ოკლაჰომა
შტატი აშშ-ში
ოკლაჰომა (ინგლ. Oklahoma) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ინდიელთა ენაზე „წითელ ხალხს“ ნიშნავს. 1541 წელს ფრანცისკო დე კორონადო იკვლევდა ტერიტორიას ესპანელთათვის. 1803 წელს ოკლაჰომა მოჰყვა ლუიზიანის გაყიდვაში. 1890 შეიქმნა ოკლაჰომის ტერიტორია. 1907-დან აშშ-ს შტატია. 1928 — აღმოაჩინეს ნავთობი. ესაზღვრება კანზასი, ტეხასი, არკანზასი, მისური, ნიუ–მექსიკო და კოლორადო. მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: ოკლაჰომის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ოკლაჰომის უნივერსიტეტი (1890).
- ფართობი — 178 ათასი.
- მოსახლეობა — 3,8 ათასი (თეთრი 82 %, აფროამერიკელი 7,4 %, ინდიელი 8 %, ლათინურამერიკელი 2,6 %). 18,3.
- ქალაქის მოსახლეობა — 67,3 %.
- ქალაქები — ოკლაჰომა სიტი (დედაქალაქი), 470 ათასი, ტულსა, 378 ათასი, ლოუტონი, 83 ათასი.
- თავისებურებები — მდინარე არკანზასი, უიჩიტას ქედი, ინდიელთა რეზერვაციები: ჩეროკი, ჩიკასაუ, ჩოკტაუ, კრიკი, სემინოლები.
ოკლაჰომა | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეტსახელი: | Sooner State | ||||
დევიზი: | Labor omnia vincit | ||||
დედაქალაქი | ოკლაჰომა-სიტი | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||||
გუბერნატორი | Kevin Stitt | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ოკლაჰომის საკანონმდებლო ორგანო | ||||
ფართობი | 181 195 კმ² | ||||
მოსახლეობა | 3 959 353[1] კაცი | ||||
უმაღლესი წერტილი | ბლეკ-მესა | ||||
უდაბლესი წერტილი | ლიტლ-რივერი | ||||
შტატი გახდა | 16 ნოემბერი, 1907 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC−6 და ამერიკა/ჩიკაგო | ||||
საფოსტო აბრევიატურა | OK და Okla. | ||||
მოსაზღვრე რეგიონები | ტეხასი, ნიუ-მექსიკო, კოლორადო, კანზასი, მისური და არკანზასი | ||||
ადმინისტრაციული დაყოფა |
სია | ||||
საიტი | ok.gov | ||||