ლიგურიის ზღვა
ლიგურიის ზღვა (იტალ. Mar Ligure; ფრანგ. Mer Ligurienne) — ხმელთაშუა ზღვის ნაწილი კ. კორსიკის, კ. ელბის და საფრანგეთისა და იტალიის ნაპირებს შორის. ფართობი 15 ათ. კმ². სიღრმე 2,5 ათ. მეტრზე მეტი. მოქცევა ნახევარდღეღამურია. სიმაღლე — 0,3 მეტრი. უდიდესია გენუის ყურე. ლიგურიის ზღვის სანაპირო მნიშვნელოვანი საკურორტო ზოლია (იტალიისა და საფრანგეთის რივიერა). მთავარი ნავსადგურებია: გენუა, ლივორნო, სპეცია (იტალია), ნიცა (საფრანგეთი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Mar Ligure დაარქივებული 2011-10-16 საიტზე Wayback Machine.
- Il Mar Ligure esiste! დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.