ტროგონისებრნი
ტროგონისებრნი (ლათ. Trogonidae) — ფრინველთა ოჯახი ტროგონისნაირთა რიგისა. მოიცავს 6-8 გვარის 40-მდე სახეობას. მათი სხეულის სიგრძეა 20-35 სმ (გამონაკლისია კვეზალი, რომლის სიგრძე კუდთან ერთად 120 სმ-ია), მასა 60—200 გ. ფრთები მოკლე და მომრგვალებულია, გააჩნია 10-მდე საფრენი (ფრთებზე) და 12 საჭის (კუდზე) ბუმბული. ნისკარტი მოკლე და ფართოა. გავრცელებულნი არიან აზიის (სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია), აფრიკისა (საჰარის სამხრეთით; გამონაკლისი მატერიკის უკიდურესი სამხრეთი) და ამერიკის (ტეხასიდან და არიზონიდან არგენტინამდე) ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში. ტროგონები მჯდომარე ცხოვრების წესს მისდევენ, იშვიათად ფრენენ დაბალ ხეებზე. იკვებებიან ნაყოფებით, აფრიკული სახეობები — უმთავრესად მწერებით, ხოლო აზიური — ხილითა და კენკრით (კვეზალი საკვებად იყენებს ბაყაყებს, ხვლიკისნაირებსა და გველებს). დედალი დებს 2–4 კვერცხს. ინკუბაცია 3 კვირამდე გრძელდება, კრუხობს ორივე მშობელი. ბარტყები ბუმბულის გარეშე იბადებიან და ბუდეში 15-25 დღე რჩებიან.
ტროგონისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კუბური ტროგონი (Priotelus temnurus) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Trogonidae (Lesson, 1828) | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Биологический энциклопедический словарь / Гл. ред. М. С. Гиляров; Редкол.: А. А. Баев, Г. Г. Винберг, Г. А. Заварзин и др. — М.: Сов. энциклопедия, 1986. — С. 647. — 831 с. — 100 000 экз.
- Кэрролл Р. Палеонтология и эволюция позвоночных: В 3-х т. Т. 3. — М.: Мир, 1993. — 312 с. — ISBN 5-03-001819-0..
- Жизнь животных. Т. 5 / Под ред. Н. А. Гладкова, А. В. Михеева; общ. ред. Л. А. Зенкевича. — М.: Просвещение, 1970. — 611 с.
- Mayr G. New specimens of Hassiavis laticauda (Aves: Cypselomorphae) and Quasisyndactylus longibrachis (Aves: Alcediniformes) from the Middle Eocene of Messel, Germany // Courier Forschungsinstitut Senckenberg, 252, 2004. — P. 23—28.