სამხრეთი კაროლინა

შტატი აშშ-ში

სამხრეთ კაროლინა (ინგლ. South Carolina) — შტატი აშშ-ში. მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მას ჩრდილოეთით ჩრდილოეთი კაროლინა, სამხრეთით და დასავლეთით კი ჯორჯიის შტატი, ხოლო აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე ესაზღვრება. სანამ სამხრეთ კაროლინა შტატი გახდებოდა იყო სამხრეთკაროლინის პროვინცია, იგი პირველი იყო იმ 13 ბრიტანული კოლონიიდან რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ამერიკის რევოლუციის დროს. კოლონიას სახელი ჩარლზ II-მ მისი მამის ჩარლზ I-ის (ლათინურად Carolus) პატივსაცემად უწოდა. სამხრეთ კაროლინა იყო პირველი შტატი რომელმაც ხელი მოაწერა კონფედერაციული შტატების სტატიებს და მერვე შტატი რომელმაც ხელი მოაწერა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას 23 მაისს, 1788 წელს. იგი პირველი შტატი იყო რომელმაც 1860 წლის 20 დეკემბერს კავშირი დატოვა. შემდეგ კი შეერთებულ შტატებში გაწევრიანდა (25 ივნისი, 1868 წელი).

სამხრეთი კაროლინა
სამხრეთ კაროლინის დროშა სამხრეთ კაროლინის გერბი
მეტსახელი: The Palmetto State
დევიზი: Dum spiro spero და Animis opibusque parati
დედაქალაქი კოლუმბია
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
გუბერნატორი ჰენრი მაკმასტერი
საკანონმდებლო ორგანო სამხრეთ კაროლინის გენერალური ასამბლეა
ფართობი 82 931 კმ²
მოსახლეობა 5 118 425[1] კაცი
უმაღლესი წერტილი სასაფრასის მთა
უდაბლესი წერტილი ატლანტის ოკეანე
შტატი გახდა 23 მაისი, 1788
სასაათო სარტყელი ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო და ამერიკა/ნიუ-იორკი
საფოსტო აბრევიატურა SC და S.C.
მოსაზღვრე რეგიონები ჩრდილოეთი კაროლინა და ჯორჯია
ადმინისტრაციული დაყოფა
სია
საიტი sc.gov

სამხრეთ კაროლინა აშშ-ის შტატებში სიდიდით მეორმოცე, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით კი ოცდამეოთხეა, მასში გაერთიანებულია 46 ქაუნთი. მისი დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი არის ქალაქი კოლუმბია.

გეოგრაფია

რედაქტირება

სამხრეთ კაროლინა დაყოფილია ხუთ გეოგრაფიულ არეალად ან ხუთ ფიზიოგეოგრაფიულ პროვინციად. შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი არის სანაპირო დაბლობი, რომელიც იყოფა შიდა და გარე დაბლობედად. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ სანაპირო ზოლი დაყოფილია სამ ცალკეულ სფეროდ, ესენია: გრანდ სტრენდი, სენტის მდინარე დელტა და ზღვის კუნძულები. შტატის ჩრდილო დასავლეთ კუთხეში მდებარეობს ცისფერი მთების ქედი რომელიც ყველაზე დაბალი რეგიონია შტატში.

შტატის სანაპირო ზოლში ვხვდებით მარილის ჭაობებსა და ესტუარიებს, ასევე ვხვდებით ისეთ ბუნებრივ პორტებს როგორებიცაა ჯორჯთაუნი და ჩარლზსტონი. შტატის კიდევ ერთი უჩვეულობა მისი ყურეების სიმრავლეა, რომელთა წარმოშობის მიზეზებიც უცნობია. მისი რელიეფი არის ვაკე და ნიადაგი მთლიანად შედგები ბოლო დროის დანალექებისაგან ქვიშისგან, თიხისგან და ლამისგან. ტერიტორიაზე არსებული სანიღვრე სისტემა ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, თუმცა არის დაჭაობებული ტერიტორიებიც.

დასავლეთის დაბლობებს ეწოდება სენდჰილის რეგიონი. სენდჰილში არსებული ტერიტორიები არის სანაპირო ზოლის ნაშთები რომლებიც ადრე წყლით იყო დაფარული ოკეანის სიმაღლის გამო.

სამხრეთ კაროლინაში არის რამდენიმე მთავარი ტბა რომლებიც დაახლოებით 1770 კმ²-ს ფარავენ. მთავარი ტბები სიდიდის მიხედვით:

მიწისძვრები

რედაქტირება

სამხრეთ კაროლინაში ყოველწლიურად 10-15 მიწისძვრა ხდება, რომელთა მაგნიტუდაც დაახლოებით სამია. ამ რეგიონში ყველაზე დიდი მიწისძვრა 1886 წელს მოხდა. ამ 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ამასთანავე მთელი ქალაქი გაანადგურა. მიწის დანალექების სისქის გამო რთულია ამ რეგიონის ზედაპირის ხარვეზების შესწავლა.

სამხრეთ კაროლინას გააჩნია ნოტიო სუბტროპიკულია კლიმატი, თუმცა სანაპირო ზოლისაგან განსხვავებით მაღალ ქაუნთებში უფრო ნაკლებად სუბტროპიკული კლიმატია დამახასიათებელი. ზაფხულში სამხრეთ კაროლინა უფრო ცხელი და ნოტიოა, დღის საშუალო ტემპერატურა 30–34 °C-ს აღწევს. ზამთარში კი ტემპერატურა გაცილებით უფრო ნაკლებია. სანაპირო ზოლში ზომიერი ზამთარი იცის, დღისით ტემპერატურა 16 °C-ს აღწევს, ღამით კი - 5-8 °C-ს. თოვლიც იშვიათია სამხრეთ კაროლინაში, სანაპირო ზოლში მისი სიმაღლე 2.5 სმ-ს არ აღემატება.

ქარიშხლები და ტროპიკული ციკლონები

რედაქტირება

ტროპიკული ციკლონების მხრივ შტატი ნაკლებად აქტიურია. ყველაზე დასამახსოვრებელი ქარიშხლები რომელებიც თავს დაატყდა შტათს არიან: ჰაზელი (1954წ.) მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი, ჰიუგო (1989წ.) მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი. ჭექა-ქუხილიც იშვიათია მთელი წლის მანძილზე საერთო ჯამში მხოლოდ 50 დღე თუ იქნება როდესაც ჭექა-ქუხილი იყო.

დემოგრაფია

რედაქტირება
 
გრინვილი

ამერიკის შეერთებული შტატების აღწერის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული აღწერის მიხედვით სამხრეთ კაროლინის მოსახლეობა შეადგენს 4 723 723 ადამიანს. შედეგებიდან გამომდინარე აღსანიშნავია რომ 2010 წლის რწერის შედეგებთან შედარებით მოსახლეობის რაოდენობამ 2.1 %-ით მოიმატა. 2010 წლის აღწერის მიხედვით შტატში მცხოვრებთა 66,2 % არის თეთრკანიანი, 27,9 % არის შავკანიანი ან აფრიკელი ამერიკელი, 0,4 % ამერიკელი ინდიელი ან ალასკის მკვიდრი ხალხი, 1,3 % აზიელი, 0,1 % არის ჰავაის მკვიდრი მოსახლეობა ან წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებიდან, 1,7 % ორი ან მეტი რასის წარმომადგენელი, მთელი მოსახლეობის 5,1 % კი არის ან ესპანელი ან ლათინო ამერიკული წარმოშობის.

  • ბაპტისტი 41 %
  • მეთოდისტი 15 %
  • კათოლიკე 7 %
  • ათეისტი 7 %
  • ქრისტიანი 6 %
  • პრესვიტერიანელი 5 %
  • ორმოცდაათიანელი 3 %
  • ეპისკოპალური 2 %
  • ლუთერანი 2 %
  • ღმერთის ასამბლეა 1 %

უდიდესი ქალაქები 2010 წლის აღწერით

რედაქტირება

იმის გამო რომ შტატს არ გააჩნია პროფესიონალური გუნდები მას ჩრდილოეთ კაროლინის გუნდები წამოადგენენ. თუმცა ამავე შტატში ვარჯიშობს საფეხბურთო გუნდი კაროლინა პანტერები. შტატში არსებობს მრავალი მცირე ლიგის გუნდები და კოლეჯის გუნდები. სამხრეთ კაროლინა ყველაზე მეტად დაწინაურებულია გოლფში და წყლის სპორტებში.

ფედერალური მიწები სამხრეთ კაროლინაში

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
მერილენდი
აშშ-ის შტატად გახდომის თარიღი
23 მაისი, 1788 (მე-8)
შემდეგი:
ნიუ-ჰემფშირი