მარშალის კუნძულები

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მარშალის კუნძულები“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მარშალის კუნძულები ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

მარშალის კუნძულები (მარშ. Aolepān Aorōkin M̧ajeļ, ინგლ. Republic of the Marshall Islands) — წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში, ასოცირებული სახელმწიფო აშშ-თან. დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება მიკრონეზიის ფედერაციული შტატების, ხოლო სამხრეთიდან კირიბატის ტერიტორიული წყლები. გარდა ამისა მას ესაზღვრება წყნარი ოკეანის ნეიტრალური წყლები. სანაპირო ზოლის სიგრძე — 370,4 კმ. სახელმწიფო მდებარეობს მარშალის კუნძულების არქიპელაგის 29 ატოლზე და 5 კუნძულზე, რომელიც შედგება რალიკის და რატაკის ჯაჭვისაგან. ხმელეთის საერთო ფართობი — 181,3 კმ²; ლაგუნებით დაკავებული ტერიტორიის ფართობი — 11 673 კმ². მოსახლეობა — 53 158 კაცი[3][4][5] (2011, მოსახლეობის აღწერა). დედაქალაქი — მაჯურო.

მარშალის კუნძულების რესპუბლიკა
Aolepān Aorōkin M̧ajeļ
მარშალის კუნძულები
მარშალის კუნძულების
დევიზი: "Jepilpilin ke ejukaan"
"ერთობლივი ძალით მიღწევა"
ჰიმნი: "Forever Marshall Islands!"
მარშალის კუნძულების მდებარეობა
სტატუსი ასოცირებული სახელმწიფო
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
მაჯურო[1]
7°07′ ჩ. გ. 171°04′ ა. გ. / 7.117° ჩ. გ. 171.067° ა. გ. / 7.117; 171.067
ოფიციალური ენა
ეთნიკური ჯგუფები (2006)
  • 92,1 % მარშალელი
  • 5,9 % შერეული მარშალელი
  • 2 % სხვა
ეთნოქორონიმი მარშალელი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი კრისტოფერ ლოიკი
საკანონმდებლო ორგანო ნიტიჯელა
დამოუკიდებლობა
 -  თვითმმართველობა 1979 
 -  თავისუფალი ასოციაციის ხელშეკრულება 21 ოქტომბერი, 1986 
ფართობი
 -  სულ 181 კმ2 (213-ე)
მოსახლეობა
 -  2009 შეფასება 68 000[2] (205-ე)
 -  2003 აღწერა 56 429
 -  სიმჭიდროვე 342,5 კაცი/კმ2 (28-ე)
მშპ (მუპ) 2001 შეფასება
 -  სულ $115 მილიონი (220-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $2 900 [ა] (195-ე)
ვალუტა ამერიკული დოლარი (USD)
სასაათო სარტყელი MHT UTC+12:00
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +692
ინტერნეტ-დომენი .mh

ევროპელების მიერ შემჩნეული პირველი კუნძულია ბოკაკი, რომელიც 1526 წელს აღმოაჩინა ესპანელმა ზღვაოსანმა ალონსო დე სალასარმა. შემდგომში მარშალის კუნძულები მონაცვლეობით ხდებოდა სხვადასხვა კოლონიური იმპერიების ტერიტორია: 1886 წელს — გერმანიის იმპერიის, 1914 წელს — იაპონიის, რომელმაც გააგრძელა კუნძულების ფლობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც უკვე ერთა ლიგის მანდატით, 1947 წელს — შევიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამეურვეო ტერიტორიის შემადგენლობაში აშშ-ის მართვის ქვეშ. მარშალის კუნძულები, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნი შეიქმნა 1983 წელს წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორიის დაყოფის შედეგად. 1986 წლიდან მარშალის კუნძულები იმყოფება „თავისუფალ ასოციაციაში“ აშშ-თან. მარშალის კუნძულები — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, სამხრეთ წყნარი ოკეანის კომისიისა და წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის წევრია.

დასახელება

არქიპელაგს მარშალის კუნძულები დაერქვა ბრიტანელი კაპიტნის, ჯონ მარშალის პატივსაცემად[6] (ასევე ცნობილია უილიამ მარშალის სახელით[7]), რომელიც მეორე კაპიტან ტომას გილბერტთან ერთად, რომლის პატივსაცემადაც დაერქვა სახელი მეზობელ გილბერტის კუნძულებს, იკვლევდა არქიპელაგს 1788 წელს პატიმრების გადაყვანის დროს ახალ სამხრეთ უელსში[7].

გეოგრაფია

ზოგადი გეოგრაფია

 
მარშალის კუნძულების რუკა
 
მაჯუროს ატოლის ხედი
 
სანაპირო მაჯუროსთან
 
ბიკინის ატოლის ხედი

მიკრონეზიული სახელმწიფო მარშალის კუნძულები წარმოადგენს წყნარ ოკეანეში მდებარე ატოლების და კუნძულების შეჯგუფებას, ეკვატორიდან ცოტა ჩრდილოეთით. ქვეყნის დედაქალაქი, მაჯურო, მდებარეობს 3438 კმ-ში აშშ-ის ჰავაის შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ქალაქ ჰონოლულუდან დასავლეთით, 3701 კმ-ში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და 3241 კმ-ში ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების ქალაქ საიპანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით[8]. უახლოესი არქიპელაგებია — მარშალის კუნძულებიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მიკრონეზიის ფედერაციული შტატების კუთვნილი კაროლინის კუნძულები და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კირიბატის რესპუბლიკის კუთვნილი გილბერტის კუნძულები[9].

მარშალის კუნძულების მთლიანი ხმელეთის ფართობი შეადგენს 181,3 კმ²-ს, მაშინ როდესაც ლაგუნებით დაკავებული ტერიტორიის ფართობი — 11 673 კმ²-ს[10]. ქვეყანა მდებარეობს 29 ატოლზე და 5 დაშორებულ კუნძულზე, რომლებიც დაყოფილია ორ ჯგუფად: 18 კუნძული რალიკის ჯაჭვში (თარგმანში მარშალური ენიდან „მზის ჩასვლა“[11]) და 16 კუნძული რატაკის ჯაჭვში (ან რადაკი; თარგმანში მარშალური ენიდან „მზის ამოსვლა“[11]). ორივე ჯაჭვი მდებარეობს ერთმანეთისგან დაახლოებით 250 კმ-ში და გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 1200 კმ-ზე[9]. მთავარი კუნძულებია ატოლები კვაჯალეინი და მაჯურო. მარშალის კუნძულების ყველაზე დიდი კუნძულია — კვაჯალეინი, ამავდროულად მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაგუნის მქონე ატოლია[9][12]. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხმელეთის ფართობი სულ 16,32 კმ²-ია, ლაგუნის ფართობი შეადგენს 2174 კმ²-ს[13]. ყველა კუნძული დაბალი სიმაღლისაა, ხოლო ატოლები შედგება დიდი რაოდენობით მოტუებისგან, რომელთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში აჭარბებს 1100[14]. ქვეყნის უმაღლესი წერტილი, რომელიც აღწევს სულ 10 მეტრს, მდებარეობს ატოლ ლიკიეპზე[10].

მარშალის კუნძულების ყველაზე ჩრდილოეთი კუნძულია ბოკაკი (ანუ ტაონგი) რატაკის ჯაჭვში: ის მდებარეობს აშშ-ის მმართველობაში არსებულ ატოლ უეიკიდან, რომელზეც მარშალის კუნძულები პრეტენზიას აცხადებს 280 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით. მარშალის კუნძულების ყველაზე სამხრეთი კუნძულია — ატოლი ებონი, ყველაზე დასავლეთი — უჯელანგი (ორივე მდებარეობს რალიკის ჯაჭვში), ყველაზე აღმოსავლეთი — ნოკსი რატაკის ჯაჭვში.

გეოლოგია

მარშალის კუნძულების რესპუბლიკის 29 კუნძული 34 კუნძულიდან — ატოლებია (დანარჩენი კუნძულები წარმოადგენენ ამოწეულ ატოლებს). ჩარლზ დარვინის თეორიის თანახმად, ატოლების ჩამოყალიბება ხდებოდა ვულკანური კუნძულების ჩაძირვის შედეგად, რომელთა ზედაპირზე თანდათან იზრდებოდა მარჯანი. ასევე ხდებოდა გაქვავებული რიფების წარმოშობა, ხოლო შემდგომში ბარიერული რიფებისაც, რომლებიც თანდათან იფარებოდა მარჯნით. შედეგად ატოლზე წარმოიშვა ხმელეთი[15]. მარჯანის და წყალმცენარეების ზრდა ყველაზე აქტიურად ხდებოდა ოკეანისკენ მიმართულ რიფის რაიონებში, შედეგად რიფის ეს გარე მხარე არ ჩამორჩებოდა ვულკანური კუნძულის ფორმირებას. კუნძულის შიდა რაიონები, პირიქით, იძირებოდა წყლის ქვეშ. შედეგად ამ ადგილებში მოხდა დაბალი სიღრმის ლაგუნების ჩამოყალიბება.

რიფების ზედაპირზე თანდათან გროვდებოდა ქვიშა, რომელიც ყალიბდებოდა ტალღებისა და დინებების ზემოქმედებით, განსაკუთრებით ძლიერი მოქცევებისა და მიქცევების დროს. პლაჟის მიქცევის ზონაში წარმოიქმნებოდა სანაპირო ჯიში, ქვიანი გარე დახრილი ფენით. შედეგად მიწისზედა მცენარეებს გაუჩნდათ საფუძველი, რაზედაც მათ შეეძლოთ გახარება. კუნძულზე ჩამოყალიბდა მარილის მაღალი შემცველობის ნიადაგს შეჩვეული მცენარეულობა, რომელიც თავისი ფესვებით ამყარებდა სხვადასხვა დანალექი ქანების ჯიშებს და წინააღმდეგობას უწევდა ეროზიას წყლისაგან და ქარისაგან. ასე ჩამოყალიბდა ქვიშოვანი მომცრო კუნძულები, ანუ ატოლების მოტუები[15].

ამოწეული ატოლი წარმოადგენს მარჯნული პლატფორმის ამოწევის შედეგად ჩამოყალიბებულ ამოწეულ ვულკანურ კუნძულს, რომელიც გარს აკრავს ვულკანურ პლატოს კუნძულის ცენტრში.

სასარგებლო წიაღისეული, რომელთა მოპოვება შეიძლებოდა მომხდარიყო საწარმოო ფარგლებში, მარშალის კუნძულების ზედაპირზე და წიაღში არ არსებობს. მაგრამ წინასწარი გამოკვლევებისას ზოგიერთ კუნძულზე აღმოჩნდა ფოსფორიტები[16], ხოლო ქვეყნის ტერიტორიული წყლების ფარგლებში — რკინა-მანგანუმის კონკრეციის შენაგროვი, ასევე კობალტი[17]. მაგრამ დღეისათვის რაიმე სამუშაოები არ ჩატარებულა.

კლიმატი

 
საშუალო ტემპერატურა (წითლად) და ნალექი (ლურჯად) მაჯუროში.

მარშალის კუნძულების რეგიონალური კლიმატისთვის განსაკუთრებით გამოსარჩევია კლიმატური პირობების ცვალებადობა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, მათ შორის ამ მიმართულებით ნალექების რაოდენობის მომატება[18][19]. ქვეყნის ჩრდილოეთ კუნძულებზე კლიმატი ტროპიკულია, ნახევრად გვალვიანი. მაგალითად, მარშალის კუნძულების ყველაზე ჩრდილოეთ ატოლზე, ბოკაკიზე, კლიმატი პრაქტიკულად ნახევრად ადაბნოსია, თუმცა მასზე მოსული ნალექების რაოდენობა, ახლოა დასავლეთ პრერიის აშშ მაჩვენებელთან[18]. ეს განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: ნიადაგის ფორიანობით, მარილიანი ნისლით და მარილიანი გრუნტის წყლებით. ნალექების რაოდენობა მარშალის კუნძულებზე იზრდება სამხრეთისკენ გადაადგილების შესაბამისად და აღწევს თავის მაქსიმუმს ატოლ ებონიზე, ქვეყნის ყველაზე სამხრეთ კუნძულზე, რომელიც მდებარეობს ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში[18].

ადგილობრივი კლიმატის მეორე მთავარი კლიმატური თავისებურებაა მარშალის კუნძულების მდებარეობა ჩრდილო-აღმოსავლეთ პასატების ზონაში[18]. წელიწადის დიდი დროის განმავლობაში კუნძულებზე ჭარბობს ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი. ის გამოირჩევა მაღალი ტენიანობით. ყველა კუნძულზე, ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძულების გარდა, ხშირად ხდება კოკისპირული წვიმები[18].

არქიპელაგისთვის ტიპურია, თუმცა იშვიათია, ტროპიკული შტორმები და ქარიშხლები, ანუ ტაიფუნები, რომლის დროსაც აღინიშნება დიდი რაოდენობით ნალექების მოსვლა, ძლიერი ქარები, წაქცეული ხეები და დანგრეული სახლები, ასევე მაღალი ტალღები, რომლებიც საფრთხეს ქმნის წალეკოს დაბალი სიმაღლის კუნძულები[18]. ხდება გვალვები. კლიმატური კატაკლიზმების ყველაზე უფრო ხშირი მიზეზია ელ-ნინიო[19].

ყოველთვიური ნალექების დონე მარშალის კუნძულებზე შეადგენს დაახლოებით 300—380 მმ-ს[20]. ქვეყნის ჩრდილოეთის კუნძულებზე ყოველწლიურად მოდის 1000-დან 1750 მმ-მდე ნალექი, სამხრეთის კუნძულებზე — 3000—4300 მმ[19]. ჩრდილოეთის კუნძულებზე ყველაზე ძლიერი წვიმები მოდის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით, სამხრეთის კუნძულებზე კი წვიმები მოდის მთელი წელიწადი[14].

ტემპერატურული რეჟიმი არქიპელაგზე მთელი წლის განმავლობაში რჩება მუდმივი. სხვაობა ყველაზე ცივ და ყველაზე თბილ თვეებს შორის შეადგენს 1—2 °C-ს[14]. ყველაზე დაბალი ღამის ტემპერატურა, როგორც წესი 2—4 °C-ით მაღალია ყველაზე დაბალ დღის ტემპერატურაზე[21]. საშუალო წლიური ტემპერატურა მარშალის კუნძულებზე შეადგენს 27,8 °C-ს.

ნიადაგი და ჰიდროლოგია

მარშალის კუნძულების ნიადაგი — მაღალ ტუტოვანია, მარჯნული წარმოშობის (ძირითადად თეთრი ან ვარდისფერი მარჯნული ქვიშა[22]), მეტად ღარიბია. როგორც წესი ისინი ფოროვანია, რის შედეგად ძალიან ცუდად იკავებს ტენს. ადგილობრივი ნიადაგი ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებს კალციუმის გარდა[22].

მუდმივი წყალსატევები მტკნარი წყლით — დიდი იშვიათობაა მარშალის კუნძულებისათვის[23]. წყლის ნაკადი კუნძულებზე საერთოდ არ არსებობს; წყლის მცირე ნაკადი წარმოიშვება მხოლოდ ძლიერი წვიმების შემდეგ. გრუნტის წყლები გვხვდება პრაქტიკულად ყველა ატოლზე, ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძულების გარდა, სადაც კლიმატი ყველაზე უფრო გვალვიანია[23]. ფოროვანი ნიადაგის ქვეშ გამდინარე წვიმის წყალი წარმოქმნის ოდნავ მარილიანი წყლის ლინზას. მასთან მიახლოება შესაძლებელია ჭის ამოთხრის შემდეგ. ამ ლინზებში უმნიშვნელო რაოდენობის წყლის მოხვედრის და ხანგრძლივი მოქცევის პერიოდული ცვალებადობის გამო ლინზები შედარებით თხელია, როგორც მტკნარი და ზღვის წყლების შეცვლის ზონა[14]. ქვეყნის ზოგიერთ ატოლებზე, სადაც კლიმატი ყველაზე უფრო ტენიანია, გვხვდება მცირე, ძირითადად მლაშე გუბეები, რომლებიც წარმოიქმნა ლაგუნების ცალკეული უბნების იზოლაციის შედეგად და ლაგუნის მიერ მლაშე წყალში მტკნარი წყლის მუდმივი შერევით. ერთ-ერთი მტკნარი წყლის გუბე არსებობს კუნძულ ლიბიზე რალიკის ჯაჭვში[14].

ფლორა და ფაუნა

არქიპელაგის მხოლოდ რამდენიმე დაუსახლებელ კუნძულზე შენარჩუნებულია ტყე, რომელშიც იზრდება ატოლებისათვის ტიპური მცენარეულობა. დანარჩენ კუნძულებზე ეკოსისტემამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება ანთროპოგენური ფაქტორებისს ზემოქმედებებით: ადგილობრივი ფლორის დიდი ნაწილი განადგურდა, ხოლო მათ ნაცვლად დაირგო ქოქოსის პალმისა და პურის ხის პლანტაციები. სხვა ატოლები დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებების გამო: 1946 წლიდან 1960-იანი წლების ჩათვლით ბიკინის ატოლზე და ენივეტოკზე ამერიკელები ახორციელებდნენ ბირთვული იარაღის გამოცდას. 1954 წელს ბიკინის ატოლზე აშშ-მა კოდური სახელით „ბრავო“ გამოსცადა თავისი პირველი წყალბადის ბომბი[14]. აფეთქების სიმძლავრემ 1000-ჯერ გადააჭარბა ჰიროსიმაში აფეთქების სიმძლავრეს, ხოლო მისი რადიოაქტიური ნალექები მიმოიბნა მეზობელ კუნძულებზეც[24]. ბირთვულმა გამოცდებმა დიდი ზიანი მიაყენა კუნძულების ეკოსისტემებს.

უკანასკნელ წლებში ადგილობრივ ფლორას და ფაუნას საფრთხეს უქმნის გლობალური დათბობისგან გამოწვეული მსოფლიო ოკეანის დონის აწევა. ეს იწვევს გრუნტის წყლების დაჭუჭყიანებას[14].

მარშალის კუნძულებზე იზრდება მცენარეების 80 სახეობა, რომელთაგან ერთი სახეობა ენდემურია არქიპელაგისთვის, ხოლო ორი — მიკრონეზიისთვის[25]. ყველაზე გავრცელებული სახეობაა ქოქოსის პალმა, რომლითაც დაფარულია არქიპელაგის სახმელეთო ნაწილის 60 %[26]. ეს მცენარე მთავარ როლს ასრულებს კუნძულელების ცხოვრებაში: ის ერთი მხრივ მერქანის წყაროა, მეორე მხრივ, შეადგენს ადგილობრივი მოსახლეობის რაციონის საფუძველს. კაკლის ზეთიან ენდოსპერმისაგან აწარმოებენ კოპრას, რომელიც შეადგენს ქვეყნის ექსპორტის საფუძველს. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სხვა მთავარი მცენარეებია პანდანუსი, პურის ხე, ტარო და ბანანი. კუნძულების ტყეებში ძირითადად იზრდება პიზონია (ლათ. Pisonia), ტურნეფორცია[26]. გვხვდება მანგროს ტყეები.

ადგილობრივი ფაუნის მთავარი წარმომადგენლებია ზღვის ფრინველები. ჩრდილოეთის ბევრ კუნძულებზე, ბიკარის ატოლი, ბოკაკი, ბიკინის ატოლი, კვერცხებს დებენ მწვანე კუები (ლათ. Chelonia mydas), მაგრამ ადრე ფართედ გავრცელებული ზღვის კუ ბისა (ლათ. Eretmochelys imbricata) იშვიათად გვხვდება ადგილობრივ წყლებში[14]. კუნძულებზე მიწისზედა ქვეწარმავლებიდან გვხვდება სცინკისებური ხვლიკების 4 სახეობა და ინდური ვარანი (ლათ. Varanus indicus)[27]. მარშალის კუნძულების დიდი რაოდენობა მსხვილი ფრინველთა ბაზარია, რომელზეც ბუდობენ ზღვის ფრინველები (სულ ფრინველთა 106 სახეობა[25]). ქვეყნის ერთადერთი ხმელეთის ფრინველია წყნარი ოკეანის შხამნაყოფიანი მტრედი (ლათ. Ducula oceanica) და იისფერქუდიანი ჭრელი მტრედი (ლათ. Ptilinopus porphyraceus), დღეისათვის გადაშენებული უმრავლეს კუნძულზე[14]. მარშალის კუნძულებზე ძუძუმწოვრების ყველა ცხრა სახეობა შემოყვანილია[25].

კუნძულების სანაპირო წყლები ძალიან მდიდარია თევზით (დაახლოებით 250 სახეობა) და მარჯანით (დაახლოებით 146 სახეობა)[26].

ქვეყანაში არ არსებობს ნაკრძალი ან დაცული ტერიტორია[14].

ისტორია

 
ატომური ბომბის გამოცდა.

მარშალის კუნძულების ადრეული პერიოდის შესახებ საკმაოდ ცოტა რამეა ცნობილი. სავარაუდოდ, კუნძულები დასახლდა დაახლოებით 2000 წლის წინ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსული ხალხით.

ევროპელების მიერ პირველი აღმოჩენილი კუნძულია ატოლი ბოკაკი, რომელიც აღმოაჩინა ესპანელმა ზღვაოსანმა ალონსო დე სალასარმა 1526 წელს. მიუხედავად ამისა არქიპელაგი რჩებოდა უსახელოდ 1788 წლამდე, როდესაც კუნძულები ხელმეორედ აღმოაჩინა ბრიტანელმა კაპიტანმა ჯონ მარშალმა, რომლის პატივსაცემადაც კუნძულებს დაერქვა მისი სახელი. შემდგომში მარშალის კუნძულების გვერდით ცურავდა ბევრი ქვეყნის გემი, მაგრამ არცერთ მათგანს არ განუცხადებია ტერიტორიული პრეტენზია მათი ანექსიის მიზნით. 1860-იან წლებში კუნძულებზე გამოჩნდნენ პირველი გერმანელი ახალმოსახლეები. ამ წლებში გერმანული სავაჭრო კომპანიების მიერ გაიშალა კოპრით და სხვა საქონლით ვაჭრობის მთელი ქსელი. 1885 წელს არქიპელაგი ანექსირებული იქნა გერმანიის იმპერიის მიერ, მიუხედავად მასზე ესპანეთის პრეტენზიისა. მართვას იმპერიის სახელით აწარმოებდა ჯალუიტის კომპანია ჰამბურგიდან.

პირველი მსოფლიო ომის წლებში, 1914 წლის სექტემბერში, იაპონიამ დაიკავა მიკრონეზიის გერმანიის კუთვნილი ნაწილი, მათ შორის მარშალის კუნძულები. მას შემდეგ კუნძულები რჩებოდა იაპონიის კონტროლ ქვეშ ამერიკელების მიერ მეორე მსოფლიო ომის წლებში არქიპელაგის დაკავებამდე. 1920 წლიდან მარშალის კუნძულებს მართავდა იაპონია ერთა ლიგის მანდატით.

კუნძულების აშშ-ის არმიის ხანმოკლე ოკუპაციის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ნდობა გამოუცხადა აშშ-ს მარშალის კუნძულების მართვაში წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორიის სახით. მალე ატოლ კვაჯალეინზე შეიქმნა აშშ-ის სტრატეგიული სამხედრო ბაზა, საიდანაც ხორციელდებოდა ბირთვული იარაღის გამოცდების კონტროლი კუნძულებზე ბიკინი და ენივეტოკი 1946 წლიდან 1958 წლამდე.

1979 წელს არქიპელაგმა მიიღო შეზღუდული ავტონომია, ხოლო 1986 წელს აშშ-სთან ხელი მოაწერა შეთანხმებას თავისუფალი ასოციაციის შესახებ, რომლის თანახმადაც აშშ ცნობდა მარშალის კუნძულების რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ხოლო მარშალის კუნძულების რესპუბლიკა, თავის მხრივ, აშშ-ის სამხედროებს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ნებას რთავდა; ასევე შენარჩუნდა აშშ-ის ყველა სამხედრო ბაზა. ქვეყნის თავდაცვა სავალდებულო გახდა აშშ-სთვის. 1990 წელს მარშალის კუნძულების დამოუკიდებლობა სცნო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ.

თავისუფალი ასოციაციის შესახებ შეთანხმებას ვადა გაუვიდა 2001 წლის სექტემბერში. ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2003 წელს, შეთანხმება გაგრძელდა.

ადმინისტრაციული დაყოფა

წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორიის არსებობის წლებში მარშალის კუნძულები შედგებოდა ერთი ოლქისაგან[28].

დღეისათვის მარშალის კუნძულები დაყოფილია 33 მუნიციპალიტეტად: აილინგინაე, აილინგლაპლაპი, აილუკი, არნო, აური, ბიკარი, ბიკინი, ბოკაკი, ვოტო, ჯაბატი, ჯალუიტი, ჯემო, კილი, კვაჯალეინი, ლაე, ლიბი, ლიკიეპი, მაჯურო, მეჯიტი, მილი, ნამორიკი, ნამუ, რონგელაპი, რონგერიკი, ტაკა, უჯაე, უჯელანგი, უტირიკი, ებონი, ენივეტოკი, ერიკუბი[29]. ოთხ საოლქო ცენტრს, მაჯუროს, ებეიეს, ჯალუიტს და ვოტიეს, აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არჩევითი საბჭოებით, სახელმწიფო მოსამსახურეების მიერ დანიშნული მერი და ადგილობრივი პოლიცია[30].

 
მარშალის კუნძულების მუნიციპალიტეტები
მუნიციპალიტეტის
დასახელება
კოდი
ISO 3166-2
მოსახლეობა,
ად. (2011)
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 აილინგინაე 2,80
2 აილინგლაპლაპი MH-ALL 1729 14,69 117,70
3 აილუკი MH-ALK 339 5,36 63,25
4 არნო MH-ARN 1794 12,95 138,53
5 აური MH-AUR 499 5,62 88,79
6 ბიკარი 0,49
7 ბიკინის ატოლი 9 6,01 1,50
8 ბოკაკი 3,24
9 ვოტო MH-WTH 97 4,33 22,40
10 ვოტიე MH-WTJ 859 8,18 105,01
11 ჯაბატი MH-JAB 84 0,57 147,37
12 ჯალუიტი MH-JAL 1788 11,34 157,67
13 ჯემო 0,16
14 კილი MH-KIL 548 0,93 589,25
15 კვაჯალეინი MH-KWA 11 408 16,39 696,03
16 ლაე MH-LAE 347 1,45 239,31
17 ლიბი MH-LIB 155 0,93 166,67
18 ლიკიეპი MH-LIK 401 10,26 39,08
19 მაჯურო MH-MAJ 27 797 9,71 2862,72
20 მალოელაპი MH-MAL 682 9,82 69,45
21 მეჯიტი MH-MEJ 348 1,86 187,10
22 მილი MH-MIL 738 15,93 46,33
23 ნამორიკი MH-NMK 508 2,77 183,39
24 ნამუ MH-NMU 780 6,27 124,40
25 რონგელაპი MH-RON 79 7,95 9,94
26 რონგერიკი 1,68
27 ტაკა 0,57
28 უჯაე MH-UJA 364 1,86 195,70
29 უჯელანგი 1,74
30 უტირიკი MH-UTI 435 2,43 179,01
31 ებონი MH-EBO 706 5,75 122,78
32 ენივეტოკი MH-ENI 664 5,85 113,50
33 ერიკუბი 1,53
სულ 53 158 181,42 293,01

მოსახლეობა

რაოდენობა და განთავსება

მარშალის კუნძულების მოსახლეობა[31]
 
მარშალის კუნძულების მოსახლეობის ზრდის დინამიკა
მოსახლეობის სტრუქტურა
მოსახლეობის რაოდენობა 53 158 (2011, აღწერა)
მოსახლეობის სიმჭიდროვე 293,01 (2011, აღწერა)
საშუალო ასაკი საერთო: 21
კაცები: 21
ქალები: 20,9 (2008, შეფასება)
ასაკობრივი სტრუქტურა 0—14: 40 %
15—59: 56 %
60 წელზე უფროსი: 4 % (2011, შეფასება)
ქალაქის მოსახლეობის წილი 73,8 % (2011)
შობადობა
ფერტილობის საერთო კოეფიციენტი 3,68 ‰ (2008)
მოსახლეობის ზრდის ტემპი 2,142 % (2008)
სიკვდილიანობა
ბავშვთა სიკვდილიანობა 1000
დაბადებულზე
საერთო: 26,36 ‰ (2008)
ბიჭები: 29,58 ‰ (2008)
გოგოები: 22,98 ‰ (2008)
საერთო სიკვდილიანობა 1000
ადამიანზე
საერთო: 4,57 ‰ (2008)

მარშალის კუნძულების მოსახლეობის პირველი ოფიციალური აღწერა მოხდა 1920 ერლს. მაშინ კუნძულებზე ცხოვრობდა 9800 ადამიანი[32]. 1958 წლამდე მოსახლეობის ზრდის ტემპი იყო დაბალი, მაგრამ 1958 წლიდან 1967 წლის ჩათვლით მოსახლეობის ყოველწლიურმა ზრდამ მიაღწია 3,4 %-ს, ხოლო შემდგომში 4 %-ს[32]. მაგრამ უკვე 1988—1989 წლებში ეს მაჩვენებელი შემცირდა 1,5 %-მდე, მიუხედავად იმისა, რომ შობადობის დონე რჩებოდა ძალიან მაღალი. მოსახლეობის ზრდის შემცირების ტენდენცია გამოიწვია მოსახლეობის ემიგრაციის გაზრდამ უცხოეთის ქვეყნებში, უპირველეს ყოვლისა აშშ-ში. 1999 წლის აღწერის თანახმად, კუნძულების მოსახლეობის ყოველწლიური ზრდა რჩებოდა იმავე დონეზე — 1,5 %-ზე[33], ხოლო 2008 წლის მოსახლეობის შეფასების მიხედვით გაიზარდა 2,1 %-მდე[10].

1999 წლის აღწერის თანახმად, მარშალის კუნძულების მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 50 840 ადამიანი[34], ამასთან ქვეყნის დედაქალაქში, მაჯუროში ცხოვრობდა 25 ათას ადამიანზე მეტი[35]

2011 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად მარშალის კუნძულების რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 53 158 ადამიანს.[3] აქედან რატაკის ჯაჭვის კუნძულებზე ცხოვრობს 33 892 ადამიანი, ხოლო რალიკის ჯაჭვის კუნძულებზე — 19 266 ადამიანი. ყველაზე დიდი მოსახლეობის სიმჭიდროვეა ატოლ მაჯუროზე: 2862,72 ადამიანი კმ²-ზე. ყველაზე მცირე — ბიკინის ატოლზე: 1,50 ადამიანი კმ²-ზე.

ბოლო წლების საერთო ტენდენცია გახდა მოსახლეობის გადინება განაპირა კუნძულებიდან ქვეყნის ერთადერთ ქალაქებში, დედაქალაქ მაჯუროში და ქალაქ ებეიეში ატოლ კვაჯალეინზე[3]. 1930 წელს მაჯუროში ცხოვრობდა სულ 753 ადამიანი, ხოლო 2011 წელს უკვე 27 797 ადამიანი (ზრდა 36,9-ჯერ); ებეიეში 1930 წელს — 19 ადამიანი, 2011 წელს — 11 408 ადამიანი (ზრდა 600,4-ჯერ)[3] ეს ქმნის რესურსებზე და ორივე კუნძულის მიწაზე გაზრდილ დატვირთვას, მოაქვს სანაპიროს ეროზია, ნეგატიურ გავლენას ახდენს ადგილობრივ ეკოსისტემაზე, ხელს უწყობს ავტოქტონური ფლორის და ფაუნის განადგურებას. მსოფლიო ოკეანის დონის მნიშვნელოვანი აწევის ან კლიმატის გლობალური ცვლილების შემთხვევაში ზოგიერთ კუნძულებზე მოსახლეობის კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სოციალური და ეკონომიკური შედეგები.

ქალაქების მოსახლეობის ზრდის ფონზე, ქვეყნის დაშორებულ კუნძულებზე მოსახლეობის ზრდა 2011 წელს 1999 წელთან შედარებით შეინიშნება მხოლოდ კუნძულებზე: ჯალუიტი, ლაე, ლიბი, რონგელაპი, უტირიკი და შეადგენს 1 %-ზე ნაკლებს, ხოლო დანარჩენ კუნძულებზე მოხდა მოსახლეობის შემცირება.[3]

2011 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად მამაკაცები შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 51,2 %-ს (27 243 ადამიანი), ქალები — 48,8 %-ს (25 915 ადამიანი)[3]. ამავე აღწერის თანახმად ქალაქის მოსახლეობის წილი შეადგენს — 73,8 %-ს, სოფლის — 26,2 %-ს[36].

2011 წელს 14 წლამდე ასაკის ბავშვების წილი შეადგენდა 40 %-ს, უფროსი ასაკის მოსახლეობა 15 წლიდან 59 წლამდე — 56 %-ს, 59 წელზე უფროსების — 4 %-ს[3]. 1999 წელს მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო — 65,7 წელი, ქალების — 69,4 წელი[34].

ეთნიკური შემადგენლობა

მარშალის კუნძულების მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას შეადგენენ მარშალელები. ეს მიკრონეზიელი ხალხი იყოფა ორ ეთნოგრაფიულ ჯგუფად: რაილიკად და რაჰტაკად (გეოგრაფიაში ცოტათი სხვანაირ ტერმინად: რალიკად და რატაკად, ასე ეძახიან ქვეყნის ორ კუნძულოვან ჯაჭვს).

ქვეყანაში მცხოვრები უცხოელების წილი სულ შეადგენს 2,3 %-ს: ეს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია წყნარი ოკეანის სახელმწიფოებს შორის[37]. ყველაზე დიდი არამარშალური ეთნიკური ჯგუფია კოსრაეს ხალხი კუნძულ კუსაიედან კაროლინის კუნძულების შემადგენლობაში[38]. მარშალის კუნძულებზე ასევე ცხოვრობენ ამერიკელების და ფილიპინელების მცირე ჯგუფი.

ენები

ინგლისურ ენასთან ერთად, მარშალის კუნძულების ოფიციალური ენაა მარშალური ენა, რომელიც ეკუთვნის მიკრონეზიულ ენებს. ამ ენაზე მოსაუბრეთა საერთო რაოდენობა 1979 წელს შეადგენდა დაახლოებით 43 900 ადამიანს[39]

ენაში გამოიყენება ლათინური ანბანი, დამატებული დიაკრიტიკული ნიშნებით. ის შედგება 22 თანხმოვანი და ოთხი ხმოვანი ასოებისგან, რომელთაგან თითოეულს აქვს რამდენიმე ალოფონი. მარშალური ენის ორთოგრაფია საკმაოდ არასტაბილურია. ორთოგრაფიის რამდენიმე მიღებული ვარიანტის გარდა, თითოეულ მათგანში წერის წესები არათანმიმდევრულია.

რელიგიური შემადგენლობა

მარშალის კუნძულებზე გაბატონებული რელიგიაა ქრისტიანობა, რომელიც არქიპელაგზე XIX საუკუნეში გაავრცელეს მისიონერებმა. მათ შორის პირველები იყვნენ 1857 წელს ატოლ ებონზე გადმომსხდარი კონგრეგაციონალისტები ბოსტონიდან[21]. მარშალის კუნძულებზე პირველი კათოლიკე მისიონერები გამოჩნდნენ 1899 წელს, რომლებმაც შემდგომში ატოლ ჯალუიტზე ააშენეს ეკლესია[21].

2008 წელს კონგრეგაციონალისტების წილი შეადგენდა 54,8 %-ს, ღმერთის ასამბლეის მიმდევრები — 25,8 %-ს, კათოლიკეები — 8,4 %-ს, მორმონები — 2,1 %-ს[10].

პოლიტიკური მოწყობა

სახელმწიფო წყობა

მარშალის კუნძულები — თვითმართვადი,[40] აშშ-სთან თავისუფალ ასოციაციაში მყოფი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. 1979 წლის 1 მაისს მიღებული კონსტიტუციით მარშალის კუნძულები შეხამებული ბრიტანული და ამერიკული პოლიტიკური სისტემების თვისებების რესპუბლიკური მმართველობის ფორმის ქვეყანაა[29].

1983 წელს მიღებული დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რისი შედეგიც გახდა აშშ-თან მჭიდრო ურთიერთობების კურსის გაგრძელება. 1986 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას თავისუფალი ასოციაციის შესახებ, რომელიც მოქმედებდა 15 წლის განმავლობაში. მის თანახმად, მარშალის კუნძულების რესპუბლიკას შეეძლო გაეტარებინა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, იმ დროს, როდესაც ქვეყნის ფინანსებზე პასუხს აგებდა აშშ, რომელმაც ასევე შეინარჩუნა ატოლ კვაჯალეინზე თავისი სამხედრო ძალების ყოფნის ექსკლუზიური უფლება[41]. გარანტირებული იყო ბირთვული გამოცდების ამერიკული პროგრამის დაცვა[41]. აშშ-მა ამ დათმობების სანაცვლოდ თავის თავზე აიღეს კუნძულების თავდაცვა, მარშალის კუნძულების დაშვება აშშ-ის ფედერალურ პროგრამებში, მარშალელებს მიეცათ უფლება ეცხოვრათ და ემუშავათ შტატების ტერიტორიაზე. ამასთან აშშ-მა გამოუყო ქვეყანას მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები: 1987 წელს — $48 მილიონი, 2001—2002 წლებში — $34,7 მილიონი, ამის შედეგად, 1987 წლიდან 2002 წლამდე მარშალის კუნძულების სახელმწიფო ბიუჯეტის 70 % შედგებოდა აშშ-სგან მიღებული თანხებისაგან[41]. შეთანხმების მოქმედების ვადა ამოიწურა 2002 წელს. ახალი შეთანხმება თავისუფალი ასოციაციის შესახებ 20 წლის ვადით დაიდო 2003 წლის 6 დეკემბერს. ამ შეთანხმების თანახმად აშშ ვალდებულებას იღებდა გაეგრძელებინა მარშალის კუნძულების ეკონომიკის ფინანსირება[42].

საკანონმდებლო ხელისუფლება

საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა — პარლამენტი, რომელიც შედგება ორი პალატისაგან: ბელადთა საბჭო ((მარშ.) Council of Iroij, ზედა პალატა) და ნიტიჟელა ((მარშ.) Nitijela, ქვედა პალატა)[30].

საკანონმდებლო ხელისუფლება აკისრია პარლამენტის ქვედა პალატას[43], რომელიც შედგება 33 დეპუტატისაგან[44]. პალატის უფლებამოსილების ვადაა — ოთხი წელი[45]. პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატობის კანდიდატი შეუძლია გახდეს მხოლოდ მარშალის კუნძულების 21 წლის და მასზე უფროს უფროს მოქალაქეს[46]. დეპუტატები ირჩევიან საყოველთაო საარჩევნო უფლებების საფუძველზე[47]. არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც მოაგროვა ხმათა უბრალო უმრავლესობა[48]. არჩევნების შემდეგ პირველ სხდომაზე ქვედა პალატის წევრები თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ სპიკერს და მის მოადგილეს[49]. პალატის რეგულარული სესია იწყება იანვრის პირველ ორშაბათს და გრძელდება 50 დღის განმავლობაში[50]. პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს ქვედა პალატა მისთვის ორჯერადი უნდობლობის ვოტუმის გამოხატვის შემთხვევაში (თუ ორივე შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი არ იქნა არჩეული), ასევე შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ 30 დღის განმავლობაში არ მოხერხდა კაბინეტის ჩამოყალიბება[51].

ზედა პალატას, ან ბელადთა საბჭოს, აკისრია კონსულტატიური ფუნქციები[52]: მას შეუძლია განიხილოს ნებისმიერი საკითხები, რომელიც ეხება მარშალის კუნძულებს, და აცნობს თავის აზრს მინისტრთა კაბინეტს, ასევე შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი კანონის გადახედვა, რომელიც ეხება წესჩვეულებებს, მიწის ფლობის უფლებას ან ტრადიციულ პრაქტიკას და ქვედა პალატის მიღებულს მესამე წაკითხვით[53]. ბელადთა საბჭო შედგება რალიკის და რატაკის ჯაჭვის ოლქების 12 წარმომადგენლისგან ((მარშ.) Iroijlaplap): რალიკის ჯაჭვი (უჯელანგის გარდა) წარმოადგენს 4 წევრს; უჯელანგი, მილი, არნო, მეჯიტი, მაჯურო, აიროკი (მოტუ ატოლ მალოელაპზე), ლიკიეპი — თითო წევრს თითოეული ოლქიდან; კუნძულები აური, მალოელაპი (მოტუ აიროკის გარეშე), ვოტიე, უტირიკი და აილუკი წარმოდგენილია ერთი წევრით[54]. საბჭოს პირველ სხდომაზე საბჭოს წევრებიდან ფარული კენჭისყრით ირჩევა ბელადთა საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე[55].

აღმასრულებელი ხელისუფლება

მარშალის კუნძულების კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი[56], რომელიც ირჩევა პარლამენტის ქვედა პალატის წევრების შემადგენლობიდან თვითონ დეპუტატების მიერ საყოველთაო არჩევნების შემდეგ პირველივე სხდომაზე[57]. არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც მიიღო ხმების უმრავლესობა[58]. 2012 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტია კრისტოფერ ლოიკი.

მარშალის კუნძულების აღმასრულებელი ხელისუფლება მინისტრთა კაბინეტის ხელშია, რომელთა წევრებიც იღებენ კოლექტიურ პასუხისმგებლობას ქვეყნის პარლამენტის წინაშე[59]. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში შედის ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც იმავდროულად უნდა იყოს ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის წევრი და პალატის სხვა წევრები, რომლებსაც ნიშნავენ შესაბამის მინისტრებად[60]. მინისტრების კანდიდატურები, რომლებიც უნდა იყვნენ არანაკლებ ექვსისა (კანდიდატურები ფინანსთა, საგარეო საქმეთა, კომუნიკაციების და ტრანსპორტის, რესურსების და განვითარების, სოციალური უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი შრომის მინისტრების პოსტებზე[59]) და არაუმეტეს ათისა, წამოყენებულია ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ქვედა პალატის შემადგენლობიდან, ხოლო შემდეგ წარედგინება პალატის სპიკერს, რომელიც ნიშნავს მათ მინისტრების რანგში[61]. თუ პრეზიდენტი თავისი არჩევის შემდეგ 7 დღის განმავლობაში არ წამოაყენებს მინიმუმ 6 მინისტრის კანდიდატურას, მაშინ პრეზიტენტი გადაყენებული იქნება თანამდებობიდან და დაინიშნება სახელმწიფოს მეთაურის ახალი არჩევნები[62].

მინისტრთა კაბინეტი ახორციელებს საერთო მიმართულებების და ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლს; პარლამენტის ქვედა პალატას წარუდგენს კანონპროექტებს, რომლებიც აუცილებელია ან სასურველია მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკისთვის და გადაწყვეტილებებისთვის, ასევე შეაქვს წინადადებები გადასახადების გაზრდაზე ან სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა წყაროებზე და თანხების ხარჯვით ნაწილზე; მინისტრთა კაბინეტი ანგარიშვალდებულია პარლამენტის ქვედა პალატის მიმართ ყველა სახელმწიფო ხარჯებში; პასუხისმგებელია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე (მათ შორის, ხელშეკრულებებზე), პარლამენტის ქვედა პალატასთან შეთანხმებით ხელს აწერს საერთაშორისო შეთანხმებებს, ნიშნავს ელჩებს და მარშალის კუნძულების დიპლომატიური მისიების მეთაურებს; პასუხისმგებელია ღონისძიებებზე, რომელიც აუცილებელია ქვეცნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, იმ პირობით, რომ არ დაუშვას მშვიდობიან პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების განლაგება; მინისტრთა კაბინეტს აქვს შეწყალების უფლება; მინისტრთა კაბინეტი პასუხისმგებელია საავადმყოფოების და სხვა დაწესებულებების შექმნაზე და ხელშეწყობაზე მარშალის კუნძულების ჯანდაცვის სისტემაში; სახელმწიფო სკოლების შექმნაზე და ხელშეწყობაზე ქვეყნის განათლების სისტემაში; სხვა ინსტიტუტების შექმნაზე და ხელშეწყობაზე, რომლებიც აუცილებელია მარშალის კუნძულების მოსახლეობისთვის მაღალი ცხოვრების დონის შესაქმნელად, მათი კანონიერი უფლებების დასაცავად, მარშალელების ეკონომიური, სოციალური და კულტურული კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად[63].

სასამართლო ხელისუფლება

მარშალის კუნძულების სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. ქვეყნის სასამართლო ორგანოების სისტემა შედგება უზენაესი სასამართლოებისაგან, ზემდგომი სასამართლოებისაგან, ტრადიციული საკანონმდებლო სასამართლოებისაგან (ინგლ. Traditional Rights Court), საოლქო სასამართლოებისაგან (ინგლ. District Courts), თანასაზოგადოებრივი სასამართლოებისაგან (ინგლ. Community Courts) და კანონის შესაბამისი სხვა ქვემდებარე სასამართლოებისაგან[64]. მარშალის კუნძულების ყოველ სასამართლოს აქვს უფლება გამოიტანოს დადგენილება, დაადგინოს წესები, გამოსცეს ბრძანებები, პროცედურული ინსტრუქციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან მოქმედ კანონმდებლობას და აუცილებელია კონსტიტუციის შესაბამისად მართლმსაჯულების აღსრულებისათვის[65].

მარშალის კუნძულების უზენაესი სასამართლო — წერითი წარმოების უზენაესი სასამართლოა, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით და აქვს სააპელაციო იურისდიქცია ყველა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის უფლებით, რომელიც განხილულია ქვემდგომი სასამართლოების მიერ[66]. უზენაესი სასამართლო შედგება თავმჯდომარე მოსამართლისგან და სხვა მოსამართლეებისგან, რომელთა რაოდენობა მოცემულია მიმდინარე კანონმდებლობაში.

მარშალის კუნძულების ზემდგომი სასამართლო — წერითი წარმოების ზემდგომი სასამართლოა, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით და აქვს საერთო იურისდიქცია კანონთან და ფაქტებთან განსხვავების საკითხებში[67]. ზემდგომი სასამართლო შედგება თავმჯდომარე მოსამართლისგან და სხვა მოსამართლეებისგან, რომელთა რაოდენობა მოცემულია მიმდინარე კანონმდებლობაში. სასამართლო ასევე განიხილავს აპელაციებს ქვემდებარე სასამართლოების გადაწყვეტილებაზე, ამოწმებს სახელმწიფო დაწესებულებების გადაწყვეტილებების კანონიერებას[67].

უზენაესი სასამართლოს და ზემდგომი სასამართლოს მოსამართლეები ინიშნება მინისტრთა კაბინეტის მიერ სასამართლო სამსახურის კომისიის რეკომენდაციით (ინგლ. Judicial Service Commission) პარლამენტის ქვედა პალატის შემდგომი თანხმობით[68]. მოსამართლის მაქსიმალური ასაკია — 72 წელი[68].

ტრადიციული საკანონმდებლო სასამართლო — წერითი წარმოების სასამართლოა, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით და შედგება სამი ან უფრო მეტი მოსამართლისგან, რომლებიც წარმოადგენენ მიწის უფლების ყველა კლასებს: უზენაეს ბელადს ((მარშ.) Iroijlaplap), მდგომარეობით უფრო დაბალ ბელადს ((მარშ.) Iroijedrik), თემების მეთაურებს/მუშათა კლანები ((მარშ.) Alap), თემების წევრებს/მუშები ((მარშ.) Dri Jerbal)[69]. ტრადიციული საკანონმდებლო სასამართლოს იურისდიქციაში შედის საქმეების განხილვა, რომელიც დაკავშირებულია მარშალელების ტიტულის განსაზღვრაში ან მიწის უფლებაში, ასევე კანონიერი ინტერესები, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ განისაზღვრება მარშალის კუნძულებზე არსებული ჩვეულებრივი უფლებით და ტრადიციული პრაქტიკით[70].

საოლქო სასამართლოები განიხილავენ სამოქალაქო სარჩელებს, რომელთა ჯამი არ აჭარბებს $10 000 და იმ საკითხების გამოკლებით, რომლებიც განეკუთვნება ზემდგომი სასამართლოს კომპეტენციას, საზღვაო საკითხებს, ასევე საკამათო მიწის საკითხებს.

თანასაზოგადოებრივი სასამართლოები მოქმედებენ ქვეყნის მუნიციპალიტეტებში. ისინი განიხილავენ სარჩელებს, რომელთა ჯამი არ აჭარბებს $200[71].

საარჩევნო ოლქები

18 წლის და უფრო უფროსი ასაკის მარშალის კუნძულის მოქალაქეებს აქვთ საარჩევნო უფლება[47]. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვთ პირებს, რომლებიც არიან შეურაცხადნი, იმყოფებიან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში და სისხლის სამართლის დანაშაულისთვის პირობით განთავისუფლებულებს[72]. ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ საარჩევნო ოლქში, სადაც ის ცხოვრობს ან აქვს მიწის ნაკვეთი[73].

ქვეყანა დაყოფილია 24 საარჩევნო ოლქად. პარლამენტში ოლქი მაჯურო წარმოადგენს 5 დეპუტატს, კვაჯალეინი — 3 დეპუტატს, აილინგლაპლაპი, არნო, ჯალუიტი — 2 დეპუტატს, აილუკი, აური, ბიკინი-კილი, ვოტო, ვოტიე, ჯაბატი, ლაე, ლიბი, ლიკიეპი, მალოელაპი, მეჯიტი, მილი, ნამორიკი, ნამუ, რონგელაპი, უჯაე, უტირიკი, ებონი, ენევეტაკ-უჯელანგი — 1 დეპუტატს[44]. სხვა დაუსახლებელი კუნძულები შესულია იმ საარჩევნო ოლქებში, რომლებთანაც ისინი უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებული (ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით)[44]. ქვეყნის პარლამენტს შეუძლია შეცვალოს როგორც დეპუტატების რაოდენობა, ისევე საარჩევნო ოლქების საზღვრები. ამასთან ოლქებში უნდა ცხოვრობდეს დაახლოებით ერთნაირი მოსახლეობის რაოდენობა, თუმცა ასევე შეიძლება გეოგრაფიული თავისებურებების, საზოგადოების ინტერესების, არსებული ადმინისტრაციული და ტრადიციული რაიონების საზღვრების, ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებების და მოსახლეობის მობილურობის მხედველობაში მიღება[74].

ადგილობრივი თვითმმართველობა

კონსტიტუციის თანახმად, ნებისმიერი ატოლის ან კუნძულის მოსახლეობა, რომელიც არ არის ატოლის ნაწილი (ანუ მოტუს ნაწილი), უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემით, რომელიც მოქმედებს მარშალის კუნძულების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად[75]. ამასთან ადგილობრივი თვითმმართველობა ვრცელდება არა მარტო ატოლის/კუნძულის ხმელეთზე, არამედ მათი შიდა წყლების ზღვაზე და ზღვის ფსკერზეც (ანუ ლაგუნაზეც) და ოკეანის კუნძულის ირგვლივ არსებულ წყლებზე და წყლის ფსკერზე ბაზისური ხაზიდან 8 კმ მანძილზე, რომლიდანაც აითვლება ატოლის ან კუნძულის ტერიტორიული წყლები[76].

პოლიტიკური პარტიები

ტრადიციულად მარშალის კუნძულებზე არ არსებობენ რაიმე ფორმალურად ორგანიზებული პოლიტიკური პარტიები[77]. ისინი, რომლებსაც ქვიათ პოლიტიკური პარტიები, უფრო ჰგვანან ფრაქციებს ან ჯგუფებს, რომლებიც მოქმედებენ გარკვეული ჯგუფების ინტერესებით[78]. მათ არ გააჩნიათ ოფისები, ოფიციალური იდეოლოგია ან პარტიული სტრუქტურა. ქვეყნის ორი საყოველთაოდ აღიარებული პარტიაა პარტია კაბუა, ანუ Aelon Kein Ad, (მარშალური ენიდან თარგმანში — „ჩვენი კუნძულები“) და გაერთიანებული დემოკრატიული პარტია. ქვეყანაში ასევე მოქმედებს მეორე პარტია, გაერთიანებული სახალხო პარტია, რომელმაც 2008 წლის იანვარში კაბუას პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა მარშალის კუნძულების მთავრობა[79].

შეიარაღებული ძალები და პოლიცია

მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში არ არსებობს მუდმივად მომქმედი შეიარაღებული ძალები. მაგრამ, თავისუფალი ასოციაციის შეთანხმების საფუძველზე, პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე აღებული აქვს აშშ-ს[80]. აშშ-მა უნდა დაიცვას მარშალის კუნძულების რესპუბლიკა და მისი მოქალაქეები ქვეყნის ფარგლებს გარედან შესაძლო შეტევებისგან და საფრთხეებისაგან, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ნებისმიერ მესამე ქვეყანას მარშალის კუნძულების ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალის შეღწევაში და მისი ტერიტორიის გამოყენებაში სამხედრო მიზნებისათვის, შეთანხმების პირობების თანახმად შექმნას და გამოიყენოს რაიონები და სამხედრო დანიშნულების ნაგებობები[81]. აშშ-ს ასევე შეუძლიათ განახორციელონ სამხედრო მოქმედებები და ოპერაციები მარშალის კუნძულების ხმელეთზე, წყალზე და საჰაერო სივრცეში[82]. თუ შეთანხმებაში არ არის ნათქვამი, აშშ-მა არ უნდა ჩაატაროს დეტონაცია ან განალაგოს ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული ან ნებისმიერი სხვა მასიური განადგურების იარაღი, ასევე რადიოაქტიური, ქიმიური ან ბიოლოგიური მასალები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მოუტანოს მაეშალის კუნძულების მოსახლეობის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას[83].

შიდა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ეროვნული პოლიციის ფორმირებები. 2004 წელს ზემდგომ სასამართლოში განხილული იქნა 100 სისხლის სამართლის საქმე (2000 წელს — 160)[84]; ქალაქ მაჯუროს და ებეიეს პოლიციის მიერ დაპატიმრებული იქნა 3587 ადამიანი[85].

საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები

მარშალის კუნძულების რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის თავისუფალი ასოციაციის შესახებ არსებული შეთანხმების საფუძველზე, ქვეყანას აქვს უფლება დამოუკიდებლად აწარმოოს საგარეო პოლიტიკა თავისი სახელით გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც შეთანხმებაშია ჩაწერილი[86]. მარშალის კუნძულებს შეუძლია აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა საზღვაო უფლებების და საზღვაო რესურსების საკითხებში, დაამყაროს სხვა ქვეყნებთან კომერციული, დიპლომატიური, საკონსულო, ეკონომიკური, სავაჭრო, საბანკო, საფოსტო, საკომუნიკაციო, კულტურული, საავიაციო ურთიერთობები, ასევე აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციებთან გრანტების და სესხების მისაღებად ქვეყნის განვითარებისათვის[87]. მარშალის კუნძულების რესპუბლიკას შეუძლია თავისი სახელით ხელი მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს სხვა ქვეყნის მთავრობებთან, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან[88].

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე აშშ-ის მთავრობამ უნდა გაუწიოს დახმარება მარშალის კუნძულების რესპუბლიკის მთავრობის თხოვნას რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაეწვრიანებაზე ან სხვა სახის მონაწილეობაზე[89]. მარშალის კუნძულები უნდა კონსულტირებდეს აშშ-ის მთავრობასთან თავისი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე[90], ხოლო აშშ-ის მთავრობა კონსულტირებდეს მარშალის კუნძულების რესპუბლიკის მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება შეეხოს მარშალის კუნძულებს[91]. აშშ-ის მთავრობა არ არის პასუხისმგებელი მარშალის კუნძულების ვალდებულებაზე საგარეო პოლიტიკის სფეროში გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მიღწეული იყო ორივე მხარის აშკარა თანხმობით[92]. მარშალის კუნძულების რესპუბლიკის მთავრობის თხოვნით აშშ-მა ასევე უნდა გაუწიოს საკონსულო დახმარება მარშალის კუნძულების მოსახლეობას[93].

მარშალის კუნძულების რესპუბლიკას დიპლომატიური ურთიერთობა დამყარებული აქვს 72 ქვეყანასთან[94]. მიუხედავად ამისა, მხოლოდ აშშ-ს, ტაივანს[95] და იაპონიას[96] აქვთ თავისი საელჩოები მაჯუროში. მარშალის კუნძულების რესპუბლიკას აქვს საელჩოები აშშ-ში (ვაშინგტონში), იაპონიაში და ფიჯიზე, საკონსულოები ჰავაიზე ჰონოლულუში და მისიები ტაივანზე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში[97].

მარშალის კუნძულების რესპუბლიკა — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (1991 წლის 17 სექტემბრიდან), წყნარი ოკეანის თანამეგობრობის სამდივნოს, წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო ორგანიზაცია აფრიკის, კარიბის ზღვის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია.

მარშალის კუნძულების რესპუბლიკა ტერიტორიულ პრეტენზიას გამოთქვამს დღეისათვის აშშ-ის მფლობელობაში მყოფ ატოლ უეიკზე[10].

ეკონომიკა

საერთო დახასიათება

მარშალის კუნძულების რესპუბლიკის ეკონომიკა[31]
 
ვალუტა 1 ამერიკული დოლარი (USD) = 100 ცენტი
საბიუჯეტო წელი კალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციები SPARTECA, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია
სტატისტიკა
მდგომარეობა მსოფლიოში (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (მუპ) მიხედვით) 220-ე (2001)
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) (მუპ) $115 მილიონი (2001, შეფასება)
მშპ-ს ზრდა 3,5 % (2005, შეფასება)
მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მუპ) $2900 (2005, შეფასება)
ინფლაცია 3 % (2005, შეფასება)
მუშა ძალა 14 680 (2000)
უმუშევრობა 30,9 % (2000, შეფასება)
მეურნეობის მთავარი დარგები მომსახურების სფერო, სოფლის მეურნეობა
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $9,1 მილიონი (2000)
მთავარი პარტნიორები (ექს.) აშშ, იაპონია, ავსტრალია, ჩინეთი
იმპორტი $54,7 მილიონი (2000)
მთავარი პარტნიორები (იმპ.) აშშ, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური, ფიჯი, ჩინეთი, ფილიპინები
სახელმწიფო ფინანსები
ბიუჯეტის შემოსავლები $42 მილიონი (1999)
ბიუჯეტის გასავლები $40 მილიონი (1999)

მახასიათებლები, რომლებიც მარშალის კუნძულებზე განსაზღვრავენ ეკონომიკურ სიტუაციას, არაფრით არ განსხვავდება ოკეანეთის სხვა ქვეყნების მახასიათებლებისგან: უდიდესი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, შეზღუდული ბუნებრივი სიმდიდრე, დიდი დაშორება მსოფლიოს ძირითად გასაღების ბაზრებთან, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი[98]. მარშალის კუნძულების ეკონომიკა ასევე განიცდის ისეთ სერიოზულ სიძნელეებს, როგორიცაა საბიუჯეტო დეფიციტი, საგადამხდელო ბალანსი და შიდა დაგროვების დაბალი დონე[99]. ქვეყანა ძალზე დამოკიდებულია ფულად სახსრებზე, რომელსაც გამოყოფს აზიის განვითარების ბანკი, აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნები. ამიტომ მარშალის კუნძულების სახელმწიფო ბიუჯეტის რაოდენობა ბევრად აისახება უცხოური ფინანსური დახმარების რაოდენობაზე[99].

მიუხედავად ამისა ბოლო წლებში ქვეყანაში მიაღწიეს შედარებით ეკონომიკურ სტაბილურობას, თუმცა შენარჩუნდა ადგილობრივი ეკონომიკის სუსტი მხარეები და გარე და სხვა ფაქტორების ნეგატიური გავლენა, რომლებსაც შეუძლიათ გააფერმკთალონ მიღწეული ეკონომიკური წარმატებები[100]. მარშალის კუნძულებზე საქმიანი აქტიურობის ყველაზე უფრო სტაბილური კომპონენტებია სახელმწიფო სექტორი და ფინანსური და ეკონომიკური შემოსავლები რეიგანის გამოსაცდელი პოლიგონიდან (აშშ) ატოლ კვაჯალეინზე[100], რომელიც ასევე მსხვილი სამუშაოს მიმცემია (იქ მუშაობს 1200-დან 1300-მდე მარშალელი[101]). ბოლო წლებში ასევე ხდება გაუმჯობესება კერძო სექტორში, მაგრამ მას არ აქვს საკმარისი ზრდა, რომ გადაწყვიტოს ქვეყანაში ზრდადი უმუშევრობის პრობლემა. სახელმწიფო და კერძო სექტორები განსაკუთრებულად მგრძნობიარე რჩება გარე ბაზრის მერყეობის მიმართ: მაგალითად, აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტებისა და აზიაში 2001-2004 წლებში ფრინველის გრიპის ეპიდემიის შემდეგ მარშალის კუნძულებზე მოხდა ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ვარდნა; ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება საწვავზე ფასების ზრდაც, რომელიც ქვეყანაში მთლიანად შემოაქვთ უცხოეთიდან[100].

მარშალის კუნძულების მთავრობის მონაცემების თანახმად, 2007 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შეადგენდა დაახლოებით $149 მილიონს[102], ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე — $2851[102]. მარშალის კუნძულების ეროვნული ეკონომიკური ზრდა ძალზე არათანაბარია. 2007 წელს მშპ-ს ზრდამ შეადგინა 2 %, 2004 წელს — 5,6 %, მაშინ როდესაც 1996 წლიდან 1999 წლის ჩათვლით ის იყო უარყოფითი (1996 წელს — −10,3 %, 1999 წელს — −2,9 %)[103].

მარშალის კუნძულების ეკონომიკის მთავარი სექტორებია მომსახურების სფერო და სოფლის მეურნეობა. ტურიზმი — ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი დინამიურად განვითარებადი დარგია.

2005 წლის შეფასების თანახმად, ქვეყანაში ინფლაციის დონე შეადგენდა 3 %-ს[10].

დაბალი გადასახადების შედეგად სახელმწიფო იქცა პოპულარულ ოფშორულ ზონად.

სოფლის მეურნეობა

მიუხედავად იმისა, რომ მარშალის კუნძულებზე სასოფლო სამეურნეო წარმოების მოცულობა მცირეა, სოფლის მეურნეობა მთავარ როლს თამაშობს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში და ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უპირველესი სექტორია. მიწის დასამუშავებლად ვარგისი რაოდენობა, შეზღუდულია ატოლების მცირე ფართობისა და ადგილობრივი ნიადაგის დაბალი ნაყოფიერების გამო.

საკვები კულტურები მოჰყავთ შინაურ მეურნეობებში, ძირითადად საკუთარი საჭიროებისათვის. მათ შორის მთავარია ქოქოსის პალმა, პურის ხე, პანდანუსი, ბანანი, ტარო. სხვა ფართედ განვითარებულ კულტურებს შორის გამორჩეულია ანანასი, კიტრი, საზამთრო, კომბოსტო, პომიდორი, ბადრიჯანი, გოგრა და წიწაკა. ხორცის წარმოება აკმაყოფილებს მხოლოდ შიდა ბაზარს.

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სასოფლო სამეურნეო პროდუქტია კოპრა, რომელსაც ძირითადად აწარმოებენ არქიპელაგის დაშორებულ კუნძულებზე, რაზეც მარშალის კუნძულების მთავრობა ამ პროდუქტებზე აკეთებს თანხების სუბსიდირებას, რომ ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას[104]. სუბსიდიების აზრი შეიცავს იმას, რომ სამთავრობო კომპანია „Tobolar“ საბაზრო ფასზე უფრო ძვირად შეისყიდის ადგილობრივი მოსახლეობისგან კოპრას. 2004 და 2005 წლებში ამ სუბსიდიებმა მიაღწიეს $900 000. 2004 წელს ტაივანიდან მიღებული გრანტის დახმარებით მარშალის კუნძულებზე ქოქოსის ზეთთან ერთად დაიწყეს საპნისა და სხვა პროდუქციის წარმოება[105].

თევზჭერა

ქვეყნის მზარდი მოსახლეობის ფონზე მარშალის კუნძულების მთავრობამ ეკონომიკის თევზჭერის სექტორის განვითარება გამოაცხადა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად[98].

სანაპირო თევზჭერა მთავარ როლს ასრულებს მარშალელების ცხოვრებაში. განსაკუთრებულ ფასეულობას, ზოგიერთი სახეობის თევზებთან ერთად, წარმოადგენენ მრავალფეროვანი კიბოსნაირნი, უპირველეს ყოვლისა კიბორჩხალები, რომელიც მიდის შიდა ბაზარზე. ატოლებზე ნამორიკზე და მაჯუროზე მოქმედებენ მარგალიტის მომპოვებელი ფერმები, ხოლო ატოლ ლიკიეპზე — გიგანტური ტრიდაკნების (ლათ. Tridacna) მოპოვების სადგური.

ქვეყნის ექსპორტის საფუძველს შეადგენს თინუსი, მაგრამ მისი დაჭერა ხდება უპირატესად უცხოური გემებით, რომლებსაც წარედგინება ლიცენზია მარშალის კუნძულების განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზჭერის უფლებაზე. ამასთან ლიცენზირებიდან შემოსავალი ბევრად დამოკიდებულია ამინდის პირობებზე, მაგალითად, ქვეყნის წყლებში თინუსის ყველაზე დიდი რაოდენობა შეიმჩნევა ელ-ნინიოს დროს[98] და ასევე ბოლო წლებში თევზჭერის მოცულობა მკვეთრად შემცირდა თინუსის მიგრაციის გზების ცვლილების გამო[106]. ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად იმოქმედა 2004 წელს დაკეტილმა თინუსის ფილეს დამუშავების ქარხანამ. ის სასარგებლო იყო იმით, რომ სამუშაოთი უზრუნველყოფდა 100-დან 520-მდე ადგილობრივ მოსახლეს და იყო მსხვილი გადასახადების გადამხდელი[105].

ტრანსპორტი

2007 წელს მარშალის კუნძულების ავტოგზების სიგრძე შეადგენდა 2028 კმ-ს (მათ შორის, 75 კმ ჩქაროსნული გზები)[10]. ქვეყანაში არ არსებობს რკინიგზის ტრანსპორტი.

ეროვნული ავიაგადაზიდავია კომპანია „Air Marshall Islands“, რომელიც ახორციელებს შიდა ავიაგადაფრენებს. კომპანია დაარსდა 1980 წელს სახელით „Airline of the Marshall Islands“, 1990 წლიდან გამოიყენება თანამედროვე დასახელება[107]. სხვა ავიაკომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს მარშალის კუნძულებზე, აეიან „Continental Airlines“ (ფრენები ჰონოლულუდან და კუნძულ გუამიდან მაჯუროს და კვაჯალეინის კუნძულებზე) და „Our Airline/Air Nauru“ (ფრენები ბრისბენიდან (ავსტრალია) და ნადიდან (ფიჯი))[108]. სულ 2007 წელს ქვეყანაში მოქმედებდა 15 აეროპორტი, მაგრამ მათგან მხოლოდ ოთხს ასაფრენ-დასაჯდომი ხაზი აქვს მყარი საფარით[10].

კუნძულ მაჯუროზე მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ჩარტერული ახტობუსები), მაგრამ ყველაზე პოპულარული ტრანსპორტის სახეობაა ტაქსი. მგზავრობის ღირებულება მერყეობს 50 ცენტიდან 2 დოლარამდე (კუნძულის ყველაზე დაშორებულ წერტილებს შორის), ამასთან მძღოლს აქვს უფლება მანქანაში ჩაისვას თანამგზავრები.

როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო საზღვაო კავშირს ახორციელებს კომპანია „Central Pacific Maritime Agency“[109]. ქვეყნის ყველაზე დიდი საზღვაო პორტია — მაჯურო.

მასობრივი საინფორმაციო საშუალებები

მარშალის კუნძულების პრესა წარმოადგენს სულ ორ გამოცემას: გაზეთი „Marshall Islands Gazette“ ეკუთვნის ქვეყნის მთავრობას და გამოდის თვეში ერთჯერ; ჟურნალი „Marshall Islands Journal“ კერძოა და გამოდის კვირაში ერთჯერ ინგლისურ და მარშალურ ენებზე[110]. მარშალის კუნძულებზე მუშაობს ერთი AM-სადგური, სამი FM-სადგური: V7AB (ეკუთვნის ქვეყნის მთავრობას), V7AA (რელიგიური რადიოსადგური), „Micronesia Heatwave“ (კერძო)[110]. ქვეყნის ზოგიერთ რაიონებში შეიძლება ატოლ კვაჯალეინზე მყოფი ამერიკელი სამხედროების რადიოსადგურის და ტელეარხის სიგნალების მიღება[10]. არხი MBC TV სახელმწიფოა.

მარშალის კუნძულებზე შესაძლებელია სხვადასხვა სახის სატელეკომუნიკაციო მომსახურება: ტელექსი, ტელეფონი, ინტერნეტი. მაჯუროს და კვაჯალეინის ატოლებზე მოქმედებს რეგულარული სატელეფონო კავშირი. სხვა კუნძულებთან დაკავშირება შესაძლებელია თანამგზავრული კავშირით ან რადიოტელეფონების საშუალებით[10]. 2004 წელს ქვეყანაში გამოიყენებოდა 4500 სახლის ტელეფონი და 600 მობილური ტელეფონი. 2006 წელს მარშალის კუნძულებზე ინტერნეტით სარგებლობდა 2200 ადამიანი[10].

ტურიზმი

მარშალის კუნძულების ეკონომიკის ტურიზმის სექტორი რჩება ჩანასახობრივ მდგომარეობაში, რადგანაც ქვეყანაში ჩამოსული ტურასტების რაოდენობა საკმაოდ მცირეა მიკრონეზიის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ტურისტთა ძირითადი ნაკადი მიემართება კუნძულ მაჯუროზე. 2004 წელს კუნძული მოინახულა 9007 ადამიანმა 2001 წელს — 5444 ადამიანმა 1999 წელს — 6116 ადამიანმა[111]. არქიპელაგს უმეტესად სტუმრობენ აშშ-ის და იაპონიის მოქალაქეები. 2003 წელს აშშ-დან მოსული სტუმრების რაოდენობა შემცირდა 3 %-ით, მაშინ როდესაც იაპონიიდან ჩამოსულების გაიზარდა დაახლოებით 2,5 %-ით[112]. უცხოელების დასვენების ძირითადი სახეობებია: დაივინგი, სპორტული თევზაობა, კულტურული ტურიზმი, იახტით ცურვა.

ტურიზმის განვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი: მარშალის კუნძულებამდე ფრენის დიდი ხანგრძლივობა და მისი საკმაოდ მაღალი ფასი, განუვითარებელი ინფრასტრუქტურა[112].

აშშ-ის და მისი ტერიტორიების, პალაუს, მიკრონეზიის ფედერაციული შტატების, წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის ქვეყნების, მათ შორის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მოქალაქეები არ საჭიროებენ ვიზის მიღებაში მარშალის კუნძულებზე შესასვლელად. იაპონიის, სამხრეთ კორეის, ტაივანის და ფილიპინების მოქალაქეებს ქვეყანაში შესასვლელად ეძლევათ ვიზა მაქსიმუმ 30 დღიანი მოქმედების ვადით. ქვეყანაში შესვლისას ტურისტებს აუცილებელია ჰქონდეთ უკან დასაბრუნებელი ბილეთი და პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ ამოიწურება ერთ წელზე ადრე. სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავალდებულოა პასპორტის ქონა შესასვლელი ვიზით და უკან დასაბრუნებელი ბილეთი[11].

საგარეო ეკონომიკური კავშირები

მარშალის კუნძულების ძირითადი დარგებია სასოფლო სამეურნეო პროდუქცია (კოპრა, ქოქოსის ზეთი, თევზი). ქვეყანა დამოკიდებულია საკვები პროდუქტების, სამრეწველო საქონელის, მანქანების და საწვავის იმპორტზე. იმპორტი ბევრჯერ აღემატება ექსპორტს. 2000 წელს ექსპორტის მოცულობამ შეადგინა $ 9,1 მილიონი, ხოლო იმპორტის — $ 54,7 მილიონი[10].

2003 წელს იმპორტის სფეროში ძირითადი პარტნიორებია აშშ-ის მატერიკული ნაწილი (54,1 %), ავსტრალია (13,4 %), გუამი (11,3 %), იაპონია (4,9 %), ახალი ზელანდია (3,4 %), ჰონგ-კონგი (3,3 %), ტაივანი (2,9 %)[113]. ძირითადი პარტნიორები ექსპორტის სფეროში — აშშ, იაპონია, ავსტრალია, ჩინეთი[10].

ფულადი სისტემა და დინანსები

მარშალის კუნძულების ფულადი ერთეულია — ამერიკული დოლარი.

2007 წლის ბიუჯეტით გასავალმა შეადგინა $99,9 მილიონი, ხოლო შემოსავლებმა (უცხოეთიდან შემოსულის ჩათვლით) — $98,9 მილიონი[114]. 2004 წლის მონაცემების თანახმად ბიუჯეტის შემოსავლები შედგებოდა შემდეგი დარგებისაგან: ფულადი სახსრები აშშ-თან თავისუფალი ასოციაციის შეთანხმების პირობების საფუძველზე — 31 %, ფედერალური და სხვა გრანტები — 26 %, გადასახადები — 25 %, ბირთვული გამოცდების გამო მიღებული ზარალის ასანაზღაურებელი მიზნობრივი ფონდი — 5 %, სხვა წყაროები — 13 %[115]. გასავლების ძირითადი დარგებია: განათლება (28 %), ჯანდაცვა (20 %), სპეციალური ასიგნებები (7 %), ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ბირთვული იარაღის გამოცდების შედეგად მიღებული ზარალის აღმოსაფხვრელად (6 %), საამორტიზაციო ხარჯები (6 %), ტრანსპორტი და კომუნიკაციები (4 %), ვალის გასასტუმრებელი ხარჯები (1 %), სხვა ხარჯები — 28 %[115].

შიდა საბანკო სისტემა წარმოდგენილია ორი უცხოური (გუამის ბანკი მაჯუროში და ჰავაის ბანკი ებეიეში) და ერთი ადგილობრივი ბანკით (მარშალის კუნძულების ბანკი)[38]. მარშალის კუნძულების ბანკი დაარსდა 1982 წლის 8 ნოემბერს და დღეისათვის აქვს ფილიალების ფართე ქსელი ქვეყანაში[116].

სოციალური სფერო

ჯანდაცვა

მარშალის კუნძულების სამედიცინო დაწესებულებების სისტემა შედგება ორი საავადმყოფოსაგან, რომლებიც მდებარეობენ ქალაქებში მაჯურო და ებეიე, და 49 ჯანმრთელობის ცენტრისაგან დაშორებულ კუნძულებზე[117]. მაჯუროს საავადმყოფოს აქვს 97 საწოლი, ასევე მედიცინისათვის, ქირურგიისათვის, ორთოპედიისათვის, გინეკოლოგიისათვის, პედიატრიისათვის, ოფთალმოლოგიისათვის და სტომატოლოგიისათვის აუცილებელი მოწყობილობები. ებეიეს საავადმყოფო ემსახურება კვაჯალეინის და ახლომდებარე კუნძულების მოსახლეობას, აქვს 43 საწოლი[117].

ქვეყანაში ბოლო წლებში აღინიშნა ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება (მაგალითად, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა). მიუხედავად ამისა მოსახლეობის რაოდენობის მაღალი ზრდის და სიმჭიდროვის გამო მოიმატა იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომელნიც დაავადებულნი არიან ტუბერკულოზით და კეთრით[118].

მარშალის კუნძულების ზოგიერთ რაიონებში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომსახურება დაბალი ხარისხისაა, რაც ნეგატიურად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. 1995 წლიდან 1999 წლამდე ჩატარებული გამოკვლევების თანახმად ხუთ წლამდე ბავშვების 27 %-ს არ მიუღიათ სათანადო რაოდენობით საკვები ნივთიერებები, ხოლო 18-დან 50 წლამდე ასაკის მოსახლეობის 57 %-ს აწუხებდა სიმსუქნე[119].

მარშალის კუნძულების მთავრობის ღონისძიებები ავადმყოფობების პროფილაქტიკაში ტარდება საკმაოდ ნელ ტემპში[119]. ჯანდაცვაზე გამოყოფილი ფინანსების დიდი ნაწილი, მიდის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებაზე ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ცხოვრების არასწორი წესის, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კარცინომა (კიბო). ხშირად ავადმყოფები იძულებულები არიან იმკურნალონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაგალითად, ჰონოლულუში (ჰავაი, აშშ) ან მანილაში (ფილიპინები)[119].

მარშალის კუნძულების ბევრი მოქალაქე დაავადებულები არიან კიბოთი და სხვადასხვა სიმსივნით, რომელიც გამოწვეულია რადიაციით, რომლის მიზეზია ატოლ ბიკინიზე და ენივეტოკზე ბირთვული იარაღის გამოცდა[119].

განათლება

მარშალის კუნძულების განათლების სისტემის წინაშე დგას ბევრი პრობლემა, უპირველეს ყოვლისა განათლების ყველა დონეზე სწავლების გაუმჯობესების აუცილებლობაში[120].

ქვეყნის განათლების სისტემა შედგება ოთხი ძირითადი საფეხურისგან:

  • სკოლამდელი განათლება ბავშვებისათვის სამიდან ხუთ წლამდე სახელმწიფო პროგრამების ცენტრებში „Head Start Program“ (სულ 49 ცენტრი) და სკოლები საბავშვო ბაღის პროგრამებით (3 სახელმწიფო და 13 კერძო);
  • სავალდებულო დაწყებითი განათლება ბავშვებისათვის ექვსიდან თოთხმეტ წლამდე სახელმწიფო და კერძო სკოლებში (სულ 100 სკოლა);
  • საშუალო განათლება ბავშვებისათვის თხუთმეტიდან თვრამეტ წლამდე სახელმწიფო და კერძო სკოლებში (სულ 17 სკოლა);
  • საშუალო სპეციალური განათლება მარშალის კუნძულების კოლეჯებში (ინგლ. College of Marshall Islands) და განათლების პროგრამით USP-CMI[121].

ქალაქ მაჯუროში ასევე არსებობს 1993 წელს აშენებული წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის სტუდქალაქი[122].

1988-1999 წლების პერიოდში მარშალის კუნძულებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეების რაოდენობა: დაწყებით სკოლებში — 11 581-დან 12 421-მდე მოსწავლე, საშუალო სკოლებში — 1910-დან 2667-მდე მოსწავლე[120]. მაგრამ შემდგომ წლებში მოსწავლეთა რაოდენობა დაწყებით სკოლებში შემცირდა, რაც უმეტესად დაკავშირებულია მოსახლეობის გადინებით სხვა ქვეყნებში (უპირველეს ყოვლისა აშშ-ში): 2004/2005 სასწავლო წელს დაწყებით სკოლებში სწავლობდა 10 281 მოსწავლე[121]. მოსწავლეთა წილი ბავშვთა საერთო რაოდენობიდან, რომლებმაც მიაღწიეს სათანადო ასაკს სკოლაში სწავლისათვის, რჩება საკმაოდ დაბალი (ეს მაჩვენებელი გაიზარდა უმნიშვნელოდ: 81,9 %-დან 84,1 %-მდე დაწყებითი სკოლებისთვის და 46,7 %-დან 69,5 %-მდე საშუალო სკოლებისთვის)[120].

კულტურა

სოციალური ორგანიზება

მარშალის კუნძულებზე ჯერ კიდევ ევროპელების გამოჩენამდე ადგილობრივი მოსახლეობა დაყოფილი იყო ცალკეულ ჯგუფებად, რომელთა წევრები ფლობდნენ გარკვეულ უფლებებს და მოვალეობებს. მარშალური საზოგადოების სოციალური ორგანიზების საფუძველში იდო საკითხი მიწის საკუთრებაზე. თითოეული დასახლება შედგებოდა რომდენიმე მდედრობითი ხაზის კლანებისგან (ანუ მარშ. jowi). სოციალური ორგანიზების ძირითადი ფორმა იყო წარმომავლობა (ანუ მარშ. bwij), რომელიც წარმოადგენდა ხალხის ჯგუფს, რომელთა წარმომავლობა აგებული იყო საერთო წინაპარზე მდედრობითი ხაზის სისტემით და მიწაზე ყველა უფლება გადაეცემოდა მდედრობითი ხაზით[123]. კლანის მეთაური (ანუ მარშ. alab), ანუ მთავარი წარმომავლობის ხაზის უხუცესი მამაკაცი, მართავდა კლანის კუთვნილი მიწის სამფლობელოების საკითხებს[124]. მიწის სამფლობელო (ანუ მარშ. wāto) წარმოადგენდა მიწის მცირე ნაწილს, რომელიც მოიცავდა ლაგუნიდან ოკეანის ნაპირამდე მონაკვეთს. ერთი ან მეტი მიწის სამფლობელო იმყოფებოდა მდედრობითი ხაზის კონტროლ ქვეშ. ადგილობრივი ბელადები (ანუ მარშ. irooj) ფლობდნენ მთელ ატოლს ან მის ნაწილს (მოტუს). კლანის მეთაურები ორგანიზებას უკეთებდნენ და მართავდნენ ხალხის მოქმედებას, გამოუყოფდნენ რომელიმე წარმომავლობას გამოსაყენებელ მიწას ერთი კლანის ფარგლებში, ასევე ორგანიზებას უკეთებდნენ და აკვირდებოდნენ თემის წევრების მუშაობას, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ადგილობრივ ბელადებს საკვებით, ჩუქნიდნენ მათ სხვადასხვა საჩუქრებს (ანუ მარშ. ekkan). თემის წევრები ფლობდნენ მიწაზე უფლებებს, მაგრამ ამ უფლებების გადანაწილება მუდამ ხდებოდა კლანის მეთაურის მიერ. მიწაზე მუდმივ უფლებას ფლობდა მხოლოდ ადგილობრივი ბელადი, მაგრამ მხოლოდ იმ დრომდე, სანამდე მას არ დაამარცხებდა სხვა ბელადი.

კულტურა და ყოფაცხოვრება

საზღვაო მოგზაურობა

ქვეყნის კუნძულების ერთმანეთისგან მნიშვნელოვანმა დაშორებამ, თევზმა როგორც მოსახლეობის ერთ-ერთმა ძირითადმა საკვებმა პროდუქტმა საფუძველი დაუდო ქვეყნის მოსახლეობის ოსტატობას თევზაობაში, მათ შორის კანოეს (ანუ მარშ. wa) აგებაში, რომელსაც შეუძლია გადალახოს მნიშვნელოვანი მანძილი. თვითონ მარშალელები არიან მშვენიერი ზღვაოსნები, რომლებმაც ასეულობით წლებია ისწავლეს მოგზაურობა ვარსკვლავებზე, ღრუბლებზე, დინებაზე, ჩიტებზე და ოკეანის ფერზეც ორიენტირებით[125].

ტრადიციული კანოე კეთდებოდა პურის ხის მერქნისაგან ქოქოსის პალმის წნულების გამოყენებით. აფრები იკერებოდა ქალების მიერ პანდანუსის ფოთლებით. სულ არსებობდა კანოეს სამი სახეობა აუტრიგერით: კარკარი (მარშ. kōrkōr, გამოიყენებოდა ცურვისათვის ან თევზჭერისათვის ატოლის ლაგუნაში; მასში ეტეოდა სამ ადამიანამდე), ტიპნოლი (მარშ. tipnol, გამოიყენებოდა ცურვისათვის ოკეანეში ან ლაგუნაში; მასში ეტეოდა ათ ადამიანამდე) და უალაპი (მარშ. walap, გამოიყენებოდა შორ მანძილზე ცურვისათვის; მასში ეტეოდა ორმოცდაათ ადამიანამდე).

ზღვაში ცურვის შესწავლისათვის კუნძულელები იყენებდნენ სპეციალურ რუკებს, რომლებსაც მხოლოდ მამაკაცები აკეთებდნენ პანდანუსის ფესვებისგან ან ქოქოსის პალმის ფურცლის ძარღვებისაგან. მათზე გამოსახული იყო დინების მიმართულება და ტალღები, ხოლო კაურის ნიჟარებით აღნიშნული იყო კუნძულები[125]. სულ არსებობდა ასეთი რუკების სამი სახეობა: რებელიბი (მარშ. rebbelib), რომლებზეც ნაჩვენები იყო ყველა მარშალის კუნძული ან ერთი მაინც ორი კუნძულოვანი ჯაჭვიდან; მედო (მარშ. medo), რომლებზეც ნაჩვენები იყო ცალკეული კუნძულები; მატანგი (მარშ. mattang) ანუ უაპეპე (მარშ. wappepe) — მცირე კვადრატული ფორმის რუკა, რომლებზეც ნაჩვენები იყო ტალღების მიმართულება ცალკეული კუნძულის ირგვლივ. მიუხედავად იმისა, რომ რუკები შველოდნენ ღია ოკეანეში ორიენტირებას, თვითონ მარშალელებს არასდროს არ მიჰქონდათ ისინი ცურვისას, ეყრდნობოდენ რა საკუთარ მეხსიერებას.

ტრადიციული ხელსაქმეობა

მარშალის კუნძულებზე მაღალ დონეს მიაღწია სხვადასხვა სახეობის ხალიჩების, პანდანუსის, ქოქოსის პალმის და ჰიბისკუსის ფოთლებისაგან ტრადიციული ტანსაცმელების და ჩანთების ქსოვამ. მოქსოვილ ხალიჩებს აქვთ ფართე მოხმარება: ტალაო (მარშ. tōlao) გამოიყენება ჯდომისათვის და კეთდება პანდანუსის მთლიანი ფოთლებისგან, რომლებიც ეკერება ერთმანეთს; ჯეპკო (მარშ. jepko) გამოიყენება ნოხის სახით ან ძილის დროს ხალიჩის ქვეშ ამოსადებად; ჯანინი (მარშ. janini) გამოიყენება ძილის დროს, ხოლო ჯაბი (მარშ. jab) — გამოიყენება ოთახის მოსართავად. მარშალელების ოთახებში ასევე ფართედ გამოიყენება მრგვალი ფორმის კედლის მორთულობა, ანუ ობონი (მარშ. obon). კუნძულ კილიზე ატოლ ბიკინიდან გადმოსახლებულები ქსოვენ ლამაზ ჩანთებს და საფულეებს ქალებისათვის, ხოლო ლიკიეპი ცნობილია თავისი მარაოებით.

სპორტი

მარშალის კუნძულები არ არის ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის და ფიფას წევრი, ამიტომ მის ეროვნულ ნაკრებს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს რეგიონალურ და საერთაშორისო ტურნირებში.

2007 წლის 1 მაისს ქვეყანაში ჩატარდა პირველი ეროვნული თამაშები, რომელშიც წარმოდგენილი იყო სპორტის ცხრა სახეობა: სოფტბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, მძლეოსნობა, კანოე და ორი ტრადიციული სპორტული თამაში. თამაშებში მონაწილეობდა დაახლოებით 1000 სპორტსმენი[126].

მარშალის კუნძულებზე ყველაზე უფრო პოპულარული სპორტის სახეობა კაცებს შორის არის კალათბურთი. ყოველწლიურად ეროვნული საკალათბურთო ფედერაცია ატარებს შეჯიბრებას. ჩოგბურთს ძირითადად თამაშობენ ატოლ მაჯუროზე, ხოლო ადგილობრივი ჩოგბურთელები მონაწილეობენ სამხრეთ წყნარი ოკეანის თამაშებში[126].

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქვეყანას მონაწილეობა არ მიუღია. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყანა პირველად წარდგა 2008 წელს პეკინში (ჩინეთი) ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე[127]. მარშალის კუნძულების რესპუბლიკა წარადგინა ხუთმა სპორტსმენმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შეჯიბრებებში მძლეოსნობაში, ცურვაში და ტაეკვანდოში, მაგრამ არც ერთ მათგანში არ დაუკავებიათ საპრიზო ადგილი.

დღესასწაულები

თარიღი დასახელება (ქართ.) დასახელება (ინგლ.)
1 იანვარი ახალი წელი New Year’s Day
1 მარტი ატომური გამოცდების მსხვერპლთა ხსენების და ხსოვნის დღე Memorial & Nuclear Victim’s Day
აღდგომის წინა პარასკევი დიდი პარასკევი Good Friday
1 მაისი კონსტიტუციის დღე Constitution Day
ივლისის პირველი პარასკევი მეთევზის დღე Fisherman’s Day
სექტემბრის პირველი პარასკევი შრომის დღე Rijerbal (Worker’s) Day
სექტემბრის ბოლო პარასკევი ტრადიციების დღე Manit (Custom) Day
17 ნოემბერი პრეზიდენტის დღე President’s Day
დეკემბრის პირველი პარასკევი სახარების დღე Gospel Day
25 დეკემბერი ქრისტეს შობა Christmas Day

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. The largest cities in Marshall Islands, ranked by population. population.mongabay.com. Retrieved on May 25, 2012.
  2. Department of Economic and Social Affairs Population Division (2009). „World Population Prospects, Table A.1“ (PDF). 2008 revision. United Nations. ციტირების თარიღი: March 12, 2009. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 მოსახლეობის აღწერა (Economic Policy, Planning, and Statistics Office). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-14. ციტირების თარიღი: 2014-09-30.
  4. მოსახლეობის აღწერა (geohive — 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-19. ციტირების თარიღი: 2014-09-30.
  5. მოსახლეობის აღწერა (Statoids — 2011)
  6. Cahoon, Ben.. Marshall Islands. World Statesmen.Org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  7. 7.0 7.1 John Marshall (explorer).. Msn Encarta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-30. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  8. Marshall Islands. Location, size, and extent.. Encyclopedia of the Nations. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  9. 9.0 9.1 9.2 Marshall Islands.. Oceandots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  10. 10.00 10.01 10.02 10.03 10.04 10.05 10.06 10.07 10.08 10.09 10.10 10.11 10.12 Marshall Islands.. CIA. The World Fact Book. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-11. ციტირების თარიღი: 4 მაისი 2008.
  11. 11.0 11.1 11.2 Geography. Embassy of the Republic of the Marshall Islands in USA, Washington D.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  12. Kwajalein Atoll.. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  13. Geography of the Marshall Islands. (PDF). South Pacific Commission. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  14. 14.00 14.01 14.02 14.03 14.04 14.05 14.06 14.07 14.08 14.09 The Republic of the Marshall Islands.. A Directory of Wetlands in Oceania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  15. 15.0 15.1 Darwin C., The structure and distribution of coral reefs, London, 1842.
  16. Marshall Islands. Encyclopedia of the Nations. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  17. Ocean and Islands Programme for the Marshall Islands. SOPAC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 F. Raymond Fosberg., A review of the Natural History of the Marshall Islands // Atoll Research Bulletin, Washington D.C., USA, January 1990, № 330.
  19. 19.0 19.1 19.2 United Nations Framework Convention on Climate Change. Climatic and Oceanic Conditions. — გვ. 16. (PDF). Government of the Republic of the Marshall Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  20. Marshall Islands. Climate. Encyclopedia of the Nations. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  21. 21.0 21.1 21.2 Geography of the Marshall Islands.. Site of Enen-kio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-25. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  22. 22.0 22.1 F. Raymond Fosberg., A review of the Natural History of the Marshall Islands // Atoll Research Bulletin, Washington D.C., USA, January 1990, № 330.
  23. 23.0 23.1 F. Raymond Fosberg., A review of the Natural History of the Marshall Islands // Atoll Research Bulletin, Washington D.C., USA, January 1990, № 330.
  24. Выступление президента Республики Маршалловы Острова г-на Кессаи Ноута (PDF). გაერო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  25. 25.0 25.1 25.2 United Nations Framework Convention on Climate Change. Atoll Ecosystems and Biodiversity. — გვ. 21—22 (PDF). Government of the Republic of the Marshall Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  26. 26.0 26.1 26.2 Republic of the Marshall Islands. Convention on Biological Diversity 1997. Preliminary National Report to the Conderence of the Parties (PDF). Government of the Republic of the Marshall Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  27. The Reptile Database: distribution Marshall islands (ინგლისური)
  28. Marshall Islands. Statoids. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  29. 29.0 29.1 Marshall Islands System of Government Information. University of the South Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  30. 30.0 30.1 The Nitijela (Parliament). Office of the President, Republic of the Marshall Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  31. 31.0 31.1 აშშ-ის ცსს-ს მონაცემები.
  32. 32.0 32.1 United Nations Framework Convention on Climate Change. Population and Settlement. — გვ. 16. (PDF). Government of the Republic of the Marshall Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  33. Resident Population and Annual Population Growth Rate: 1920-1999.. RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  34. 34.0 34.1 Marshall Islands. Social Statistics.. RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  35. Background Note: Marshall Islands. US Department of State. Bureau of East Asian and Pacific Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  36. მოსახლეობა (2011 წლის აღწერა)
  37. 2004 Year Book. Стр.21. (PDF). RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 22 მაისი 2008.
  38. 38.0 38.1 Marshall Islands. Encyclopedia of the Nations. ციტირების თარიღი: 24 მაისი 2008.
  39. Languages of Marshall Islands. Ethnologue. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 27 მაისი 2008.
  40. ხელშეკრულება მარშალის კუნძულების რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის თავისუფალი ასოციაციის შესახებ. სათაური 1. სტატია 1. თავი 111.
  41. 41.0 41.1 41.2 Marshall Islands 2004. — გვ.7. Transparency International Country Study Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  42. Marshall Islands 2004. — გვ.8. Transparency International Country Study Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 1 ივნისი 2008.
  43. მარშალის კუნძულების კონსტიტუცია, სტატია 4, პარაგრაფი 1, პუნქტი 1.
  44. 44.0 44.1 44.2 კ., სტ. 4, § 2, პ. 1.
  45. კ., სტ. 4, § 12, პ. 1.
  46. კ., სტ. 4, § 4, პ. 1.
  47. 47.0 47.1 კ., სტ. 4, § 3, პ. 1.
  48. კ., სტ. 4, § 2, პ. 2.
  49. კ., სტ. 4, § 7, პ. 1, 2.
  50. კ., სტ. 4, § 10, პ. 1.
  51. კ., სტ. 4, § 12, პ. 1, 2.
  52. Brief Overview of Political Development in the Republic of the Marshall Islands.. The Nitijela (Parliament). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  53. კ., სტ. 3, § 2.
  54. კ., სტ. 3, § 1, პ. 2.
  55. კ., სტ. 3, § 5, პ. 1, 2.
  56. კ., სტ. 5, § 3, პ. 1.
  57. კ., სტ. 5, § 3, პ. 3.
  58. კ., სტ. 5, § 3, პ. 2.
  59. 59.0 59.1 კ., სტ. 5, § 5, პ. 1.
  60. კ., სტ. 5, § 2.
  61. კ., სტ. 5, § 4, პ. 1, 2.
  62. კ., სტ. 5, § 4, პ. 4.
  63. კ., სტ. 5, § 1, პ. 3.
  64. კ., სტ. 6, § 1, პ. 1.
  65. კ., სტ. 6, § 1, პ. 2.
  66. კ., სტ. 6, § 2, პ. 1.
  67. 67.0 67.1 კ., სტ. 6, § 3, პ. 1.
  68. 68.0 68.1 კ., სტ. 6, § 1, პ. 4.
  69. კ., სტ. 6, § 4, პ. 1.
  70. კ., სტ. 6, § 4, პ. 3.
  71. Marshall Islands Courts System Information. University of the South Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  72. კ., სტ. 4, § 3, პ. 2 a, b.
  73. კ., სტ. 4, § 3, პ. 3.
  74. კ., სტ. 4, § 2, პ. 4.
  75. კ., სტ. 9, § 1, პ. 1.
  76. კ., სტ. 9, § 1, პ. 2.
  77. Transparency International Country Study Report.. Marshall Islands 2004. — გვ.13.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 1 ივნისი 2008.
  78. Encyclopedia of the Nations.. Marshall Islands. Political Parties.. ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2008.
  79. Office of the President, Republic of the Marshall Islands.. The United People’s Party and Aelon Kein Ad formed Government).. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2008.
  80. შსა (შემოკლ. შსა). სათ. 3, სტ. 1, თ. 311a.
  81. შსა (შემოკლ. შსა). სათ. 3, სტ. 1, თ. 312.
  82. შსა (შემოკლ. შსა). სათ. 3, სტ. 1, თ. 311b.
  83. შსა (შემოკლ. შსა). სათ. 3, სტ. 1, თ. 314a.
  84. Criminal Offenses. Number of criminal cases listed at rmi high courte: 2000 to 2004. RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  85. Arrests. Number of arrests by national and local government police (ebeye & majuro) by gender and age: 2002 to 2004.. RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  86. შსა (შემოკლ. შსა), სათ. 1, სტ. 2, თ. 121а.
  87. შსა (შემოკლ. შსა), სათ. 1, სტ. 2, თ. 121b.
  88. შსა (შემოკლ. შსა), სათ. 1, სტ. 2, თ. 121c.
  89. შსა (შემოკლ. შსა), სათ. 1, სტ. 2, თ. 122.
  90. შსა (შემოკლ. შსა), სათ. 1, სტ. 2, თ. 123а.
  91. შსა (შემოკლ. შსა), სათ. 1, სტ. 2, თ. 123b.
  92. შსა (შემოკლ. შსა), სათ. 1, სტ. 2, თ. 125.
  93. შსა (შემოკლ. შსა), სათ. 1, სტ. 2, თ. 126.
  94. Countries with which the Marshall Islands has Diplomatic Relations. U.S. Department of the Interior. Office of Insular Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  95. Embassies in Marshall Islands. GoAbroad.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  96. Republic of the Marshall Islands. New Zealand Ministry Of Foreign Affaires And Trade. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  97. Government. Embassy of the Republic of the Marshall Islands in USA, Washington D.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  98. 98.0 98.1 98.2 United Nations Framework Convention on Climate Change. Socio-economic Overview. — გვ. 18—19 (PDF). Government of the Republic of the Marshall Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 13 მაისი 2008.
  99. 99.0 99.1 2004 Year Book. გვ.5 (PDF). RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  100. 100.0 100.1 100.2 2004 Year Book. Chapter 6 – Government Finance. გვ.205 (PDF). RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  101. 2004 Year Book. Chapter 6 – Government Finance. გვ.208 (PDF). RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  102. 102.0 102.1 National Accounts. RMI gross domestic product estimates (GDP), USD'000. RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  103. National Accounts. Current and constant price GDP, GDP per capita and growth rates 1981-2007. RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  104. 2004 Year Book. Chapter 15 — Agriculture, Fisheries and Rural Development. გვ.364 (PDF). RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  105. 105.0 105.1 2004 Year Book. Chapter 15 — Agriculture, Fisheries and Rural Development. გვ.363 (PDF). RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2008.
  106. National Accounts. Total fish catch (metric tons) in RMI EEZ by method: 1998 - 2006. RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  107. Yokwe! Bula! Talofa! Kona Mauri!. Air Marshall Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  108. Visiting the RMI. Embassy of the Republic of the Marshall Islands in USA, Washington D.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  109. Travel & Transportation. Marshall Islands Visitors Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  110. 110.0 110.1 Country profile: Marshall Islands.. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  111. 2004 Year Book. Chapter 13 — Tourism. გვ. 334 (PDF). RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  112. 112.0 112.1 2004 Year Book. Chapter 13 — Tourism. გვ. 333 (PDF). RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  113. 2004 Year Book. Chapter 6 – Government Finance. გვ. 225 (PDF). RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-27. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  114. National Accounts. RMI government finances (GFS format) FY97-FY07, USD'millions. RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  115. 115.0 115.1 2004 Year Book. Chapter 6 – Government Finance. გვ. 210 (PDF). RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 22 ივნისი 2008.
  116. Home Page. Bank of Marshall Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  117. 117.0 117.1 2004 Year Book. Chapter 3 — Health. გვ.87 (PDF). RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  118. Health. Embassy of the Republic of the Marshall Islands in USA, Washington D.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  119. 119.0 119.1 119.2 119.3 National Report to the World Summit on Sustainable Development. Population Trends and Health Status. გვ. 11. RMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  120. 120.0 120.1 120.2 National Report to the World Summit on Sustainable Development. Educational Progress. გვ. 12. RMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  121. 121.0 121.1 Primary Enrollment. RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  122. 2004 Year Book. Chapter 4 – Education. გვ.149 (PDF). RMI Economic Policy, Planning and Statistics Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  123. Marshall Islands. Social development. Encyclopedia of the Nations. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  124. Marshall Islands. Sociopolitical Organization.. World Culture Encyclopedia. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  125. 125.0 125.1 Marshall Islands. Culture. Marshall Islands Visitors Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  126. 126.0 126.1 Marshall Islands National Olympic Committee (MINOC) 2007 Annual Report to ONOC.. Marshall Islands National Olympic Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  127. Anju Jason Qualifies in Taekwondo for Beijing. Yokwe Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2011-08-11.