციები ჩინეთში. 60-იან წლებში დამდეგიდან ინგლისს-საფრანგეთმა და აშშ-მა გააძლიერეს დახმარება პეკინის მთავრობისადმი ტაიპინელთა წინააღმდეგ საბრძოლველედ. შინაგანი და გარეშე რეაქციის ერთობლივი ძალებით ტაიპინელთა აჯანყება ჩაახშვეს მანჯურიელებმა.

XIX საუკუნის ბოლოს ჩინეთში ჩამოყალიბდა კაპიტალისტური წყობილება, განვითარდა ეროვნული ბურჟუაზია, პროლეტალები და ბურჟუაზიული ინტელიგენცია. განვითარდნენ ახალი სამრეწველო-კულტურული ცენტრები (ტიანძინი, შანხაი, უხანი). ერთდროულად გაძლიერდა კაპიტალისტური სახელმწიფოების აგრესია, რომლებმაც მიიტანეს ჩინეთის ვასალური სახელმწიფოები (საფრანგეთმა — ვიეტნამი, ინგლისმა — ბირმა, 1885 წელს). 1894-1895 წლებში იაპონიას ომი ჰქონდა ჩინეთის წინააღმდეგ, რის შედეგად მიიტაცა კუნძულები ტაივანი, პენხულედაო და გააძლიერა თავისი გავლენა კორეაში. XIX საუკუნის დასასრულს იმპერიალისტურმა სახელმწიფოებმა მიიტაცეს ჩინეთის მთელი რიგი ნავსადგურები და ქვეყნის ცალკეული ნაწილები თავისი გავლენის სფეროდ გადააქციეს (გერმანიამ — შანდუნის პროვინცია, ინგლისმა — მდინარე იანძის აუზი, საფრანგეთმა — სამხრეთ-დასავლეთი პროვინცია, რუსეთმა — ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთი, იაპონიამ — ფუძიანის პროვინცია). 1899 წელს აშშ-მა „ღია კარის“ დოქტრინით მთელ ჩინეთზე წამოაყენა პრეტენზია. ცინების მორიგმა კაპიტულაცია იმპერიალისტური მოძალადეების წინაშე აღაშფოთა ჩინელი ხალხი. იგი გამოვლინდა ტაივანისმოსახლეობის აჯანყებასა (1895) და სხვა სახალხო გამოსვლებში. 1894 წელს ჩაისახა რევოლუციურ-დემოკრატიული მოძრაობა სუნ იატსენის მეთაურობით. 1894 წელს მან დააარსა პირველი რევოლუციური ორგანიზაცია სინჯუხოი (ჩინეთის აღორძინების საზოგადოება). 1895-1898 წლებში დიდი გაქანება მოიპოვა ჩინეთის ბურჟუაზიის და მემამულეების ლიბერალ-რეფორმატორულმა მოძრაობამ კან იუვეის ხელმძღვანელობით. 1898 წლის ივნისში იმპერატორმა გუანსიუიმ სახელმწიფო მართვა-გამგეობაში მიიწვია რეფორმატორები („რეფორმების ასი დღე“). მათ დაიწყეს ბურჟუაზიული რეფორმების გატარება. მაგრამ რეფორმებით ჩინეთის გარდაქმნის მათი ცდა ჩაიშალა. დედოფალ ცისის მომხრეებმა 1898 წლის 21 სექტემბერს მოაწყვეს სახელწმიფო გადატრიალება. რეფორმატორების ნაწილი სიკვდილით დაისაჯა, სხვები რეპრესირებულ იქმნენ. იმპერიალისტების მზარდმა თვითნებობამ და ტელეგრაფის მშენებლობამ 1899 წელს წარმოშვა მძლავრი ანტიიმპერიალისტური იხეტუანთა აჯანყება. 1900 წლის ივნისში აჯანყებულმა პეკინიც კი დაიკავეს. ამის პასუხად მოეწყო რვა სახელმწიფოს (ინგლისი, აშშ, იაპონია, რუსეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია-უნგრეთი და საფრანგეთი) ინტერვენცია ჩინეთში. იხეტუანთა აჯანყების დიდი გაქანებით დაშინებულმა ცისის მთავრობამ ომი გამოუცხადა ინტერვენტებს და აჯანყებულებს მიემხრო. 1900 წლის აგვისტოში ინტერვენტებმა აიღეს პეკინი, მთავრობა სიანში გაიქცა. იხეტუანთა აჯანყებას დამარცხების მიუხედავად დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. მან ჩაშალა ჩინეთის დანაწილების იმპერიული გეგმები. XX საუკუნის დამდეგისათვის ჩინეთი ტიპური ნახევრად კოლონია იყო. ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობაში მომხდარმა ცვლილებებმა და ქვეყნის ნახევრად კოლონიურმა მდგომარეობამ ბიძგი მიცა რევოლუციური მოძრაობის განვითარებას. ჩინეთში აღმოცენდა ახალი რევოლუციური ორგანიზაციები. რევოლუციური მოძრაობის განვითარებაზე ჩინეთში დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის 1905-07 წლების რევოლუციამ, რომელმაც, ვლადიმერ ლენინის თქმით, „გამოაღვიძა აზია“. 1905 წელს სუნ იატსენმა იაპონიაში დააარსა რევოლუციური პარტია ტუნმენხოი, რომლის პროგრამა ითვალისწინებდა სამი სახის პრინციპის განხორციელებას (მანჯურიელთა დამხობა, რესპუბლიკის დამყარება და „მიწაზე უფლებების გათანაბრება“). 1911 წლის 10 ოქტომბერს ტუნმენხოის ხელმძღვანელობით დაიწყო სინხაის რევოლუცია. სინხაის რევოლუციამ დაამხო ცინების მონარქია, დაამყარა რესპუბლიკა. მაგრამ ვერ გადაწყვიტა ანტიიმპერიალისტრური და ანტიფეოდალური ამოცანები. ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს მემამულეებმა და კომპრადორული ბურჟუაზიის წარმომადგენლებმა.

 
  • ფართობი: 9.597.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო — 14 000 კმ; სახმელეთო - 20 000 კმ.
  • ბუნება: ორი მესამედი მთებსა და უდაბნოებს (მათ შორის გობის უდაბნო) უჭირავს. გეოგრაფიული რაიონები — აღმოსავლეთი ჩინეთი, ტიბეტის ზეგანი, კუნლუნის მთები და ჰიმალაები, ტარიმის და ჯუნგარის აუზები, შიგა მონღოლეთის პლატო, მანჯურია, ხუანხეს და იანძის აუზები; უმაღლესი მწვერვალიჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი ტიბეტში (8.848 მ). მდინარეები (კმ) იანძი 5.500; ხუანხე 4.700; ამური 4.300; მეკონგი 4.200 კმ; ტბები (კმ²) — ცინხაიხუ 4.000, დუნტინხუ 3.100, ლოპ-ნორი 2.500, ხულუნ-ნორი 2.400, ტაი-ხუ 2.240; კუნძულიხაინანი 33.670 კვ.კმ; კლიმატი — სხვადასხვა (ჰიმალაების, პოლარული, კონტინენტური, ზომიერი, ტროპიკული).
  • ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, რკინის მადანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ვერცხლისწყალი, კალა, ვოლფრამი, მანგანუმი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ალუმინი, ტყვია, თუთია, ურანი, მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული რესურსები.

ქვეყანა მდებარეობს აზიაში, უკავია კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი, ჩრდილოეთი კორეა, მონღოლეთი.

ჩინეთის უზარმაზარი ტერიტორია ბუნების მრავალფეროვნებით ხასიათდება, რაც უპირველესად განპირობებულია რელიეფისა და გეოლოგიური აგებულების თავისებურებებით. რელეიფში ჭარბობს მთები, პლატოები და მაღლობები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ტიბეტის მთიანეთი, რომელიც უმაღლესია მსოფლიოში. ნეპალთან საზღვარზე ჰიმალაებში კი მდებარეობს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა - 8 848 მ. აღსანიშნავია აგრეთვე დიდი და მცირე ხინგანები, ცინლინის მთები, ტიან-შანი, ბეიშანი და ა.შ.

დაბლობებს უკავია ტერიტორიის მხოლოდ 12 %. ისინი ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთშია წარმოდგენილი. ცნობილია დუმბეიპინიუანის და ჩინეთის დიდი დაბლობი, რომლებიც სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს რაიონებს წარმოადგენენ. ტიან-შანის მთების აღმოსავლეთით გვხვდება ტურფანის ქვაბული, რომელიც ზღვის დონიდან 155 მეტრით დაბლა მდებარეობს. ჩინეთში მდებარეობს ალაშანის, გობის და თაკლამაკანის უდაბნოები.

ჩინეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ხელსაყრელი კლიმატური პირობებით ხასიათდება, რაც სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა სახის კულტურის მოყვანის საშუალებას იძლევა.

ნალექების რაოდენობის თვალსაზრისით ქვეყანა პირობითად შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად. გამყოფი ხაზი გაივლის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. არიდულ ზონებში ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ნალექიანობა 100 მმ-ს არ აღემატებახოლო ყველაზე უხვნალექიანია კუნძული ტაივანი, 2000 მმ.

ჩინეთისთვის დამახასიათებელია ხშირი წყალდიდობები და გვალვები. მაგალითად, ძვ. წ. 206 წლიდან 1987 წლამდე ქვეყანაში 1995 წყალდიდობა მოხდა. ამ პერიოდში მდინარე ხუანხემ 1 500-ჯერ გაარღვია ჯებირები და დატბორა უზარმაზარი ტერიტორიები. მან 26-ჯერ შიეცვალა თავისი კალაპოტი. წელიწადში საშუალოდ 7-ჯერ ტაიფუნის დამანგრეველი ძალა გამანადგურებელ დარტყმას აყენებს ქვეყნის სანაპირო რაიონებს.

შიგა წყლები

რედაქტირება

ხმელეთის ზედაპირული წყლების მარაგით ჩინეთი მეექვსე ქვეყანაა ბრაზილიის, რუსეთის, კანადის, აშშ-ის და ინდონეზიის შემდეგ. მდინარეთა საერთო სიგრძე 227 000 კმ-ს შეადგენს. მდინარეების უდიდესი ნაწილი მიედინება ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეთისკენ და განეკუთვნებიან წყნარი ოკეანის აუზს. ჩინეთის უდიდესი მდინარეა იანძი, რომელიც თავის სიგრძით მხოლოდ ნილოსს და ამაზონს ჩამორჩება. მისი სიგრძე 6 300 კმ, ხოლო აუზის ფართობი 1 807 199 კმ²-ს უტოლდება. ქვეყნის სიდიდით მეორე მდინარეა ხუანხე. აღსანიშნავია აგრეთვე ჩუძიანი, სუნგარი და ა. შ.

ჩინეთი მდიდარია ტბებით, რომელთა შორის 12 თავისი ფართობით 1 000 კმ²-ს აღემატება. ტბებიდან აღსანიშნავია: დუნტინხუ, პოიანხუ, ტაიხუ, კუკუნორი.

ცოცხალი სამყარო

რედაქტირება

ჩინეთის ნიადაგური საფარი დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ წარმოდგენილია ყველა სახის ნიადაგი, რომელიც გავრცელებულია აზიის კონტინენტზე. რელიეფის, კლიმატისა და ნიადაგების მრავალფეროვნებამ საკმაოდ ხელსაყრელი პირობები შექმნა სხვადასხვა მცენარეულობის განვითარებისთვის: დაწყებული ტროპიკებით, დამთავრებული ტაიგის ფლორით ჩრდილოეთში. ტყეები ქვეყანაში ცოტაა. მათ მთელი ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 12 % უკავიათ. ტყეების გავრცელების ძირითადი რაიონებია დიდი და მცირე ხინგანები, ასევე ტროპიკული ზონა. ჩინეთის ტერიტორიაზე ფლორის 35 000-მდე სხვადასხვა წარმომადგენელია. აქ ვხვდებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროსათვის დამახასიათებელ თითქმის ყველა სახის მცენარეს. მცენარეული საფარის მრავალფეროვნება უპირველესად განპირობებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მეზობლობით და მათ შორის რაიმე ბუნებრივი საზღვრის არარსებობით.

ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყოფა 4 ძირითადი ბუნებრივ-მცენარეული ზონა:

  • სტეპის მცენარეული ზონა
  • მარადმწვანე სუბტროპიკული და ტროპიკული ტყეების ზონა
  • ზომიერი ფოთოლმცვენი ტყეების ზონა
  • უდაბნოს მცენარეულობა
 
გიგანტური პანდა, ჩინეთის ენდემური ცხოველი

ჩინეთის ფაუნის შემადგენლობაშია ძუძუმწოვართა 500-ზე მეტი, ფრინველთა 1200-ზე მეტი, ქვეწარმავალთა 400-ზე მეტი და ამფიბიების დაახლოებით 350 სახეობა. ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ფაუნის მრავალფეროვნება დიდი არ არის, თუმცა ცალკეულ სახეობათა ინდივიდების რაოდენობა მნიშვნელოვნად შესამჩნევია: უდაბნოებში გვხვდება პრჟევალსკის ცხენი, კანჯარი, ჯეირანი, გარეული ორკუზიანი აქლემი, მიწის კურდღლები; სტეპებისთვის დამახასიათებელია ძერენი, ბრანტდის მემინდვრია, მიწის მექვიშია და სხვ. ტიბეტის მთიანეთის მაღალმთიანი ფაუნის წარმომადგენლები არიან გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი გარეული იაკი, თოვლის ლეოპარდი, მებულულეჭამია დათვი, აგრეთვე მრავალრიცხოვანი მღრღნელები (მებულულეები, მთის მემინდვრიები, ზაზუნები, ვირზაზუნები).[10]

ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში მრავალი მტაცებელი ძუძუმწოვარია: კოლონოკი, სიასამური, ყარყუმი, დედოფალა, ფოცხვერი და სხვ. აღმოსავლეთ ჩინეთის, ტიბეტის მთიანეთისა და ცინლინ-იუნანის მთიანი ქვეყნის სუბტროპიკული რაიონების ფაუნა გამოირჩევა მრავალფეროვნებისა და ენდემიზმის მაღალი დონით (გადაშენების საფრთხეში მყოფი გიგანტური პანდა, მცირე პანდა, ჩინური ვეფხვი, აგრეთვე ტაკინი, ჰულოკი, ბიგასებრნი და სხვ.). მდინარე იანძის წყლებში ბინადრობს ენდემური ჩინური ალიგატორი და ტბის დელფინი.[10]

სამხრეთ ჩინეთში ტენიან ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს წვრილტანიანი მაიმუნების, გიბონების მრავალი სახეობა, ზანტი სქელი ლორი, ვივერისებრნი და სხვ.; ორნითოფაუნის დამახასიათებელი წარმომადგენლები არიან ტროგონები, თუთიყუშები, მენექტრიები, ვერცხლისფერი ხოხბები.[10]

გადაშენების საფრთხის ქვეშაა ძუძუმწოვართა 79, ფრინველთა 74, ქვეწარმავალთა 31 და ამფიბიათა 84 სახეობა.[10]

სახელმწიფო

რედაქტირება

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 23 პროვინცია (sheng - მათ შორის ტაივანი), 5 ავტონომიური რეგიონი (zizhiqu), 4 მუნიციპალიტეტი (shi), 2 სპეციალური ავტონომიური რეგიონი (ჰონგ-კონგი და მაკაო).

ტაივანიგუანსი-ჯუანიშიგა მონღოლეთინინსია-ხუეისინძიანიტიბეტიჰონგ-კონგიმაკაო

დემოგრაფია

რედაქტირება

ჩინეთი ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უდიდესი ქალაქები

 
შანხაი
 
ჰონგ-კონგი
 
კუანგჭოუ

 
შენჯენი

რეიტინგი ქალაქი ადმინისტრაციული რეგიონი მოსახლეობა მეტროპოლიის მოსახლეობა გეოგრაფიული რეგიონი


პეკინი
 
ტიანძინი
 
ჩუნცინი
 
ნანკინი

1 შანხაი შანხაის მუნიციპალიტეტი 9,495,701 20,217,700 აღმოსავლეთი
2 პეკინი პეკინის მუნიციპალიტეტი 7,296,962 16,446,900 ჩრდილოეთი
3 ჩუნცინი ჩუნცინის მუნიციპალიტეტი 6,985,200 11,871,200 სამხრეთ-დასავლეთი
4 კუანგჭოუ გუანდუნის პროვინცია 5,066,129 10,641,400 სამხრეთ-ცენტრალური
5 შენჯენი გუანდუნის პროვინცია 6,660,000 10,358,400 სამხრეთ-ცენტრალური
6 ტიანძინი ტიანძინის მუნიციპალიტეტი 4,154,808 9,562,300 ჩრდილოეთი
7 უხანი ხუბეი პროვინცია 4,000,000 7,541,500 სამხრეთ-ცენტრალური
8 დონგუანი გუანდუნის პროვინცია 3,981,023 7,271,300 სამხრეთ-ცენტრალური
9 ჰონგ-კონგი ჰონგ-კონგის სპეციალური ტერიტორია 3,934,239 7,055,071 სამხრეთ-ცენტრალური
10 ფოშანი გუანდუნის პროვინცია 3,790,000 6,771,900 სამხრეთ-ცენტრალური
11 ჩენდუ სიჩუანის პროვინცია 2,822,117 6,316,900 სამხრეთ-დასავლეთი
12 ნანკინი ძიანსუს პროვინცია 2,672,069 6,238,200 აღმოსავლეთი
13 შენიანი ლიაონინის პროვინცია 2,620,357 5,718,200 ჩრდილო-აღმოსავლეთი
14 ჰანჯოუ ჯეძიანის პროვინცია 2,588,987 5,578,300 აღმოსავლეთი
15 ქსიანი შენსის პროვინცია 2,341,203 5,399,300 ჩრდილო-აღმოსავლეთი
16 ხარბინი ხეილუნძიანის პროვინცია 2,223,170 5,178,000 ჩრდილო-აღმოსავლეთი
17 სუცჟოუ ძიანსუს პროვინცია 2,118,087 4,083,900 აღმოსავლეთი
18 ცინდაო შანდუნის პროვინცია 1,932,612 3,990,900 აღმოსავლეთი
19 დალიანი ლიაონინის პროვინცია 1,917,204 3,902,500 ჩრდილო-აღმოსავლეთი
20 ჩჯენჯოუ ხენანის პროვინცია 1,905,403 3,677,000 ჩრდილო-აღმოსავლეთი
2010 წლის მონაცემების მიხედვით


ეკონომიკა

რედაქტირება
  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 1.055 მლრდ $ (მე-7 ადგილი); 1 სულზე - 860 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 19, მრეწველობა 49, მომსახურება 32.
  • ექსპორტი: ჩაი, ხორცის პროდუქტები, შალი და ბამბა, ნავთობი, მინერალები, ქიმიკატები, მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია. ჩინეთი მარცვლეულის, ბრინჯის, ბამბის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.
  • ბიუჯეტი: 224,800 მლნ $.
  • ვალუტა: იუანი (CNY).

სასარგებლო წიაღისეული

რედაქტირება

რელიეფის და გეოლოგიური აგებულების მრავალფეროვნება და თავისებურება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრეზე. აქ მოიპოვება თითქმის ყველა სახის სასარგებლო წიაღისეული (110 სახეობა). ვოლფრამის, კალის, სურმის, თუთიის, ტიტანის, მაგნეზიტის მარაგით ჩინეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. ბოქსიტების, ფოსფატების, ნიკელის, ვერცხლისწყლის, მანგანუმის მადნის და მოლიბდენის მარაგით მეორე ქვეყანაა, ნახშირის და რკინის მადნის მხრივ კი მესამე. ქვეყანა ფლობს ნავთობის, საწვავი ფიქლების, გოგირდის, სპილენძისა და სხვადასხვა სახის მარილების უდიდეს მარაგს. ნახშირის საბადოები გავრცელებულია თითქმის ყველგან, მაგრამ მსხვილი აუზებიდან აღსანიშნავია ქვეყნის ჩრდილოეთი, განსაკუთრებით შანსის პროვინცია (მთელი მარაგის 1/3).

ჩინეთი უმსხვილესი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. მშპ-ის(მთლიანი შიდა პროდუქტი)საერთო მოცულობით იგი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, თუმცა მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, იგი მსოფლიოს პირველი 50 ქვეყნის სიაშიც კი არ შედის (94-ე ადგილი უკავია). მშპ-ის საშუალო წლიური ზრდის ტემპი შეადგენს 11%-ს და ყველაზე მაღალია მთელს მსოფლიოში.

ქვეყანა მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით. წამყვანია ნახშირის მოპოვება(პირველი ადგილი მსოფლიოში), რომლის უდიდესი აუზები ქვეყნის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებშია განლაგებული და მას საექსპორტო მნიშვნელობა აქვს

ჰიდრორესურსების მარაგით ჩინეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. თუმცა მისი მარაგის მხოლოდ 3-5%-ია გამოყენებული. საწვავი ფიქლების საერთო მარაგი შეფასებულია 7 მლრდ ტონად. საბადოები ძირითადად განლაგებულია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში (ლიაონინის პროვინცია) და სამხრეთ ჩინეთში.

ქვეყნის წიაღი მოიცავს 50 სხვადასხვა ლითონის სახეობას. რკინის მადნის გეოლოგიური მარაგი 50 მლრდ ტონას შეადგენს; მარაგის 60 % თავმოყრილია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. მანგანუმის მარაგი მსოფლიო მანგანუმის საერთო მარაგის 10%-ია. მოლიბდენის პოტენციალით ჩინეთი ჩამორჩება მხოლოდ აშშ-ს (უდიდესი მარაგი თავმოყრილია ლიაონინის პროვინციაში), კალის მარაგი მსოფლიო მარაგის 15%-ს შეადგენს და ძირითადად თავს იყრის გებიუს საბადოში (იუნანის პროვინცია). ჩინეთი ფლობს ვოლფრამის მსოფლიო მარაგის 50%-ს (დაიუის საბადო ძიანსის პროვინციაში უმსხვილესია მსოფლიოში).

მემკვიდრეობა

რედაქტირება

ცნობილი ჩინელები (XX ს.)

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 „Constitution of the People's Republic of China“. People's Daily Online. ციტირების თარიღი: 23 November 2009. ციტატა: „Article 138. The capital of the People's Republic of China is Beijing.“
  2. Chan, Kam Wing. (2007)Misconceptions and Complexities in the Study of China’s Cities: Definitions, Statistics, and Implications. Eurasian Geography and Economics. University of Washington. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-15. ციტირების თარიღი: 2011-08-01. p. 395
  3. What are China's largest and richest cities?. University of Southern California. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-09. ციტირების თარიღი: 2011-08-01.
  4. „China“. Encyclopaedia Britannica. ციტირების თარიღი: 2010-03-15. ციტატა: „Form of government: single-party people's republic with one legislative house“
  5. People's Republic of China. US State department (5 August 2010). ციტატა: „Communist party-led state.“ ციტირების თარიღი: 2011-01-31.
  6. Walton, Greg; International Centre for Human Rights and Democratic Development (2001). „Executive Summary“, China's golden shield: Corporations and the development of surveillance technology in the People's Republic of China. Rights & Democracy, გვ. 5. ISBN 9782922084429. ციტირების თარიღი: 29 August 2009. 
  7. Sino-British Joint Declaration. ციტირების თარიღი: 8 September 2008.
  8. "Early Homo erectus Tools in China". Archaeological Institute of America. 2000. Retrieved 30 November 2012.
  9. Pletcher, Kenneth (2011). The History of China. Britannica Educational Publishing, გვ. 35. ISBN 9781615301812. 
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 КИТАЙ // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 75.