ტეხასი
ტეხასი (Texas, Tx - ტექსეს) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი დაერქვა ინდიელთა ტომის მიხედვით. ჰიუსტონი სიდიდით პირველი ქალაქია ტეხასში და სიდიდით მეოთხე აშშ-ში. დალასის მეტროპოლიტი სიდიდით პირველია ტეხასში ხოლო მეოთხე აშშ-ში. ფართობის 10%-ზე ნაკლები უდაბნოა. შტატის ეკონომიკური წარმატებები დაიწყო 20-ე საუკუნიდან, როდესაც ნავთობის მარაგი იქნა აღმოჩენილი, რამაც გამოიწვია ეკონომიკური განვითარება შტატში. უამრავმა უნივერსიტეტის გახსნამ ტეხასი ჩამოაყალიბა როგორც მრავალმხრივი ეკონომიკისა და მაღალი ტექნოლოგიური ინდუსტრიის შტატი.
ტეხასი | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეტსახელი: | The Lone Star State | ||||
დევიზი: | Friendship | ||||
![]() | |||||
დედაქალაქი | ოსტინი | ||||
ოფიციალური ენა | |||||
გუბერნატორი | გრეგ ებოტი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ტეხასის საკანონმდებლო ორგანო | ||||
ფართობი | 696 241 კმ² | ||||
მოსახლეობა | 27 469 114[1] კაცი | ||||
უმაღლესი წერტილი | გვადალუპეს პიკი | ||||
უდაბლესი წერტილი | მექსიკის ყურე | ||||
შტატი გახდა | 29 დეკემბერი 1845 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC−6, ცენტრალური სარტყლის დრო და ამერიკა/ჩიკაგო | ||||
საფოსტო აბრევიატურა | TX, 🏴[2] და Tex. | ||||
მოსაზღვრე რეგიონები | ტამაულიპასის შტატი, ჩიუაუა, ნიუ-მექსიკო, ოკლაჰომა, არკანზასი, ლუიზიანა, კოაუილა და ნუევო-ლეონი | ||||
ადმინისტრაციული დაყოფა |
სია
| ||||
საიტი | texas.gov | ||||
ტეხასის ერთიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 1,224 ტრილიონ დოლარს და მეორეა კალიფორნიის შემდეგ. ერთიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე კი 36,484 აშშ დოლარი. 2010 წლის მონაცემებით ტეხასში თავს იყრის ფორჩუნ 500-ის 57 კომპანია. ცნობილი კომპანიები ტეხასში: Halliburton, Texas Instrumentals, ExxonMobile.
ტეხასში მდებარე დალას-ფორტ ვორზის აეროპორტი საერთაშორისო გადაზიდვებით მეორეა აშშ-ში ხოლო მსოფლიოში კი მეოთხე.
ტეხასში თავს იყრის დაახლოებით 1000 ნავსადგური რომელიც გადაჭიმულია 1600 კილომეტრზე ტეხასის სანაპიროებზე, პორტებს დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 1 მილიონი ტეხასელი.
ისტორიარედაქტირება
ძირითადი მონაცემებირედაქტირება
- ფართობი – 678 ათასი.
- მოსახლეობა - 25,145 ათასი, მათ შორის 3 მლნ მექსიკელია (თეთრკანიანი 71,4 % , აფროამერიკელი 11,5 %, ლათინურამერიკელი 35,9 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 79,6 %.
- თავისებურებები – მე-2 შტატია მოსახლეობით, მე-2 ტერიტორიით, 1-ლი ნავთობის, გაზის, ბამბის, ბრინჯის წარმოებით.
- ცნობილი ადამიანები – ჯორჯ ბუში, ბადი ჰოლი, სემ ჰიუსტონი, ლინდონ ჯონსონი, ჯენის ჯოპლინი, ტინა ტერნერი.
უდუდესი ქალაქებირედაქტირება
ტეხასის უდიდესი ქალაქებია: ოსტინი (დედაქალაქი), 541 ათასი, ჰიუსტონი, (დედაქალაქი 1837-39 და 1842-45 წლებში, 1.744 ათასი, დალასი, 1.053 ათასი, სან-ანტონიო, 1.068 ათასი, ელ-პასო, 600 ათასი.
ენებირედაქტირება
ენა | მოსაუბრე პროცენტულად (2010-წლის მიხედვით) |
---|---|
ესპანური | 29.21% |
ვიეტნამური | 0.75% |
ჩინური | 0.56% |
გერმანული | 0.33% |
ტაგალური | 0.29% |
ფრანგული | 0.25% |
კორეული და ურდუ | 0.24% |
ჰინდი | 0.23% |
არაბული | 0.21% |
ნოგერო-კონგოლეზიური ენები | 0.15% |
ძირითადი რელიგიური კონფესიებირედაქტირება
რელიგია[3] | |
---|---|
რომაული კათოლიციზმი | 28% |
ბაპტიზმი | 21% |
არარელიგიური | 11% |
მეთოდიზმი | 8% |
ქრისტიანი-სხვა | 7% |
ლუთერანობა | 3% |
ორმოცდაათიანელობა | 3% |
პრესვიტერიანობა | 2% |
არა-კონფესიონალური | 2% |
მორმონები | 2% |
ეპისკოპალური ეკლესია | 1% |
მუსლიმანი | 1% |
იეჰოვას მოწმეები | 1% |
ღვთის კრება | 1% |
ღმერთის ეკლესია | 1% |
სხვა | 2% |
ლიტერატურარედაქტირება
- Chipman, Donald E. (1992). Spanish Texas, 1519–1821. Austin, Texas: University of Texas Press. ISBN 0-292-77659-4.
- Davis, William C. (2006). Lone Star Rising. College Station, TX: Texas A&M University Press. ISBN 978-1-58544-532-5. originally published 2004 by New York: Free Press
- Edmondson, J.R. (2000). The Alamo Story-From History to Current Conflicts. Republic of Texas Press. ISBN 1-55622-678-0.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Population Estimates Program
- ↑ Emojipedia — 2013.
- ↑ American Religious Identification Survey, 2001