ტუნისი
ტუნისი (ოფიციალურად ტუნისის რესპუბლიკა, არაბ. الجمهورية التونسية) — სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ალჟირი და ლიბია.
ტუნისის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: სამშობლოს დამცველები |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ტუნისი 36°50′ ჩ. გ. 10°09′ დ. გ. / 36.833° ჩ. გ. 10.150° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | მუჰამედ ენ-ნასერი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | მოჰამედ განუჩი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 163 610 კმ2 (92-ე) | ||||
- | წყალი (%) | 5.0 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 10 102 000 (78-ე) | ||||
- | 1994 აღწერა | 8 785 711 | ||||
- | სიმჭიდროვე | 62 კაცი/კმ2 (133-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $97.74 მილიარდი (მე-60) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $9,630 (73-ე) | ||||
აგი (2007) | 0.766 (საშუალო) (91-ე) | |||||
ვალუტა | ტუნისური დინარი (TND ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | TUN | |||||
Internet TLD | .tn | |||||
სატელეფონო კოდი | 216 |
სახელწოდებარედაქტირება
- ოფიციალური: ტუნისის რესპუბლიკა.
- ეროვნული: تونس; Al Jumhuriyah at Tunisiyah.
- ეტიმოლოგია: სახელი მომდინარეობს დედაქალაქის - ტუნისისაგან, რომელიც ანტიკური კართაგენის მახლობლადაა აგებული.
ისტორიარედაქტირება
ტუნისის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა. ძვ. წ. 825 წელს ფინიკიელებმა აქ შექმნეს მონათმფლობელური ქალაქი-სახელმწიფო კართაგენი, რომელმაც ძვ. წ. II ს-მდე იარსება. პუნიკური ომების შედეგად კართაგენი დაინგრა, ტუნისი რომის აფრიკული სამფლობელოების შემადგენლობაში შევიდა. ახ. წ. I საუკუნეში ტუნისში ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო. 439 წელს ვანდალებმა დაიპყრეს, ხოლო 534 წელს ბიზანტიის მფლობელობაში გადავიდა. VII საუკუნის დასასრულს ტუნისი არაბებმა დაიპყრეს და ომაიანთა სახალიფოს შემადგენლობაში მოაქციეს. VII საუკუნის დასასრულსა და VIII საუკუნის დასასრულს ტუნისის მკვიდრი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ისლამი მიიღო. 800 წელს ტუნისი აბასიანთა სახალიფოს გამოეყო და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა არაბული დინასტიის აღლაბიდების (800-909 წწ) მეთაურობით. 909 წელს შიიტი ბერბერების აჯანყების შედეგად აღლაბიდთა დინასტია დაემხო და ქვეყნის სათავეში ფატიმიდების ისმაილისტური დინასტია მოვიდა. ფატიმიდთა ტირანიით გამოწვეული უკმაყოფილებით ისარგებლა ზირიდების ბერბერულმა დინასტიამ და 1048 წელს შექმნა დამოუკიდებელი სუნიტური სახელმწიფო (ცენტრი - კაირუანი). 1160 წელს ტუნისი შევიდა ალმოჰადების სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომლის დაშლის შემდეგაც ჰაფსიდების სახელმწიფოს (1229-1574 წწ) დაემორჩილა. 1574 წელს ტუნისი თურქებმა დაიპყრეს და ოსმალეთის იმპერიის პროვინციად აქციეს, მაგრამ სულთნის ხელისუფლება ტუნისში ნომინალური იყო. 1591 წლიდან ქვეყანას ტუნისელი დეები, შემდგომ კი მურადიდების დინასტიის (1612-1702 წწ) ბეები განაგებდნენ. ამ დროიდან ტუნისში დაიწყო სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ადგილობრივი ტრადიციების აღდგენა. 1705 წელს ჰუსაინიდების დინასტიის ბეებმა ტუნისის დამოუკიდებელი სახელმწიფო დააარსეს. ოსმალეთის სულთნის სიუზერენიტეტის აღიარების მიუხედავად, ჰუსაინიდები ცდილობდნენ დამოუკიდებელი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებას; მათ გაატარეს სოციალური გარდაქმნები. XIX საუკუნის 40-იან წლებში გაუქმდა მონობა, შეიქმნა რეგულარული არმია და ფლოტი. 1861 წელს გამოქვეყნდა ტუნისის პირველი კონსტიტუცია („დუსთური”). XVIII საუკუნიდან ევროპულმა სახელმწიფოებმა შეაღწიეს ტუნისში. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან დაარსდა რამდენიმე ფრანგული კოლონია. 1881 წელს საფრანგეთის ჯარი ტუნისში შეიჭრა და ტუნისელთა წინააღმდეგობის მიუხედავად ბეის თავს მოახვია ხელშეკრულება პროტექტორატის შესახებ. ტუნისი საფრანგეთის კოლონიად იქცა.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ტუნისს ჯერ „ვიშის” მთავრობა განაგებდა (1940-1942 წწ), შემდეგ იტალია-გერმანიის ოკუპაციაში (1942 წლის ნოემბერი - 1943 წლის მაისი) მოექცა. 1954 წლის 31 ივლისს საფრანგეთმა ტუნისს შიდა ავტონომია მიანიჭა. 1955 წლის 3 ივნისს ხელმოწერილი საფრანგეთ-ტუნისის კონვენციით ქვეყნის მმართველობა ეროვნული მთავრობის ხელში გადავიდა. 1956 წლის 20 მარტს ტუნისმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1957 წლის 25 ივლისს მონარქია გაუქმდა და რესპუბლიკა გამოცხადდა.
1934-87 წლებში ქვეყანას მართავდა ჰაბიბ ბურგიბა. იგი საერო იდეოლოგიას ატარებდა (ქალთა ემანსიპაცია, მრავალცოლიანობის გაუქმება, უფასო განათლება) და ისლამურ ფუნდამენტალიზმს უპირისპირდებოდა. ამასთან ის თანდათან აძლიერებდა თავის ხელისუფლებას, რაც დიქტატორულ მმართველობაში გადავიდა. 1987 წელს იგი სიბერის გამო გადააყენეს. ახალი პრეზიდენტის მისი წინამორბედის მმართველობის სტილს ინარჩუნებს.
გეოგრაფიარედაქტირება
ტუნისის ტერიტორია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თითქმის 800 კმ-ზეა გადაჭიმული. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 1200 კმ. დიდი ყურეებია: ტუნისის, ჰამამათი, გაბესი. სანაპიროს გაყოლებით მრავალი კუნძულია (ჯერბა, კერკენის კ-ები და სხვა).
რელიეფი უმთავრესად ბორცვიანი ვაკეა. ტერიტორიის დაახლოებით 1/3 ატლასის მთებსა და მთათაშუა პლატოს უჭირავს. ტუნისის ქედის დასავლეთ ნაწილში აღმართულია მთა შამბი (1544 მ - ქვეყნის უმაღლესი წერტილი). ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი უჭირავს ტუნისის დაბლობსა და ტუნისის საჰელს. უკიდურეს სამხრეთში არის ქვიშიანი უდაბნო რმელ-ალ-აბიოდი.
სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება რკინის მადანი, ფოსფორიტები, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ტყვიის, თუთიის, ვერცხლისწყლის, მანგანუმის მადანი, ფლუორიტი, ბარიტი, კალიუმის მარილები.
ჰავა უმთავრესად სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვისაა, უკიდურეს სამხრეთში - ტროპიკული უდაბნოსი. ჩრდილოეთით იანვრის საშუალო ტემპერატურაა 10 °C, ივლისისა - 26 °C; სამხრეთით, შესაბამისად, 21 °C და 33 °C. ნალექები მთათაშუა პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში 1000-დან 1500 მმ-მდეა წელიწადში, დანარჩენ ნაწილში - 400-დან 600 მმ-მდე, ტუნისის ქედის სამხრეთით - 100-200 მმ.
მდინარეთა დიდი ნაწილი მიეკუთვნება უადის ტიპს. ყველაზე დიდი მდინარეა მეჯერდა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში არის ტბები ბიზერტა და გარაით-აშქელი. ჩრდილოეთით ჭარბობს ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, ატლასის მთებში - ტყის ყომრალი; სამხრეთით ნახევარუდაბნოების რუხი-ყავისფერი (ადგილ-ადგილ დამლაშებული) და უდაბნოს პრიმიტიული ნიადაგებია. ბუნებრივი მცენარეულობა ძლიერ დეგრადირებულია. მთებში ფოთოლმცვივანი და მარადმწვანე ტყეები და მაკვისის ტიპის ბუჩქნარია. დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს კორპის მუხის მასივებს.
სახელმწიფორედაქტირება
- სახელმწიფო სისტემა: საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ბეჯი კაიდ ეს-სებსი.
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი: ზედა (წარმომადგენელთა) პალატა (126 წევრი), ქვედა (დეპუტატთა) პალატა (189 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: 24 გუბერნია (Governorate).
დემოგრაფიარედაქტირება
ეკონომიკარედაქტირება
- რესურსები: ნავთი, ფოსფატები, რკინის მადანი, ტყვია, თუთია, მარილი.
- ექსპორტი: ნავთობი, ფოსფატები, საფეიქრო ნაწარმი, ხილი, თევზეული.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე: 2.000 $.
- ვალუტა: ტუნისის დინარი (TND);
მემკვიდრეობარედაქტირება
კართაგენის ნანგრევები, ტუნისის და სუსის მედინა, პუნიკური ქალაქი კერკუანი და აკროპოლი, ელ-ჯემის ამფითეატრი.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 72-75.