ხმელთაშუა ზღვა

ზღვა
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხმელთაშუა ზღვები.

ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანის აუზის ნაწილია და თითქმის მთლიანად ხმელეთითაა შემოსაზღვრული ჩრდილოეთიდან ევროპით, სამხრეთიდან აფრიკით, ხოლო აღმოსავლეთიდან კი აზიით. მისი ფართობია დაახ. 2,5 მილიონი კმ². ოკეანოლოგიაში მისი ალტერნატიული სახელებია ევროაფრიკული ხმელთაშუა ზღვა ან ევროპის ხმელთაშუა ზღვა სხვა ხმელეთშორისი ზღვებისგან განსასხვავებლად.

ხმელთაშუა ზღვა
ხმელთაშუა ზღვის სატელიტური გამოსახულება
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი ატლანტის ოკეანე
ტიპი ხმელთაშუა
ფართობი 2 500 000 კმ²
მოცულობა 3 750 ათ. კმ³
უდიდესი სიღრმე 5 267 
კუნძულ(ებ)ი >3 300
ნავსადგური მარსელი, ბარსელონა,
ვალენსია, ნეაპოლი,
მალაგა, თელ-ავივი,
ალექსანდრია, ათენი,
ტრიპოლი

უძველესი დროიდან ხმელთაშუა ზღვა დატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალი იყო, რაც საშუალებას აძლევდა რეგიონის ამომავალ ერებს - ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს სავაჭრო და კულტურული გაცვლები ეწარმოებინათ. ხმელთაშუა ზღვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციის დაბადებისა და განვითარების მიზეზთა შეცნობაში.

ხმელთაშუა ზღვის ლათინური სახელია mediterraneus (medius, „შუა“ + terra, „მიწა, ხმელეთი“), ბერძნულში „mesogeios“.

ისტორიის მანძილზე მას ალტერნატიული სახელებიც ჰქონია. მაგ. რომაელები მას უწოდებდნენ Mare Nostrum (ლათ. ჩვენი ზღვა). ბიბლიაში მას მოიხსენიებენ, როგორც „დიდი ზღვა“ ან „დასავლეთის ზღვა“. თანამედროვე ებრაულში მას „ჰა-იამ ჰა-ტიხონ“ (הים התיכון, შუა ზღვა) ჰქვია, რაც გერმანული ვერსიის Mittelmeer პირდაპირი ადაპტაციაა. თურქულად მას Akdeniz (თეთრი ზღვა) ჰქვია. არაბულად „ალ-ბაჰრ ალ-აბიად ალ-მუტავასიტ“ (البحر الأبيض المتوسط, შუა თეთრი ზღვა). ბრიტანეთში მას არაფორმალურად შემოკლებით „The Med-ს“ უწოდებენ.

გეოგრაფია

რედაქტირება

ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები

რედაქტირება

ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი აქვს 21 (სუვერენულ) ქვეყანას, მათგან 11 ევროპულია, 5-5 კი აზიასა და აფრიკას ეკუთვნის.

ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნები
ქვეყანა სანაპირო ზოლის სიგრძე საპორტო ქალაქები
ევროპა
  ესპანეთი მალაგა, კარტახენა, ალიკანტე, ვალენსია, ტარაგონა, ბარსელონა
  საფრანგეთი მარსელი, აიაჩო, ნიცა, კანი, ტულონი
  მონაკო 4,1 კმ
  იტალია ≈7 500 კმ გენუა, ლივორნო, ნეაპოლი, სალერნო, მესინა, კალიარი, კატანია, პალერმო, ტარანტო, ბარი, ტრიესტი
  სლოვენია ≈47 კმ კოპერი
  ხორვატია დუბროვნიკი, სპლიტი
  ბოსნია და ჰერცეგოვინა 20 კმ
  ჩერნოგორია
  ალბანეთი 476 კმ დურესი
  საბერძნეთი 13 676 კმ სალონიკი, კერკირა, როდოსი, ხანია, ჰერაკლიონი
  მალტა ვალეტა
აზია
  თურქეთი იზმირი, ანტალია, აივალიქი, ბოდრუმი
  სირია ლატაკია
  ლიბანი 225 კმ ბეირუთი, სიდონი, ტვიროსი, ბიბლოსი, ტრიპოლი
  კვიპროსი ლიმასოლი, ლარნაკა
  ისრაელი 273 კმ აკო, აშდოდი, აშკელონი, თელ-ავივი
აფრიკა
  ეგვიპტე ალექსანდრია, პორტ-საიდი, ელ-არიში, მარსა-მატრუჰი
  ლიბია 1770 კმ ტრიპოლი, ზუვარა, ელ-ხუმსი, სურთი, რას-ელ-ანუფი, ბენღაზი, ელ-ბაიდა, ტობრუკი
  ტუნისი ≈1200 კმ ტუნისი, სფაქსი, სუსი, მონასტირი
  ალჟირი ალჟირი, ორანი, მოსთაღანემი
  მაროკო ტანჟერი, თეტუანი

10 უდიდესი კუნძული

რედაქტირება
 
სიცილია და სარდინია — ხმელთაშუა ზღვის ორი უდიდესი კუნძული.
 
მალიორკა ბალეარის კუნძულების უდიდესი, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში სიდიდით მე-7 კუნძულია.
რუკა კუნძული კუთვნილება ფართობი (კმ²) მოსახლეობა
 
სიცილია   იტალია 25.460 5.048.995
 
სარდინია   იტალია 24.090 1.672.804
 
კვიპროსი   კვიპროსი (უმეტესი ნაწილი) 9.248 803.147
 
კორსიკა   საფრანგეთი 8.680 299.209
 
კრეტა   საბერძნეთი 8.336 623.666
 
ევბეია   საბერძნეთი 3.684 218.032
 
მალიორკა   ესპანეთი 3.640 869.067
 
ლესბოსი   საბერძნეთი 1.632 90.643
 
როდოსი   საბერძნეთი 1.400 117.007
 
ქიოსი   საბერძნეთი 842 51.936
ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ტერიტორიის კლიმატური რუკა.

ზღვის ტემპერატურა (°C)

რედაქტირება
იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოემ დეკ
მარსელი [1] 13 13 13 14 16 18 21 22 21 18 16 14
ბარსელონა [2] 13 13 13 14 17 20 23 25 23 20 17 15
ვალენსია [3] 14 13 14 15 17 21 24 26 24 21 18 15
ნეაპოლი [4] 15 14 14 15 18 22 25 27 25 22 19 16
მალაგა [5] 16 15 15 16 17 20 22 23 22 20 18 16
გიბრალტარი [6] 16 15 16 16 17 20 22 22 22 20 18 17
ათენი [7] 16 15 15 16 18 21 24 24 24 21 19 17
ირაკლიონი [8] 16 15 15 16 19 22 24 25 24 22 20 18
მალტა [9] 16 16 15 16 18 21 24 26 25 23 21 18
პაფოსი [10] 18 17 17 18 20 24 26 27 26 24 22 19
ლარნაკა [11] 18 17 17 18 20 24 26 27 27 25 22 19
ლიმასოლი [12] 18 17 17 18 20 24 26 27 27 25 22 19
ალექსანდრია [13] დაარქივებული 2014-01-05 საიტზე Wayback Machine. 18 17 17 18 20 23 25 26 26 25 22 20
თელ-ავივი [14] 18 17 17 18 21 24 26 28 27 26 23 20

გეოლოგია

რედაქტირება
 
ხმელთაშუა ზღვის რელიეფური რუკა

ხმელთაშუა ზღვის ფსკერი დაყოფილია რამდენიმე ქვაბულად, რომელთა სიღრმე 2 000-4 000 მ-მდეა. გეომორფოლოგიურად ხმელთაშუა ზღვაში სამი აუზი გამოიყოფა:

  1. დასავლეთი — ალჟირ-პროვანსის აუზი, რომლის მაქსიმალური სიღრმე 2 800 მ-ს აღემატება და მოიცავს ალბორანის, ბალეარის, ლიგურიის ზღვების ღრმულებსა და 3 600 მ-ზე მეტად ღრმა ტირენიის ზღვის ღრმულს;
  2. ცენტრალური — 5 100 მ-ზე უფრო ღრმა ცენტრალური ქვაბული და ადრიატიკისა და იონიის ზღვების ღრმულები;
  3. აღმოსავლეთი — ლევანტის აუზი, დაახლოებით 4 380 მ სიღრმისა, ლევანტის, ეგეოსისა და მარმარილოს ზღვების ღრმულები.

ზოგიერთი ქვაბულის ფსკერი დაფარულია ნეოგენ-ანთროპოგენური დანალექი და ვულკანური ქანებით, რომელთა სისქე ალაგ-ალაგ 5-7 კმ-ს აღწევს. ალჟირ-პროვანსის ქვაბულის გვიანდელ მიოცენურ ნალექებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევაპორიტის მარილშემცველი ფენა (სისქე 1,5-2 კმ), რომელიც წარმოქმნის მარილის ტექტონიკისათვის დამახასიათებელ სტრუქტურებს. ტირენიის ქვაბულის კიდეებზე და ცენტრში გადაჭიმულია რამდენიმე რღვევის ხაზი, რომლებთანაც დაკავშირებულია ჩამქრალი და მოქმედი ვულკანები; ზოგი მათგანი აჩენს დიდ წყალქვეშა მთებს (ლიპარის კუნძულები და სხვა).

ხმელთაშუა ზღვის ქვაბულების წარმოქმნას უკავშირებენ კონტინენტური დედამიწის ქერქის გაჭიმვას, ზოგის აზრით კი, პირიქით, მის შემჭიდროებასა და ჩაწევას, ზოგიც მას ტეთისის რელიქტად მიიჩნევს.

ეკოლოგია

რედაქტირება
 
ანტალია თურქეთის ხმელთაშუა ზღვისპირეთის უმნიშვნელოვანესი კურორტია, რომელსაც წელიწადში რამდენიმე მილიონი ტურისტი სტუმრობს.
 
ნიცა ლაჟვარდოვანი ნაპირის მთავარი ტურისტული ცენტრია.

სასიამოვნო კლიმატის, ლამაზი სანაპირო ზოლის, მდიდარი ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის უნიკალური კომბინაცია ხმელთაშუა ზღვას ყველაზე პოპულარულ ტურისტულ რეგიონად აქცევს მსოფლიოში, რომელიც ტურისტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით მესამედს იზიდავს.

ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებისათვის ტურიზმი წარმოადგენს შემოსავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს. ის, ასევე, სანაპირო პროვინციებს, მცირე დასახლებებსა და კუნძულებს ურბანული ცენტრებისაგან დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას აძლევს (თუმცა არცთუ იშვიათად ასეთი ცენტრები სწორედ ზღვის სანაპიროზე ყალიბდება). თუმცა, აღსანიშნავია, რომ სწორედ ტურიზმი წარმოადგენს სანაპირო ზოლისა და საზღვაო გარემოს დეგრადაციის მთავარ გამომწვევ ფაქტორს. ქვეყნისა თუ რეგიონის სწრაფი განვითარების მიზნით ხმელთაშუაზღვისპირეთის მრავალი ქვეყნის მთავრობა ხელს უწყობს ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ტურისტის მოზიდვას, თუმცა ეს ხშირად საზღვაო ჰაბიტატების დაზიანებისა და სანაპირო ზოლის დაბინძურების მიზეზი ხდება. სერიოზული საფრთხე ემუქრებათ ზღვის ორგანიზმებს, რომელთა მრავალი სახეობა უკვე გადაშენების ზღვარზეა. ეს ყოველივე კი ზოგ ქვეყანაში ტურიზმის სამომავლო განვითარებას ეჭვქვეშ აყენებს.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: