აშშ-ის შტატებად გახდომის სია თარიღების მიხედვით
ეს არის აშშ-ის შტატების სია მათი შტატად გახდომის ან კავშირში შესვლის თარიღის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ პირველი 13 შტატი ითვლება შეერთებული შტატების წევრებად 1776 წლის 4 ივლისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების მომენტიდან — აქ ისინი მოცემულნი არიან იმის მიხედვით, თუ როდის მოახდინეს მათ დღევანდელი აშშ-ის კონსტიტუციის რატიფიცირება.
# | შტატი | რატიფიცირება‡ ან შესვლა | ისტორია შესვლამდე | |
---|---|---|---|---|
1 | დელავერი | პარასკევი, 7 დეკემბერი, 1787 ‡ | დელავერის კოლონია, კონფედერაციის დამაარსებელი შტატი | |
2 | პენსილვანია | ოთხშაბათი, 12 დეკემბერი, 1787 ‡ | პენსილვანიის პროვინცია, შემდეგ სუვერენული შტატი კონფედერაციაში | |
3 | ნიუ-ჯერსი | სამშაბათი, 18 დეკემბერი, 1787 ‡ | ნიუ-ჯერსის პროვინცია, შემდეგ სუვერენული შტატი კონფედერაციაში | |
4 | ჯორჯია | ოთხშაბათი, 2 იანვარი, 1788 ‡ | ჯორჯიის პროვინცია, შემდეგ სუვერენული შტატი კონფედერაციაში | |
5 | კონექტიკუტი | ოთხშაბათი, 9 იანვარი, 1788 ‡ | კონექტიკუტის კოლონია, შემდეგ სუვერენული შტატი კონფედერაციაში | |
6 | მასაჩუსეტსი | ოთხშაბათი, 6 თებერვალი, 1788 ‡ | მასაჩუსეტს-ბეის პროვინცია, შემდეგ სუვერენული შტატი კონფედერაციაში | |
7 | მერილენდი | ორშაბათი, 28 აპრილი, 1788 ‡ | მერილენდის პროვინცია, შემდეგ სუვერენული შტატი კონფედერაციაში | |
8 | სამხრეთი კაროლინა | პარასკევი, 23 მაისი, 1788 ‡ | სამხრეთი კაროლინას პროვინცია, შემდეგ სუვერენული შტატი კონფედერაციაში | |
9 | ნიუ-ჰემფშირი | შაბათი, 21 ივნისი, 1788 ‡ | ნიუ-ჰემფშირის პროვინცია, შემდეგ სუვერენული შტატი კონფედერაციაში | |
10 | ვირჯინია | ოთხშაბათი, 25 ივნისი, 1788 ‡ | ვირჯინიის კოლონია, შემდეგ სუვერენული შტატი კონფედერაციაში | |
11 | ნიუ-იორკი | შაბათი, 26 ივლისი, 1788 ‡ | ნიუ-იორკის პროვინცია, შემდეგ სუვერენული შტატი კონფედერაციაში | |
12 | ჩრდილოეთი კაროლინა | შაბათი, 21 ნოემბერი, 1789 ‡ | ჩრდილოეთი კაროლინას პროვინცია, შემდეგ სუვერენული შტატი კონფედერაციაში | |
13 | როდ-აილენდი | შაბათი, 29 მაისი, 1790 ‡ | როდ-აილენდის კოლონია და პროვიდენსის პლანტაციები, შემდეგ სუვერენული შტატი კონფედერაციაში | |
14 | ვერმონტი | პარასკევი, 4 მარტი, 1791 | ვერმონტის რესპუბლიკა | |
15 | კენტუკი | პარასკევი, 1 ივნისი, 1792 | ვირჯინია (კენტუკის საგრაფო) | |
16 | ტენესი | ოთხშაბათი, 1 ივნისი, 1796 | ჩრდილოეთი კაროლინას პროვინცია, სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორია | |
17 | ოჰაიო | სამშაბათი, 1 მარტი, 1803* | ჩრდილო-აღმოსავლეთი ტერიტორია | |
18 | ლუიზიანა | ხუთშაბათი, 30 აპრილი, 1812 | ორლეანის ტერიტორია | |
19 | ინდიანა | ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 1816 | ინდიანას ტერიტორია | |
20 | მისისიპი | ოთხშაბათი, 10 დეკემბერი, 1817 | მისისიპის ტერიტორია | |
21 | ილინოისი | ხუთშაბათი, 3 დეკემბერი, 1818 | ილინოისის ტერიტორია | |
22 | ალაბამა | სამშაბათი, 14 დეკემბერი, 1819 | ალაბამას ტერიტორია | |
23 | მენი | ოთხშაბათი, 15 მარტი, 1820 | მენის რაიონი მასაჩუსეტსში | |
24 | მისური | პარასკევი, 10 აგვისტო, 1821 | მისურის ტერიტორია | |
25 | არკანზასი | ოთხშაბათი, 15 ივნისი, 1836 | არკანზასის ტერიტორია | |
26 | მიჩიგანი | ხუთშაბათი, 26 იანვარი, 1837 | მიჩიგანის ტერიტორია | |
27 | ფლორიდა | ორშაბათი, 3 მარტი, 1845 | ფლორიდის ტერიტორია | |
28 | ტეხასი | ორშაბათი, 29 დეკემბერი, 1845 | ტეხასის რესპუბლიკა | |
29 | აიოვა | ორშაბათი, 28 დეკემბერი, 1846 | აიოვას ტერიტორია | |
30 | უისკონსინი | ორშაბათი, 29 მაისი, 1848 | უისკონსინის ტერიტორია | |
31 | კალიფორნია | ორშაბათი, 9 სექტემბერი, 1850 | კალიფორნიის რესპუბლიკა | |
32 | მინესოტა | სამშაბათი, 11 მაისი, 1858 | მინესოტის ტერიტორია | |
33 | ორეგონი | ორშაბათი, 14 თებერვალი, 1859 | ორეგონის ტერიტორია | |
34 | კანზასი | სამშაბათი, 29 იანვარი, 1861 | კანზასის ტერიტორია | |
35 | დასავლეთი ვირჯინია | შაბათი, 20 ივნისი, 1863 | ვირჯინია (გაყოფილია) | |
36 | ნევადა | ორშაბათი, 31 ოქტომბერი, 1864 | ნევადის ტერიტორია | |
37 | ნებრასკა | პარასკევი, 1 მარტი, 1867 | ნებრასკის ტერიტორია | |
38 | კოლორადო | სამშაბათი, 1 აგვისტო, 1876 | კოლორადოს ტერიტორია | |
39 † | ჩრდილოეთი დაკოტა | შაბათი, 2 ნოემბერი, 1889 | დაკოტას ტერიტორია | |
40 † | სამხრეთი დაკოტა | შაბათი, 2 ნოემბერი, 1889 | დაკოტას ტერიტორია | |
41 | მონტანა | პარასკევი, 8 ნოემბერი, 1889 | მონტანას ტერიტორია | |
42 | ვაშინგტონი | ორშაბათი, 11 ნოემბერი, 1889 | ვაშინგტონის ტერიტორია | |
43 | აიდაჰო | ხუთშაბათი, 3 ივლისი, 1890 | აიდაჰოს ტერიტორია | |
44 | უაიომინგი | ხუთშაბათი, 10 ივლისი, 1890 | უაიომინგის ტერიტორია | |
45 | იუტა | შაბათი, 4 იანვარი, 1896 | იუტას ტერიტორია | |
46 | ოკლაჰომა | შაბათი, 16 ნოემბერი, 1907 | ოკლაჰომას ტერიტორია და ინდიელთა ტერიტორია | |
47 | ნიუ-მექსიკო | შაბათი, 6 იანვარი, 1912 | ნიუ-მექსიკოს ტერიტორია | |
48 | არიზონა | ოთხშაბათი, 14 თებერვალი, 1912 | არიზონას ტერიტორია | |
49 | ალასკა | შაბათი, 3 იანვარი, 1959 | რუსეთის და შემდეგ ალასკის ტერიტორია | |
50 | ჰავაი | პარასკევი, 21 აგვისტო, 1959 | ჰავაის სამეფო, ჰავაის რესპუბლიკა და შემდეგ ჰავაის ტერიტორია |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება‡ პირველი 13 შტატი. 1776 წლის 4 ივლისს ყველა მათგანი შტატი გახდა. აქ ჩამოთვლილნი არიან მათ მიერ კონსტიტუციის რატიფიცირების თარიღების მიხედვით.
* კონგრესმა ოჰაიოს შტატი აღიარა 1803 წლის 19 თებერვალს[1], სწორედ ამ დღეს შეიკრიბა პირველად ოჰაიოს საკანონმდებლო ორგანო.
† ჩრდილოეთი და სამხრეთი დაკოტას შტატად მიღების ფაქტობრივი თარიღები არეულია ისე, რომ არავინ არ იცის სინამდვილეში რომელი მათგანი მიიღეს პირველი. პრეზიდენტი ბენჯამინ ჰარისონი ყოველთვის უარს ამბობდა ამ ფაქტის გამხელაზე. მიუხედავად ამისა ჩრდილოეთი დაკოტა მითითებულია პირველად (ლათინური ანბანის მიხედვით ის პირველი იწერება).
- ↑ "An act to provide for the due execution of the laws of the United States, within the state of Ohio" დაარქივებული 2016-01-14 საიტზე Wayback Machine. , მეშვიდე კონგრესი, სესია II, თავი VII
- 50 შტატის კვარტლური პროგრამა დაარქივებული 2010-12-24 საიტზე Wayback Machine. აშშ-ის ზარაფხანიდან (აგრეთვე შტატად გახდომის თარიღები) [წყარო: 19 იანვარი, 2006]
- შტატად გახდომის თარიღები, 50states.com-ზე (მოიცავს 2006 წლის 19 იანვრის მონაცემებს)