ISO 3166-1
ISO 3166-1 — ISO 3166 სტანდარტის ნაწილი. წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ დადგენილ ქვეყნებისა და დამოკიდებული ტერიტორიების სახელების კოდებს. სტანდარტის ოფიციალური სახელწოდებაა „კოდები ქვეყნებისა და მათი ქვედანაყოფების აღსანიშნავად — ნაწილი 1: ქვეყნის კოდები“. ის განსაზღვრავს ქვეყნის კოდების სამ კრებულს:[1]
- ISO 3166-1 alpha-2 — ორნიშნიანი სისტემა. აქვს მრავალმხრივი გამოყენება, განსაკუთრებით ქვეყნის ზედა დონის დომენისთვის.
- ISO 3166-1 alpha-3 — სამნიშნა სისტემა. უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე ორნიშნიანი სისტემა, ქვეყნის ამოცნობისთვის.
- ISO 3166-1 რიცხვითი — სამციფრიანი სისტემა. იოლი გამოსაყენებელია ადამიანებისთვის ან/და სისტემებისთვის, რომლებიც არალათინურ დამწერლობას იყენებენ. გაერო-ს სტატისტიკური განყოფილების მიერ განსაზღვრული კოდების იდენტურია.
ქვეყნის ანბანური კოდები ISO 3166-ში თავიდანმე, 1974 წლიდან, იყო დართური, ხოლო ქვეყნის რიცხვითი კოდები, მეორე განახლებისას, 1981 წელს დაერთო. ქვეყნის კოდები ISO 3166-1 სტანდარტის სახით პირველად 1997 წელს გამოჩნდა ISO 3166-ის მეხუთე განახლებისას, როდესაც ISO 3166 სამ ნაწილად დაიყო.[2]
ISO 3166-1 არ არის ერთადერთი სტანდარტი ქვეყნის კოდებისთვის. ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს ქვეყნის საკუთარ კოდებს, რომელთა შორის, ზოგი ISO 3166-1-ის კოდების მსგავსია.
ოფიციალურად მინიჭებული კოდები
რედაქტირებაქვემოთ მოცემულია ISO 3166-1 სტანდარტით დადგენილი ქვეყნების კოდების სრული სია. გრაფა მოიცავს მარტო ოფიციალურად მინიჭებულ კოდებს.
კოდები შეგიძლიათ დაახარისხოთ შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ბოლო მწკრივში მოცემულია ბმული ყოველი ქვეყნის ISO 3166-2 კოდებზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- ISO 3166-2
- ISO 3166-3
- ფიფა-ს ქვეყნების კოდები — ცოტა განსხვავდება ISO 3166-1 alpha-3-ის კოდებისგან და გამოიყენება ფიფა-ს მიერ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ISO 3166 FAQs – ზოგადი კითხვები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-04. ციტირების თარიღი: 2009-01-05.
- ↑ ISO 3166-ის განვითარება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-05. ციტირების თარიღი: 2009-01-05.