ატლანტის ოკეანე დედამიწის სიდიდით მეორე წყლის აუზია და მისი ზედაპირის ერთ-მეხუთედს ფარავს. ოკეანის სახელი წარმოშობით ბერძნული მითოლოგიიდან არის და „ატლასის ზღვას“ ნიშნავს.[1][2]

ატლანტის ოკეანე
Atlantic Ocean.png
ატლანტის ოკეანე
ზოგადი ინფორმაცია
ტიპი ოკეანე
გეოგრაფიული კოორდინატები 00°00′00″ ჩ. გ. 25°00′00″ დ. გ. / 0.00000° ჩ. გ. 25.00000° დ. გ. / 0.00000; -25.00000
ფართობი 106 460 000 კმ²
მოცულობა 310 410,9 ათ. კმ³
საშუალო სიღრმე 3646 
უდიდესი სიღრმე 8376 
სიგანე 2,8–4,8 ათ. კმ
ატლანტის ოკეანე
ატლანტის ოკეანე
დედამიწის ოკეანეები

ოკეანეს წაგრძელებული ლათინური S-ის მაგვარი ფორმა აქვს, ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით არის გადაჭიმული და ეკვატორიული ურთიერთსაპირისპირო დინებით 8° ჩრდილოეთის გრძედთან იყოფა ჩრდილო და სამხრეთ ატლანტიკებად. დასავლეთით ესაზღვრება ამერიკის კონტინენტებს, ხოლო აღმოსავლეთით — ევროპასა და აფრიკას. წყნარ ოკეანეს უკავშირდება არქტიკის ოკეანით ჩრდილოეთში და დრეიკის სრუტით სამხრეთში. ეს ორი ოკეანე ხელოვნურად ასევე დაკავშირებულია პანამის არხით. აღმოსავლეთით ატლანტისა და ინდოეთის ოკეანის გამყოფია 20° აღმოსავლეთის მერიდიანი, რომელიც აგულას კონცხიდან სამხრეთით ანტარქტიკისკენ მიერმართება. ატლანტიკას არქტიკის ოკეანისგან ჰყოფს ხაზები გრენლანდიასა და ჩრდილოდასავლეთ ისლანდიას შორის, ჩრდილოაღმოსავლეთ ისლანდიასა და შპიცბერგენის უკიდურეს სამხრეთ წერტილებს შორის და შემდეგ ჩრდილოეთის კონცხსა და ჩრდილოეთ ნორვეგიას შორის.

ფარავს დედამიწის ზედაპრის დაახ. 20 % ატლანტის ოკეანე სიდიდით ჩამორჩება წყნარ ოკეანეს. მიმდებარე ზღვების ჩათვლით მისი ფართობია 106.400.000 კვ. კმ; ზღვების გამოკლებით — 82.400.000 კვ. კმ. ხმელეთის ფართობი, რომლის მდენარეები ატლანტიკაში ჩაედინება ოთხჯერ აღემატება წყნარი და ინდოეთის ოკეანეებისას. ოკეანის მოცულობა ზღვებითურთ არის 354.700.000 კუბ. კმ., ზღვების გამოკლებით - 323.600.000 კუბ. კმ.

ატლანტის საშუალო სიღრმე ზღვებითურთ 3.332 მეტრია; ზღვების გარეშე — 3.926 მ. ყველაზე ღრმა 8.605 მეტრით პუერტო რიკოს ღრმულია. ატლანტის სიგანე მერყეობს 2.848 კმ-ით ბრაზილიასა და ლიბერიას შორის 4.830 კმ-მდე აშშ-სა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის.

ზღვები და ყურეებირედაქტირება

ატლანტის ოკეანეს უსწორმასწორო სანაპირო აქვს უამრავი ყურით, უბითა და ზღვით. მათ შორისაა ირლანდიის ზღვა, ბრისტოლის ყურე, ჩრდილოეთის ზღვა, ნორვეგიის ზღვა, ბალტიის ზღვა (ბოტნიის ყურე, ფინეთის ყურე, რიგის ყურე), ბისკაიის ყურე, ხმელთაშუა ზღვა (ალბორანის ზღვა, ბალეარის ზღვა, ლიგურიის ზღვა, ტირენიის ზღვა, ადრიატიკის ზღვა, იონიის ზღვა, ეგეოსის ზღვა), მარმარილოს ზღვა, შავი ზღვა, აზოვის ზღვა, გვინეის ყურე, რისერ-ლარსენის ზღვა, ლაზარევის ზღვა, უედელის ზღვა, სკოშის ზღვა (მათგან ოთხ უკანასკნელს ზოგჯერ სამხრეთის ოკეანეს აკუთვნებენ), კარიბის ზღვა, მექსიკის ყურე, სარგასოს ზღვა, წმინდა ლავრენტის ყურე, ლაბრადორის ზღვა, გრენლანდიის ზღვა და ა.შ.

კუნძულებირედაქტირება

ოკეანის კუნძულებია: ფაროს კუნძულები, გრენლანდია, ისლანდია, როკალი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ფერნანდუ-დი-ნორონია, აზორის კუნძულები, მადეირა, კანარის კუნძულები, კაბო-ვერდეს კუნძულები, სან-ტომე და პრინსიპის კუნძულები, ნიუფაუნდლენდი, ბერმუდის კუნძულები, კარიბის კუნძულები, წმინდა ელენეს კუნძული, ტრინიდადი და ტობაგო, ტრისტან და კუნია, ფოლკლენდის კუნძულები,სამხრეთ ჯორჯიის კუნძული და სხვა.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. ატლანტის ოკეანე. ციტატა: „ატლანტის ოკეანე სიდიდით მეორე წყლის აუზია დედამიწაზე და მისი ზედაპირის ერთ მეხუთედს ფარავს. ოკეანის სახელი წარმოშობით ბერძნული მითოლოგიიდანაა და „ატლასის ზღვას“ ნიშნავს. მისი ფართობია 93 მლნ. კმ2 (დედამიწის ზედაპრის დაახლოებით 20%), მაქსიმალური სიღრმე აღწევს 9220 მეტრს (კუნძულ პუერტო-რიკოს ჩრდილოეთით). ატლანტის ოკეანის საშუალო სიღრმე 3926 მეტრია. ოკეანის შუა ნაწილში მდებარეობს შუა ატლანტური წყალქვეშა ქედი, რომლის ოკეანისზედა უმაღლეს მწვერვალებს აზორისა და ამაღლების კუნძულები წარმოადგენს. ქედის ორივე მხარეს ღრმაწყლიანი ქვაბულებია განლაგებული.“ ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2020.
  2. ატლანტის ოკეანე ზომაში იზრდება - მკვლევართა თქმით, სიტუაცია საგანგაშოა. ციტატა: „გლობალური ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად თბობადი რეგიონების შემსწავლელ მეცნიერთა განცხადებით, ამ რეგიონში ცვლილებები იმდენად ვრცელი და უცაბედია, რომ მალე ატლანტის ოკეანეს დამატებითი „კიდური“ გაუჩნდება, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში. ბარენცის ზღვისა და სკანდინავიის ჩრდილოეთ ნაწილები, ასევე სვალბარდის არქიპელაგის აღმოსავლეთი ნაწილი უკიდურესად სწრაფად თბება. 2000 წლიდან დღემდე, ტემპერატურამ იქ 1,5°C-ით მოიმატა და დედამიწის ყველაზე სწრაფად თბობად რეგიონად იქცა.“ ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2020.